პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაოცებული ვიყავი, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას ერთადერთი ბიჭი ცხოვრობდა... ქალაქში დაბრუნებას არც ვაპირებ" - "ტიკტოკერი" წყვილი რაჭიდან, მათი სიყვარულის ამბავი და უარი ქალაქის ცხოვრებას
"გაოცებული ვიყავი, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას ერთადერთი ბიჭი ცხოვრობდა... ქალაქში დაბრუნებას არც ვაპირებ" - "ტიკტოკერი" წყვილი რაჭიდან, მათი სიყვარულის ამბავი და უარი ქალაქის ცხოვრებას

ქა­ლა­ქი თუ სო­ფე­ლი - ეს სა­კი­თხი ყო­ველ­თვის არის გან­ხილ­ვის თემა და ბოლო პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. ზო­გის­თვის ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბას ბევ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, ზოგს კი სო­ფე­ლი, სუფ­თა ჰა­ე­რი, მი­წას­თან, ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე ურ­ჩევ­ნია.

"როცა დავ­ბერ­დე­ბი, სა­ცხოვ­რებ­ლად სო­ფელ­ში გა­და­ვალ", - ეს ფრა­ზა ყვე­ლას გაგ­ვი­გო­ნია. ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში კი სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი სოფ­ლად მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლებ­ში ჩაც­ვლას ვერ ახერ­ხებს, თუმ­ცა არი­ან ისე­თი ახალ­გაზ­რდე­ბიც, რომ­ლებ­საც სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა აბედ­ნი­ე­რებთ. ერთ-ერთ ასეთ ახალ­გაზ­რდა წყვილს საზ­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი კარ­გად იც­ნობს, რად­გან ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან და თა­ვი­ანთ გა­მომ­წე­რებს სოფ­ლის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უყ­ვე­ბი­ან.

ბლო­გე­რი ნანა არო­ში­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მა­ღალმთი­ან რა­ჭა­ში, სო­ფელ ღებ­ში ცხოვ­რობს: Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას, ნანა ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და მი­წა­ზე მუ­შა­ობ­და და ყო­ველ­თვის იზი­დავ­და ასე­თი ცხოვ­რე­ბა.

ნანა არო­ში­ძე:

"ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა. სოლო მოგ­ზა­უ­რი ვარ და ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ სო­ფელ­ში ვი­ცხოვ­რებ­დი. ამ­ჟა­მად მა­ღალმთი­ან რა­ჭა­ში ვცხოვ­რობ. გუ­რი­ა­ში და­ვი­ბა­დე. პრო­ფე­სი­ით ბუ­ღალ­ტე­რი ვარ. პან­დე­მი­ის დროს ონ­ლა­ინ ვმუ­შა­ობ­დი და პა­რა­ლე­ლუ­რად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­საც ვა­ხერ­ხებ­დი.

დიდი ხა­ნია, ქა­ლაქ­ში აღარ მი­ცხოვ­რია და სი­მარ­თლე გი­თხრათ, დაბ­რუ­ნე­ბას არც ვა­პი­რებ.

ღები მა­ღალმთი­ა­ნი რა­ჭის ბოლო სო­ფე­ლია. აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და. სა­ქონ­ლის მოვ­ლას მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა­საც ვუ­თავ­სებ. მე და ჩემს ქმარს მე­ზო­ბე­ლიც არ გვყავს და ძი­რი­თა­დად, სა­ძოვ­რებ­ზე სა­ქო­ნელს მარ­ტო ვა­ტა­რებთ-ხოლ­მე.

ჩვე­ნი სა­ძოვ­რე­ბი სვა­ნე­თის­კე­ნაა. ასე­თი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მი­ზი­დავს და არც მწყინ­დე­ბა. მთა­ში მა­ნამ ვცხოვ­რობთ, სა­ნამ არ გა­თოვ­დე­ბა.

ჩემი მე­უღ­ლეც მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­ვი­ცა­ნი: სოფ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, რა­ჭის სო­ფე­ლი ღები ამო­ვარ­ჩიე. სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნეს შე­ვუ­თან­ხმდი, რომ 2-3 დღე დავ­რჩე­ბო­დი, ის კი სო­ფელს და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­და.

ღებ­ში როცა ჩა­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან ცუდი ამინ­დი იყო. ამი­ტომ ერთ ად­გი­ლობ­რივს ვთხო­ვე, ჩემ­თვის ისე­თი ადა­მი­ა­ნი გა­ეც­ნო, ვი­საც დიდი მე­ურ­ნე­ო­ბა და ფერ­მა ექ­ნე­ბო­და - ეს ჩემი ბლო­გის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. ასე გა­ვი­ცა­ნი ილო. გა­ო­ცე­ბუ­ლო ვი­ყა­ვი, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას მო­წყვე­ტილ ად­გი­ლას ერ­თა­დერ­თი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ცხოვ­რობ­და. ამის შემ­დეგ, მხო­ლოდ "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით ვკონ­ტაქ­ტობ­დით. ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ქუ­თა­ის­ში შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით და უფრო და­ვახ­ლოვ­დით, და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხე­ვარ­ში კი დავ­ქორ­წინ­დით. ილო წარ­მო­შო­ბით რა­ჭი­და­ნაა. ქუ­თა­ის­ში გაზ­რდი­ლია, მაგ­რამ მა­საც ჩემ­სა­ვით სო­ფელ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა იზი­დავ­და.

რა­ტომ­ღაც ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ასაკ­ში სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. მე კი პი­რი­ქით ვფიქ­რობ: ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებს უფრო უჭირთ სო­ფელ­ში წას­ვლა და შვი­ლე­ბის, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა. პი­რი­ქით, როცა მო­ხუც­დე­ბი­ან, ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ, ამი­ტომ ნა­თე­სა­ვებს სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში გა­დაჰ­ყავთ.

ასაკ­ში ენერ­გია ნაკ­ლე­ბია, ახ­ლობ­ლებ­თან ყოფ­ნის სურ­ვი­ლი კი დიდი. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ად­ვი­ლი სათ­ქმე­ლია, სი­ბე­რე­ში ყვე­ლა­ფერს მი­ვა­ტო­ვებ და სა­ცხოვ­რებ­ლად სო­ფელ­ში წა­ვა­ლო. მე და ჩემს მე­უღ­ლეს გვინ­დო­და, რომ ეს ახალ­გაზ­რდუ­ლი ენერ­გია სო­ფელ­ში დაგ­ვე­ხარ­ჯა და ასე­თი ცხოვ­რე­ბით ახლა დავმტკბა­რი­ყა­ვით.“

ავ­ტო­რი: ანი შა­ვიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეთერი
0

ძალიან კარგ გზას ადგიხართ.სწორად ამბობთ ახალგაზრდობაში მეტი ენერგიაა საჭირო და საქმეც უკეთესად გამოგდის.წარმატებებს გისურვებთ.ნეტა თქვენ გზას ბევრი ახალგაზრდა დაადგებოდეს.

 

ნინო
1

ბუნებასთან ახლოს ცხოვრებას არაფერი სჯობს,ფანჯრიდან რომ გაიხედები და მთები გამოჩნდება ამაზე მეტი რა გინდა ადამიანს,აბა ადექიით გაიხედეთ ფანჯრიდან,უმეტესობა ჩამოძონძილ კორპუსს დაინახავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გაოცებული ვიყავი, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას ერთადერთი ბიჭი ცხოვრობდა... ქალაქში დაბრუნებას არც ვაპირებ" - "ტიკტოკერი" წყვილი რაჭიდან, მათი სიყვარულის ამბავი და უარი ქალაქის ცხოვრებას

"გაოცებული ვიყავი, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას ერთადერთი ბიჭი ცხოვრობდა... ქალაქში დაბრუნებას არც ვაპირებ" - "ტიკტოკერი" წყვილი რაჭიდან, მათი სიყვარულის ამბავი და უარი ქალაქის ცხოვრებას

ქალაქი თუ სოფელი - ეს საკითხი ყოველთვის არის განხილვის თემა და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ზოგისთვის ქალაქში ცხოვრებას ბევრი უპირატესობა აქვს, ზოგს კი სოფელი, სუფთა ჰაერი, მიწასთან, ბუნებასთან სიახლოვე ურჩევნია.

"როცა დავბერდები, საცხოვრებლად სოფელში გადავალ", - ეს ფრაზა ყველას გაგვიგონია. ახალგაზრდა ასაკში კი სამწუხაროდ, ბევრი სოფლად მიტოვებულ სახლებში ჩაცვლას ვერ ახერხებს, თუმცა არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სოფელში ცხოვრება აბედნიერებთ. ერთ-ერთ ასეთ ახალგაზრდა წყვილს საზგადოების ნაწილი კარგად იცნობს, რადგან ისინი სოციალურ ქსელებში აქტიურები არიან და თავიანთ გამომწერებს სოფლის ცხოვრების შესახებ ვიდეოების საშუალებით უყვებიან.

ბლოგერი ნანა აროშიძე მეუღლესთან ერთად მაღალმთიან რაჭაში, სოფელ ღებში ცხოვრობს: Ambebi.ge-სთან საუბრისას, ნანა ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა მიწაზე მუშაობდა და ყოველთვის იზიდავდა ასეთი ცხოვრება.

ნანა აროშიძე:

"ბავშვობიდან მიყვარდა მიწასთან მუშაობა. სოლო მოგზაური ვარ და ყოველთვის ვიცოდი, რომ სოფელში ვიცხოვრებდი. ამჟამად მაღალმთიან რაჭაში ვცხოვრობ. გურიაში დავიბადე. პროფესიით ბუღალტერი ვარ. პანდემიის დროს ონლაინ ვმუშაობდი და პარალელურად, სოფლის მეურნეობასა და მოგზაურობასაც ვახერხებდი.

დიდი ხანია, ქალაქში აღარ მიცხოვრია და სიმართლე გითხრათ, დაბრუნებას არც ვაპირებ.

ღები მაღალმთიანი რაჭის ბოლო სოფელია. აქაურობა ძალიან შემიყვარდა. საქონლის მოვლას მიწასთან მუშაობასაც ვუთავსებ. მე და ჩემს ქმარს მეზობელიც არ გვყავს და ძირითადად, საძოვრებზე საქონელს მარტო ვატარებთ-ხოლმე.

ჩვენი საძოვრები სვანეთისკენაა. ასეთი ცხოვრება ძალიან მიზიდავს და არც მწყინდება. მთაში მანამ ვცხოვრობთ, სანამ არ გათოვდება.

ჩემი მეუღლეც მოგზაურობის დროს გავიცანი: სოფლებში მოგზაურობის დროს, რაჭის სოფელი ღები ამოვარჩიე. საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს შევუთანხმდი, რომ 2-3 დღე დავრჩებოდი, ის კი სოფელს დამათვალიერებინებდა.

ღებში როცა ჩამოვედი, ძალიან ცუდი ამინდი იყო. ამიტომ ერთ ადგილობრივს ვთხოვე, ჩემთვის ისეთი ადამიანი გაეცნო, ვისაც დიდი მეურნეობა და ფერმა ექნებოდა - ეს ჩემი ბლოგისთვისაც საინტერესო იქნებოდა. ასე გავიცანი ილო. გაოცებულო ვიყავი, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას ერთადერთი ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა. ამის შემდეგ, მხოლოდ "ინსტაგრამის" საშუალებით ვკონტაქტობდით. ერთმანეთს რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაისში შემთხვევით შევხვდით და უფრო დავახლოვდით, დაახლოებით თვენახევარში კი დავქორწინდით. ილო წარმოშობით რაჭიდანაა. ქუთაისში გაზრდილია, მაგრამ მასაც ჩემსავით სოფელში დამოუკიდებლად ცხოვრება იზიდავდა.

რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ასაკში სოფელში ცხოვრება უფრო მოსახერხებელია. მე კი პირიქით ვფიქრობ: ასაკოვან ადამიანებს უფრო უჭირთ სოფელში წასვლა და შვილების, შვილიშვილების დატოვება. პირიქით, როცა მოხუცდებიან, ყურადღება სჭირდებათ, ამიტომ ნათესავებს სოფლიდან ქალაქში გადაჰყავთ.

ასაკში ენერგია ნაკლებია, ახლობლებთან ყოფნის სურვილი კი დიდი. ახალგაზრდობაში ადვილი სათქმელია, სიბერეში ყველაფერს მივატოვებ და საცხოვრებლად სოფელში წავალო. მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა, რომ ეს ახალგაზრდული ენერგია სოფელში დაგვეხარჯა და ასეთი ცხოვრებით ახლა დავმტკბარიყავით.“

ავტორი: ანი შავიშვილი