მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა L“ - ის სტენდთან მკითხველების რიგი დგას - წიგნის ფესტივალის მეორე დღე
"პალიტრა L“ - ის სტენდთან მკითხველების რიგი დგას - წიგნის ფესტივალის მეორე დღე

ყვე­ლა მკი­თხვე­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლი - თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი - წელს 25-დან 28 მა­ი­სის ჩათ­ვლით, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ექ­სპო ჯორ­ჯი­ას პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში იკა­ვებს ად­გილს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2023 სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლია, ფეს­ტი­ვა­ლის ტრა­დი­ცია უკვე 25 წელს ით­ვლის.

მი­უ­ხე­და­ვად წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა, რო­გორც პირ­ველ, ასე­ვე მე­ო­რე დღეს, ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რი­გე­ბი დგას ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მომ­ცემ­ლო­ბის "პა­ლიტ­რა L-ის“ სტენ­დებ­თან. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რი, თინა ასა­თი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ლო­დინს უკვე გა­და­ა­ჭარ­ბა, რაც დიდ­წი­ლად იმ სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც "პა­ლიტ­რა L-მა“ წელს თა­ვის ერ­თგულ მკი­თხველს მო­უმ­ზა­და:

"წელს "გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L“ წიგ­ნის სა­ი­უ­ბი­ლეო 25-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გა­მო­ყო­ფი­ლი გვაქვს უფრო დიდი ფარ­თო­ბი და სტენ­დის დი­ზა­ი­ნიც გა­ნახ­ლე­ბუ­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­სა, გა­მო­ყო­ფი­ლი გვაქვს "აუ­თლეტ ზო­ნაც“, სა­დაც წიგ­ნე­ბის ფასი 1 ლა­რი­დან იწყე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ცხა­დია, მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ წიგ­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ მკი­თხვე­ლის­თვის,“ - აღ­ნიშ­ნავს "პა­ლიტ­რა L-ის“ დი­რექ­ტო­რი თინა ასა­თი­ა­ნი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ერ­თგულ მკი­თხველს სი­ურპრი­ზი და­ახ­ვედ­რა - მხო­ლოდ 26 მა­ისს და მხო­ლოდ წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია“ სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 26 ლა­რად იყი­დე­ბა 174 ლა­რის ნაც­ვლად. ეს არის წიგნ-ალ­ბო­მი, რო­მელ­ზეც ნუ­მიზ­მატ­თა და ის­ტო­რი­კოს­თა გუნ­დი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. წიგნ-ალ­ბომ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნე­ტე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში.

რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც მკი­თხველს არა­ერ­თი სი­ურპრი­ზი ელო­დე­ბა:

"სპე­ცი­ა­ლუ­რად ფეს­ტი­ვა­ლის­თვის არა­ერ­თი ახა­ლი წიგ­ნი გვაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის წიგ­ნი "მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თლი­დან“, რო­მელ­საც კვი­რას ავ­ტორ­თან ერ­თად წარ­ვად­გენთ. ასე­ვე წელს სი­ურპრი­ზი მო­ვუმ­ზა­დეთ თი­ნე­ი­ჯე­რებს და მათ Teens Game შევ­თა­ვა­ზეთ. ეს არის თა­მა­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც "ლი­ბერ­თინ­სის“ სე­რი­ის წიგ­ნებ­ში თავ­სა­ტე­ხე­ბი მო­ვი­ფიქ­რეთ, სა­ბო­ლო­ოდ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შა­ბათს, 13:00 სა­ათ­ზე წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა პი­რა­დად შეხ­ვდეს თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რებს, მათ შო­რის, კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს, შე­კი­თხვე­ბი და­უს­ვას წიგ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ავ­ტოგ­რა­ფიც მი­ი­ღოს. გარ­და ამი­სა, ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ყო­ველ 15 ლა­რის შე­ნა­ძენ­ზე გვაქვს სა­ჩუქ­რე­ბი,“ - აღ­ნიშ­ნავს პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გის მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე.

  • შე­გახ­სე­ნებთ "პა­ლიტ­რა L-ის“ აქ­ტი­ვო­ბებს წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში:

26 მა­ი­სი, პა­რას­კე­ვი, 15:00 - Teens Game; ღო­ნის­ძი­ე­ბის წარმდგე­ნე­ბი - მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე, თუ­თი­კო მუ­ჯი­რი. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის გაზ­რდა მო­ზარ­დებ­ში. თა­მა­შის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი შა­ბათს, 27 მა­ისს გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

27 მა­ი­სი, შა­ბა­თი, 15:20 - წიგ­ნის წარ­დგე­ნა, "XXI სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი მო­თხრო­ბა“; წარმდგე­ნი ბესო ხვე­დე­ლი­ძე.

28 მა­ი­სი, კვი­რა, 18:00 - წიგ­ნის წარ­დგე­ნა, "მო­თხრო­ბე­ბი ქარ­თლი­დან“ - წარმდგე­ნე­ბი: რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე, ქეთი ქან­თა­რია.

R

მკითხველი
0

მაგარი საინტერესო გამოფენა,ხალხი იყო წარმატებები

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"პალიტრა L“ - ის სტენდთან მკითხველების რიგი დგას - წიგნის ფესტივალის მეორე დღე

"პალიტრა L“ - ის სტენდთან მკითხველების რიგი დგას - წიგნის ფესტივალის მეორე დღე

ყველა მკითხველისთვის საყვარელი დღესასწაული - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი - წელს 25-დან 28 მაისის ჩათვლით, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში იკავებს ადგილს. აღსანიშნავია, რომ 2023 საიუბილეო წელია, ფესტივალის ტრადიცია უკვე 25 წელს ითვლის.

მიუხედავად წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისა, როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს, ხალხის ნაკადი არ წყდება. განსაკუთრებული რიგები დგას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომცემლობის "პალიტრა L-ის“ სტენდებთან. როგორც გამომცემლობის დირექტორი, თინა ასათიანი აღნიშნავს, ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ მოლოდინს უკვე გადააჭარბა, რაც დიდწილად იმ სიახლეებისა და ფასდაკლებების დამსახურებაა, რომლებიც "პალიტრა L-მა“ წელს თავის ერთგულ მკითხველს მოუმზადა:

"წელს "გამომცემლობა "პალიტრა L“ წიგნის საიუბილეო 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე განსაკუთრებული სიახლეებითაა წარმოდგენილი. გამოყოფილი გვაქვს უფრო დიდი ფართობი და სტენდის დიზაინიც განახლებულია. აღსანიშნავია, რომ გარდა ტრადიციული ფასდაკლებებისა, გამოყოფილი გვაქვს "აუთლეტ ზონაც“, სადაც წიგნების ფასი 1 ლარიდან იწყება. ეს ყველაფერი, ცხადია, მიმართულია იმისკენ, რომ წიგნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ მკითხველისთვის,“ - აღნიშნავს "პალიტრა L-ის“ დირექტორი თინა ასათიანი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამომცემლობამ ერთგულ მკითხველს სიურპრიზი დაახვედრა - მხოლოდ 26 მაისს და მხოლოდ წიგნის ფესტივალზე "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ სპეციალურ ფასად - 26 ლარად იყიდება 174 ლარის ნაცვლად. ეს არის წიგნ-ალბომი, რომელზეც ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, წიგნის ფესტივალის მომდევნო დღეების განმავლობაშიც მკითხველს არაერთი სიურპრიზი ელოდება:

"სპეციალურად ფესტივალისთვის არაერთი ახალი წიგნი გვაქვს წარმოდგენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია რევაზ-გიორგი არველაძის წიგნი "მოთხრობები ქართლიდან“, რომელსაც კვირას ავტორთან ერთად წარვადგენთ. ასევე წელს სიურპრიზი მოვუმზადეთ თინეიჯერებს და მათ Teens Game შევთავაზეთ. ეს არის თამაში, რომლის ფარგლებშიც "ლიბერთინსის“ სერიის წიგნებში თავსატეხები მოვიფიქრეთ, საბოლოოდ გამარჯვებული შაბათს, 13:00 საათზე წიგნის ფესტივალზე გამოვლინდება.

ფესტივალის განმავლობაში მკითხველს საშუალება ექნება პირადად შეხვდეს თანამედროვე ავტორებს, მათ შორის, კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულებს, შეკითხვები დაუსვას წიგნებთან დაკავშირებით და ავტოგრაფიც მიიღოს. გარდა ამისა, ერთგული მკითხველისთვის ყოველ 15 ლარის შენაძენზე გვაქვს საჩუქრები,“ - აღნიშნავს პალიტრა ჰოლდინგის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე.

  • შეგახსენებთ "პალიტრა L-ის“ აქტივობებს წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში:

26 მაისი, პარასკევი, 15:00 - Teens Game; ღონისძიების წარმდგენები - მარიამ გიორგაძე, თუთიკო მუჯირი. პროექტის მიზანია წიგნიერების დონის გაზრდა მოზარდებში. თამაშის გამარჯვებული კი შაბათს, 27 მაისს გამოვლინდება.

27 მაისი, შაბათი, 15:20 - წიგნის წარდგენა, "XXI საუკუნის ქართული მოთხრობა“; წარმდგენი ბესო ხვედელიძე.

28 მაისი, კვირა, 18:00 - წიგნის წარდგენა, "მოთხრობები ქართლიდან“ - წარმდგენები: რევაზ-გიორგი არველაძე, ქეთი ქანთარია.

R