სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში აღიარებული "კარმენი", რომელმაც დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა
მსოფლიოში აღიარებული "კარმენი", რომელმაც დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა

სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში იმარ­თე­ბა. 12:00 სა­ათ­ზე წვე­ვამ­დე­ლებ­მა ფიცი და­დეს, რაც ღო­ნის­ძი­ე­ბის კულ­მი­ნა­ცი­უ­რი მო­მენ­ტია. ფი­ცის და­დე­ბის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა თბი­ლი­სის გარ­და 10 რე­გი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმნს, წელს ის მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ­მა მეცო-სოპ­რა­ნომ ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძემ შე­ას­რუ­ლა.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი

ქე­თე­ვა­ნი 1981 წლის 7 ივ­ლისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სულ­ხან ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი; შემ­დეგ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მა­გის­ტრა­ტუ­რა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ხრით; ქე­თე­ვა­ნი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დი­ა­ტი; 2005 წელს კი მი­ე­ნი­ჭა მა­გის­ტრის წო­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

ცნო­ბი­ლი მეცო-სოპ­რა­ნო სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რდულ პო­ლი­ტი­კა­ში. იყო ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტთა მმარ­თველ­თა საბ­ჭოს წევ­რი, ახალ­გაზ­რდუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გენ­მე­ლი ევ­რო­საბ­ჭო­ში; გა­დი­ო­და სტა­ჟი­რე­ბას ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში. ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძის მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა.

მისი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­ცე­ნო დე­ბი­უ­ტი, 2002 წელს, ჯერ კი­დევ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლი­სას, თბი­ლი­სის ოპე­რა­ში შედ­გა: მა­და­ლე­ნა, ემი­ლია, ამა­დი­გი. ამას მოჰ­ყვა მისი გა­მოს­ვლე­ბი ცნო­ბილ ქარ­თველ დი­რი­ჟო­რებთნ, რე­ჟი­სო­რებ­თან და ორ­კესტრებ­თან.

მეცო სოპ­რა­ნო 2006 წელს ბელ­ვე­დე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე მო­გე­ბუ­ლი ლა სკა­ლას სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზით უგა­მოც­დოდ ჩა­ი­რი­ცხა ამა­ვე თე­ატრთან არ­სე­ბულ აკა­დე­მი­ა­ში. ქარ­თველ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალს ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის სა­ო­პე­რო სცე­ნებ­ზე ოცზე მეტი პარ­ტია აქვს ნამ­ღე­რი. იგი ით­ვლე­ბა რო­ზი­ნას პარ­ტი­ის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლებ­ლად, რომ­ლი­თაც დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა ბერ­ლი­ნის დო­ი­ჩე ოპე­რის, პარ­მის სა­მე­ფო თე­ატ­რის, ტუ­ლუ­ზის კა­პი­ტო­ლის თე­ატ­რის, მონ­პე­ლი­ეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თე­ატ­რის, პა­ლერ­მოს ტე­ატ­რო მა­სი­მოს, სან­ტი­ა­გოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თე­ატ­რის, რა­ი­ნის დო­ი­ჩე ოპე­რი­სა და მარ­სე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ოპე­რის სცე­ნებ­ზე;

"ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში ისე არ არის, რომ რა­ღა­ცას მი­აღ­წევ და გა­ჩერ­დე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... რო­გორც ბევ­რი ქარ­თვე­ლი ბავ­შვი, მეც პა­ტა­რო­ბი­დან ვმღე­ო­დი, ოჯახ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი გვქონ­და, ოღონდ, ჩემი მშობ­ლე­ბი მეც­ნი­ე­რე­ბი არი­ან, მოყ­ვა­რუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი და ამ სფე­როს­თან პრო­ფე­სი­უ­ლად არ იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პა­ტა­რა ასა­კი­დან დავ­დი­ო­დი მშობ­ლებ­თან ერ­თად ოპე­რა­ში, დრა­მა­ტულ თე­ატ­რებ­ში და ძა­ლი­ან მი­ტა­ცებ­და ეს სამ­ყა­რო. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ფარ­დის უკან რა ხდე­ბო­და... მერე კი ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე წა­რი­მარ­თა, რომ უკვე ვიცი, ფარ­დის ორი­ვე მხა­რეს რა ხდე­ბა,“ - ამ­ბობ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

2014 წელს წარ­მა­ტე­ბით იმ­ღე­რა კარ­მე­ნის პარ­ტია ტო­კი­ოს ახალ ნა­ცი­ო­ნა­ლურ თე­ატ­რში. ამა­ვე წელს შედ­გა მისი სკან­დი­ნა­ვი­უ­რი დე­ბი­უ­ტი იზო­ლი­ე­რის რო­ლით მალ­მოს ოპე­რა­ში. 2015 წელს მან ვერ­დის „დონ კარ­ლოს­ში“ პრინ­ცე­სა ებო­ლის და­უ­ვი­წყა­რი სახე შექ­მნა ელ ეს­კო­რი­ა­ლის ფეს­ტი­ვალ­ზე;

ქე­თე­ვა­ნი იტა­ლი­უ­რი თე­ატ­რე­ბის ხში­რი და სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ლა სკა­ლას ტურ­ნე­ში ია­პო­ნი­ა­ში. წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო მისი გა­მოს­ვლე­ბი ვე­რო­ნის არე­ნა­ზე და ვე­ნე­ცი­ის ფე­ნი­ჩეს თე­ატ­რში, ნე­ა­პო­ლის სან კარ­ლოს თე­ატ­რში, ბერ­ლი­ო­ზის „კლე­ო­პატ­რას სიკ­ვდი­ლი“ სპო­ლე­ტოს ფეს­ტი­ვალ­ზე, გუ­ნოს „ფა­უს­ტი“ და მას­ნეს „ტა­ი­სი“ ტუ­რი­ნის სა­მე­ფო თე­ატ­რში.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძე მე­უღ­ლის სამ­სა­ხუ­რის გამო ვე­ნა­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. მეცო სოპ­რა­ნოს ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე სან­დრო შე­ლე­გია ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია ეკო­ნო­მი­კის გან­ხრით. გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად სამ­შობ­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის, მო­ნა­წი­ლე­ობს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებ­ში.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

"ქარ­თვე­ლებს ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და გე­ნე­ტი­კუ­რად გვაქვს. არ ვართ სხვა ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რე­ბას შეჩ­ვე­უ­ლი და ნოს­ტალ­გი­ის შეგ­რძნე­ბა ჩვენ­თან ძლი­ე­რია. იმის გამო, რომ ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი მაქვს - ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე და შვი­ლი მყავს, ბავ­შვს ყო­ველ­დღე „ვე­ფხის­ტყა­ო­სანს“ ვუ­კი­თხავთ, ქარ­თუ­ლი კი­თხვაც ის­წავ­ლა, ქარ­თულ სიმ­ღე­რებს ვას­წავ­ლი და მე ჩემი „პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო“ ბარ­სე­ლო­ნა­ში მაქვს. ალ­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი ავ­სებს იმ ნოს­ტალ­გი­ას, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს და ამ გრძნო­ბას რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ნე­ლებს, მიმ­ცი­რებს. მაგ­რამ რო­გორც უნდა იყოს, მა­ინც ემიგ­რან­ტი ვარ, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან შორ­საა წა­სუ­ლი.“ - ამ­ბობს ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში. მეცო სოპ­რა­ნოს ორი შვი­ლი ჰყავს, უფ­რო­სი ვაჟი და გო­გო­ნა, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის დროს შე­ე­ძი­ნა.

ნა­ხეთ ვი­დეო - სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძემ შე­ას­რუ­ლა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
0

მართლაც, სასწაული ხმა ჰქონდა

ნუგზარი
1

წარმატებები

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

მსოფლიოში აღიარებული "კარმენი", რომელმაც დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა

მსოფლიოში აღიარებული "კარმენი", რომელმაც დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში იმართება. 12:00 საათზე წვევამდელებმა ფიცი დადეს, რაც ღონისძიების კულმინაციური მომენტია. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 10 რეგიონში გაიმართება.

რაც შეეხება საქართველოს ჰიმნს, წელს ის მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ შეასრულა.

ბიოგრაფიული დეტალები

ქეთევანი 1981 წლის 7 ივლისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების სკოლა და კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სასწავლებელი; შემდეგ კონსერვატორიის მაგისტრატურა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა განხრით; ქეთევანი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი; 2005 წელს კი მიენიჭა მაგისტრის წოდება საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.

ცნობილი მეცო-სოპრანო საქართველოში ცხოვრებისას აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდულ პოლიტიკაში. იყო ახალგაზრდა ეკონომისტთა მმართველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდული პარლამენტის წევრი, ქართველი ახალგაზრდების ერთ-ერთი წარმომადგენმელი ევროსაბჭოში; გადიოდა სტაჟირებას ფინანსთა სამინისტროში. ასეთივე წარმატებული იყო ქეთევან ქემოკლიძის მუსიკალური კარიერა.

მისი პირველი წარმატებული სასცენო დებიუტი, 2002 წელს, ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლისას, თბილისის ოპერაში შედგა: მადალენა, ემილია, ამადიგი. ამას მოჰყვა მისი გამოსვლები ცნობილ ქართველ დირიჟორებთნ, რეჟისორებთან და ორკესტრებთან.

მეცო სოპრანო 2006 წელს ბელვედერის საერთაშორისო კონკურსზე მოგებული ლა სკალას საოპერო თეატრის სპეციალური პრიზით უგამოცდოდ ჩაირიცხა ამავე თეატრთან არსებულ აკადემიაში. ქართველ საოპერო მომღერალს ევროპისა და ამერიკის საოპერო სცენებზე ოცზე მეტი პარტია აქვს ნამღერი. იგი ითვლება როზინას პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად, რომლითაც დიდი წარმატება მოიპოვა ბერლინის დოიჩე ოპერის, პარმის სამეფო თეატრის, ტულუზის კაპიტოლის თეატრის, მონპელიეს ნაციონალური თეატრის, პალერმოს ტეატრო მასიმოს, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრის, რაინის დოიჩე ოპერისა და მარსელის მუნიციპალური ოპერის სცენებზე;

"ჩვენს პროფესიაში ისე არ არის, რომ რაღაცას მიაღწევ და გაჩერდები - ყველაფერი მუდმივ განვითარებასთანაა დაკავშირებული... როგორც ბევრი ქართველი ბავშვი, მეც პატარობიდან ვმღეოდი, ოჯახში მუსიკალური ტრადიციები გვქონდა, ოღონდ, ჩემი მშობლები მეცნიერები არიან, მოყვარული მუსიკოსები და ამ სფეროსთან პროფესიულად არ იყვნენ დაკავშირებული. პატარა ასაკიდან დავდიოდი მშობლებთან ერთად ოპერაში, დრამატულ თეატრებში და ძალიან მიტაცებდა ეს სამყარო. სულ მაინტერესებდა, ფარდის უკან რა ხდებოდა... მერე კი ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ უკვე ვიცი, ფარდის ორივე მხარეს რა ხდება,“ - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.

2014 წელს წარმატებით იმღერა კარმენის პარტია ტოკიოს ახალ ნაციონალურ თეატრში. ამავე წელს შედგა მისი სკანდინავიური დებიუტი იზოლიერის როლით მალმოს ოპერაში. 2015 წელს მან ვერდის „დონ კარლოსში“ პრინცესა ებოლის დაუვიწყარი სახე შექმნა ელ ესკორიალის ფესტივალზე;

ქეთევანი იტალიური თეატრების ხშირი და სასურველი სტუმარია. მონაწილეობდა ლა სკალას ტურნეში იაპონიაში. წარმატებული იყო მისი გამოსვლები ვერონის არენაზე და ვენეციის ფენიჩეს თეატრში, ნეაპოლის სან კარლოს თეატრში, ბერლიოზის „კლეოპატრას სიკვდილი“ სპოლეტოს ფესტივალზე, გუნოს „ფაუსტი“ და მასნეს „ტაისი“ ტურინის სამეფო თეატრში.

პირადი ცხოვრება

ქეთევან ქემოკლიძე მეუღლის სამსახურის გამო ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მეცო სოპრანოს ქართველი მეუღლე სანდრო შელეგია ვენის უნივერსიტეტის პროფესორია ეკონომიკის განხრით. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად სამშობლოში ხშირად ჩამოდის, მონაწილეობს საქველმოქმედო კონცერტებში.

მეუღლესთან ერთად

"ქართველებს ეს განსაკუთრებულად და გენეტიკურად გვაქვს. არ ვართ სხვა ქვეყნებში ცხოვრებას შეჩვეული და ნოსტალგიის შეგრძნება ჩვენთან ძლიერია. იმის გამო, რომ ქართული ოჯახი მაქვს - ქართველი მეუღლე და შვილი მყავს, ბავშვს ყოველდღე „ვეფხისტყაოსანს“ ვუკითხავთ, ქართული კითხვაც ისწავლა, ქართულ სიმღერებს ვასწავლი და მე ჩემი „პატარა საქართველო“ ბარსელონაში მაქვს. ალბათ ეს ყველაფერი ავსებს იმ ნოსტალგიას, რომელიც არსებობს და ამ გრძნობას რაღაცნაირად მინელებს, მიმცირებს. მაგრამ როგორც უნდა იყოს, მაინც ემიგრანტი ვარ, ადამიანი, რომელიც საქართველოდან შორსაა წასული.“ - ამბობს ambebi.ge-სთან ინტერვიუში. მეცო სოპრანოს ორი შვილი ჰყავს, უფროსი ვაჟი და გოგონა, რომელიც პანდემიის დროს შეეძინა.

ნახეთ ვიდეო - საქართველოს ჰიმნი, რომელიც ქეთევან ქემოკლიძემ შეასრულა