პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არნახული ამბავი პიკს აღწევს... გამუდმებული დაბლოკვა ხდება დედისგან, ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოებში" - რას წერენ ანა ჯაბაური და კონსტანტინე გამსახურდია?
"ეს არნახული ამბავი პიკს აღწევს... გამუდმებული დაბლოკვა ხდება დედისგან, ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოებში" - რას წერენ ანა ჯაბაური და კონსტანტინე გამსახურდია?

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვა­ჟის, ცონ­ტე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც კვლავ მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას ეხე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტ­ნეს დედა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მის­მა შვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ვერ მი­ი­ღოს.

რო­გორც ანა ჯა­ბა­უ­რი წერს, ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ბრძო­ლას უკვე სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­ში, ცოტ­ნეს სახ­ლში და­საბ­რუ­ნებ­ლად და მისი კუთ­ვნი­ლი მი­წე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

"ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ დარ­ჩა ცო­ცხა­ლი. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს. არ და­ნებ­და სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბელ გარ­თუ­ლე­ბებ­საც. მე­ო­თხე წე­ლია იბ­რძვის სი­ცო­ცხლის­თვის. ვიბ­რძვით ჩვენც. ყო­ველ ჩა­სუნ­თქვას ვა­ყუ­რა­დებთ, მი­ლი­მეტრ წინსვლას ოჯა­ხურ ზე­ი­მად ვაქ­ცევთ, კვლე­ვის პა­სუ­ხებს გულ­გა­ხეთ­ქი­ლი ვე­ლით, ყვე­ლა კა­პიკს მის­თვის ვზო­გავთ... ზუს­ტად ისე ვუვ­ლით, რო­გორც ჩვილს, ზოგ­ჯერ მე­ტა­დაც. იმი­ტომ რომ ვი­ცით - ერთი წუ­თით მო­დუ­ნე­ბაც ხე­ლი­დან გა­მოგ­ვაც­ლის. გა­დის წლე­ბი. გვეხ­მა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო, დაგ­ვეხ­მა­რა ქარ­თუ ფონ­დი. და­ი­ხარ­ჯა მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი. ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი და ლი­მი­ტი.

მხო­ლოდ ჩვენს ბრძო­ლას ვერ ექ­ნე­ბა ვერ­ცერ­თი, ძა­ლი­ან მინ­და ვთქვა: ბრძო­ლას ცოტ­ნეს სი­ცო­ცხლის­თვის, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბის­თვის...და და­ვამ­თავ­რო.

მაგ­რამ ვაგ­რძე­ლებ: ბრძო­ლას სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, ბრძო­ლას პრო­კუ­რა­ტუ­რებ­ში, ბრძო­ლას ცოტ­ნეს სახ­ლში და­საბ­რუ­ნებ­ლად, ბრძო­ლას ცოტ­ნეს კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის­თვის, ბრძო­ლას ცოტ­ნეს ღირ­სე­ბის­თვი­საც კი, და, რაც მთა­ვა­რია, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თა სრულ­ყო­ფი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რე­შე ცოტ­ნეს ხვა­ლინ­დე­ლი დღე სა­თუ­ოა. და, რო­მელ­თა გა­მუდ­მე­ბუ­ლი დაბ­ლოკ­ვა ხდე­ბა... დე­დის­გან... გა­მუდ­მე­ბუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და ყვე­ლა მე­თო­დით...გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ტრა­გი­კუ­ლი ბედი. ამა­ზეა ლა­პა­რა­კი ქვე­მო­თაც" - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.

ოჯა­ხურ და­პი­რის­პი­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­აც:

"მე­გობ­რე­ბო, გი­ორ­გიმ, ჩემ­მა ძმამ, ანამ, ცოტ­ნეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ­მა პარტნი­ორ­მა და მე ამ ჯერ­ზე გა­დავ­წყვი­ტეთ, თი­თო­ე­ულ­მა და­წე­როს სა­კი­თხის შე­სა­ხებ ისე, რო­გორც გრძნობს და ხე­დავს სა­კითხს. ცოტ­ნე უკვე სამ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. დიახ, არის ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი, რის საქ­მის კურ­სშიც არა­ერ­თხელ ჩაგ­ვი­ყე­ნე­ბი­ხართ, თუმ­ცა იქამ­დე, ვიდ­რე ლა­პა­რაკს, ფეხ­ზე დად­გო­მას და სი­ა­რულს ვერ შეძ­ლებს, მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად არ უნდა ჩა­ით­ვა­ლოს. ამი­ტო­მაც ყო­ვე­ლი ასე­თი დღე ჩემ­ში უმ­ძი­მეს გან­ცდას ტო­ვებს, გინ­დაც იყოს გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მხრივ. ამი­ტო­მაც სა­ჭი­როა მეტი, ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი და უფრო მკვეთ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გი­ორ­გი და ანაც ასე­ვე ხე­და­ვენ სა­კითხს. მაგ­რამ პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ გი­ორ­გის და ცოტ­ნეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა თა­ვის აგ­რე­სი­ულ, მცი­რე­რი­ცხო­ვან ჯგუფ­თან ერ­თად ყვე­ლა­ნა­ი­რად ხე­ლის­შეშ­ლის რე­ჟიმ­ზეა გა­დარ­თუ­ლი. ლან­ძღვა-გი­ნე­ბის და ცი­ლის­წა­მე­ბე­ბის უწყვეტ ღვარს ვინ ჩი­ვის: ყვე­ლა, დიახ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით უშ­ლი­ან ხელს ცოტ­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას - იქ­ნე­ბა ეს ხრი­კე­ბი, იუ­რი­დი­უ­ლი გზე­ბის მო­სინ­ჯვა თუ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბი. ეს არ­ნა­ხუ­ლი, გა­უ­გო­ნა­რი ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც უკვე პიკს აღ­წევს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­გან მხარ­და­ჭე­რას! რა­შიც ისი­ნი ცოტ­ნეს ხელს უშ­ლი­ან, ეს მის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტო­მაც ვერ გავ­ჩუმ­დე­ბით!" - წერს გამ­სა­ხურ­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია თბი­ლის­ში, გა­ლის ქუ­ჩა­ზე, 2019 წლის 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ამის შე­დე­გად ის კო­მა­შიც იყო. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მკურ­ნა­ლობ­დნენ ჯერ თბი­ლი­სის, შემ­დეგ თურ­ქე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კებ­ში, ამ­ჯე­რად ის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დის.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
0

ეს ის მანანა არააა თავის შვილებს რო უჩივიის ხოლო გიორგი გამსახურდია დედამის მიტინგზე დუბინკას რო უბაყუნებდაა დაიშალეთოო, მაგარი ოჯახი ძაან 

ბესო
81

ქალბატონო მანანა, კოკო, გიორგი. არ ეკადრება კონსტანტინეს და ზვიადის ოჯახს ამ ამბების ესე საჯაროდ გარეთ გამოტანა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ეს არნახული ამბავი პიკს აღწევს... გამუდმებული დაბლოკვა ხდება დედისგან, ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოებში" - რას წერენ ანა ჯაბაური და კონსტანტინე გამსახურდია?

"ეს არნახული ამბავი პიკს აღწევს... გამუდმებული დაბლოკვა ხდება დედისგან, ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოებში" - რას წერენ ანა ჯაბაური და კონსტანტინე გამსახურდია?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცონტე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც კვლავ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ეხება. მისი ინფორმაციით, ცოტნეს დედა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისმა შვილმა შესაბამისი მკურნალობა ვერ მიიღოს.

როგორც ანა ჯაბაური წერს, ისინი აგრძელებენ ბრძოლას უკვე სამართალდამცავ უწყებებში, ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად და მისი კუთვნილი მიწების დასაბრუნებლად.

"ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ოპერაციების დროს. არ დანებდა სიცოცხლესთან შეუთავსებელ გართულებებსაც. მეოთხე წელია იბრძვის სიცოცხლისთვის. ვიბრძვით ჩვენც. ყოველ ჩასუნთქვას ვაყურადებთ, მილიმეტრ წინსვლას ოჯახურ ზეიმად ვაქცევთ, კვლევის პასუხებს გულგახეთქილი ველით, ყველა კაპიკს მისთვის ვზოგავთ... ზუსტად ისე ვუვლით, როგორც ჩვილს, ზოგჯერ მეტადაც. იმიტომ რომ ვიცით - ერთი წუთით მოდუნებაც ხელიდან გამოგვაცლის. გადის წლები. გვეხმარება სახელმწიფო, დაგვეხმარა ქართუ ფონდი. დაიხარჯა მილიონობით ლარი. ყველაფერს აქვს საზღვარი და ლიმიტი.

მხოლოდ ჩვენს ბრძოლას ვერ ექნება ვერცერთი, ძალიან მინდა ვთქვა: ბრძოლას ცოტნეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, ფეხზე დაყენებისთვის...და დავამთავრო.

მაგრამ ვაგრძელებ: ბრძოლას სასამართლოებში, ბრძოლას პროკურატურებში, ბრძოლას ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად, ბრძოლას ცოტნეს კუთვნილი თანხებისთვის, ბრძოლას ცოტნეს ღირსებისთვისაც კი, და, რაც მთავარია, სარეაბილიტაციო პროექტებისთვის, რომელთა სრულყოფილად განხორციელების გარეშე ცოტნეს ხვალინდელი დღე სათუოა. და, რომელთა გამუდმებული დაბლოკვა ხდება... დედისგან... გამუდმებული, მიზანმიმართული და ყველა მეთოდით...გამსახურდიების ტრაგიკული ბედი. ამაზეა ლაპარაკი ქვემოთაც" - წერს ანა ჯაბაური.

ოჯახურ დაპირისპირებას ეხმაურება კონსტანტინე გამსახურდიაც:

"მეგობრებო, გიორგიმ, ჩემმა ძმამ, ანამ, ცოტნეს ცხოვრებისეულმა პარტნიორმა და მე ამ ჯერზე გადავწყვიტეთ, თითოეულმა დაწეროს საკითხის შესახებ ისე, როგორც გრძნობს და ხედავს საკითხს. ცოტნე უკვე სამწელიწადნახევარია მძიმე მდგომარეობაშია. დიახ, არის ხელშესახები პროგრესი, რის საქმის კურსშიც არაერთხელ ჩაგვიყენებიხართ, თუმცა იქამდე, ვიდრე ლაპარაკს, ფეხზე დადგომას და სიარულს ვერ შეძლებს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არ უნდა ჩაითვალოს. ამიტომაც ყოველი ასეთი დღე ჩემში უმძიმეს განცდას ტოვებს, გინდაც იყოს გარკვეული პროგრესი გამოჯანმრთელების მხრივ. ამიტომაც საჭიროა მეტი, ყოვლისმომცველი და უფრო მკვეთრი ზომების მიღება სამედიცინო კუთხით.

დარწმუნებული ვარ, გიორგი და ანაც ასევე ხედავენ საკითხს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გიორგის და ცოტნეს ბიოლოგიური დედა თავის აგრესიულ, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად ყველანაირად ხელისშეშლის რეჟიმზეა გადართული. ლანძღვა-გინების და ცილისწამებების უწყვეტ ღვარს ვინ ჩივის: ყველა, დიახ ყველა საშუალებით უშლიან ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას - იქნება ეს ხრიკები, იურიდიული გზების მოსინჯვა თუ დაუსრულებელი სასამართლოები. ეს არნახული, გაუგონარი ამბავია, რომელიც უკვე პიკს აღწევს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული თქვენგანისგან მხარდაჭერას! რაშიც ისინი ცოტნეს ხელს უშლიან, ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვერ გავჩუმდებით!" - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ამის შედეგად ის კომაშიც იყო. ცოტნე გამსახურდიას მკურნალობდნენ ჯერ თბილისის, შემდეგ თურქეთისა და გერმანიის კლინიკებში, ამჯერად ის სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გადის.

წაიკითხეთ სრულად