მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით გუნდის ლიდერებისთვის" - მამუკა მდინარაძე
"დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით გუნდის ლიდერებისთვის" - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გვაქვს დღეს ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ზო­გი­ერთ ომზე რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით, გუნ­დის ლი­დე­რე­ბის­თვის, თუმ­ცა ჩვენ ამას არა­ვის ვაყ­ვედ­რით, იმი­ტომ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის ვა­კე­თებთ, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია და რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც არ ლა­პა­რა­კობ­დნენ, რად­გან პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს უფრთხილ­დე­ბი­ან.

"არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­თვის იყოს ცნო­ბი­ლი და რო­მელ­ზეც ასე ღიად ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ და ვერ ვლა­პა­რა­კობ­დეთ, იმი­ტომ, რომ ჩვენ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ვუფრ­თხილ­დე­ბით მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს, რომ არ და­ზი­ან­დეს ქვეყ­ნის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, ერთი მხრივ, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ეროვ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბი და მე­ო­რე მხრივ, მისი ხვა­ლინ­დე­ლი დღე და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. თა­ვის დრო­ზე ჩვენ თავი შე­ვი­კა­ვეთ იმ ამ­ბე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბის­გან, რა­ზეც "ხალ­ხის ძალა“ სა­უბ­რობ­და და ერ­თა­დერ­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ჩვენს შო­რის იყო, ამ სა­კი­თხებ­ზე უნდა გვე­ლა­პა­რა­კა თუ არ უნდა გვე­ლა­პა­რა­კა. მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ უფრო მე­ტის თქმაა სა­ჭი­რო. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამის გა­რე­შეც გა­ვივ­ლი­დით და არ დავ­ზი­ან­დე­ბო­დით ისე, რომ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შეჰ­ქმნო­და ჩვენს ქვე­ყა­ნას. ჩვენ ამას ვა­ხერ­ხებთ. ჩვენ გვაქვს დღეს ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ზო­გი­ერთ ომზე რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით, გუნ­დის ლი­დე­რე­ბის­თვის, თუმ­ცა ჩვენ ამას არა­ვის ვაყ­ვედ­რით, იმი­ტომ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის ვა­კე­თებთ,“ - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
2

ამას, ან ჩვენ ვგონივართ შტერები, ან თვითონაა.

ნატო
2

ჰა ჰა ჰა ჰა ))))) პირველი აბზაცი წაიკითხეთ? ეს მდინარაძე უფრო უტიფარი და ცინიკოსია ვიდრე "მონანიებაში" ვარლამ არავიძე. "არ გვაყვედრის" თურმე ბიჭი?! ტიპებმა ათობით მილიონი დოლარი იშოვეს ჩვენი ჯიბეებიდან და აქეთ გვეჭიმებიან, და აქეთ გვამადლიან. ჯაბა იოსელიანი წმინდანი ყოფილა ამათთან შედარებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით გუნდის ლიდერებისთვის" - მამუკა მდინარაძე

"დღეს ჩვენ გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით გუნდის ლიდერებისთვის" - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ჩვენ ამას არავის ვაყვედრით, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომლებიც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებისთვის ცნობილია და რომელთა შესახებაც არ ლაპარაკობდნენ, რადგან პარტნიორებთან ურთიერთობებს უფრთხილდებიან.

"არსებობს საკითხები, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის იყოს ცნობილი და რომელზეც ასე ღიად ჩვენ საზოგადოების წინაშე არ და ვერ ვლაპარაკობდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფრის მიუხედავად ვუფრთხილდებით მათთან ურთიერთობებს, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის პერსპექტივები, ერთი მხრივ, ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეროვნული საკითხები და მეორე მხრივ, მისი ხვალინდელი დღე და ევროპული მომავალი. თავის დროზე ჩვენ თავი შევიკავეთ იმ ამბების გახმოვანებისგან, რაზეც "ხალხის ძალა“ საუბრობდა და ერთადერთი წინააღმდეგობა ჩვენს შორის იყო, ამ საკითხებზე უნდა გველაპარაკა თუ არ უნდა გველაპარაკა. მათ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტის თქმაა საჭირო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამის გარეშეც გავივლიდით და არ დავზიანდებოდით ისე, რომ რაღაც სერიოზული საფრთხე შეჰქმნოდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვახერხებთ. ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ჩვენ ამას არავის ვაყვედრით, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.