მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სისტემა ყველაფერს ცვლის" - 12 წლის განმავლობაში პარალიზებულმა მამაკაცმა ტვინის იმპლანტის საშუალებით გაიარა - თანამედროვე ტექნოლოგიები და გარღვევა მედიცინაში
"ეს სისტემა ყველაფერს ცვლის" - 12 წლის განმავლობაში პარალიზებულმა მამაკაცმა ტვინის იმპლანტის საშუალებით  გაიარა - თანამედროვე ტექნოლოგიები და გარღვევა მედიცინაში

პა­რა­ლი­ზე­ბულ­მა კაც­მა ტვი­ნის ელექტრო­ნუ­ლი იმპლან­ტე­ბის წყა­ლო­ბით, სი­ა­რუ­ლი შეძ­ლო. ეს მე­დი­ცი­ნა­ში შე­საძ­ლოა, გარ­ღვე­ვად იქ­ცეს. 40 წლის ჰო­ლან­დი­ე­ლი, გერტ იან ოს­კა­მი 12 წლის წინ ვე­ლო­სი­პე­დით ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა, ამის შემ­დეგ კი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. იმპლან­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კი სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო.

ელექტრო­ნუ­ლი იმპლან­ტე­ბი სენ­სო­რე­ბი­სა და ხერ­ხე­მალ­ზე არ­სე­ბუ­ლი მე­ო­რე იმპლან­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, უსა­დე­ნოდ გა­დას­ცე­მენ მის აზ­რებს ფე­ხებ­სა და ტერ­ფებს. სის­ტე­მა ჯერ კი­დევ ექ­სპე­რი­მენ­ტულ ეტაპ­ზეა.

  • "თავს პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ვგრძნობ, რო­მელ­მაც ეს-ესაა სი­ა­რუ­ლი ის­წავ­ლა. რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რე, მაგ­რამ ახლა შე­მიძ­ლია ავ­დგე, წა­ვი­დე მე­გობ­რებ­თან ერ­თად და ლუდი დავ­ლიო. ეს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა და ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ“, - ამ­ბობს BBC-სთან ოს­კა­მი. მას შე­უძ­ლია ასე­ვე ად­გო­მა, კი­ბე­ებ­ზე ას­ვლა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­სა­ხებ სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ­ში Nature. კვლე­ვას შვე­ი­ცა­რი­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. იმპლან­ტე­ბის ჩად­გმის ოპე­რა­ცია ლო­ზა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გმა ჟო­ზე­ლინ ბლოხ­მა ჩა­ა­ტა­რა. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ სის­ტე­მა ჯერ კი­დევ კვლე­ვის ეტაპ­ზეა. რო­გორც ის BBC-სთან ამ­ბობს, იმპლან­ტებ­ზე მო­მუ­შა­ვე გუნ­დის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან კლი­ნი­კებ­ში მისი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­და­ტა­ნა.

"ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მივ­ცეთ ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე წვდო­მა. ისი­ნი ექი­მე­ბის­გან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან იმის მოს­მე­ნას, რომ უნდა შე­ე­გუ­ონ, რად­გან ვე­ღა­რას­დროს შეძ­ლე­ბენ გა­და­ად­გი­ლე­ბას, მაგ­რამ ეს სის­ტე­მა ყვე­ლა­ფერს ცვლის", - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

მკვლე­ვარ­თა ცნო­ბით, ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი ამ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში, მაგ­რამ ნე­ი­რო­ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე ეს არის წინ გა­დად­გმუ­ლი უდი­დე­სი ნა­ბი­ჯი, რომ­ლის შემ­დე­გაც კი­დევ უფრო მეტი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • გერტ ია­ნის მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნის ოპე­რა­ცია 2021 წლის ივ­ლის­ში ჩა­ტარ­და. პრო­ფე­სორ­მა ბლოხ­მა თა­ვის ქა­ლა­ზე, ორი­ვე მხა­რეს, ორი ხვრე­ლი გა­უჭ­რა თა­ვის ტვი­ნის იმ უბ­ნე­ბის ზე­მოთ, რომ­ლე­ბიც მოძ­რა­ო­ბის კონ­ტროლ­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი. შემ­დეგ კი ჩას­ვა დის­კის ფორ­მის იმპლან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უსა­დე­ნოდ გა­დას­ცე­მენ ტვი­ნის სიგ­ნა­ლებს - ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ­ვებს ორ სენ­სორს, რო­მე­ლიც ასე­ვე თავ­ზეა და­მაგ­რე­ბუ­ლი.

შვე­ი­ცა­რელ პრო­ფე­სორ­თა გუნ­დმა შე­ი­მუ­შა­ვა ალ­გო­რით­მი, რო­მე­ლიც ამ სიგ­ნა­ლებს გარ­დაქ­მნის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბად ფე­ხი­სა და ფე­ხის კუნ­თე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის. მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შე­დე­გად, მა­მა­კაცს უკვე შე­ეძ­ლო ფეხ­ზე ად­გო­მა და სი­ა­რუ­ლი.

"ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია იმის და­ნახ­ვა თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა ის ბუ­ნებ­რი­ვად“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი გრე­გო­რი კორ­ტი­ნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტვი­ნის იმპლან­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გია ეფუძ­ნე­ბა სწო­რედ ამ პრო­ფე­სო­რის ად­რინ­დელ ნაშ­რომს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ იმ­დრო­ინ­დე­ლია, როცა მოძ­რა­ო­ბის აღ­სად­გე­ნად მხო­ლოდ ზურ­გის ტვი­ნის იმპლან­ტებს გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ.

ამ სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით მუდ­მი­ვად არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ჯერ კი­დევ ექ­სპე­რი­მენ­ტულ ეტაპ­ზეა. პა­ცი­ენ­ტი მას და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათს იყე­ნებს კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით სი­ა­რუ­ლი­სას კუნ­თე­ბი ვარ­ჯიშ­დე­ბა, რაც აღად­გენს მოძ­რა­ო­ბას და მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სი­ა­რუ­ლი მა­ში­ნაც, როცა სის­ტე­მა გა­მორ­თუ­ლი იქ­ნე­ბა.

სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია ტექ­ნო­ლო­გია კი­დევ უფრო მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი გახ­დეს და იმ დო­ნემ­დე გან­ვი­თარ­დეს, რომ უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა შეძ­ლოს მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

12 წლის განმავლობაში დასუსტებული და გამოფიტული კუნთები (ეს მსუბუქად ნათქვამია) ერთიანად აამუშავა.ნუ რეკლამას აქვს ადგილი

გიული
26

''რუსიკოებო''.... აი რას აკეთებს მასკი . შეადარეთ რას აკეთებს თქვენი ბელადი ვალოდია...თქვენ საყვარელ სსრკში კიბერნეტიკა ცრუმეცნიერებად იყო გამოცხადებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ეს სისტემა ყველაფერს ცვლის" - 12 წლის განმავლობაში პარალიზებულმა მამაკაცმა ტვინის იმპლანტის საშუალებით გაიარა - თანამედროვე ტექნოლოგიები და გარღვევა მედიცინაში

"ეს სისტემა ყველაფერს ცვლის" - 12 წლის განმავლობაში პარალიზებულმა მამაკაცმა ტვინის იმპლანტის საშუალებით  გაიარა - თანამედროვე ტექნოლოგიები და გარღვევა მედიცინაში

პარალიზებულმა კაცმა ტვინის ელექტრონული იმპლანტების წყალობით, სიარული შეძლო. ეს მედიცინაში შესაძლოა, გარღვევად იქცეს. 40 წლის ჰოლანდიელი, გერტ იან ოსკამი 12 წლის წინ ველოსიპედით ავარიაში მოჰყვა, ამის შემდეგ კი პარალიზებული იყო. იმპლანტების საშუალებით კი სიარული დაიწყო.

ელექტრონული იმპლანტები სენსორებისა და ხერხემალზე არსებული მეორე იმპლანტის საშუალებით, უსადენოდ გადასცემენ მის აზრებს ფეხებსა და ტერფებს. სისტემა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზეა.

  • "თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ, რომელმაც ეს-ესაა სიარული ისწავლა. რთული გზა გავიარე, მაგრამ ახლა შემიძლია ავდგე, წავიდე მეგობრებთან ერთად და ლუდი დავლიო. ეს დიდი სიამოვნებაა და ადამიანები ვერ აცნობიერებენ“, - ამბობს BBC-სთან ოსკამი. მას შეუძლია ასევე ადგომა, კიბეებზე ასვლა.

აღნიშნულ თემაზე ჩატარებული კვლევის შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Nature. კვლევას შვეიცარიელი პროფესორები ხელმძღვანელობდნენ. იმპლანტების ჩადგმის ოპერაცია ლოზანის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნეიროქირურგმა ჟოზელინ ბლოხმა ჩაატარა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემა ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა. როგორც ის BBC-სთან ამბობს, იმპლანტებზე მომუშავე გუნდის მთავარი მიზანი იყო ლაბორატორიიდან კლინიკებში მისი რაც შეიძლება მალე გადატანა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებს ამ შესაძლებლობაზე წვდომა. ისინი ექიმებისგან მიჩვეულები არიან იმის მოსმენას, რომ უნდა შეეგუონ, რადგან ვეღარასდროს შეძლებენ გადაადგილებას, მაგრამ ეს სისტემა ყველაფერს ცვლის", - ამბობს პროფესორი.

მკვლევართა ცნობით, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი ამ ტექნოლოგიაში, მაგრამ ნეიროტექნოლოგიის განვითარების გზაზე ეს არის წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი, რომლის შემდეგაც კიდევ უფრო მეტი სირთულის დაძლევა გახდება შესაძლებელი.

  • გერტ იანის მოძრაობის აღდგენის ოპერაცია 2021 წლის ივლისში ჩატარდა. პროფესორმა ბლოხმა თავის ქალაზე, ორივე მხარეს, ორი ხვრელი გაუჭრა თავის ტვინის იმ უბნების ზემოთ, რომლებიც მოძრაობის კონტროლზე არიან პასუხისმგებელნი. შემდეგ კი ჩასვა დისკის ფორმის იმპლანტები, რომლებიც უსადენოდ გადასცემენ ტვინის სიგნალებს - ადამიანის განზრახვებს ორ სენსორს, რომელიც ასევე თავზეა დამაგრებული.

შვეიცარელ პროფესორთა გუნდმა შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც ამ სიგნალებს გარდაქმნის ინსტრუქციებად ფეხისა და ფეხის კუნთების გადაადგილებისთვის. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ოპერაციის შემდეგ, რამდენიმეკვირიანი ვარჯიშის შედეგად, მამაკაცს უკვე შეეძლო ფეხზე ადგომა და სიარული.

"ძალიან ამაღელვებელია იმის დანახვა თუ როგორ გადაადგილდება ის ბუნებრივად“, - ამბობს პროფესორი გრეგორი კორტინი. აღსანიშნავია, რომ ტვინის იმპლანტების ტექნოლოგია ეფუძნება სწორედ ამ პროფესორის ადრინდელ ნაშრომს, რომელიც ჯერ კიდევ იმდროინდელია, როცა მოძრაობის აღსადგენად მხოლოდ ზურგის ტვინის იმპლანტებს გამოიყენებდნენ.

ამ სისტემის გამოყენება ჯერჯერობით მუდმივად არ შეიძლება, რადგან ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზეა. პაციენტი მას დაახლოებით ერთ საათს იყენებს კვირაში რამდენჯერმე. მისი საშუალებით სიარულისას კუნთები ვარჯიშდება, რაც აღადგენს მოძრაობას და მომავალში შესაძლებელი იქნება სიარული მაშინაც, როცა სისტემა გამორთული იქნება.

საბოლოო მიზანია ტექნოლოგია კიდევ უფრო მინიატურული გახდეს და იმ დონემდე განვითარდეს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.