მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ სამი ერთში: სომხური გენებით, ქართული გულითა და უკრაინული სულით" - ვინ არის თბილისელი ხელოვანი, ვისაც მაიკლ ჯექსონმა "გიჟი მეზღაპრე“ უწოდა?
"მე ვარ სამი ერთში: სომხური გენებით, ქართული გულითა და უკრაინული სულით" - ვინ არის თბილისელი ხელოვანი, ვისაც მაიკლ ჯექსონმა "გიჟი მეზღაპრე“ უწოდა?

მისი დილა 4-5 სა­ათ­ზე იწყე­ბა. ძა­ლი­ან ცოტა სძი­ნავს და ამას ასე ხსნის: "ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც 8 სა­ა­თი სძი­ნავს, გა­მო­დის, რომ ცხოვ­რე­ბის ერთ მე­სა­მედს ძილ­ში ატა­რებს. მე ასე არ მინ­და; ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მინ­და მეტი ვნა­ხო, მეტი გა­ვა­კე­თო“. ალ­ბათ სწო­რედ ამ რე­ჟი­მი­სა და ცხოვ­რე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოა, რომ მას საკ­მა­ოდ მსუ­ყე, შთამ­ბეჭ­და­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბი­ოგ­რა­ფია აქვს და არ­ქი­ტექ­ტო­რის, მხატ­ვრის, დი­ზა­ი­ნე­რის სამ­ყა­რო ფარ­თო და სა­ინ­ტე­რე­სოა.

5-25 მა­ისს გა­ლე­რეა "იარ­ტმა“ რუ­ბენ ოგა­ნე­სი­ა­ნის (რუბო) პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნას უმას­პინ­ძლა. სწო­რედ ამ დღე­ებ­ში ხე­ლო­ვან­თან ჩვე­ნი ვი­ზი­ტიც მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში შედ­გა.

ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ ეს­კიზს ქმნის, სა­მო­სის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, ბან­ქოს თუ სხვა თე­მა­ზე. ზოგს გვერ­დით გა­და­დებს, სა­მო­მავ­ლოდ მი­უბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ თუ არ მოს­წონს, ხევს და ამ დროს სა­ოც­რად დიდ შვე­ბას გა­ნიც­დის. ასეა მას შემ­დეგ, რაც თბი­ლის­ში სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა. ამ­ბობს, რომ იქ ყვე­ლა პე­და­გო­გი უყ­ვარ­და და ისი­ნიც ამ გრძნო­ბით პა­სუ­ხობ­დნენ. იმა­ვე წლებ­ში თა­ვის ერთ-ერთ პე­და­გოგ ალექ­სან­დრე (ალი­კა) ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ი­წყო. მის­მა არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­მა პრო­ექ­ტმა პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­აღ­წია - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და სა­გას­ტრო­ლო თე­ატ­რის პრო­ექ­ტი, იუ­ნეს­კოს გრან-პრით პა­რიზ­სა და სტოკ­ჰოლმში და­ჯილ­დოვ­და. კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შემ­დეგ­შიც არ შე­უ­წყვე­ტია და 1983 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში არა­ერ­თი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მუ­შა­ობ­და ზურა წე­რე­თელ­თა­ნაც - მის უშ­რეტ შე­მოქ­მე­დე­ბით ენერ­გი­ას ახ­ლაც ხას­გას­მით აღ­ნიშ­ნავს და ხე­ლო­ვანს პა­ტი­ვის­ცე­მით იხ­სე­ნებს.

შემ­დეგ რუ­ბენ ოგა­ნე­სი­ა­ნი ჯერ თბი­ლი­სი­დან მოს­კოვ­ში გა­და­სახ­ლდა, შემ­დეგ კი­ევ­ში, სა­დაც არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. მათ შო­რი­საა "მე­ი­და­ნის“ პრო­ექ­ტი და ასე­ვე, ის გახ­ლავთ ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ა­ლის ავ­ტო­რიც. ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფი­დან 32 წლის შემ­დეგ, მე­მო­რი­ა­ლი ქა­ლაქ ზა­პა­რო­ჟი­ეს ცენ­ტრში, 2018 წელს გა­იხ­სნა. უკ­რა­ი­ნა­ში სა­კუ­თა­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფირ­მა აქვს, ისე­ვე რო­გორც ინ­დო­ეთ­ში, სა­დაც 3 წელი გა­ა­ტა­რა, აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვა და დე­ლის­თან ახ­ლოს, თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქი ტრო­ნი­კა სითი სრუ­ლად მან და­აპ­რო­ექ­ტა. ევ­რო­პა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბი­სა თუ მო­ნუ­მენ­ტის ავ­ტო­რი, ბოლო 6 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შია და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას­თან კონ­ტაქტს ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლა საქ­მი­ა­ნი, მცი­რეხ­ნი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბით უწევს.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზის სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში, რუ­ბენ ოგა­ნე­სი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლობ­და კრის­ტი­ან დი­ო­რის სახ­ლთან (2003-2012 წლე­ბი), კარლ ლა­გერ­ფილდთან (აქ­სე­სუ­ა­რე­ბის კო­ლექ­ცია 2008 წ.) მუ­შა­ობ­და მა­იკლ ჯექ­სო­ნის ბოლო კონ­ცერ­ტის სას­ცე­ნო ეს­კი­ზებ­სა და პრო­ექ­ტზე.

ამ­ჯე­რად სხვა­დას­ხვა საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ერთი ნო­ვა­ტო­რუ­ლი იდე­ის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც მო­დის სამ­ყა­რო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო უნდა იყოს და სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მას მსოფ­ლი­ოს ბა­ზარ­ზე წა­რად­გენს.

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში. ბავ­შვო­ბა სვა­ნე­თის უბან­ში გა­ვა­ტა­რე. ეს არის ჩემი სამ­შობ­ლო, ჩემი მიწა, ჩემი ჰა­ე­რი და ჩემი ხალ­ხი. ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნია, ჩემ შემ­დეგ, შთა­მო­მავ­ლებს და ჩემს ქვე­ყა­ნას რა­ღაც და­ვუ­ტო­ვო. ერთხელ მა­მამ მი­თხრა, - აბა, ხატ­ვა სცა­დე. ისე­თი ტიპი ხარ, მგო­ნია, გა­მო­გი­ვაო. მეც ავი­ღე რა­ღაც ფოტო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ფან­ქრით პორ­ტრე­ტი გა­ვა­კე­თე. გა­მო­მი­ვი­და. ბავ­შვს თუ ზრდას­რულს, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს რა­ღაც რომ გა­მოს­დის, ის საქ­მე იტა­ცებს და იმ გზას მიჰ­ყვე­ბა, მეც ასე და­მე­მარ­თა... სა­ერ­თოდ, რა­ღა­ცე­ბის შექ­მნა ბავ­შვო­ბი­დან მი­ტა­ცებ­და. როცა გა­ვი­ზარ­დე, უკვე ისეთ ნივ­თებს ვი­გო­ნებ­დი და ვა­კე­თებ­დი, რო­მე­ლიც იყო "ვაუ“ (იღი­მის). საქ­მე კარ­გად გა­მომ­დი­ო­და და მხო­ლოდ მე არა, სხვებ­საც მოს­წონ­დათ. ერთხელ, მა­შინ სკო­ლა უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და, დე­და­ჩე­მის­თვის სპი­ლოს ძვლის­გან სა­მა­ჯუ­რი გა­ვა­კე­თე. მა­ინ­ტე­რე­სებ­და სხვა რო­გორ აღიქ­ვამ­და, შე­ა­ფა­სებ­და და სა­კო­მი­სი­ო­ში წა­ვი­ღე. მფლო­ბელ­მა შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. იქვე ვი­ღაც კაცი იჯდა და ისიც და­ინ­ტე­რეს­და, მომ­ყი­დეო. ნელ-ნელა ფას­მა ზე­ვით ისე აწია, რო­გორც აუქ­ცი­ონ­ზე ხდე­ბა. ვუ­თხა­რი, რომ ნივ­თი დე­და­ჩემს ეკუთ­ვნო­და, გა­ყიდ­ვას არ ვა­პი­რებ­დი, მხო­ლოდ შე­სა­ფა­სებ­ლად მქონ­და მი­ტა­ნი­ლი და გა­მო­ვე­დი. ამის შემ­დეგ სპი­ლოს ძვლის­გან კი­დევ გა­ვა­კე­თე სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რი და შემ­დეგ წლებ­ში უკვე სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის­გა­ნაც...

- რო­გორ და­ინ­ტე­რეს­დით მო­დის სფე­რო­თი და თქვე­ნი აზ­რით, მსოფ­ლი­ოს მოდა ახლა რა ეტაპ­ზეა?

- რა­ღა­ცას რომ შევ­ხე­დავ, გა­ვი­ფიქ­რებ ხოლ­მე: "ეს ადა­მი­ან­მა გა­ა­კე­თა, მე ვერ შევ­ძლებ? უნდა შევ­ძლო“ და ვი­წყებ ცდას, მერე გა­მომ­დის. რა ვქნა, ეს თა­ვი­სით ხდე­ბა (იღი­მის). ახლა აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­სა და ტან­საც­მლის ახალ კო­ლექ­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ, რომ­ლის დე­ტა­ლებ­ზე არ ვი­სა­უბ­რებ. ასე­თი რამ ჯერ არ­სად არ­სე­ბობს. ამ კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას ყუ­რა­დღე­ბით ვუდ­გე­ბი, არა­ფე­რი არ უნდა შე­მე­შა­ლოს, ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს კარ­გი გა­აზ­რე­ბა და დიდი დრო სჭირ­დე­ბა. არ მინ­და ეს სი­ახ­ლე მხო­ლოდ ჩემი სა­ხე­ლით გა­მოჩ­ნდეს, რად­გან მე არა მხო­ლოდ თავს, არა­მედ უკვე ჩემს ქვე­ყა­ნას ვე­კუთ­ვნი და პრე­ზენ­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში რომც არ შედ­გეს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გაჟ­ღერ­დე­ბა. აი, მა­გა­ლი­თად, ახალ კო­ლექ­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა ქა­ლის ჩან­თა, რო­მე­ლიც ვერ გე­ტყვით რო­გო­რია და რის­გან შე­იქ­მნე­ბა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი რომ იქ­ნე­ბა, ეს ნამ­დვი­ლად ვიცი. სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს მა­სა­ლას და უპი­რა­ტე­სო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ვერც ერთს ვერ გა­მოვ­ყოფ. რა­მის გა­კე­თე­ბა თუ მინ­და, ეს­კი­ზის შექ­მნის შემ­დეგ, პირ­ველ ნივთს აუ­ცი­ლებ­ლად ჩემი ხე­ლით ვა­კე­თებ და მერე უკვე შე­იძ­ლე­ბა საქ­მე სხვა­საც ვან­დო... მო­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა 2000 წლი­დან და­ვი­წყე. უკ­რა­ი­ნა­ში ოფის­ში დიდი ტე­ლე­ვი­ზო­რი მქონ­და, სა­დაც სულ ის არ­ხე­ბი მქონ­და ჩარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც მო­დის სამ­ყა­როს ცხოვ­რე­ბას აშუ­ქებ­და და ყვე­ლა ამ­ბის საქ­მის კურ­სში ვი­ყა­ვი. თუმ­ცა, ვხე­დავ­დი, ახა­ლი არა­ფე­რი იყო. ახ­ლაც ასეა, სულ ერთი და იგი­ვე მე­ორ­დე­ბა, მხო­ლოდ მო­დე­ლე­ბი იც­ვლე­ბი­ან. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლე­ბი მე­ცა­და.

- უკ­რა­ი­ნა­ში რო­დის იყა­ვით?

- 2001 წელს. კი­ე­ვი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ძველ ქა­ლაქ­ში ჩემი ბინა მაქვს და დიდი ფო­ნო­თე­კა. ყვე­ლა­ნა­ირ მუ­სი­კას ვუს­მენ, მათ შო­რის ან­სამ­ბლ "რუს­თავს“, ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვილს და სხვა ქარ­თულ სიმ­ღე­რებს. მათი მოს­მე­ნი­სას ცრემ­ლე­ბი მდი­ო­და, მთე­ლი გული აქეთ მქონ­და. ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, ჩემი სული უკ­რა­ი­ნა­შია და ომის გამო ტკი­ვილს მთე­ლი არ­სე­ბით გან­ვიც­დი. უკ­რა­ი­ნა­ში რომ ჩავ­დი­ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვფიქ­რობ, აქ ჩა­მო­სულს კი პი­რი­ქით - უკ­რა­ი­ნის ნოს­ტალ­გია მაქვს. ამი­ტომ ვამ­ბობ ხოლ­მე, მე ვარ სამი ერ­თში: სომ­ხუ­რი გე­ნე­ბით, ქარ­თუ­ლი გუ­ლი­თა და უკ­რა­ი­ნუ­ლი სუ­ლით. ახლა ვხა­ტავ ორ, სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის დრო­შას, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვა. მოკ­ლედ, გა­მო­დის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რაც ხე­ლოვ­ნე­ბას ეხე­ბა.

- კარ­გი სი­ტყვე­ბია, მინ­დო­და მეთ­ქვა, ასე­ვე სამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობთ: არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ფერ­წე­რა-გრა­ფი­კა და დი­ზა­ი­ნი-მეთ­ქი, მაგ­რამ მგო­ნი, თქვე­ნი ინ­ტე­რე­სის სფე­რო გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნოთ ის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბიც, ვის­თა­ნაც გი­მუ­შა­ვი­ათ...

- მო­დის სფე­რო­ში პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კრის­ტი­ან დი­ორ­თან და­ვი­წყე. ჩემ­მა აგენ­ტმა მო­დის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მაც­ნო და დი­ო­რის სახ­ლში, გა­ლი­ა­ნოს­თან რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მაგ­ზავ­ნი­ნა. მე­ო­რე დღეს­ვე და­მი­რე­კეს, შეხ­ვედ­რა­ზე შევ­თან­ხმდით, მი­ვე­დი და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იქვე გა­ვა­ფორ­მეთ. პი­რო­ბე­ბის დე­ტა­ლე­ბის თქმა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ჯონ გა­ლი­ა­ნოს­თან მუ­შა­ო­ბი­სას ვქმნი­დი სტილს, რა­შიც არა მხო­ლოდ სა­მო­სი შე­დის, არა­მედ ყვე­ლა დე­ტა­ლი: ვარ­ცხნი­ლო­ბა, მა­კი­ა­ჟი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მუ­სი­კაც კი, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბის დროს ის­მის. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წელი, გა­ლი­ა­ნო ყვე­ლა კო­ლექ­ცი­ას ჩემი ეს­კი­ზე­ბი­სა და სტი­ლის მი­ხედ­ვით უშ­ვებ­და.

- კო­ლექ­ცი­ე­ბის წარ­მოდ­გე­ნი­სას, თქვე­ნი სა­ხე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჟღერ­და თუ რო­გორც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, მხო­ლოდ ბრენ­დის სა­ხე­ლის ქვეშ მუ­შა­ო­ბა გი­წევ­დათ?

- არ ჟღერ­და და პი­რო­ბებ­ში ერთ-ერთ პუნ­ქტად სწო­რედ ეს იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. თით­ქმის ყვე­ლა დი­ზა­ი­ნე­რი ასე მუ­შა­ობს. ასე მოხ­და გუ­ჩის­თან, ბლუ­მა­რინ­თან, ფრი­დას­თან, პიერ კარ­დენ­თან... კარლ ლა­გერ­ფილდთან ერთი შო­უს­თვის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის კო­ლექ­ცია გა­ვა­კე­თე. ზუს­ტად არ მახ­სოვს, მაგ­რამ მგო­ნი, ლა­გერ­ფილდმა აღ­ნიშ­ნა, რომ მისი შოუს აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დი­ზა­ი­ნე­რი მე ვი­ყა­ვი. ის გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა, როცა თეთ­რი ოქ­როს­გან ბუჩ­ქის ფორ­მის ბრო­ში გა­ვუ­კე­თე, ტო­ტე­ბის თავი ბრი­ლი­ან­ტე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ხოლო ბუჩ­ქის ქვეშ ოქ­როს ჯაჭ­ვი ეკი­და და მას­ზე მიბ­მუ­ლი იყო ცო­ცხა­ლი ხოჭო, რო­მელ­საც ტან­ზე ოქ­როს ჯავ­შა­ნი ეცვა. ხოჭო რომ და­დი­ო­და, კომ­პო­ზი­ცია მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, აქ­სე­სუ­ა­რი სულ სხვა­დას­ხვა სა­ხეს იღებ­და.

- ცოტა რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია რა­საც მიყ­ვე­ბით და ეს ხოჭო აქ­სე­სუ­არ­ში ცხოვ­რობ­და? ამ აქ­სე­სუ­ა­რის ფო­ტო­ე­ბი არ­სე­ბობს?

- ფოტო არა, მაგ­რამ ბრო­შის ეს­კი­ზე­ბი კი­ევ­ში მაქვს. იმ კო­ლექ­ცი­ი­დან ლა­გერ­ფილდმა ეს გულ­საბ­ნე­ვი კი­დევ 2 ცალი და­ამ­ზა­დე­ბი­ნა. შე­ი­ძი­ნეს და რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და. ხოჭო სპე­ცი­ა­ლურ კო­ლოფ­ში ცხოვ­რობ­და და როცა ბრო­შის მფლო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სად­მე მი­დი­ოდ­ნენ, მას გულ­საბ­ნევ­ში გა­დას­ვამ­დნენ. მწე­რის­თვის რო­გორ უნდა მო­გევ­ლო და რით გეკ­ვე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცია მოჰ­ყვე­ბო­და. ლა­გერ­ფილდმა ეს პირ­ვე­ლად რომ ნახა, თქვა: ღმერ­თო ჩემო, მე­გო­ნა ამ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე გიჟი მე ვი­ყა­ვი, თურ­მე ვი­ღაც ჩემ­ზე გი­ჟიც ყო­ფი­ლაო.

- რა სა­ინ­ტე­რე­სოა, ეს იდეა რო­გორ მო­გი­ვი­დათ...

- არ ვიცი (იღი­მის). აი, ეგე­თი გი­ჟუ­რი იდე­აა ის ახა­ლი სტი­ლიც, რო­მელ­ზეც ზე­ვით უკვე მო­გახ­სე­ნეთ და რო­მელ­ზეც დღეს ვმუ­შა­ობ. ჩემი მე­უღ­ლე მე­უბ­ნე­ბა ხოლ­მე, - სულ ზი­ხარ და ხა­ტავ, თავი ას­წიე და სახე და­მა­ნახ­ვეო. რა ვქნა, მე სულ ასე ვარ, დღე არ არ­სე­ბობს, არ ვმუ­შა­ობ­დე. გარ­და ამი­სა, კერ­ძო სახ­ლე­ბი­სა თუ ბი­ნე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­საც ვა­კე­თებ და ობი­ექ­ტებ­ზე დავ­დი­ვარ. ახ­ლან­დე­ლი გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბაც ძლივს მო­ხერ­ხდა, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა იკა ბო­კუ­ჩა­ვას და გა­ლე­რე­ის თა­ნამ­შრომ­ლებს. სა­ქორ­წი­ნო კა­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ახა­ლი ეს­კი­ზე­ბი მაქვს, სა­გა­მო­ფე­ნოდ ვფიქ­რობ­დი 5 კაბა მა­ინც შე­მე­კე­რი­ნე­ბი­ნა და მო­დე­ლებს წარ­მო­ედ­გი­ნათ, ამი­ტომ დროს ვწე­ლავ­დი, მაგ­რამ ვერ მო­ვას­წა­რი და ექ­სპო­ზი­ცი­ის გა­და­დე­ბაც აღარ გა­მო­ვი­და.

- აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვე­ნი ეს­კი­ზე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი სა­ქორ­წი­ნო კა­ბე­ბი სცმი­ათ?

- ჯერ არა. იმე­დი მაქვს, ესეც გი­ჟო­ბა იქ­ნე­ბა (იღი­მის). მა­იკლ ჯექ­სონ­მა "გიჟი მე­ზღაპ­რე“ და­მარ­ქვა.

- ჯექ­სო­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და სამ­წუ­ხა­როა, რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, მისი ბოლო შოუს, ლონ­დონ­ში და­გეგ­მი­ლი სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი­სას თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ვე­ღარ შე­ძე­ლით... თუმ­ცა, ეს ამ­ბა­ვი უფრო ვრცლად მინ­და მო­მიყ­ვეთ...

- ერთხელ ჩემ­მა აგენ­ტმა და­მი­რე­კა, ჯექ­სონს მი­ლე­ნი­უმ­ში სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტე­ბი უნდა ჰქონ­დეს და სცე­ნა­რი სჭირ­დე­ბაო. ვი­ნა­ი­დან სა­კონ­ცერ­ტო სცე­ნა­რი ცხოვ­რე­ბა­ში არ და­მი­წე­რია და არც მისი შედ­გე­ნა ვი­ცო­დი, უარი ვუ­თხა­რი, მაგ­რამ ბო­ლოს და­მი­თან­ხმა, შენი ამ­ბა­ვი რომ ვიცი, რა­ღაც ისეთს "მო­არ­ტყამ“, გა­ა­მარ­თლებს, ამი­ტომ სცა­დეო. მეც დავ­ჯე­ქი და რო­გორც ზღა­პა­რი, ისე დავ­წე­რე, თუ რო­გორ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ჯექ­სო­ნი სცე­ნა­ზე, რო­გო­რი გა­ნა­თე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მისი ცნო­ბი­ლი ცეკ­ვის "მთვა­რის სვლა“ ნა­წი­ლი სცე­ნა­ზე და ნა­წი­ლიც ჰა­ერ­ში უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და ა.შ. ჯექ­სო­ნი 2 ცნო­ბი­ლი სცე­ნა­რის­ტის პროგ­რა­მას რომ გა­ეც­ნო, უკი­თხავს, მეტი არა­ფე­რი­აო? კი, მაგ­რამ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, დი­ლე­ტან­ტუ­რად და­წე­რი­ლიო. მა­ინც მო­უ­თხო­ვია. როცა ჩემი და­წე­რი­ლი სცე­ნა­რის კი­თხვა და­უ­წყი­ათ, პროგ­რა­მის ნა­ხე­ვა­რი ჰქონ­დათ გავ­ლი­ლი, როცა უთ­ქვამს: ძა­ლი­ან მინ­და ამ გიჟ მე­ზღაპ­რეს შევ­ხვდე, მე ამ სცე­ნარს ვირ­ჩევ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა და­ა­მუ­შა­ონ და მუ­შა­ო­ბას შე­ვუდ­გე­თო. ჩემ­მა სცე­ნარ­მა კონ­კურ­სში კი გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჯექ­სო­ნი 3 დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გული მწყდე­ბა იმის გამო, რაც მო­უ­გო­ნეს...

- ნამ­დვი­ლად... თქვენს პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეთ, მათ შო­რის არის სცე­ნე­ბი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­და­ნაც“. ეს პო­ე­მა თქვენ­თვის რა ნიშ­ნავს?

- "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ქარ­თვე­ლე­ბის ბიბ­ლი­აა, სა­ქარ­თვე­ლოს სული. თუ გინ­და ქარ­თვე­ლე­ბის სამ­ყა­რო გა­იც­ნო, პო­ე­მა ერთხელ კი არ უნდა წა­ი­კი­თხო, არა­მედ რამ­დენ­ჯერ­მე. სამ­ჯერ წა­ვი­კი­თხე და ყო­ველ ჯერ­ზე ჩემ­თვის ახალ აღ­მო­ჩე­ნებს ვა­კე­თებ. "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ თე­მა­ზე 25-მდე ნა­მუ­შე­ვა­რი მაქვს შექ­მნი­ლი, თუმ­ცა გა­მო­ფე­ნა­ზე მხო­ლოდ 4 გა­მო­ვი­ტა­ნე. პა­რა­ლე­ლუ­რად, ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის შექ­მნით ვცო­ცხლობ. შინ 2 ად­გი­ლი მაქვს, ერთი სა­დაც კომ­პი­უ­ტერ­ში ვაპ­რო­ექ­ტებ, მე­ო­რე - სა­დაც ვხა­ტავ. ზოგ­ჯერ სა­ვარ­ძელ­ში მე­ძი­ნე­ბა, ვიღ­ვი­ძებ თუ არა, მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებ...

- თქვე­ნი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ქმის თვალ­საზ­რი­სით, რო­მე­ლი ნა­მუ­შევ­რით შეხ­ვალთ ის­ტო­რი­აში?

- არ ვიცი, ამა­ზე არ ვფიქ­რობ. მხო­ლოდ ის ვიცი, რომ მინ­და გა­ვა­ხა­რო ჩემი ხალ­ხი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და ჩემი ქვე­ყა­ნა.

ავ­ტო­რი: ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ania
3

ასეთ ხალხზე წერეთ რა!!

რამდენი გვყავს და ამას ახლა უნდა ვეცნობოდეთ კაცი დაბერდა და მეც, აქამდე სად იყავიტ

სჯობს გვოიან ვიდერ არასდროს მაინც მადლობა

 

მაგარი მხატვარია და მაგარი კაციც!

კი, კაცო!
27

ბოლოს ადამიანს გულიც ეკარგება და სულიც, გენეტიკა კი რჩება!ასე, რომ მთავარი გენეტიკაა, დანარჩენი კი ზღაპრებია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"მე ვარ სამი ერთში: სომხური გენებით, ქართული გულითა და უკრაინული სულით" - ვინ არის თბილისელი ხელოვანი, ვისაც მაიკლ ჯექსონმა "გიჟი მეზღაპრე“ უწოდა?

"მე ვარ სამი ერთში: სომხური გენებით, ქართული გულითა და უკრაინული სულით" - ვინ არის თბილისელი ხელოვანი, ვისაც მაიკლ ჯექსონმა "გიჟი მეზღაპრე“ უწოდა?

მისი დილა 4-5 საათზე იწყება. ძალიან ცოტა სძინავს და ამას ასე ხსნის: "ადამიანი, რომელსაც 8 საათი სძინავს, გამოდის, რომ ცხოვრების ერთ მესამედს ძილში ატარებს. მე ასე არ მინდა; ცხოვრება ძალიან მიყვარს და მინდა მეტი ვნახო, მეტი გავაკეთო“. ალბათ სწორედ ამ რეჟიმისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების გამოა, რომ მას საკმაოდ მსუყე, შთამბეჭდავი შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს და არქიტექტორის, მხატვრის, დიზაინერის სამყარო ფართო და საინტერესოა.

5-25 მაისს გალერეა "იარტმა“ რუბენ ოგანესიანის (რუბო) პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. სწორედ ამ დღეებში ხელოვანთან ჩვენი ვიზიტიც მისი ნამუშევრების გარემოცვაში შედგა.

ყოველდღიურად უამრავ ესკიზს ქმნის, სამოსის, აქსესუარების, ბანქოს თუ სხვა თემაზე. ზოგს გვერდით გადადებს, სამომავლოდ მიუბრუნდება, მაგრამ თუ არ მოსწონს, ხევს და ამ დროს საოცრად დიდ შვებას განიცდის. ასეა მას შემდეგ, რაც თბილისში სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ამბობს, რომ იქ ყველა პედაგოგი უყვარდა და ისინიც ამ გრძნობით პასუხობდნენ. იმავე წლებში თავის ერთ-ერთ პედაგოგ ალექსანდრე (ალიკა) ჯაფარიძესთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა დაიწყო. მისმა არქიტექტურულმა პროექტმა პირველ წარმატებას სტუდენტობის პერიოდში მიაღწია - საცხოვრებელი სახლისა და საგასტროლო თეატრის პროექტი, იუნესკოს გრან-პრით პარიზსა და სტოკჰოლმში დაჯილდოვდა. კონკურსებში მონაწილეობა შემდეგშიც არ შეუწყვეტია და 1983 წლიდან მოყოლებული დღემდე, არქიტექტურაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მუშაობდა ზურა წერეთელთანაც - მის უშრეტ შემოქმედებით ენერგიას ახლაც ხასგასმით აღნიშნავს და ხელოვანს პატივისცემით იხსენებს.

შემდეგ რუბენ ოგანესიანი ჯერ თბილისიდან მოსკოვში გადასახლდა, შემდეგ კიევში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა "მეიდანის“ პროექტი და ასევე, ის გახლავთ ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შედეგად დაღუპულთა მემორიალის ავტორიც. ჩერნობილის კატასტროფიდან 32 წლის შემდეგ, მემორიალი ქალაქ ზაპაროჟიეს ცენტრში, 2018 წელს გაიხსნა. უკრაინაში საკუთარი არქიტექტურული ფირმა აქვს, ისევე როგორც ინდოეთში, სადაც 3 წელი გაატარა, აქტიურად იმუშავა და დელისთან ახლოს, თანამედროვე ქალაქი ტრონიკა სითი სრულად მან დააპროექტა. ევროპასა და საქართველოში არაერთი შენობა-ნაგებობისა თუ მონუმენტის ავტორი, ბოლო 6 წელია საქართველოშია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან კონტაქტს ონლაინრეჟიმში აგრძელებს. საქართველოდან გასვლა საქმიანი, მცირეხნიანი ვიზიტებით უწევს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოქმედებითი გზის სხვადასხვა პერიოდში, რუბენ ოგანესიანი თანამშრომლობდა კრისტიან დიორის სახლთან (2003-2012 წლები), კარლ ლაგერფილდთან (აქსესუარების კოლექცია 2008 წ.) მუშაობდა მაიკლ ჯექსონის ბოლო კონცერტის სასცენო ესკიზებსა და პროექტზე.

ამჯერად სხვადასხვა საქმის პარალელურად, კონცენტრირებულია ერთი ნოვატორული იდეის გარშემო, რომელიც მოდის სამყაროში უპრეცედენტო უნდა იყოს და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მას მსოფლიოს ბაზარზე წარადგენს.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ბავშვობა სვანეთის უბანში გავატარე. ეს არის ჩემი სამშობლო, ჩემი მიწა, ჩემი ჰაერი და ჩემი ხალხი. ჩემი ცხოვრების მიზანია, ჩემ შემდეგ, შთამომავლებს და ჩემს ქვეყანას რაღაც დავუტოვო. ერთხელ მამამ მითხრა, - აბა, ხატვა სცადე. ისეთი ტიპი ხარ, მგონია, გამოგივაო. მეც ავიღე რაღაც ფოტო, რომლის მიხედვითაც ფანქრით პორტრეტი გავაკეთე. გამომივიდა. ბავშვს თუ ზრდასრულს, ნებისმიერ ადამიანს რაღაც რომ გამოსდის, ის საქმე იტაცებს და იმ გზას მიჰყვება, მეც ასე დამემართა... საერთოდ, რაღაცების შექმნა ბავშვობიდან მიტაცებდა. როცა გავიზარდე, უკვე ისეთ ნივთებს ვიგონებდი და ვაკეთებდი, რომელიც იყო "ვაუ“ (იღიმის). საქმე კარგად გამომდიოდა და მხოლოდ მე არა, სხვებსაც მოსწონდათ. ერთხელ, მაშინ სკოლა უკვე დამთავრებული მქონდა, დედაჩემისთვის სპილოს ძვლისგან სამაჯური გავაკეთე. მაინტერესებდა სხვა როგორ აღიქვამდა, შეაფასებდა და საკომისიოში წავიღე. მფლობელმა შეძენის სურვილი გამოთქვა. იქვე ვიღაც კაცი იჯდა და ისიც დაინტერესდა, მომყიდეო. ნელ-ნელა ფასმა ზევით ისე აწია, როგორც აუქციონზე ხდება. ვუთხარი, რომ ნივთი დედაჩემს ეკუთვნოდა, გაყიდვას არ ვაპირებდი, მხოლოდ შესაფასებლად მქონდა მიტანილი და გამოვედი. ამის შემდეგ სპილოს ძვლისგან კიდევ გავაკეთე სხვადასხვა აქსესუარი და შემდეგ წლებში უკვე სხვადასხვა მასალისგანაც...

- როგორ დაინტერესდით მოდის სფეროთი და თქვენი აზრით, მსოფლიოს მოდა ახლა რა ეტაპზეა?

- რაღაცას რომ შევხედავ, გავიფიქრებ ხოლმე: "ეს ადამიანმა გააკეთა, მე ვერ შევძლებ? უნდა შევძლო“ და ვიწყებ ცდას, მერე გამომდის. რა ვქნა, ეს თავისით ხდება (იღიმის). ახლა აქსესუარებისა და ტანსაცმლის ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, რომლის დეტალებზე არ ვისაუბრებ. ასეთი რამ ჯერ არსად არსებობს. ამ კოლექციაზე მუშაობას ყურადღებით ვუდგები, არაფერი არ უნდა შემეშალოს, ამიტომ ყველაფერს კარგი გააზრება და დიდი დრო სჭირდება. არ მინდა ეს სიახლე მხოლოდ ჩემი სახელით გამოჩნდეს, რადგან მე არა მხოლოდ თავს, არამედ უკვე ჩემს ქვეყანას ვეკუთვნი და პრეზენტაცია საქართველოში რომც არ შედგეს, ჩვენი ქვეყნის სახელი აუცილებლად გაჟღერდება. აი, მაგალითად, ახალ კოლექციაში იქნება ქალის ჩანთა, რომელიც ვერ გეტყვით როგორია და რისგან შეიქმნება, მაგრამ პირველი რომ იქნება, ეს ნამდვილად ვიცი. საერთოდ, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მასალას და უპირატესობის თვალსაზრისით, ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. რამის გაკეთება თუ მინდა, ესკიზის შექმნის შემდეგ, პირველ ნივთს აუცილებლად ჩემი ხელით ვაკეთებ და მერე უკვე შეიძლება საქმე სხვასაც ვანდო... მოდის მიმართულებით მუშაობა 2000 წლიდან დავიწყე. უკრაინაში ოფისში დიდი ტელევიზორი მქონდა, სადაც სულ ის არხები მქონდა ჩართული, რომელიც მოდის სამყაროს ცხოვრებას აშუქებდა და ყველა ამბის საქმის კურსში ვიყავი. თუმცა, ვხედავდი, ახალი არაფერი იყო. ახლაც ასეა, სულ ერთი და იგივე მეორდება, მხოლოდ მოდელები იცვლებიან. მაშინ გადავწყვიტე ამ მიმართულებით ძალები მეცადა.

- უკრაინაში როდის იყავით?

- 2001 წელს. კიევი ძალიან მიყვარს. ძველ ქალაქში ჩემი ბინა მაქვს და დიდი ფონოთეკა. ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, მათ შორის ანსამბლ "რუსთავს“, ჰამლეტ გონაშვილს და სხვა ქართულ სიმღერებს. მათი მოსმენისას ცრემლები მდიოდა, მთელი გული აქეთ მქონდა. ახლა საქართველოში ყოფნისას, ჩემი სული უკრაინაშია და ომის გამო ტკივილს მთელი არსებით განვიცდი. უკრაინაში რომ ჩავდივარ, საქართველოზე ვფიქრობ, აქ ჩამოსულს კი პირიქით - უკრაინის ნოსტალგია მაქვს. ამიტომ ვამბობ ხოლმე, მე ვარ სამი ერთში: სომხური გენებით, ქართული გულითა და უკრაინული სულით. ახლა ვხატავ ორ, საქართველოს და უკრაინის დროშას, რომელიც ვფიქრობ საინტერესო გამოვა. მოკლედ, გამოდის ყველაფერს ვაკეთებ, რაც ხელოვნებას ეხება.

- კარგი სიტყვებია, მინდოდა მეთქვა, ასევე სამ სფეროში მოღვაწეობთ: არქიტექტურა, ფერწერა-გრაფიკა და დიზაინი-მეთქი, მაგრამ მგონი, თქვენი ინტერესის სფერო გაცილებით მრავალფეროვანია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის მსოფლიოში ცნობილი დიზაინერებიც, ვისთანაც გიმუშავიათ...

- მოდის სფეროში პირველი თანამშრომლობა კრისტიან დიორთან დავიწყე. ჩემმა აგენტმა მოდის სფეროს წარმომადგენლები გამაცნო და დიორის სახლში, გალიანოსთან რამდენიმე ნამუშევარი გამაგზავნინა. მეორე დღესვე დამირეკეს, შეხვედრაზე შევთანხმდით, მივედი და ხელშეკრულება იქვე გავაფორმეთ. პირობების დეტალების თქმა არ შემიძლია, მაგრამ ჯონ გალიანოსთან მუშაობისას ვქმნიდი სტილს, რაშიც არა მხოლოდ სამოსი შედის, არამედ ყველა დეტალი: ვარცხნილობა, მაკიაჟი, აქსესუარები, მუსიკაც კი, რომელიც ჩვენების დროს ისმის. დაახლოებით 10 წელი, გალიანო ყველა კოლექციას ჩემი ესკიზებისა და სტილის მიხედვით უშვებდა.

- კოლექციების წარმოდგენისას, თქვენი სახელი ოფიციალურად ჟღერდა თუ როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, მხოლოდ ბრენდის სახელის ქვეშ მუშაობა გიწევდათ?

- არ ჟღერდა და პირობებში ერთ-ერთ პუნქტად სწორედ ეს იყო მითითებული. თითქმის ყველა დიზაინერი ასე მუშაობს. ასე მოხდა გუჩისთან, ბლუმარინთან, ფრიდასთან, პიერ კარდენთან... კარლ ლაგერფილდთან ერთი შოუსთვის აქსესუარების კოლექცია გავაკეთე. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი, ლაგერფილდმა აღნიშნა, რომ მისი შოუს აქსესუარების დიზაინერი მე ვიყავი. ის გაოცებული დარჩა, როცა თეთრი ოქროსგან ბუჩქის ფორმის ბროში გავუკეთე, ტოტების თავი ბრილიანტებით იყო გაფორმებული, ხოლო ბუჩქის ქვეშ ოქროს ჯაჭვი ეკიდა და მასზე მიბმული იყო ცოცხალი ხოჭო, რომელსაც ტანზე ოქროს ჯავშანი ეცვა. ხოჭო რომ დადიოდა, კომპოზიცია მუდმივად იცვლებოდა და შესაბამისად, აქსესუარი სულ სხვადასხვა სახეს იღებდა.

- ცოტა რთული წარმოსადგენია რასაც მიყვებით და ეს ხოჭო აქსესუარში ცხოვრობდა? ამ აქსესუარის ფოტოები არსებობს?

- ფოტო არა, მაგრამ ბროშის ესკიზები კიევში მაქვს. იმ კოლექციიდან ლაგერფილდმა ეს გულსაბნევი კიდევ 2 ცალი დაამზადებინა. შეიძინეს და როგორც ვიცი, ძალიან ძვირი ღირდა. ხოჭო სპეციალურ კოლოფში ცხოვრობდა და როცა ბროშის მფლობელი ქალბატონები სადმე მიდიოდნენ, მას გულსაბნევში გადასვამდნენ. მწერისთვის როგორ უნდა მოგევლო და რით გეკვება, სპეციალური ინსტრუქცია მოჰყვებოდა. ლაგერფილდმა ეს პირველად რომ ნახა, თქვა: ღმერთო ჩემო, მეგონა ამ სამყაროში ყველაზე გიჟი მე ვიყავი, თურმე ვიღაც ჩემზე გიჟიც ყოფილაო.

- რა საინტერესოა, ეს იდეა როგორ მოგივიდათ...

- არ ვიცი (იღიმის). აი, ეგეთი გიჟური იდეაა ის ახალი სტილიც, რომელზეც ზევით უკვე მოგახსენეთ და რომელზეც დღეს ვმუშაობ. ჩემი მეუღლე მეუბნება ხოლმე, - სულ ზიხარ და ხატავ, თავი ასწიე და სახე დამანახვეო. რა ვქნა, მე სულ ასე ვარ, დღე არ არსებობს, არ ვმუშაობდე. გარდა ამისა, კერძო სახლებისა თუ ბინების არქიტექტურულ პროექტებსაც ვაკეთებ და ობიექტებზე დავდივარ. ახლანდელი გამოფენის მოწყობაც ძლივს მოხერხდა, რისთვისაც დიდი მადლობა იკა ბოკუჩავას და გალერეის თანამშრომლებს. საქორწინო კაბების მიმართულებითაც ახალი ესკიზები მაქვს, საგამოფენოდ ვფიქრობდი 5 კაბა მაინც შემეკერინებინა და მოდელებს წარმოედგინათ, ამიტომ დროს ვწელავდი, მაგრამ ვერ მოვასწარი და ექსპოზიციის გადადებაც აღარ გამოვიდა.

- აქამდე საქართველოში თქვენი ესკიზების მიხედვით შექმნილი საქორწინო კაბები სცმიათ?

- ჯერ არა. იმედი მაქვს, ესეც გიჟობა იქნება (იღიმის). მაიკლ ჯექსონმა "გიჟი მეზღაპრე“ დამარქვა.

- ჯექსონი ძალიან მიყვარდა და სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალების გამო, მისი ბოლო შოუს, ლონდონში დაგეგმილი საიუბილეო კონცერტისას თანამშრომლობა ვეღარ შეძელით... თუმცა, ეს ამბავი უფრო ვრცლად მინდა მომიყვეთ...

- ერთხელ ჩემმა აგენტმა დამირეკა, ჯექსონს მილენიუმში საიუბილეო კონცერტები უნდა ჰქონდეს და სცენარი სჭირდებაო. ვინაიდან საკონცერტო სცენარი ცხოვრებაში არ დამიწერია და არც მისი შედგენა ვიცოდი, უარი ვუთხარი, მაგრამ ბოლოს დამითანხმა, შენი ამბავი რომ ვიცი, რაღაც ისეთს "მოარტყამ“, გაამართლებს, ამიტომ სცადეო. მეც დავჯექი და როგორც ზღაპარი, ისე დავწერე, თუ როგორ უნდა გამოსულიყო ჯექსონი სცენაზე, როგორი განათება უნდა ყოფილიყო, მისი ცნობილი ცეკვის "მთვარის სვლა“ ნაწილი სცენაზე და ნაწილიც ჰაერში უნდა შეესრულებინა და ა.შ. ჯექსონი 2 ცნობილი სცენარისტის პროგრამას რომ გაეცნო, უკითხავს, მეტი არაფერიაო? კი, მაგრამ არაპროფესიონალურად, დილეტანტურად დაწერილიო. მაინც მოუთხოვია. როცა ჩემი დაწერილი სცენარის კითხვა დაუწყიათ, პროგრამის ნახევარი ჰქონდათ გავლილი, როცა უთქვამს: ძალიან მინდა ამ გიჟ მეზღაპრეს შევხვდე, მე ამ სცენარს ვირჩევ, პროფესიონალებმა დაამუშაონ და მუშაობას შევუდგეთო. ჩემმა სცენარმა კონკურსში კი გაიმარჯვა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯექსონი 3 დღეში გარდაიცვალა. გული მწყდება იმის გამო, რაც მოუგონეს...

- ნამდვილად... თქვენს პერსონალურ გამოფენაზე მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეთ, მათ შორის არის სცენები "ვეფხისტყაოსნიდანაც“. ეს პოემა თქვენთვის რა ნიშნავს?

- "ვეფხისტყაოსანი“ ქართველების ბიბლიაა, საქართველოს სული. თუ გინდა ქართველების სამყარო გაიცნო, პოემა ერთხელ კი არ უნდა წაიკითხო, არამედ რამდენჯერმე. სამჯერ წავიკითხე და ყოველ ჯერზე ჩემთვის ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ. "ვეფხისტყაოსნის“ თემაზე 25-მდე ნამუშევარი მაქვს შექმნილი, თუმცა გამოფენაზე მხოლოდ 4 გამოვიტანე. პარალელურად, ახალი კოლექციის შექმნით ვცოცხლობ. შინ 2 ადგილი მაქვს, ერთი სადაც კომპიუტერში ვაპროექტებ, მეორე - სადაც ვხატავ. ზოგჯერ სავარძელში მეძინება, ვიღვიძებ თუ არა, მუშაობას ვაგრძელებ...

- თქვენი აზრით, საზოგადოების აღქმის თვალსაზრისით, რომელი ნამუშევრით შეხვალთ ისტორიაში?

- არ ვიცი, ამაზე არ ვფიქრობ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მინდა გავახარო ჩემი ხალხი, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ჩემი ქვეყანა.

ავტორი: ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"