მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყნის მოღალატეობა, არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც - კურსის ცვლილება "ქოცებს“ გადაიყოლებს" - იაგო ხვიჩია
"ქვეყნის მოღალატეობა, არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც - კურსის ცვლილება "ქოცებს“ გადაიყოლებს" - იაგო ხვიჩია

ვინც ქვე­ყა­ნას და­სავ­ლურ კურსს აშო­რებს, ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტეა - ქვეყ­ნის კურ­სი რომ იც­ვლე­ბა, ამის და­სა­ნა­ხად დრო­შა არ მჭირ­დე­ბა. კურ­სის ცვლი­ლე­ბა „ქო­ცებს“ გა­და­ი­ყო­ლებს, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმ ფაქტს, რომ წინა წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ზე, 26 მა­ი­სის ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის, ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა გა­მო­ფე­ნი­ლი აღარ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" არ­გუ­მენტს, რომ კრი­ტი­კო­სე­ბი ქარ­თუ­ლი დრო­შის და­ნახ­ვამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, ხვი­ჩია ამ­ბობს, რომ ღა­ლატს ვერ შე­ფუ­თა­ვენ და "ის დრო­შებს მიღ­მაც მო­ჩანს."

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ შე­მიმ­ჩნე­ვია იქ იყო თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა, მაგ­რამ ქვეყ­ნის კურ­სი რომ იც­ვლე­ბა, ამის და­სა­ნა­ხად დრო­შა არ მჭირ­დე­ბა. დრო­შა იქ რომც იყოს, ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი კურ­სი შეც­ვლი­ლია და ეს ჩემი აზ­რით, "ქო­ცებს" გა­და­ი­ყო­ლებს.

ვინც ქვე­ყა­ნას და­სავ­ლურ კურსს აშო­რებს, ის ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტეა და არა პატ­რი­ო­ტი, ჩემი აზ­რით. რაც არ უნდა დრო­შე­ბით ფუთო ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა, არ შე­ი­ფუ­თე­ბა, მო­ჩანს დრო­შე­ბის მიღ­მაც," - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

დე­პუ­ტა­ტი, ასე­ვე, გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნატო-ს გენმდივ­ნის გან­ცხა­დე­ბას, რომ "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რი­სიც სწამთ, შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს და ელი­ან, რომ ნატო-ს არა­წევ­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და­ი­ცა­ვენ სან­ქცი­ებს."

"ქო­ცე­ბის" ვაჟ­კა­ცო­ბის ამ­ბა­ვი იმ­დე­ნად შორ­საა გა­ვარ­დნი­ლი, ნატო-ს გენმდივ­ნამ­დეც, რომ ისე­თი საფრ­თხე არ­სე­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თი მა­რაგ­დე­ბო­დეს საბ­რძო­ლო ინ­ვენ­ტა­რით. ის, რომ ჩვენ­ზე ასე­თი ეჭვი აქვთ, არის ძა­ლი­ან გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი ახლა, ამ წუ­თას, ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით, რად­გან აქამ­დე ვით­ვლე­ბო­დით და­სავ­ლე­თის ერ­თგულ მე­კავ­ში­რე­ე­ბად. ახლა" ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­მო­დის და ცდი­ლობს ქარ­თუ­ლი ხო­მალ­დი რუ­სე­თის­კენ მი­ატ­რი­ა­ლოს. ეს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" კრა­ხამ­დე მი­იყ­ვანს, მე­გობ­რე­ბი, რო­გორც ეს მე­გობ­რებს შე­ე­ფე­რე­ბათ, აფრ­თხი­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მე არ მგო­ნია, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რამე უშ­ვე­ლის, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ეს სწო­რი გაფრ­თხი­ლე­ბაა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის, რომ ჩვენ მივ­ხე­დოთ ჩვენს თავს," - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველო
12

გარეწრებო თქვენ არა ხართ თავისუფლების ღირსი საქართველოს რომ სახელი შეუცვალეს და ხიხოსტანს ეძახიან ვეღარ ხვდებით 

ზვიადის
16

ნაპირთან რომ მიხვალ, მაგრად ჩასჭიდე ხელი რუსს, არ მოგიცურდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ქვეყნის მოღალატეობა, არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც - კურსის ცვლილება "ქოცებს“ გადაიყოლებს" - იაგო ხვიჩია

"ქვეყნის მოღალატეობა, არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც - კურსის ცვლილება "ქოცებს“ გადაიყოლებს" - იაგო ხვიჩია

ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ქვეყნის მოღალატეა - ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. კურსის ცვლილება „ქოცებს“ გადაიყოლებს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის, ევროკავშირის დროშა გამოფენილი აღარ არის.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" არგუმენტს, რომ კრიტიკოსები ქართული დროშის დანახვამ გააღიზიანა, ხვიჩია ამბობს, რომ ღალატს ვერ შეფუთავენ და "ის დროშებს მიღმაც მოჩანს."

"სიმართლე გითხრათ, არ შემიმჩნევია იქ იყო თუ არა ევროკავშირის დროშა, მაგრამ ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. დროშა იქ რომც იყოს, ქვეყნის დასავლური კურსი შეცვლილია და ეს ჩემი აზრით, "ქოცებს" გადაიყოლებს.

ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ის ქვეყნის მოღალატეა და არა პატრიოტი, ჩემი აზრით. რაც არ უნდა დროშებით ფუთო ქვეყნის მოღალატეობა, არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც," - განაცხადა ხვიჩიამ.

დეპუტატი, ასევე, გამოეხმაურა ნატო-ს გენმდივნის განცხადებას, რომ "მნიშვნელოვანია, საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს, რისიც სწამთ, შეესაბამებოდეს და ელიან, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს."

"ქოცების" ვაჟკაცობის ამბავი იმდენად შორსაა გავარდნილი, ნატო-ს გენმდივნამდეც, რომ ისეთი საფრთხე არსებობს, რომ საქართველოდან შეიძლება რუსეთი მარაგდებოდეს საბრძოლო ინვენტარით. ის, რომ ჩვენზე ასეთი ეჭვი აქვთ, არის ძალიან გამოუსწორებელი ზიანი ახლა, ამ წუთას, ამ მოცემულობით, რადგან აქამდე ვითვლებოდით დასავლეთის ერთგულ მეკავშირეებად. ახლა" ქართული ოცნება" გამოდის და ცდილობს ქართული ხომალდი რუსეთისკენ მიატრიალოს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" კრახამდე მიიყვანს, მეგობრები, როგორც ეს მეგობრებს შეეფერებათ, აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას. მე არ მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" რამე უშველის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სწორი გაფრთხილებაა ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს," - განაცხადა ხვიჩიამ.