მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი დაგვანებეთ, ჩვენ რუსეთი გვინდა!“- გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს იყო კატარში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი გზავნილი მთელი მსოფლიოსათვის
"თავი დაგვანებეთ, ჩვენ რუსეთი გვინდა!“- გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს იყო კატარში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი გზავნილი მთელი მსოფლიოსათვის

კა­ტარ­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ გვე­სა­უბ­რე­ბო­და - ეს პრო­რუ­სი „ბოტი" იყო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით რუ­სე­თის­თვის სა­სარ­გებ­ლო მე­სი­ჯე­ბით ისა­უბ­რა - საქ­მე გვაქვს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ყიდ­ვას­თან და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ღა­ლატ­თან! - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ა­კე­თა.

ვა­შა­ძის შე­ფა­სე­ბით, პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტში პუ­ტი­ნის პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვას წარ­მო­ად­გენ­და.

მი­სი­ვე თქმით, პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის გა­მოს­ვლის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი იყო მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის: “თავი დაგ­ვა­ნე­ბეთ, ჩვენ რუ­სე­თი გვინ­და!“

“ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კა­ტა­რის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გთხოვთ, მო­უს­მი­ნეთ “ბლუმ­ბერ­გის“ ჟურ­ნა­ლის­ტის მას­თან გა­სა­უბ­რე­ბას მსოფ­ლიო მე­დი­ი­სა და მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის თვალ­წინ - სამ­წუ­ხა­როდ, სა­უბ­რობ­და არა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრი, არა­მედ პუ­ტი­ნის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

მან უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბის გა­და­წყვე­ტის რუ­სულ მო­დელს და­უ­ჭი­რა მხა­რი, რომ თით­ქოს და, უკ­რა­ი­ნამ რა­ღაც უნდა დათ­მოს. თუ უკ­რა­ი­ნამ უნდა დათ­მოს, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­მაც უნდა დათ­მოს?! ანუ ჩვენ რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამე უნდა დავ­თმოთ?!

მან ასე­ვე ერთ-ერ­თში დუ­გი­ნის იდე­ო­ლო­გი­ის მთა­ვა­რი ნა­რა­ტი­ვი გა­ი­მე­ო­რა და თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა რუ­სეთ­თან ვაჭ­რო­ბის გა­რე­შე და­ინ­გრე­ვა. ეს დუ­გი­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იდე­ო­ლო­გი­აა.

ამის შემ­დეგ ვინ­მე კი­თხვას დას­ვამს, რომ ამ ხალ­ხს სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვართ და ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია სურთ?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნია რუ­სეთ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნა, ქვეყ­ნის იზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ვა და ბე­ლა­რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რეგვენო, თუ უკ­რა­ი­ნამ უნდა დათ­მოს, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­მაც უნდა დათ­მოს?!

ლუკა
4

დათმობა იქნებოდა,თუ უკრაინა უარს იტყოდა ნატოს ჯარების განთავსებაზე რუსეთის ყურისძირში,გაიგე გენიოსო?რაც შეეხება ტერიტორიებს,ყირიმი არაა უკრაინა!მართალია არც რუსეთი,მაგრამ უკრაინა არა და არა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"თავი დაგვანებეთ, ჩვენ რუსეთი გვინდა!“- გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს იყო კატარში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი გზავნილი მთელი მსოფლიოსათვის

"თავი დაგვანებეთ, ჩვენ რუსეთი გვინდა!“- გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს იყო კატარში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი გზავნილი მთელი მსოფლიოსათვის

კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გვესაუბრებოდა - ეს პრორუსი „ბოტი" იყო, რომელმაც საქართველოს სახელით რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯებით ისაუბრა - საქმე გვაქვს საქართველოს გაყიდვასთან და ევროპული ინტერესების ღალატთან! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის შეფასებით, პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა აბსოლუტურად ყველა კომპონენტში პუტინის პოზიციების დაცვას წარმოადგენდა.

მისივე თქმით, პრემიერ - მინისტრის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო მთელი მსოფლიოსათვის: “თავი დაგვანებეთ, ჩვენ რუსეთი გვინდა!“

“ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, მოუსმინეთ “ბლუმბერგის“ ჟურნალისტის მასთან გასაუბრებას მსოფლიო მედიისა და მსოფლიო ლიდერების თვალწინ - სამწუხაროდ, საუბრობდა არა საქართველოს პრემიერ - მინისტრი, არამედ პუტინის პირადი წარმომადგენელი.

მან უკრაინაში საომარი მოქმედების გადაწყვეტის რუსულ მოდელს დაუჭირა მხარი, რომ თითქოს და, უკრაინამ რაღაც უნდა დათმოს. თუ უკრაინამ უნდა დათმოს, მაშინ საქართველომაც უნდა დათმოს?! ანუ ჩვენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რამე უნდა დავთმოთ?!

მან ასევე ერთ-ერთში დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთთან ვაჭრობის გარეშე დაინგრევა. ეს დუგინის მიერ შემუშავებული იდეოლოგიაა.

ამის შემდეგ ვინმე კითხვას დასვამს, რომ ამ ხალხს საქართველო უყვართ და ქვეყნის ევროინტეგრაცია სურთ?

ხელისუფლების მიზანია რუსეთთან პირისპირ დარჩენა, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა და ბელარუსული რეჟიმის ჩამოყალიბება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე იხილეთ: