მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის სახელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კონტეინერმზიდ გემს დაარქვეს? - "ამჟამად სინგაპურში ვარ და საზღვაო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამ"
ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის სახელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კონტეინერმზიდ გემს დაარქვეს? - "ამჟამად სინგაპურში ვარ და საზღვაო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამ"

ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ოპე­რი­რე­ბა და­ი­წყო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ­მა სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გემ­მა MSC Irina-მ , რო­მელ­საც ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლი ჰქვია. გემი ლი­ბე­რი­ის დრო­შის ქვეშ და­ცუ­რავს. ეს არის პირ­ვე­ლი, ექ­ვსი ულტრა დიდი გე­მი­დან, რო­მე­ლიც ჩი­ნურ­მა Jiangsu Yangzijiang Shipbuilding Group -მა კომ­პა­ნია MSC- Mediterranean Shipping Company-ს (მე­დი­ტე­რა­ნი­ან ში­პინგ კომ­პა­ნი) დაკ­ვე­თით აა­შე­ნა. ამ­ჟა­მად MSC Irina ყვე­ლა­ზე დიდი კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დია მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც 24,300 TEU -ზე მეტი კონ­ტე­ი­ნე­რის გა­და­ზიდ­ვა შე­უძ­ლია. ლა­პა­რა­კია სტან­დარ­ტულ 20-ფუ­ტი­ა­ნი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის ტე­ვა­დო­ბა­ზე.

MSC (Mediterranean Shipping Company S.A.) მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო სა­ზღვაო კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს 155 ქვე­ყა­ნა­ში 675 ოფი­სი აქვს. მის სა­კუთ­რე­ბა­შია 730 ხო­მალ­დი, და ფლობს 4,6 მ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის კონ­ტე­ი­ნერ­ზე (TEU) მეტს. ყო­ველ­წლი­უ­რად გა­და­აქვს 23 მ TEU -ზე მეტი კონ­ტე­ი­ნე­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ MSC სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი წე­ლია კომ­პა­ნია MSC Georgia-ს სა­ხით ოპე­რი­რებს, რომ­ლის პარტნი­ო­რი და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი ჯე­მალ ინა­იშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც რე­გი­ონ­ში კომ­პა­ნი­ის ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­ფა­სე­ბის მიზ­ნით, კომ­პა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ახა­ლა­შე­ნე­ბულ გემს, ჯე­მალ ინა­იშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ირი­ნას სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ირი­ნა Ambebi.ge - ის ესა­უბ­რა.

"დღეს MSC მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო სა­ზღვაო კომ­პა­ნი­აა. მა­მა­ჩე­მი, ჯე­მალ ინა­იშ­ვი­ლი 1996 წლი­დან მათი პარტნი­ო­რია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ზღვაო ინ­დუსტრი­ის გარ­შე­მო ვიზ­რდე­ბი, ამი­ტომ ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ამ სფე­როს ავირ­ჩევ­დი. ამ­ჟა­მად სინ­გა­პურ­ში ვარ და სა­ზღვაო კა­რი­ე­რა­ში პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გე­მის სა­ხელს, ეს MSC-ის ტრა­დი­ცი­აა - როცა პარტნი­ო­რებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, ასა­ჩუქ­რე­ბენ და ნე­ბას აძ­ლე­ვენ გემს სა­ხე­ლი თა­ვად და­არ­ქვან.

ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ­დენ­წლი­ა­ნი შრო­მა და­ფას­და. გე­მის­თვის ჩემი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა იმას ნიშ­ნავს, რომ მათ­თვის ჩვენ­თან პარტნი­ო­რო­ბა ნამ­დვი­ლად ღი­რე­ბუ­ლია.“ - გვი­თხრა ირი­ნამ.

დღე­ის­თვის MSC Irina არის ყვე­ლა­ზე დიდი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გემი TEU-ს მო­ცუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით - 24,346-ზე მეტი და მისი ძი­რი­თა­დი მო­ნა­ცე­მე­ბია.

  • ტვირ­თამ­წე­ო­ბა: 240,000 DWT
  • TEU: 24,346
  • სიგ­რძე: 399,9 მეტ­რი
  • სი­გა­ნე: 61,3 მეტ­რი

რაც შე­ე­ხე­ბა ჯე­მალ ინა­იშ­ვილს, ის ქო­ბუ­ლეთ­ში და­ი­ბა­და, და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტე­ტი სამ­რეწ­ვე­ლო და სა­მო­ქა­ლა­ქო მშე­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით, ასე­ვე მოს­კო­ვის კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­კავ­ში­რო და­უს­წრე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, სპე­ცი­ა­ლო­ბით: სა­სურ­სა­თო სა­ქონ­ლის მრეწ­ვე­ლო­ბის ეკო­ნო­მი­კა და ორ­გა­ნი­ზა­ცია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და აჭა­რა­ში, სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. 1994 წლი­დან იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე; 1996-1997 წლებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ; 1997-2004 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რის უფ­რო­სად; 2004-2005 წლებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი იყო; 2005-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე-6 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი წევ­რი გახ­ლდათ, ბა­თუ­მის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქი­დან. იყო პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი.

  • ავ­ტო­რი: ანი შა­ვიშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
>
0

სად გაქრა საქართველოს სანაოსნოს გემები?

321
2

ბიჭმა რა დააშავა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის სახელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კონტეინერმზიდ გემს დაარქვეს? - "ამჟამად სინგაპურში ვარ და საზღვაო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამ"

ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის სახელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კონტეინერმზიდ გემს დაარქვეს? - "ამჟამად სინგაპურში ვარ და საზღვაო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამ"

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოპერირება დაიწყო მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკონტეინერო გემმა MSC Irina-მ , რომელსაც ქართველის სახელი ჰქვია. გემი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავს. ეს არის პირველი, ექვსი ულტრა დიდი გემიდან, რომელიც ჩინურმა Jiangsu Yangzijiang Shipbuilding Group -მა კომპანია MSC- Mediterranean Shipping Company-ს (მედიტერანიან შიპინგ კომპანი) დაკვეთით ააშენა. ამჟამად MSC Irina ყველაზე დიდი კონტეინერმზიდია მსოფლიოში, რომელსაც 24,300 TEU -ზე მეტი კონტეინერის გადაზიდვა შეუძლია. ლაპარაკია სტანდარტულ 20-ფუტიანი კონტეინერების ტევადობაზე.

MSC (Mediterranean Shipping Company S.A.) მსოფლიოში წამყვანი საკონტეინერო საზღვაო კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 155 ქვეყანაში 675 ოფისი აქვს. მის საკუთრებაშია 730 ხომალდი, და ფლობს 4,6 მ საერთაშორისო სტანდარტების კონტეინერზე (TEU) მეტს. ყოველწლიურად გადააქვს 23 მ TEU -ზე მეტი კონტეინერი.

აღსანიშნავია, რომ MSC საქართველოში მრავალი წელია კომპანია MSC Georgia-ს სახით ოპერირებს, რომლის პარტნიორი და დირექტორთა საბჭოს წევრი ჯემალ ინაიშვილია, რომელმაც რეგიონში კომპანიის ზრდასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. შესაბამისად, მრავალწლიანი თანამშრომლობის დაფასების მიზნით, კომპანიის გადაწყვეტილებით, ახალაშენებულ გემს, ჯემალ ინაიშვილის ქალიშვილის, ირინას სახელი მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით ირინა Ambebi.ge - ის ესაუბრა.

"დღეს MSC მსოფლიოში წამყვანი საკონტეინერო საზღვაო კომპანიაა. მამაჩემი, ჯემალ ინაიშვილი 1996 წლიდან მათი პარტნიორია. რასაკვირველია, მთელი ცხოვრება საზღვაო ინდუსტრიის გარშემო ვიზრდები, ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ სფეროს ავირჩევდი. ამჟამად სინგაპურში ვარ და საზღვაო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამ.

რაც შეეხება გემის სახელს, ეს MSC-ის ტრადიციაა - როცა პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ასაჩუქრებენ და ნებას აძლევენ გემს სახელი თავად დაარქვან.

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი პატივია. ბედნიერი ვარ, რომ ამდენწლიანი შრომა დაფასდა. გემისთვის ჩემი სახელის დარქმევა იმას ნიშნავს, რომ მათთვის ჩვენთან პარტნიორობა ნამდვილად ღირებულია.“ - გვითხრა ირინამ.

დღეისთვის MSC Irina არის ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი TEU-ს მოცულობის თვალსაზრისით - 24,346-ზე მეტი და მისი ძირითადი მონაცემებია.

  • ტვირთამწეობა: 240,000 DWT
  • TEU: 24,346
  • სიგრძე: 399,9 მეტრი
  • სიგანე: 61,3 მეტრი

რაც შეეხება ჯემალ ინაიშვილს, ის ქობულეთში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით, ასევე მოსკოვის კვების მრეწველობის სახელმწიფო საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი, სპეციალობით: სასურსათო საქონლის მრეწველობის ეკონომიკა და ორგანიზაცია. წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარაში, სხვადასხვა თანამდებობაზე. 1994 წლიდან იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1997 წლებში კი საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ; 1997-2004 წლებში მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსად; 2004-2005 წლებში კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი იყო; 2005-2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრი გახლდათ, ბათუმის საარჩევნო ოლქიდან. იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

  • ავტორი: ანი შავიშვილი