პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ - ევროკავშირი რუსეთთან მხოლოდ 4 დღეში იმდენს ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში" - პრემეირი
"საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ - ევროკავშირი რუსეთთან მხოლოდ 4 დღეში იმდენს ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში" - პრემეირი

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა და­ინ­გრე­ვა, ჩვენ ჩვენს ხალ­ხს ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებთ, თუ რუ­სეთს მსგავს ორ­მხრივ ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს და­ვუ­წე­სებთ - ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სეთ­თან მხო­ლოდ 4 დღე­ში იმ­დენს ვაჭ­რობს, რა­საც ჩვენ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს სა­სა­ცი­ლოა ხომ? - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ყა­ტარ­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია არა­ვინ იქო­ნია და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი არა­ვის და­უ­წე­სე­ბია.

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის მი­მართ ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს და­ა­ზი­ა­ნებ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა და­ინ­გრე­ვა, ჩვენ ჩვენს ხალ­ხს ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებთ, თუ მსგავს ორ­მხრივ ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს და­ვუ­წე­სებთ რუ­სეთს. 2008 წელს ჩვენ გვქონ­და ომი. გახ­სოვთ ვინ­მე, ვინც ჩვე­ნი ომის დროს სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა? არა­ვინ! არა­ვინ მსოფ­ლი­ო­ში არ იქო­ნია სწო­რი რე­აქ­ცია, არც ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნი­ათ იმ ომის შემ­თხვე­ვა­ში. ამი­ტომ ჩემი კი­თხვა ის­მის ასე - სად არის ლო­გი­კა? ჩვე­ნი ომი არ არის ომი და უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ომი - ომია?

მე უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ბიზ­ნე­სი ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში მი­დი­ო­და რუ­სეთ­თან 2008 წლის ომის შემ­დეგ. იმ და­მან­გრე­ვე­ლი ომის შემ­დეგ ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს რუ­სეთს. რუ­სეთ­მა ორი სამ­ხედ­რო ბაზა ააგო ჩვენს ის­ტო­რი­ულ მი­წა­ზე, რუ­სეთ­მა აღი­ა­რა ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­სა და ეს ოკუ­პა­ცია კვლავ გრძელ­დე­ბა. ამი­ტომ ჩემი კი­თხვა ევ­რო­პე­ლი, ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი­სად­მი არის შემ­დე­გი - ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, თქვენ აგ­რძე­ლებ­დით ბიზ­ნეს ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში რუ­სეთ­თან, სან­ქცი­ე­ბი არ გქო­ნი­ათ და­წე­სე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ევ­რო­კავ­შირ­მა 2.3 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და რუ­სეთს 2022 წლამ­დე. არა­ვის გა­უ­ჩე­რე­ბია ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­თან, არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი­დევ ერთხელ მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო, რომ მხარს ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნას. მხარს ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს. გვინ­და, რომ ეს ომი დას­რულ­დეს, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე. ჩვენ შე­ვუ­ერ­თდით 500-ზე მეტ რე­ზო­ლუ­ცი­ას, გა­ნა­ცხადს, ყველ­გან, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა­ზე და სრუ­ლად შე­ვე­სა­ბა­მე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებს. სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ფი­ნან­სურ სან­ქცი­ებს, მაგ­რამ, რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს - მინ­და გან­ვმარ­ტო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა 1 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბია რუ­სეთ­თან. ახლა შე­და­რე­ბის­თვის, ევ­რო­კავ­ში­რი 4 დღე­ში მხო­ლოდ იმას ვაჭ­რობს, რა­საც ჩვენ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაჭ­რობთ. ეს სა­სა­ცი­ლოა ხომ? ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თის წილი, ბრუნ­ვა არის 0.3% და ლო­გი­კა არ არ­სე­ბობს. ეს და­ა­ზი­ა­ნებ­და ჩემი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს,“ - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბოკინიო
2

და რა არ მოგწონთ კონკრეტულად ამ გამოსვლაში? სანქციები ევროკავშირმა დაუწესოს. გაგვიხნას ამერიკამ უვიზო ხო მეგობარია. რუსეთი მტერია და ეს აკვანში იცის ბავშვმა მაგრამ ამ ეტაპზე რა მექანიზმი გვაქ მის დასამარცხებლად? სანქციებით ჩვენს თავს გამოვუყვანთ წირვას. გვითხრას ევროკავშირმა რასაც რუსეთი ყიდულობს ყველაფერს მე ვიყიდიო, შემოვიტან ვალუტაში და ჩემი თავი ენაცვალოს. ხოლო კანდიდატის სტატუსის კანდიდატად დაყენება ცოტა დამამცირებელია მე მგონი!

მარიამი
4

მთავრობას, ვის უხნით საქართველოს მტრებს, მაინც ვერ გაიგებენ, რადგან მამონაზე არიან გაყიდულები. თქვენ კი გისურვებთ მშვიდობა შეუნარჩუნოთ საქართველისა და ქართველ ერსადა იმათ ვისაც უყვარს ჩემი ერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ - ევროკავშირი რუსეთთან მხოლოდ 4 დღეში იმდენს ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში" - პრემეირი

"საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ - ევროკავშირი რუსეთთან მხოლოდ 4 დღეში იმდენს ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში" - პრემეირი

საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ რუსეთს მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ - ევროკავშირი რუსეთთან მხოლოდ 4 დღეში იმდენს ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში. ეს სასაცილოა ხომ? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ადეკვატური რეაქცია არავინ იქონია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არავის დაუწესებია.

პრემიერის განცხადებით, რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებდა.

"საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი. გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია?

მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი - ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული. ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს 2022 წლამდე. არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა.

ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. ჩვენ შევუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს, ყველგან, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუციები, ეროვნული ბანკი სრულად შეესაბამება ფინანსურ სანქციებს, მაგრამ, რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს - მინდა განვმარტო, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან. ახლა შედარებისთვის, ევროკავშირი 4 დღეში მხოლოდ იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვაჭრობთ. ეს სასაცილოა ხომ? ჩვენს შემთხვევაში რუსეთის წილი, ბრუნვა არის 0.3% და ლოგიკა არ არსებობს. ეს დააზიანებდა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.