საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უზბეკეთის მოქალაქე მოკლული იპოვეს. 50 წლის ქალის გვამი ცოტა ხნის წინ მდინარე იორთან იპოვეს. მას სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები თავის არეში მიყენებული.
ადგილობრივების თქმით, ის ეროვნებით უზბეკია, თუმცა წლებია საქართველოში მეგობარ ქართველ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. ერთ-ერთი ვერსიით ქალი მეგობარმა მამაკაცმა ქონების დაუფლების მიზნით გაიმეტა სასიკვდილოდ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სავარაუდო დამნაშავე 60 წლამდე ასაკის კაცი კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს
სუფთა შეუგნებელი ვირები.. ჯერ ბავშვებს ტრაკზე შეცქერიაან და კახეთში ამაზე რეაქცია რო არ გექნება იქ ლაპარაკი უკვე ზედმეტია შეგნებაზე!!!
რამ გააღორა ეს ხალხი, ლუკმის გულისთვის იმეტებენ ერთმანეთს.მკვლელებისთვის უფრო მკაცრი სასჯელი უნდა იყოს