პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

25

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:09-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:36-დან კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. აგრეთვე, დასვენებისა და შიმშილისთვის. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მოდიოდა, წინასწარ აფრთხილებდა, რომ არ გამოვჩენილიყავი" - ალენ დელონის ბნელი მხარე და შვილი, რომელიც უარყო: არი ბულონის ტრაგიკული ამბავი
"როცა მოდიოდა, წინასწარ აფრთხილებდა, რომ არ გამოვჩენილიყავი" - ალენ დელონის ბნელი მხარე და შვილი, რომელიც უარყო: არი ბულონის ტრაგიკული ამბავი

20 მა­ისს, გამ­თე­ნი­სას, 4:00 სა­ათ­ზე, პა­რი­ზის მე-15 უბ­ნის პო­ლი­ცი­ა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი გა­ის­მა. 58 წლის ქა­ლის თქმით, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს მისი პარტნი­ო­რი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. ქალი კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლონ­ზე სა­უბ­რობ­და, ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ალენ დე­ლო­ნის ვაჟ­ზე. ვაჟ­ზე, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს თა­ვის შვი­ლად არას­დროს უღი­ა­რე­ბია. 60 წლის ფო­ტოგ­რა­ფის ცხე­და­რი სა­კუ­თარ სახ­ლში იპო­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, არი ბუ­ლონს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ცოტა ხნის წინ ის სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც გა­და­იყ­ვა­ნეს. მას შემ­დეგ კი, რაც და­ცე­მის შე­დე­გად მძი­მე ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო, ძი­რი­თა­დად ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. არის ცხე­და­რი პა­რი­ზის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ინ­სტი­ტუ­ტში გა­და­ას­ვე­ნეს.

ბუ­ლო­ნის პარტნი­ორ­მა ქალ­მა, რო­მე­ლიც კაცს ბოლო დროს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და, გა­ნა­ცხა­და, რომ ცხე­და­რი პირ­ვე­ლად მან იპო­ვა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს ქალი სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. არი თა­ვის 21 წლის ვაჟ­თან ერ­თად და­ტო­ვა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კაცი რამ­დე­ნი­მე დღის გარ­დაც­ვლი­ლი იყო, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ცხე­დარს გახ­რწნა ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი.

პო­ლი­ცი­ამ ქალი და­ა­კა­ვა "საფრ­თხის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის არაღ­მო­ჩე­ნის" გამო.

არი ბუ­ლო­ნი, 60 წლის ფო­ტოგ­რა­ფი, ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ ის ალენ დე­ლო­ნის შვი­ლი იყო, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი ამას ყო­ველ­თვის უარ­ყოფ­და.

კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლო­ნის დედა ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, ენდი უორ­ჰო­ლის მუზა და Velvet Underground-ის წამ­ყვა­ნი მომ­ღე­რა­ლი გახ­ლდათ, სას­ცე­ნო სა­ხე­ლით "ნიკო.“ ქალი მუდ­მი­ვად ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი ვაჟი 1960-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ალენ დე­ლონ­თან ხან­მოკ­ლე რო­მა­ნის შემ­დეგ და­ი­ბა­და. აა­რო­ნის დედა 1988 წელს ვე­ლო­სი­პე­დი­დან გა­და­ვარ­დნის დროს მი­ღე­ბუ­ლი თა­ვის ტრავ­მით გარ­და­იც­ვა­ლა.

  • ცხოვ­რე­ბა მშობ­ლე­ბის გა­რე­შე

არის მამა არ აღი­ა­რებ­და, მაგ­რამ მისი ცხოვ­რე­ბის დრა­მა მხო­ლოდ ეს არ ყო­ფი­ლა - არც დე­დას ჰქონ­და სურ­ვი­ლი, რომ შვი­ლი გა­ე­ზარ­და. ბავ­შვი ჯერ კი­დევ ჩვი­ლი იყო, რო­დე­საც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ალენ დე­ლო­ნის დედა ჩაფ­რინ­და და სა­ვა­რა­უ­დო შვი­ლიშ­ვი­ლი თა­ვის­თან, პა­რიზ­ში წა­იყ­ვა­ნა. ედიტ­მა და მის­მა მე­ო­რე მე­უღ­ლემ პოლ ბუ­ლონ­მა, აა­რო­ნი იშ­ვი­ლეს. ბიჭი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ ალენ დე­ლო­ნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი იყო, მსა­ხი­ო­ბის მა­მი­ნაც­ვლის გვა­რით მოკ­ვდა.

აა­რონს დე­დას­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად არ ურ­თი­ერ­თობ­დნენ. დე­დო­ბას ბე­ბია უწევ­და. რო­დე­საც ალენ დე­ლო­ნი დე­დის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და, მას წი­ნას­წარ აფრ­თხი­ლებ­და, რომ ბავ­შვი სად­მე და­მა­ლუ­ლი­ყო, რად­გან მისი ნახ­ვის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და.

ფო­ტო­ზე პა­ტა­რა არი, ბე­ბი­ას­თან, ალენ დე­ლო­ნის დე­დას­თან და ბე­ბი­ის დის შვილ­თან ერ­თად

6 წლის ასაკ­ში ბე­ბი­ამ ბიჭი კა­თო­ლი­კურ სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში მი­ა­ბა­რა, 16 წლის იყო, რო­დე­საც იქა­უ­რო­ბა მი­ა­ტო­ვა და მზა­რე­უ­ლო­ბა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ ერთ წე­ლი­წად­ში გა­და­წყვი­ტა, რომ დე­დას­თან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ ფილმში Love Never Forgets, არი ბუ­ლო­ნი დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და, ის ჰყვე­ბო­და, რო­გორ იღებ­დნენ ერ­თად ნარ­კო­ტიკს.

"16 წლის ასა­კი­დან ვი­ყე­ნებ­დით ერ­თსა და იმა­ვე წა­მალს. ეს იყო ერ­თად ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა", - თქვა მან 2018 წელს ინ­ტერ­ვი­უ­ში.

25 წლის იყო, რო­დე­საც 49 წლის დედა და­ე­ღუ­პა. ამის შემ­დეგ ბიჭი ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­ვდა. მკურ­ნა­ლო­ბას წლე­ბი დას­ჭირ­და. შემ­დეგ არი პე­რი­ო­დუ­ლად მსა­ხი­ო­ბობ­და, ფო­ტოგ­რა­ფობ­და.

არი დე­დას­თან ერ­თად

ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მას ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ შეხ­ვდა. ერთ-ერთი შეხ­ვედ­რი­სას, რო­დე­საც ალენ დე­ლო­ნი დე­დის დაკ­რძალ­ვა­ზე მი­ვი­და, არის უთხრა, "შენ კარ­გი ბიჭი ხარ, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი არა ხარ, შე­ხე­დე, ჩვენ არ ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს."

2001 წელს არიმ გა­და­წყვი­ტა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ალენ დე­ლო­ნის შვი­ლის სტა­ტუ­სი, ამის­თვის საქ­მე სა­სა­მარ­თლო­შიც შე­ი­ტა­ნა, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბი დნმ-ის ტეს­ტის გა­კე­თე­ბა­ზე ყო­ველ­თვის უარს ამ­ბობ­და.

ბოლო სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­ი­ტა­ნა, მაგ­რამ 2020-ის აგ­ვის­ტო­ში უთხრეს, რომ რად­გან ალენ დე­ლო­ნი 1984 წლი­დან შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობ­და, ფრან­გუ­ლი სა­სა­მარ­თლო მას ვერ აი­ძუ­ლებ­და, რომ დნმ-ის ტეს­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. 2021-ის სექ­ტემ­ბერ­ში იგი­ვე პა­სუ­ხი მი­ი­ღო აპე­ლა­ცი­ა­ზე. ესეც გა­ა­სა­ჩივ­რა...

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და არი სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე...

ფრან­გუ­ლი პრე­სა ვა­რა­უ­დობს, რომ არი ბუ­ლო­ნის და­წყე­ბუ­ლი დავა, შე­საძ­ლოა, მის­მა ორმა შვილ­მა, 24 წლის ჩარლზ­მა და 17 წლის ბლანშმა გა­აგ­რძლონ, რათა და­ამ­ტკი­ცონ, რომ ისი­ნი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

"ტრა­გი­კუ­ლი ბედი.

სევ­და.

მის ორ შვილ­ზე ვფიქ­რობ..."

- და­წე­რა წუ­ხელ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ალენ დე­ლო­ნის შვილ­მა და უდი­დე­სი ალ­ბა­თო­ბით, მის­მა ძმამ ენ­ტო­ნი დე­ლონ­მა მას შემ­დეგ, რაც სა­ვა­რა­უ­დო ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო.

ალენ დე­ლო­ნის შვი­ლე­ბი

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ალენ დე­ლონს რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რო­მა­ნი ჰქონ­და. 1958 წელს მან და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა მსა­ხი­ობ რომი შნა­ი­დერ­თან. და­ი­ნიშ­ნენ კი­დეც, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ნიშ­ნო­ბა ჩა­შა­ლეს.

1964 წელს დე­ლო­ნი და­ქორ­წინ­და მსა­ხი­ობ ნა­ტა­ლი ბარ­თლე­მის­ზე. ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში და­ი­ბა­და ვაჟი ენ­ტო­ნი დე­ლო­ნი. ოთხი წლის შემ­დეგ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

1968 წელს დე­ლონ­მა და­ი­წყო რო­მა­ნი მსა­ხი­ობ მი­რე­ილ დარკთან. 1987 წლი­დან კი მსა­ხი­ო­ბი ჰო­ლან­დი­ელ მო­დელ­თან, რო­ზა­ლი ვან ბრე­მენ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ისი­ნი 2001 წელს და­შორ­დნენ. წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი ანუშ­კა და ვაჟი ალენ-ფა­ბი­ე­ნი შე­ე­ძი­ნა.

ალენ დე­ლო­ნი შვი­ლებ­თან ერ­თად

გა­სულ წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 87 წლის ალენ დე­ლონს სურ­ვი­ლი აქვს სი­ცო­ცხლე ევ­თა­ნა­ზი­ით და­ას­რუ­ლოს. შვე­ი­ცა­რი­ა­ში, სა­დაც ის ცხოვ­რობს, ეს პრო­ცე­დუ­რა კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლია. RTL-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ენ­ტო­ნიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ალენ დე­ლონ­მა ევ­თა­ნა­ზი­ით სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან­დერ­ძში და­ა­ზუს­ტა და შვილს სთხო­ვა, რომ ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­კი­თხი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა და ბო­ლომ­დე მას­თან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ენ­ტო­ნი მა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­თან­ხმდა, თუმ­ცა არ სურს, რომ ევ­თა­ნა­ზია თა­ვად აღას­რუ­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახაბერი
5

წარმომიდგენია რა ბოროტი სულის ადამიანია დელონი. ნაძირალა და ყეყეჩი!!

თოდუა
1

ცხოვრება რთულია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დასავლეთ საქართველოში სტიქიაა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა
ავტორი:

"როცა მოდიოდა, წინასწარ აფრთხილებდა, რომ არ გამოვჩენილიყავი" - ალენ დელონის ბნელი მხარე და შვილი, რომელიც უარყო: არი ბულონის ტრაგიკული ამბავი

"როცა მოდიოდა, წინასწარ აფრთხილებდა, რომ არ გამოვჩენილიყავი" - ალენ დელონის ბნელი მხარე და შვილი, რომელიც უარყო: არი ბულონის ტრაგიკული ამბავი

20 მაისს, გამთენისას, 4:00 საათზე, პარიზის მე-15 უბნის პოლიციაში სატელეფონო ზარი გაისმა. 58 წლის ქალის თქმით, სახლში დაბრუნებულს მისი პარტნიორი გარდაცვლილი დახვდა. ქალი კრისტიან აარონ ბულონზე საუბრობდა, ლეგენდარული მსახიობის, ალენ დელონის ვაჟზე. ვაჟზე, რომელიც მსახიობს თავის შვილად არასდროს უღიარებია. 60 წლის ფოტოგრაფის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს.

გამოძიების პირველადი მონაცემებით, არი ბულონს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ცოტა ხნის წინ ის საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მას შემდეგ კი, რაც დაცემის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო, ძირითადად ეტლით გადაადგილდებოდა. არის ცხედარი პარიზის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაასვენეს.

ბულონის პარტნიორმა ქალმა, რომელიც კაცს ბოლო დროს ყურადღებას აქცევდა, განაცხადა, რომ ცხედარი პირველად მან იპოვა. გარდაცვალების დროს ქალი სახლში არ იმყოფებოდა. არი თავის 21 წლის ვაჟთან ერთად დატოვა. ცნობილი გახდა, რომ კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, რადგან სამართალდამცველების ცნობით, ცხედარს გახრწნა ჰქონდა დაწყებული.

პოლიციამ ქალი დააკავა "საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანისთვის აუცილებელი დახმარების არაღმოჩენის" გამო.

არი ბულონი, 60 წლის ფოტოგრაფი, ათწლეულების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ის ალენ დელონის შვილი იყო, თუმცა მსახიობი ამას ყოველთვის უარყოფდა.

კრისტიან აარონ ბულონის დედა ცნობილი მოდელი, ენდი უორჰოლის მუზა და Velvet Underground-ის წამყვანი მომღერალი გახლდათ, სასცენო სახელით "ნიკო.“ ქალი მუდმივად ამტკიცებდა, რომ მისი ვაჟი 1960-იანი წლების დასაწყისში ალენ დელონთან ხანმოკლე რომანის შემდეგ დაიბადა. აარონის დედა 1988 წელს ველოსიპედიდან გადავარდნის დროს მიღებული თავის ტრავმით გარდაიცვალა.

  • ცხოვრება მშობლების გარეშე

არის მამა არ აღიარებდა, მაგრამ მისი ცხოვრების დრამა მხოლოდ ეს არ ყოფილა - არც დედას ჰქონდა სურვილი, რომ შვილი გაეზარდა. ბავშვი ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ალენ დელონის დედა ჩაფრინდა და სავარაუდო შვილიშვილი თავისთან, პარიზში წაიყვანა. ედიტმა და მისმა მეორე მეუღლემ პოლ ბულონმა, აარონი იშვილეს. ბიჭი, რომელიც მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ალენ დელონის ბიოლოგიური შვილი იყო, მსახიობის მამინაცვლის გვარით მოკვდა.

აარონს დედასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ისინი პრაქტიკულად არ ურთიერთობდნენ. დედობას ბებია უწევდა. როდესაც ალენ დელონი დედის სანახავად მიდიოდა, მას წინასწარ აფრთხილებდა, რომ ბავშვი სადმე დამალულიყო, რადგან მისი ნახვის სურვილი არ ჰქონდა.

ფოტოზე პატარა არი, ბებიასთან, ალენ დელონის დედასთან და ბებიის დის შვილთან ერთად

6 წლის ასაკში ბებიამ ბიჭი კათოლიკურ სკოლა-ინტერნატში მიაბარა, 16 წლის იყო, როდესაც იქაურობა მიატოვა და მზარეულობა გადაწყვიტა, მაგრამ ერთ წელიწადში გადაწყვიტა, რომ დედასთან დაბრუნებულიყო.

მოგვიანებით, თავის ავტობიოგრაფიულ ფილმში Love Never Forgets, არი ბულონი დედასთან ურთიერთობაზე საუბრობდა, ის ჰყვებოდა, როგორ იღებდნენ ერთად ნარკოტიკს.

"16 წლის ასაკიდან ვიყენებდით ერთსა და იმავე წამალს. ეს იყო ერთად ყოფნის საშუალება", - თქვა მან 2018 წელს ინტერვიუში.

25 წლის იყო, როდესაც 49 წლის დედა დაეღუპა. ამის შემდეგ ბიჭი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდა. მკურნალობას წლები დასჭირდა. შემდეგ არი პერიოდულად მსახიობობდა, ფოტოგრაფობდა.

არი დედასთან ერთად

ბიოლოგიურ მამას ცხოვრებაში რამდენიმეჯერ შეხვდა. ერთ-ერთი შეხვედრისას, როდესაც ალენ დელონი დედის დაკრძალვაზე მივიდა, არის უთხრა, "შენ კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ჩემი შვილი არა ხარ, შეხედე, ჩვენ არ ვგავართ ერთმანეთს."

2001 წელს არიმ გადაწყვიტა, რომ ოფიციალურად მოეპოვებინა ალენ დელონის შვილის სტატუსი, ამისთვის საქმე სასამართლოშიც შეიტანა, მაგრამ მსახიობი დნმ-ის ტესტის გაკეთებაზე ყოველთვის უარს ამბობდა.

ბოლო სარჩელი სასამართლოში 2019 წლის სექტემბერში შეიტანა, მაგრამ 2020-ის აგვისტოში უთხრეს, რომ რადგან ალენ დელონი 1984 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობდა, ფრანგული სასამართლო მას ვერ აიძულებდა, რომ დნმ-ის ტესტი გაეკეთებინა. 2021-ის სექტემბერში იგივე პასუხი მიიღო აპელაციაზე. ესეც გაასაჩივრა...

ასე გამოიყურებოდა არი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე...

ფრანგული პრესა ვარაუდობს, რომ არი ბულონის დაწყებული დავა, შესაძლოა, მისმა ორმა შვილმა, 24 წლის ჩარლზმა და 17 წლის ბლანშმა გააგრძლონ, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი ცნობილი მსახიობის შვილიშვილები არიან.

"ტრაგიკული ბედი.

სევდა.

მის ორ შვილზე ვფიქრობ..."

- დაწერა წუხელ "ინსტაგრამზე" ალენ დელონის შვილმა და უდიდესი ალბათობით, მისმა ძმამ ენტონი დელონმა მას შემდეგ, რაც სავარაუდო ძმის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

ალენ დელონის შვილები

შეგახსენებთ, რომ ალენ დელონს რამდენიმე გახმაურებული რომანი ჰქონდა. 1958 წელს მან დაიწყო ურთიერთობა მსახიობ რომი შნაიდერთან. დაინიშნენ კიდეც, მაგრამ მოულოდნელად ნიშნობა ჩაშალეს.

1964 წელს დელონი დაქორწინდა მსახიობ ნატალი ბართლემისზე. ამ ქორწინებაში დაიბადა ვაჟი ენტონი დელონი. ოთხი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

1968 წელს დელონმა დაიწყო რომანი მსახიობ მირეილ დარკთან. 1987 წლიდან კი მსახიობი ჰოლანდიელ მოდელთან, როზალი ვან ბრემენთან ერთად ცხოვრობდა. ისინი 2001 წელს დაშორდნენ. წყვილს ქალიშვილი ანუშკა და ვაჟი ალენ-ფაბიენი შეეძინა.

ალენ დელონი შვილებთან ერთად

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 87 წლის ალენ დელონს სურვილი აქვს სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს. შვეიცარიაში, სადაც ის ცხოვრობს, ეს პროცედურა კანონით დაშვებულია. RTL-თან ინტერვიუში ენტონიმ განაცხადა, რომ ალენ დელონმა ევთანაზიით სიცოცხლის დასრულების შესახებ თავისი გადაწყვეტილება ანდერძში დააზუსტა და შვილს სთხოვა, რომ ყველა საჭირო საკითხი მოეგვარებინა და ბოლომდე მასთან დარჩენილიყო. ენტონი მამის გადაწყვეტილებას დათანხმდა, თუმცა არ სურს, რომ ევთანაზია თავად აღასრულოს.