მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია" - პესკოვი
"ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია" - პესკოვი

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ბელ­გო­რო­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკ­რა­ი­ნე­ლი დი­ვერ­სან­ტე­ბის შეღ­წე­ვის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა და სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურ­მა პუ­ტინს შე­ა­ტყო­ბი­ნეს უკ­რა­ი­ნე­ლი დი­ვერ­სან­ტე­ბის მიერ ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში შეჭ­რის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ. უკ­რა­ი­ნის დი­ვერ­სი­ის მი­ზა­ნი ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნაა. რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან უკ­რა­ი­ნუ­ლი დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფის გა­მო­დევ­ნა­სა და მის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე. არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი ძა­ლე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა.

მა­ნამ­დე, რუ­სე­თის ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის "დი­ვერ­სი­ულ­მა და სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუფ­მა" რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­აღ­წია. ამას­თან, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ან­დრეი იუსოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბელ­გო­რო­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "რუ­სე­თის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ო­ნი­სა“ და "რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნია ტე­რი­ტო­რი­ის ე.წ. პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რათა შექ­მნან უსაფრ­თხო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ზონა უკ­რა­ი­ნე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სა­ცა­ვად.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საჭირო სიმართლე!!!!!
0

იმდენი რუსია თქვენს მტაცებლურ საქციელზე პესკოვ გამწარებული რო ყველა უბედურების ღირსები ხართ პუტინიდან დაწყებული და ლავროვ-მედვედევით დამთავრებული! ღირსეულებზე პასსს!!!!!

ზლატან დროგბა
0

მე მეგონა არ იცოდა.

ავტორი:

"ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია" - პესკოვი

"ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია" - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"თავდაცვის სამინისტრომ, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და სასაზღვრო სამსახურმა პუტინს შეატყობინეს უკრაინელი დივერსანტების მიერ ბელგოროდის ოლქში შეჭრის მცდელობის შესახებ. უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანაა. რუსული ძალები მუშაობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინული დივერსიული ჯგუფის გამოდევნასა და მის განადგურებაზე. არსებობს საკმარისი ძალები და საშუალებები“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანამდე, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის "დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა" რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე "რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ სპეცოპერაციას, რომლის მიზანია ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლება, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.