მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოტყუებით წაიყვანა ზესტაფონში, კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა" - ადამიანებით ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს
"მოტყუებით წაიყვანა ზესტაფონში, კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა" - ადამიანებით ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) ბრალ­დე­ბით, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ლ.ლ. და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 12-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ბა­თუ­მის ერთ-ერთ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში და­საქ­მე­ბას დაჰ­პირ­და ტა­ი­ლან­დის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს - 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ჩ.-ს, 1985 წელს და­ბა­დე­ბულ ტ.ჯ.-ს და 1984 წელს და­ბა­დე­ბულ პ.ს.-ს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. ლ.ლ.-მ ისი­ნი მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნა ქა­ლაქ ზეს­ტა­ფონ­ში, თა­ვის დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სახ­ლში, ჩა­მო­არ­თვა პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია და მათ გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, კლი­ენ­ტე­ბის­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას აი­ძუ­ლებ­და.

პო­ლი­ცი­ამ, ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ლ. ლ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა. ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი პას­პორ­ტე­ბი, იძუ­ლე­ბი­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა, ასე­ვე, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბას (ტრე­ფი­კინ­გი)“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"მოტყუებით წაიყვანა ზესტაფონში, კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა" - ადამიანებით ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს

"მოტყუებით წაიყვანა ზესტაფონში, კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა" - ადამიანებით ვაჭრობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ლ.ლ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა ტაილანდის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ტ.ჯ.-ს და 1984 წელს დაბადებულ პ.ს.-ს, რომლებიც აღნიშნული მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ. ლ.ლ.-მ ისინი მოტყუებით წაიყვანა ქალაქ ზესტაფონში, თავის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.

პოლიციამ, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ ჩამორთმეული პასპორტები, იძულებითი სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული თანხა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი)“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.