პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად "გაქრა" ვალერი ზალუჟნი? - რუსების სპეკულაცია, თუ რეალური პრობლემა, რომლის წინაშეც უკრაინელი მთავარსარდალი დგას: ყველა ინფორმაცია გენერალზე
სად "გაქრა" ვალერი ზალუჟნი? - რუსების სპეკულაცია, თუ რეალური პრობლემა, რომლის წინაშეც უკრაინელი მთავარსარდალი დგას: ყველა ინფორმაცია გენერალზე

მა­ი­სის პირ­ველ კვი­რა­ში "ტე­ლეგ­რამ­ზე" ძი­რი­თა­დად რუ­სულ არ­ხებ­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი "გაქ­რა“.

რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი უამ­რავ პოსტს აქ­ვეყ­ნებ­დნენ იმის შე­სა­ხებ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მე­დი­ა­სივ­რცი­დან და­ი­კარ­გა და არ­სად ჩან­და. ამ­გვარ ცნო­ბებს ისიც და­ე­მა­ტა, რომ ნატო-ს სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის და ად­მი­რა­ლის რობ ბა­უ­ე­რის თქმით, ზა­ლუ­ჟ­ნი ნატო-ს სამ­ხედ­რო კო­მი­ტეტ­ზე დას­წრე­ბას ვერ ახერ­ხებ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ბა­უ­ერ­მა 10 მა­ისს გა­ა­კე­თა.

"ზა­ლუ­ჟ­ნი ნატო-ს სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, რო­მელ­საც გენშტა­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან, გა­დატ­ვირ­თუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, დას­წრე­ბას ვერ ახერ­ხებს", - ამ­ბობს ბა­უ­ე­რი.

სი­ტუ­ა­ცი­ას სა­ეჭ­ვოს ისიც ხდი­და, რომ ზა­ლუ­ჟ­ნიმ ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მატ­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და. მა­ლე­ვე, სა­ჯა­რო სივ­რცი­დან კი­დევ ერთი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, გე­ნე­რა­ლი იგორ ტან­ცი­უ­რა გაქ­რა.

კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის, "ვაგ­ნე­რის“ მე­თა­ურ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გე­ნე­რა­ლი ტან­ცი­უ­რა 2 მა­ისს მისი სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლში მოჰ­ყვა. მისი თქმით, იგო­რი ჩა­სივ ია­რის გზა­ზე მოძ­რავ ყველ­გან­მა­ვალ­ში იყო. თუმ­ცა პრი­გო­ჟი­ნის თქმით, არ შე­უძ­ლია თქმა - გარ­და­იც­ვა­ლა თუ არა გე­ნე­რა­ლი.

უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ პრი­გო­ჟი­ნის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ იგო­რი და და­ნარ­ჩე­ნე­ბი ცო­ცხლე­ბი არი­ან. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ი­სის და­სა­წყი­სის შემ­დეგ აღარც ტან­ცი­უ­რა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

  • რას წე­რენ ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი?

რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ზა­ლუ­ჟ­ნი დნიპ­როს ოლ­ქში, პავ­ლოგ­რად­ში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და. ცნო­ბის­თვის, რუ­სებ­მა პირ­ველ მა­ისს პავ­ლოგ­რად­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს და უზარ­მა­ზა­რი სა­წყო­ბი აა­ფეთ­ქეს. აფეთ­ქე­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბას არ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი და თა­ნამ­გზავ­რის სუ­რა­თე­ბიც ადას­ტუ­რებს.

პავ­ლოგ­რად­ზე სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც გან­ხორ­ცი­ელ­და. 8 მა­ისს ზა­ლუ­ჟ­ნი დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქში, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რის მარ­თვის პუნ­ქტში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის შე­ნა­ერ­თე­ბის მზად­ყოფ­ნას ამოწ­მებ­და.

ფრთო­სა­ნი რა­კე­ტის დარ­ტყმის შე­დე­გად აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტი გა­ნად­გურ­და. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ "და­ი­ღუ­პა და და­შავ­და ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი."

რუსი სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტი რუ­დენ­კო წერს: "ინ­ფორ­მა­ცი­ას ზა­ლუ­ჟ­ნის და­შა­ვე­ბა­ზე ირი­ბად ისიც ადას­ტუ­რებს, რომ 10 მა­ისს მისი ცოლი ელე­ნა კი­ე­ვის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ნე­რა­ლი ზა­ლუ­ჟ­ნი ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია", - წერს კო­რეს­პონ­დენ­ტი.

8 მა­ისს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი, სლო­ბო­დი­ა­ნი­უ­კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაჭ­რი­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა მი­იყ­ვა­ნეს, მათ­გან ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან პოს­ტი წა­შა­ლა.

  • რას ამ­ბობს უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე?

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის დაჭ­რის შე­სა­ხებ რუ­სულ წყა­რო­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებს.

12 მა­ისს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ზა­ლუ­ჟ­ნიმ მას ან­გა­რი­ში ჩა­ა­ბა­რა. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ ტექ­სტის სა­ხით გავ­რცელ­და, არ ჰქონ­და დარ­თუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ფოტო, ან ვი­დეო მა­სა­ლა.

ასე­ვე, 12 მა­ისს გავ­რცელ­და ზა­ლუ­ჟ­ნის­თან ინ­ტერ­ვიუ, ვი­დე­ოს სა­ხით, თუმ­ცა უც­ნო­ბია რო­დის არის ის ჩა­წე­რი­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა კი­დევ ერთი ფაქ­ტი - 12 მა­ისს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი წყვი­ლის მაქ­სიმ ალექ­სე­ე­ვი­სა და ეკა­ტე­რი­ნა პო­ლი­შუ­კის ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ი­დან კად­რე­ბი გავ­რცელ­და და კად­რებ­ში მთა­ვარ­სარ­და­ლიც ჩან­და. კო­მენ­ტა­რებ­ში ადა­მი­ა­ნებ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვეს იმის გამო, რომ ზა­ლუ­ჟ­ნი ნატო-ს შეხ­ვედ­რას არ და­ეს­წრო და ქორ­წილ­ში წა­ვი­და, თუმ­ცა მაქ­სიმ ალექ­სე­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ცე­რე­მო­ნია არა 12 მა­ისს, არა­ედ უფრო ადრე გა­ი­მარ­თა. "ეს ამ­ბა­ვი გუ­შინ არ მომ­ხდა­რა და ნატო-სთან არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არ აქვს", - და­წე­რა ალექ­სე­ევ­მა.

  • გუ­შინ, 20 მა­ისს ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ანნა მა­ლი­არ­მა: - "მთა­ვარ­სარ­და­ლი ად­გილ­ზეა, თა­ვის საქ­მეს აკე­თებს, ახ­ლა­ხან ვი­სა­უბ­რეთ", - თქვა მან. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მე­დი­ას­თან ზა­ლუ­ჟ­ნი კვლავ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მია კონ­ტრშე­ტე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა. სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია, რომ ზა­ლუ­ჟ­ნი, ისე­ვე რო­გორც იგორ ტან­ცი­უ­რა იმ­დე­ნად დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ, რომ სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლის დრო არ აქვთ. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა თუ სად არის გე­ნე­რა­ლი, დღი­თი­დღე კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა და სკან­და­ლის სა­ხეს იძენს, მით უფრო, რომ გა­სულ დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ბევ­რის­თვის არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია და კი­თხვის ნიშ­ნებს ტო­ვებს.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
15

თავდაცვის მინისტრი ვინ იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინის სამხედრო მოქმედებებს მთლიანად ნატო-ს წარმომადგენლები აკონტროლებენ. ზალუჟნი, ან სხვა ნებისმიერი უკრაინელი სამხედრო ხელმძღვანელი მხოლოდ გამხმოვანებლები არიან. ეგ ცუდია, თუ კარგი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია. 

ვახტანგი -71
10

ფაქტი ის არის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამ თვის დასაწყისიდან არ ჩანს საინფორმაციო სივრცეში.

უკრაინული ვერსიით ვრცელდებოდა ინფორმაციები თითქოსდა კონტრშეტავაზე მუშაობისას გადატვირთვის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო „ნატო“-ს მიერ ჩატარებულ ბოლო თათბირში(!!!???)...

ერთ-ერთი რუსული ვერსიით ის დაიღუპა შტაბზე სარაკეტო თავდასხმის დროს, რომელიც განხორციელდა გასული თვის ბოლოს უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრების დროს.

მეორე ვერსიით ის მძიმედ რის დაჭრილი და ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უკრაინაში დასავლელი კურატორების მითითებით იბლოკება, რათა ბახმუტის (არტემოვსკი) დაკარგვით ისედაც დამძიმებულ საბრძოლო სულს დამატებით არ დაემატოს მათი მთავარსარდალის უმძიმესი მდგომარეობით გამოწვეული დარდი.

მესამე ვერსიით ის მოიცილეს, რადგან წარმოადგენდა ზელენსკის რეალურ შემცვლელს უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე..

პ.ს. ასევე ცნობილია ზალუჟნის უარყოფითი დამოკიდებულება ბახმუტის (არტემოვსკი) უაზრო დაცვაზე, რის გამოც დაიღუპა 50 ათასამდე უკრაინელი მებრძოლი...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

სად "გაქრა" ვალერი ზალუჟნი? - რუსების სპეკულაცია, თუ რეალური პრობლემა, რომლის წინაშეც უკრაინელი მთავარსარდალი დგას: ყველა ინფორმაცია გენერალზე

სად "გაქრა" ვალერი ზალუჟნი? - რუსების სპეკულაცია, თუ რეალური პრობლემა, რომლის წინაშეც უკრაინელი მთავარსარდალი დგას: ყველა ინფორმაცია გენერალზე

მაისის პირველ კვირაში "ტელეგრამზე" ძირითადად რუსულ არხებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი "გაქრა“.

რუსული წყაროები უამრავ პოსტს აქვეყნებდნენ იმის შესახებ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსანი მედიასივრციდან დაიკარგა და არსად ჩანდა. ამგვარ ცნობებს ისიც დაემატა, რომ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის და ადმირალის რობ ბაუერის თქმით, ზალუჟნი ნატო-ს სამხედრო კომიტეტზე დასწრებას ვერ ახერხებდა. აღნიშნული განცხადება ბაუერმა 10 მაისს გააკეთა.

"ზალუჟნი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც გენშტაბების ხელმძღვანელები ესწრებიან, გადატვირთული ოპერატიული სიტუაციის გამო, დასწრებას ვერ ახერხებს", - ამბობს ბაუერი.

სიტუაციას საეჭვოს ისიც ხდიდა, რომ ზალუჟნიმ ვიდეოკონფერენციის ფორმატზეც უარი განაცხადა. მალევე, საჯარო სივრციდან კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი იგორ ტანციურა გაქრა.

კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ გენერალი ტანციურა 2 მაისს მისი სამხედროების საარტილერიო ცეცხლში მოჰყვა. მისი თქმით, იგორი ჩასივ იარის გზაზე მოძრავ ყველგანმავალში იყო. თუმცა პრიგოჟინის თქმით, არ შეუძლია თქმა - გარდაიცვალა თუ არა გენერალი.

უკრაინულმა მხარემ პრიგოჟინის საპასუხოდ განაცხადა, რომ იგორი და დანარჩენები ცოცხლები არიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყისის შემდეგ აღარც ტანციურა არ გამოჩენილა.

  • რას წერენ ვალერი ზალუჟნის შესახებ რუსული წყაროები?

რუსული წყაროების მიხედვით, ზალუჟნი დნიპროს ოლქში, პავლოგრადში სარაკეტო თავდასხმის დროს იმყოფებოდა. ცნობისთვის, რუსებმა პირველ მაისს პავლოგრადზე იერიში მიიტანეს და უზარმაზარი საწყობი ააფეთქეს. აფეთქების მასშტაბურობას არსებული ვიდეოები და თანამგზავრის სურათებიც ადასტურებს.

პავლოგრადზე სარაკეტო შეტევები მოგვიანებითაც განხორციელდა. 8 მაისს ზალუჟნი დნეპროპეტროვსკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ მხარის მართვის პუნქტში იმყოფებოდა. ის შენაერთების მზადყოფნას ამოწმებდა.

ფრთოსანი რაკეტის დარტყმის შედეგად აღნიშნული პუნქტი განადგურდა. რუსული მედია წერს, რომ "დაიღუპა და დაშავდა ბევრი უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი."

რუსი სამხედრო კორესპონდენტი რუდენკო წერს: "ინფორმაციას ზალუჟნის დაშავებაზე ირიბად ისიც ადასტურებს, რომ 10 მაისს მისი ცოლი ელენა კიევის სამხედრო ჰოსპიტალში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ჩემი ინფორმაციით, გენერალი ზალუჟნი ცოცხალია, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაშია", - წერს კორესპონდენტი.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="RtrDonetsk/17622" data-width="100%"></script>

8 მაისს უკრაინის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელი, სლობოდიანიუკი სოციალურ ქსელში წერდა, რომ საავადმყოფოში დაჭრილების დიდი რაოდენობა მიიყვანეს, მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირის მდგომარეობა კრიტიკული იყო. მოგვიანებით, მან პოსტი წაშალა.

  • რას ამბობს უკრაინული მხარე?

უკრაინული მედია და ოფიციალური პირები კატეგორიულად უარყოფენ ვალერი ზალუჟნის დაჭრის შესახებ რუსულ წყაროებში გავრცელებულ ცნობებს.

12 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზალუჟნიმ მას ანგარიში ჩააბარა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ტექსტის სახით გავრცელდა, არ ჰქონდა დართული შესაბამისი ფოტო, ან ვიდეო მასალა.

ასევე, 12 მაისს გავრცელდა ზალუჟნისთან ინტერვიუ, ვიდეოს სახით, თუმცა უცნობია როდის არის ის ჩაწერილი.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი - 12 მაისს სოციალურ ქსელში უკრაინელი წყვილის მაქსიმ ალექსეევისა და ეკატერინა პოლიშუკის ხელის მოწერის ცერემონიიდან კადრები გავრცელდა და კადრებში მთავარსარდალიც ჩანდა. კომენტარებში ადამიანებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ზალუჟნი ნატო-ს შეხვედრას არ დაესწრო და ქორწილში წავიდა, თუმცა მაქსიმ ალექსეევმა განაცხადა, რომ ცერემონია არა 12 მაისს, არაედ უფრო ადრე გაიმართა. "ეს ამბავი გუშინ არ მომხდარა და ნატო-სთან არავითარი შეხება არ აქვს", - დაწერა ალექსეევმა.

  • გუშინ, 20 მაისს ვალერი ზალუჟნისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანნა მალიარმა: - "მთავარსარდალი ადგილზეა, თავის საქმეს აკეთებს, ახლახან ვისაუბრეთ", - თქვა მან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით მედიასთან ზალუჟნი კვლავ არ გამოჩენილა.

ამჟამად უკრაინული არმია კონტრშეტევისთვის ემზადება. სავსებით რეალურია, რომ ზალუჟნი, ისევე როგორც იგორ ტანციურა იმდენად დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, რომ საჯაროდ გამოსვლის დრო არ აქვთ. თუმცა საზოგადოების მაღალი დაინტერესება თუ სად არის გენერალი, დღითიდღე კიდევ უფრო იზრდება და სკანდალის სახეს იძენს, მით უფრო, რომ გასულ დღეებში უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ბევრისთვის არადამაჯერებელია და კითხვის ნიშნებს ტოვებს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე