პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალ რომ პუტინის ოჯახი ჩამოვიდეს, მაშინაც იტყვით, ვაჟამ “სტუმარ-მასპინძელი” დაგვიტოვაო?!" - რას წერს თენგიზ ფხალაძე
"ხვალ რომ პუტინის ოჯახი ჩამოვიდეს, მაშინაც იტყვით, ვაჟამ “სტუმარ-მასპინძელი” დაგვიტოვაო?!" - რას წერს თენგიზ ფხალაძე

რუ­სე­თის სა­გა­რე საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხი წევ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბა და შე­ფა­სე­ბა და­ი­წე­რა.

პო­ლი­ტი­ლოგ თენ­გიზ ფხა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლით პრობ­ლეა არ გვარ­დე­ბა. "პრობ­ლე­მა ისაა, რომ სა­ერ­თოდ ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში".

"პრობ­ლე­მა არ გვარ­დე­ბა იმით, რომ წა­ვიდ­ნენ! და­სარ­ჩე­ნად არც ყო­ფი­ლან ჩა­მო­სულ­ნი! პრობ­ლე­მა ისაა, სა­ერ­თოდ რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ! შე­სა­ბა­მი­სად კი­თხვე­ბი:

1. ვინ უზ­რუნ­ველ­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი? ასე­თი გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შვი­ლი არ გა­და­ად­გილ­დე­ბა, მით უფრო დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით!

2. რა­ტომ აი­ძუ­ლებთ პო­ლი­ცი­ას და­იც­ვას იმის ოჯა­ხი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გაშ­ლილ დი­ლო­მა­ტი­ურ ფრონტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ვინც აგ­რე­სი­ის, ოკუ­პა­ცი­ის, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბის, წა­მე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­ურ უზ­რუ­ველ­ყო­ფას ახ­დენს და ვისი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბაც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მოშ­ლაა?

3. რა პო­ლი­ტი­კა აქვს სა­ხელ­მწი­ფოს ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის პო­ლი­ტე­ლი­ტის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­ზეც იმავდრო­უ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბიც ვრცელ­დე­ბა? ხვალ რომ პუ­ტი­ნის ოჯა­ხი ჩა­მო­ვი­დეს, მა­ში­ნაც იტყვით, ვა­ჟამ “სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი” დაგ­ვი­ტო­ვაო? სა­წყა­ლი ვაჟა, წარ­მო­მიდ­გე­ნია რა “მხურ­ვა­ლე მო­კი­თხვებს” გით­ვლით სა­ი­ქი­ო­დან!

და ბო­ლოს: ვა­ჟას სხვა რა­მე­ე­ბიც აქვს და­წე­რი­ლი და ეგებ გა­ეც­ნოთ! ხოლო დრო­გა­მოშ­ვე­ბით თუ გუ­რა­მიშ­ვილს, ილი­ას, აკა­კის, ჯა­ვა­ხიშ­ვილს, გამ­სა­ხურ­დი­ას, რო­ბა­ქი­ძეს და კი­დევ სხვებს მი­აშ­ვე­ლებთ, ვინ­ძლო ოდეს­მე რუს­თვე­ლამ­დეც მიხ­ვი­დეთ!

ზო­გა­დად კი “ჭკუა უხ­მარ არს ბრიყვთათ­ვის, ჭკვა ცოდ­ნით მო­იხ­მა­რე­ბის!” - წერს თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
archil
1

"იძახე მართალი რამდენიც გინდა. ხალხს ტყუილი ურჩევნია."

მოქალაქე1
0

მიკვირს რომ მიშა არ ახსენეთ ქოცებო. რაც არ ხდება მიშა და მიშაო ხოდა მე ვიტყვი, მიშა პუტინის მოგზავნილია და თუ პუტინი ჩამოვა მიშას ხალხი თბილად შეხვდება??? აბა რაა .. და შტერი ქოცები დაიჯერებენ.. ამბებში ეწერაო ამ დონეზე აზროვნებენ სამწუხაროდ... ქოცებს რა ეშველებათ თორემ პუტინის საქმე ცუდად არის.,.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხვალ რომ პუტინის ოჯახი ჩამოვიდეს, მაშინაც იტყვით, ვაჟამ “სტუმარ-მასპინძელი” დაგვიტოვაო?!" - რას წერს თენგიზ ფხალაძე

"ხვალ რომ პუტინის ოჯახი ჩამოვიდეს, მაშინაც იტყვით, ვაჟამ “სტუმარ-მასპინძელი” დაგვიტოვაო?!" - რას წერს თენგიზ ფხალაძე

რუსეთის საგარე საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახი წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი მოსაზრება და შეფასება დაიწერა.

პოლიტილოგ თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოდან წასვლით პრობლეა არ გვარდება. "პრობლემა ისაა, რომ საერთოდ ჩამოვიდნენ საქართველოში".

"პრობლემა არ გვარდება იმით, რომ წავიდნენ! დასარჩენად არც ყოფილან ჩამოსულნი! პრობლემა ისაა, საერთოდ რომ ჩამოვიდნენ! შესაბამისად კითხვები:

1. ვინ უზრუნველყო საქართველოში შემოსვლა და უსაფრთხოების გარანტიები? ასეთი გარანტიების გარეშე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი არ გადაადგილდება, მით უფრო დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით!

2. რატომ აიძულებთ პოლიციას დაიცვას იმის ოჯახი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ გაშლილ დილომატიურ ფრონტს ხელმძღვანელობს, ვინც აგრესიის, ოკუპაციის, ჩვენი მოქალაქეების გატაცების, წამების დიპლომატიურ უზრუველყოფას ახდენს და ვისი ყოველდღიური საქმიანობაც ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლაა?

3. რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს ოკუპანტი ქვეყნის პოლიტელიტის და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებზეც იმავდროულად საერთაშორისო სანქციებიც ვრცელდება? ხვალ რომ პუტინის ოჯახი ჩამოვიდეს, მაშინაც იტყვით, ვაჟამ “სტუმარ-მასპინძელი” დაგვიტოვაო? საწყალი ვაჟა, წარმომიდგენია რა “მხურვალე მოკითხვებს” გითვლით საიქიოდან!

და ბოლოს: ვაჟას სხვა რამეებიც აქვს დაწერილი და ეგებ გაეცნოთ! ხოლო დროგამოშვებით თუ გურამიშვილს, ილიას, აკაკის, ჯავახიშვილს, გამსახურდიას, რობაქიძეს და კიდევ სხვებს მიაშველებთ, ვინძლო ოდესმე რუსთველამდეც მიხვიდეთ!

ზოგადად კი “ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!” - წერს თენგიზ ფხალაძე.