მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ბინძური ტყუილი, ცილისწამება და ჩემი რეპუტაციის შელახვა" - რას წერს მფრინავი ირაკლი მეზვრიშვილი  მისი სახელით გავრცელებულ კომენტარზე
"ეს არის ბინძური ტყუილი, ცილისწამება და ჩემი რეპუტაციის შელახვა" - რას წერს მფრინავი ირაკლი მეზვრიშვილი  მისი სახელით გავრცელებულ კომენტარზე

გუ­შინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, Georgian Airways-ის მფრი­ნა­ვი, ირაკ­ლი მეზვრიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ბედ­ნი­ე­რია, რად­გან ისევ ჯდე­ბა მოს­კო­ვის­კენ მი­მა­ვა­ლი თვითმფრი­ნა­ვის სა­ჭეს­თან.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად მეზვრიშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის სექ­ცი­ის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოს­ტი წა­შა­ლეს.

  • ირაკ­ლი მეზვრიშ­ვილ­მა კი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცის დე­ზინ­ფორ­მა­ცია უწო­და.

"მე­გობ­რე­ბო, დღეს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­მა მთა­ვა­რი არხი • Mtavari Arkhi და Formula • ფორ­მუ­ლა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, მე გა­ვა­კე­თე კო­მენ­ტა­რი თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­მოვ­ხა­ტე პო­ზი­ცია.

ხაზ­გას­მით და კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ: არ­სად, არც ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თუ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან არ მქო­ნია კო­მუ­ნი­კა­ცია რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ფრე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ გა­მი­კე­თე­ბია არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი და შე­ფა­სე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ის სი­ყალ­ბე, რომ­ლის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­ხა­ტეს ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემს მი­მართ!

ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც პირ­ველ­წყა­რო­ში უბ­რა­ლოდ არც კი იძებ­ნე­ბა, არის ბინ­ძუ­რი ტყუ­ი­ლი, ცი­ლის­წა­მე­ბა და ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა, რო­მელ­საც მე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით და ცხოვ­რე­ბის წე­სით მუდ­მი­ვად ვუფრ­თხილ­დე­ბი და ვი­ცავ ჩემი მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ის კო­მენ­ტა­რე­ბი, რაც მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ ე.წ. ნი­უ­სის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვუ­წო­დებ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებს, ნუ გა­ავ­რცე­ლე­ბენ გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც პირ­და­პირ აზი­ა­ნებს ჩემს რო­გორც ადა­მი­ა­ნურ, ისე პრო­ფე­სი­ულ რე­პუ­ტა­ცი­ას და არის ტყუ­ი­ლი და ცი­ლის­წა­მე­ბა.ხოლო თუ ვინ­მეს­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემი პო­ზი­ცია ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­მარ­ტავ, რომ მე ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მფრი­ნა­ვი, მრა­ვა­ლი წე­ლია ერ­თგუ­ლად ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს საქ­მეს, ჩემს ქვე­ყა­ნას და ჩემი ერ­თა­დერ­თი, ყვე­ლა­ზე დიდი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა არა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, არა­მედ მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნი ფრე­ნა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა", - წერს ირაკ­ლი მეზვრიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსანდრე
8

პუტინს მადლობას უხდის თქვენი დირექტორი მაგი მაინც წაიკითხე !!!!!

ბატონო ირაკლი მეზვრიშვილი !!!!

@@@
13

თავის მართლება უადგილოა, როცა ისევ მანდ მუშაობ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ეს არის ბინძური ტყუილი, ცილისწამება და ჩემი რეპუტაციის შელახვა" - რას წერს მფრინავი ირაკლი მეზვრიშვილი  მისი სახელით გავრცელებულ კომენტარზე

"ეს არის ბინძური ტყუილი, ცილისწამება და ჩემი რეპუტაციის შელახვა" - რას წერს მფრინავი ირაკლი მეზვრიშვილი  მისი სახელით გავრცელებულ კომენტარზე

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, Georgian Airways-ის მფრინავი, ირაკლი მეზვრიშვილი ამბობდა, რომ ბედნიერია, რადგან ისევ ჯდება მოსკოვისკენ მიმავალი თვითმფრინავის საჭესთან.

მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად მეზვრიშვილის კომენტარი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალეს.

  • ირაკლი მეზვრიშვილმა კი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და გავრცელებულ ინფორმაცის დეზინფორმაცია უწოდა.

"მეგობრებო, დღეს, ტელეკომპანიებმა მთავარი არხი • Mtavari Arkhi და Formula • ფორმულა გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების ინფორმაციაზე დაყრდნობით, მე გავაკეთე კომენტარი თბილისი-მოსკოვის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით და გამოვხატე პოზიცია.

ხაზგასმით და კატეგორიულად ვაცხადებ: არსად, არც ერთ ორგანიზაციასთან თუ მედიასაშუალებასთან არ მქონია კომუნიკაცია რუსეთ-საქართველოს ფრენებთან დაკავშირებით, არ გამიკეთებია არანაირი კომენტარი და შეფასება, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება ის სიყალბე, რომლის შედეგად ადამიანებმა გამოხატეს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჩემს მიმართ!

ქართული ტელევიზიებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პირველწყაროში უბრალოდ არც კი იძებნება, არის ბინძური ტყუილი, ცილისწამება და ჩემი რეპუტაციის შელახვა, რომელსაც მე ჩემი საქმიანობით და ცხოვრების წესით მუდმივად ვუფრთხილდები და ვიცავ ჩემი მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით.

ჩემთვის ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელია ის კომენტარები, რაც მოჰყვა სოციალურ ქსელში ამ ე.წ. ნიუსის გამოქვეყნებას, შესაბამისად, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩემს როგორც ადამიანურ, ისე პროფესიულ რეპუტაციას და არის ტყუილი და ცილისწამება.ხოლო თუ ვინმესთვის მაინცდამაინც ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პოზიცია ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, განმარტავ, რომ მე ვარ პროფესიონალი მფრინავი, მრავალი წელია ერთგულად ვემსახურები ჩემს საქმეს, ჩემს ქვეყანას და ჩემი ერთადერთი, ყველაზე დიდი ვალდებულებაა არა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, არამედ მგზავრების უსაფრთხოება და მშვიდობიანი ფრენა ყველა ქვეყანაში, სადაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამის საჭიროება იქნება", - წერს ირაკლი მეზვრიშვილი.