მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქედან არის ბავშვი იძულებით გადაყვანილი... მინდა ვუთხრა მას, აუცილებლად გიპოვი, საშინლად დაგსჯი" - რას ამბობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა
"აქედან არის ბავშვი იძულებით გადაყვანილი... მინდა ვუთხრა მას, აუცილებლად გიპოვი, საშინლად დაგსჯი" - რას ამბობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის მო­ზარ­დის, ანი ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს დედა ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლი "შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას­თან" ამ­ბობს, რომ ერთი პრო­ცენ­ტი­თაც კი არაა და­საშ­ვე­ბი, რომ მისი შვი­ლი არ მო­უკ­ლავთ.

"მე რო­გორც სი­ცო­ცხლე­ში ვი­ყა­ვი ანის დედა, კვლავ ვარ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ანის­თვის, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ სი­მარ­თლეს. რკი­ნის ქა­ლამ­ნებს ჩა­ვიც­ვამ. რო­გორ და რა­ტომ მოხ­ვდა იმ ად­გი­ლას ბავ­შვი თუ ძა­ლით შეყ­ვა­ნი­ლი და მოკ­ლუ­ლი არაა?! და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­გი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (სა­დაც ცხე­და­რი იპო­ვეს) ორი აზრი არ არ­სე­ბობს, რომ ბავ­შვი მოკ­ლუ­ლი არაა. აქ ასი პრო­ცენ­ტი­დან ერთი პრო­ცენ­ტი არ არის და­საშ­ვე­ბი.

მო­ჩანს რომ ქა­ნა­ობს აქ (პარკში, სა­ქა­ნე­ლა­ზე) ამის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე მოკ­ლე გზა სახ­ლის­კენ რო­მე­ლიც არის, მი­დის, იმ გზას მიჰ­ყვე­ბა, ამ ბი­ლი­კით მი­დის, კა­მე­რა­ში მო­ჩანს, რომ ეს ბი­ლი­კია, ეს არის უახ­ლო­ე­სი გზა სახ­ლამ­დე, ყვე­ლა­ზე მოკ­ლე გზა, რო­მელ­საც ის იყე­ნებ­და", - ამ­ბობს ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლი.

  • მთა­ვა­რი გზის გვერ­დით არის ნა­გავ­საყ­რე­ლი, ბუჩ­ქე­ბი და სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხი, ანის დე­დის ვერ­სი­ით, ძა­ლა­დო­ბა სწო­რედ იქ იწყე­ბა.

"იქ არის სახ­ლი, ეს გზა, ეს სა­ნაგ­ვე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გიმოკ­ლებ­დეს გზას?! აქე­დან არის ბავ­შვი იძუ­ლე­ბის წე­სით გა­დაყ­ვა­ნი­ლი, იმი­ტომ რომ მისი მრა­ვა­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ამა­ზე მე­ტყვე­ლებს. ნა­ხეთ, რა სი­მაღ­ლი­საა იმის­თვის, რომ აქ გა­და­ა­ბი­ჯოს ბავ­შვმა ნე­ბით ღამე, სიბ­ნე­ლე­ში.

ტე­ლე­ფო­ნი არის ნა­პოვ­ნი აქ. ანუ აქ მოხ­და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა, რომ­ლის შე­დე­გად, ბავ­შვს ტე­ლე­ფო­ნი ან წა­არ­თვეს, ან გა­და­ვარ­და, ტე­ლე­ფო­ნი არის დამ­სხვრე­უ­ლი. ბავ­შვი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, ყვი­რო­და, ამის გამო ბავ­შვს პირ­ზე ხელი აქვს აფა­რე­ბუ­ლი, სტრე­სის გამო, ან იმი­ტომ, რომ თავ­ში აქვს ჩარ­ტყმუ­ლი და ტვი­ნის შერ­ყე­ვის გამო, აქვს და­წყე­ბუ­ლი პირ­ღე­ბი­ნე­ბა. და ეს ღე­ბი­ნე­ბის პრო­ცე­სი და ყვი­რი­ლი რომ იყო, პირ­ზე აქვს ხელი აფა­რე­ბუ­ლი, რომ ხალ­ხს არ გა­ე­გო­ნა. აქ არის სრუ­ლი სიბ­ნე­ლე, ეს კორ­პუ­სი შე­უ­სახ­ლე­ბე­ლია, ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლია, არა­ფე­რი არ ჩანს. ეს არის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის, უბ­რა­ლოდ მას არ დას­ცალ­და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. ეს ად­გი­ლი შე­და­რე­ბით გაშ­ლი­ლია, ამი­ტომ ბავ­შვი რომ არ ეპო­ვათ, გა­დაჰ­ყავს იქ.

ამ ად­გი­ლას პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ვინ არ მო­ძებ­ნი­და იმი­ტომ, რომ ვე­რა­ვინ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ აქ ბავ­შვი იყო, ყვე­ლა ეძებ­და ბავ­შვს გაშ­ლილ სივ­რცე­ში ჩემ გარ­და. მე ვი­ცო­დი, ჩემი შვი­ლი ასეთ დროს რომ სახ­ლში არ იყო, ვგრძნობ­დი, მას რა­ღაც ცუდი სჭირ­და.

მინ­და ვუ­თხრა მას, აუ­ცი­ლებ­ლად გი­პო­ვი, აუ­ცი­ლებ­ლად დაგსჯი, სა­შინ­ლად დაგსჯი, ისე დაგსჯი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არა­ვინ დას­ჯი­ლა", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, დიდ დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

საქ­მე­ზე, ბავ­შვის დე­დას და "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ ად­ვო­კა­ტებს სსიპ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის ასლი 28 აპ­რილს გა­და­ე­ცათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გო­გო­ნას სხე­ულ­ზე 40-მდე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ასე­ვე, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მე­ქა­ნი­კუ­რი ას­ფიქ­სი­აა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
3

უბედური ბავშვი და უბედური დედა,არ შეიძლება ასეთი გახრწნილი სულის პატრონი დაუსჯელი დადიოდეს

მამუკა
1

შევარცხვინე ისეთი ერი თუ ნაციონალობა, რომელიც ასეთ დანაშაულს შეარჩენს დამნაშავეს. თუ ვერ გამოიძიეს, ფურთხის ღირსები ვიქნებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"აქედან არის ბავშვი იძულებით გადაყვანილი... მინდა ვუთხრა მას, აუცილებლად გიპოვი, საშინლად დაგსჯი" - რას ამბობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

"აქედან არის ბავშვი იძულებით გადაყვანილი... მინდა ვუთხრა მას, აუცილებლად გიპოვი, საშინლად დაგსჯი" - რას ამბობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის, ანი იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი "შაბათის ფორმულასთან" ამბობს, რომ ერთი პროცენტითაც კი არაა დასაშვები, რომ მისი შვილი არ მოუკლავთ.

"მე როგორც სიცოცხლეში ვიყავი ანის დედა, კვლავ ვარ და ყველაფერს გავაკეთებ ანისთვის, აუცილებლად მივაღწევ სიმართლეს. რკინის ქალამნებს ჩავიცვამ. როგორ და რატომ მოხვდა იმ ადგილას ბავშვი თუ ძალით შეყვანილი და მოკლული არაა?! დაზიანებებიდან გამომდინარე, ადგილიდან გამომდინარე (სადაც ცხედარი იპოვეს) ორი აზრი არ არსებობს, რომ ბავშვი მოკლული არაა. აქ ასი პროცენტიდან ერთი პროცენტი არ არის დასაშვები.

მოჩანს რომ ქანაობს აქ (პარკში, საქანელაზე) ამის შემდეგ, ყველაზე მოკლე გზა სახლისკენ რომელიც არის, მიდის, იმ გზას მიჰყვება, ამ ბილიკით მიდის, კამერაში მოჩანს, რომ ეს ბილიკია, ეს არის უახლოესი გზა სახლამდე, ყველაზე მოკლე გზა, რომელსაც ის იყენებდა", - ამბობს ნატო ხუტაშვილი.

  • მთავარი გზის გვერდით არის ნაგავსაყრელი, ბუჩქები და სარეველა ბალახი, ანის დედის ვერსიით, ძალადობა სწორედ იქ იწყება.

"იქ არის სახლი, ეს გზა, ეს სანაგვე როგორ შეიძლება გიმოკლებდეს გზას?! აქედან არის ბავშვი იძულების წესით გადაყვანილი, იმიტომ რომ მისი მრავალი დაზიანება ამაზე მეტყველებს. ნახეთ, რა სიმაღლისაა იმისთვის, რომ აქ გადააბიჯოს ბავშვმა ნებით ღამე, სიბნელეში.

ტელეფონი არის ნაპოვნი აქ. ანუ აქ მოხდა შეხლა-შემოხლა, რომლის შედეგად, ბავშვს ტელეფონი ან წაართვეს, ან გადავარდა, ტელეფონი არის დამსხვრეული. ბავშვი ეწინააღმდეგებოდა, ყვიროდა, ამის გამო ბავშვს პირზე ხელი აქვს აფარებული, სტრესის გამო, ან იმიტომ, რომ თავში აქვს ჩარტყმული და ტვინის შერყევის გამო, აქვს დაწყებული პირღებინება. და ეს ღებინების პროცესი და ყვირილი რომ იყო, პირზე აქვს ხელი აფარებული, რომ ხალხს არ გაეგონა. აქ არის სრული სიბნელე, ეს კორპუსი შეუსახლებელია, ახალი აშენებულია, არაფერი არ ჩანს. ეს არის იდეალური ადგილი მკვლელობისთვის, გაუპატიურებისთვის, უბრალოდ მას არ დასცალდა გაუპატიურება. ეს ადგილი შედარებით გაშლილია, ამიტომ ბავშვი რომ არ ეპოვათ, გადაჰყავს იქ.

ამ ადგილას პრაქტიკულად არავინ არ მოძებნიდა იმიტომ, რომ ვერავინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ აქ ბავშვი იყო, ყველა ეძებდა ბავშვს გაშლილ სივრცეში ჩემ გარდა. მე ვიცოდი, ჩემი შვილი ასეთ დროს რომ სახლში არ იყო, ვგრძნობდი, მას რაღაც ცუდი სჭირდა.

მინდა ვუთხრა მას, აუცილებლად გიპოვი, აუცილებლად დაგსჯი, საშინლად დაგსჯი, ისე დაგსჯი, როგორც საქართველოში ჯერ არავინ დასჯილა", - ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.

  • ინფორმაციისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმეზე, ბავშვის დედას და "უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი 28 აპრილს გადაეცათ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ასევე, სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსიაა.