ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისი-მოსკოვი პირდაპირი რეისი შეასრულა, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის დატვირთვა დაახლოებით 80 პროცენტი იყო.
კომპანიამ ავიარეისების განხორციელების ნებართვა 16 მაისს მიიღო.
ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 19 მაისს, 13:00 საათისთვის დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა.
მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” განახორციელა. პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობდა. აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო პოლიცია. ისინი აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებდნენ.
წარმატებები ქართულ ავიაციას
არ გვინდა ოკუპანტის მოცემული უვიზო მიმოსვლაო! რაც საქართველოს დამპყრობელი ჰყოლია, ყველა ჯერზე რომ ქვეყქანა ჩაეკეტათ ჩვენს მეფეებს, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ხალხი? ომები და ოკუპაცია ვერასოდეს ბოლომდე სავაჭრო ურთიერთობებს და მიმოსვლას ვერ აჩერებდა. ამ გარეწრებმა ქვეყანა ოკუპაციამდე მიიყვანეს და ახლა იზოლაციაშიც უნდათ რომ მოგვაქციონ? მალე დასრულდება ამ კომიკური არარაობების დორბლების ყრა.