საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი აღმოსავლეთ საქართელოს სპეცსამსახურები აქ არიან... უზრუნველყოფენ, რომ ქორწილი ჩატარდეს" - ნიკა მელია
"მთელი აღმოსავლეთ საქართელოს სპეცსამსახურები აქ არიან... უზრუნველყოფენ, რომ ქორწილი ჩატარდეს" - ნიკა მელია

ნიკა მე­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ყვარ­ლის ტბის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მას და­უ­დას­ტუ­რეს, რომ იქ ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბა სერ­გეი ლავ­რო­ვის სან­ქცი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი.

მე­ლია წუ­ხელ მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ვი­და. რო­გორც ის ამ­ბობს, იქ პო­ლი­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბაა.

"დი­ლის 5 სა­ა­თის­თვის, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ სას­ტუმ­რომ­დე მის­ვლა, ვიდ­რე პო­ლი­ცი­ის მო­ბი­ლი­ზა­ცია მოხ­დე­ბო­და, რო­გორც ჩანს, ყუ­რა­დღე­ბა მო­აკ­ლეს და აღ­მოვ­ჩნდით იქ, სა­დაც არ უნდა აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით. სი­მარ­თლე გი­თხრათ, გუ­შინ, როცა აქ­ცი­ა­ზე მყოფ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, სა­დღაც კი­დევ არ მინ­დო­და და­მეშ­ვა, რომ აქ არი­ან და აქ აპი­რე­ბენ ტაშ-ფან­დურს ტე­რო­რის­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლის [ოჯა­ხის წევ­რე­ბი], რო­მე­ლიც ავ­ტო­რია 2008 წლის ქარ­თვე­ლე­ბის ხოც­ვა-ჟლე­ტის, დღეს კი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის. ნა­წი­ლი მათი და­სავ­ლე­თის მიერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლია.

ბავ­შვსაც ვე­რა­ვინ და­ა­ჯე­რებს, რომ შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ხდე­ბა ის, რაც ხდე­ბა. მთე­ლი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი აქ არი­ან, წყლის ჭავ­ლის შე­სა­ბა­მი­სი მან­ქა­ნა მოჰ­ყავთ, თუკი რა­მით ახლა ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან, არის ის, რომ ქორ­წი­ლი უზ­რუნ­ველ­ყონ, ჩვენ უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ, რომ ქორ­წი­ლი არ შედ­გეს. ლავ­რო­ვის სი­ძის ძმა არის მთა­ვა­რი მას­პინ­ძე­ლი, მისი ქორ­წი­ლია, ლავ­რო­ვის სიძე და­სან­ქცი­რე­ბუ­ლია, ლავ­რო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი და­სან­ქცი­რე­ბუ­ლია, ლავ­რო­ვის სი­ძის მა­მაც და­სან­ქცი­რე­ბუ­ლია. აქ უნდა შე­ის­ვას პუ­ტი­ნის სა­დღეგ­რძე­ლო, აქ უნდა შე­ის­ვას რუ­სუ­ლი არ­მი­ის სა­დღეგ­რძე­ლო, აქ უნდა თქვან, „გა­უ­მარ­ჯოს რუ­სეთს, ძირს სა­ქარ­თვე­ლო და ძირს უკ­რა­ი­ნა“.

ეს ყვე­ლა­ფე­რი აქ უნდა მოხ­დეს, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის, ღირ­სე­ბის სა­კი­თხია, გავ­რი­ლო­ვი არა­ფე­რია ამ „სტუმ­რებ­თან“, ესე­ნი სტუმ­რე­ბი არ არი­ან, ესე­ნი არი­ან ოკუ­პან­ტე­ბი, ამათ­თან შე­და­რე­ბით გავ­რი­ლო­ვი იყო მა­რი­ო­ნე­ტი, პუ­ტი­ნის­თვის ვინ იყო - შე­იძ­ლე­ბა არც იც­ნობს ნორ­მა­ლუ­რად, ვინ იყო პოზ­ნე­რი, არა­ვინ იყო. კრემ­ლის ნა­წი­ლია დღეს აქ, ყვა­რელ­ში, ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან შე­მო­იყ­ვა­ნეს და აპი­რე­ბენ ძა­ლი­ან ბო­ჰე­მუ­რი სა­ღა­მოს მო­წყო­ბას. ამ სას­ტუმ­რო­ში, ვინც ამ ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს პა­ტივს სცემს და რუ­სე­თი მტრად მი­აჩ­ნია სა­მარ­თლი­ა­ნად, ერთი სა­ა­თიც აღა­რას­დროს უნდა გა­ა­ტა­როს" - ამ­ბობს ნიკა მე­ლია "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

  • ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხმა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლი, ეკა­ტე­რი­ნა ლავ­რო­ვა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქორ­წი­ლის­თვის ჩა­მო­ვიდ­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ლავ­რო­ვი და მისი ოჯა­ხი, მათ შო­რის შვი­ლი და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კა­ხეთ­ში ქორ­წილს ლავ­რო­ვის სი­ძის, ალექ­სან­დრ ვი­ნო­კუ­რო­ვის ძმა, მუ­სი­კო­სი, მოშე ვი­ნო­კუ­რო­ვი მეტ­სა­ხე­ლით მიკა ვინო იხ­დის. ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ წყვილ­მა დღეს თბი­ლის­ში ხელი მო­ა­წე­რა.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი წყვი­ლი ხვალ სას­ტუმ­რო კომ­პლექს "ახა­შე­ნი ვაინ რი­სორთ ენდ სპა"-ში გრან­დი­ო­ზულ წვე­უ­ლე­ბას გა­მარ­თვას აპი­რებს. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, სტუმ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა და მათი დიდი ნა­წი­ლი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია - ზოგი ახა­შე­ნის სას­ტუმ­რო­ში, ზო­გიც კი ყვარ­ლის ტბის პი­რას.

წა­ი­კი­თხეთ:

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სათᲥმელი
18

მეტი რა დაგრჩენიათ სდიეთ ეხლა ტურისტებს, ცოტა ხსნში ესეც მიგბეზრდებათ

( მიშასავით) და მერე ისევ ერთმანეთს დაერიეთ :)

ლელა
14

თუ სიმართლეა, არ მომეწონება!სხვაგანაც მოახერხებდნენ ქორწილს,რატომღაც ასე ვფიქრობ! კარგიღ, თუმცა, 2011 წელს რომ გადაიხადეს მიხალკოვასა და გიგინეიშვილის ქორწილი, ზედ მიშათი, მაშინ არ იყო ოკუპანტი რუსეთი?! მარაზმ!!! რუსეთი დიახ, ოკუპანტია და უკრაიანასაც ევალებოდა ჩვენი თანადგომა,ახლა რომ წაიღი ტვინი მათმა პრეზიდენტმა! 😏

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მთელი აღმოსავლეთ საქართელოს სპეცსამსახურები აქ არიან... უზრუნველყოფენ, რომ ქორწილი ჩატარდეს" - ნიკა მელია

"მთელი აღმოსავლეთ საქართელოს სპეცსამსახურები აქ არიან... უზრუნველყოფენ, რომ ქორწილი ჩატარდეს" - ნიკა მელია

ნიკა მელიას ინფორმაციით, "ყვარლის ტბის" ადმინისტრაციაში მას დაუდასტურეს, რომ იქ ნამდვილად იმყოფება სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახი.

მელია წუხელ მხარდამჭერებთან ერთად სასტუმროს ტერიტორიაზე მივიდა. როგორც ის ამბობს, იქ პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

"დილის 5 საათისთვის, მეგობრებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ სასტუმრომდე მისვლა, ვიდრე პოლიციის მობილიზაცია მოხდებოდა, როგორც ჩანს, ყურადღება მოაკლეს და აღმოვჩნდით იქ, სადაც არ უნდა აღმოვჩენილიყავით. სიმართლე გითხრათ, გუშინ, როცა აქციაზე მყოფმა ეს ინფორმაცია მივიღე, სადღაც კიდევ არ მინდოდა დამეშვა, რომ აქ არიან და აქ აპირებენ ტაშ-ფანდურს ტერორისტული სახელმწიფოს, პუტინის მარჯვენა ხელის [ოჯახის წევრები], რომელიც ავტორია 2008 წლის ქართველების ხოცვა-ჟლეტის, დღეს კი, უკრაინელების. ნაწილი მათი დასავლეთის მიერ დასანქცირებულია.

ბავშვსაც ვერავინ დააჯერებს, რომ შეთანხმების გარეშე ხდება ის, რაც ხდება. მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები აქ არიან, წყლის ჭავლის შესაბამისი მანქანა მოჰყავთ, თუკი რამით ახლა ისინი დაკავებული არიან, არის ის, რომ ქორწილი უზრუნველყონ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქორწილი არ შედგეს. ლავროვის სიძის ძმა არის მთავარი მასპინძელი, მისი ქორწილია, ლავროვის სიძე დასანქცირებულია, ლავროვის ქალიშვილი დასანქცირებულია, ლავროვის სიძის მამაც დასანქცირებულია. აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, „გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და ძირს უკრაინა“.

ეს ყველაფერი აქ უნდა მოხდეს, თავმოყვარეობის, ღირსების საკითხია, გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი არიან ოკუპანტები, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი, პუტინისთვის ვინ იყო - შეიძლება არც იცნობს ნორმალურად, ვინ იყო პოზნერი, არავინ იყო. კრემლის ნაწილია დღეს აქ, ყვარელში, ვლადიკავკაზიდან შემოიყვანეს და აპირებენ ძალიან ბოჰემური საღამოს მოწყობას. ამ სასტუმროში, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და რუსეთი მტრად მიაჩნია სამართლიანად, ერთი საათიც აღარასდროს უნდა გაატაროს" - ამბობს ნიკა მელია "ტვ პირველთან" საუბარში.

  • ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია "მთავარი არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მუსიკოსი, მოშე ვინოკუროვი მეტსახელით მიკა ვინო იხდის. ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილმა დღეს თბილისში ხელი მოაწერა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, რუსი წყვილი ხვალ სასტუმრო კომპლექს "ახაშენი ვაინ რისორთ ენდ სპა"-ში გრანდიოზულ წვეულებას გამართვას აპირებს. ჟურნალისტის თქმით, სტუმრების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა და მათი დიდი ნაწილი უკვე საქართველოშია - ზოგი ახაშენის სასტუმროში, ზოგიც კი ყვარლის ტბის პირას.

წაიკითხეთ: