საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან - გაიმართება თუ არა ლავროვის ნათესავების გრანდიოზული ქორწილი კახეთში
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან - გაიმართება თუ არა ლავროვის ნათესავების გრანდიოზული ქორწილი კახეთში

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხმა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლი, ეკა­ტე­რი­ნა ლავ­რო­ვა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქორ­წი­ლის­თვის ჩა­მო­ვიდ­ნენ.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ლავ­რო­ვი და მისი ოჯა­ხი, მათ შო­რის შვი­ლი და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კა­ხეთ­ში ქორ­წილს ლავ­რო­ვის სი­ძის, ალექ­სან­დრ ვი­ნო­კუ­რო­ვის ძმა, მუ­სი­კო­სი, მოშე ვი­ნო­კუ­რო­ვი მეტ­სა­ხე­ლით მიკა ვინო იხ­დის. ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ წყვილ­მა დღეს თბი­ლის­ში ხელი მო­ა­წე­რა.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი წყვი­ლი ხვალ სას­ტუმ­რო კომ­პლექს "ახა­შე­ნი ვაინ რი­სორთ ენდ სპა"-ში გრან­დი­ო­ზულ წვე­უ­ლე­ბას გა­მარ­თვას აპი­რებს. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, სტუმ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა და მათი დიდი ნა­წი­ლი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია - ზოგი ახა­შე­ნის სას­ტუმ­რო­ში, ზო­გიც კი ყვარ­ლის ტბის პი­რას.

სი­უ­ჟეტ­ში "მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი Kvareli Lake Resort-ს ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ თით­ქოს ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზი­ის წამ­რო­მად­გე­ნე­ლი იყო და ეკა­ტე­რი­ნა ლავ­რო­ვას სა­ხელ­ზე შეკ­ვე­თი­ლი თა­ი­გუ­ლი უნდა გა­ეგ­ზავ­ნა. სას­ტუმ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უპა­სუ­ხა, რომ თა­ი­გუ­ლი სწო­რად მი­აქვთ.

პო­ლი­ტი­კოს­მა, "დრო­ას“ ლი­დერ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ "ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მა­საც აქვს ინ­ფორ­მა­ცია ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის თა­ო­ბა­ზე.

"ლავ­რო­ვის შვი­ლი, თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, რომ­ლის ძმის ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­დეს თბი­ლის­ში და ახლა წაბ­რძან­დნენ ყვა­რელ­ში და ახა­შენ­ში. დიახ, მთე­ლი დიდი ჯგუ­ფი რუ­სე­ბის, ძა­ლი­ან ღიად და თა­ვი­სუფ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან.... ლავ­რო­ვის, რო­მელ­მაც ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს არარ­სე­ბო­ბის­თვის აკე­თა ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­ეძ­ლო, აკე­თა ყვე­ლა­ფე­რი და სის­ხლისღვრა ამარ­თლა ყვე­ლა ტრი­ბუ­ნა­ზე, ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დია რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის, მისი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ლავ­რო­ვი რომ თა­ვის შვილს აქ უშ­ვებს, ეს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს?“ - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­ტუმ­რო "Kvareli Lake Resort • ყვარ­ლის ტბა“-მ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ და რომ "ლავ­რო­ვის შვი­ლის სტუმ­რო­ბა ყვარ­ლის ტბა­ზე სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა".

"გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა! ვა­ცხა­დებთ, რომ ლავ­რო­ვის შვი­ლის სტუმ­რო­ბა ყვარ­ლის ტბა­ზე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, არც ლავ­რო­ვის გვა­რით გვი­ფიქ­სირ­დე­ბა სტუ­მა­რი და არც აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.სამ­წუ­ხა­როდ, მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს!" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ვინ არის ლავ­რო­ვის სიძე

ეკა­ტე­რი­ნა ლავ­რო­ვამ და ალექ­სან­დრე ვი­ნო­კუ­როვ­მა ერ­თმა­ნე­თი 2008 წელს ლონ­დონ­ში ას­პი­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლის დროს გა­იც­ნეს. წყვილ­მა 2010 წელს იქორ­წი­ნეს. იმა­ვე წელს შე­ე­ძი­ნათ ვაჟი ლე­ო­ნი­დი და 2013 წელს - ქა­ლიშ­ვი­ლი. კა­ტე­რი­ნა ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბობ­და დიდ ოჯახ­ზე, რად­გან ის მისი მშობ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო.

ალექ­სან­დრე ვი­ნო­კუ­რო­ვი რუ­სია, ის მრა­ვა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ის ტოპ მე­ნე­ჯე­რია, მა­რა­თონ ჯგუ­ფის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ის მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და პრე­ზი­დენ­ტია (Marathon Group).

ასე­ვე მთა­ვა­რი რუ­სუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი დის­ტრი­ბუ­ტო­რი SIA ჯგუ­ფი­სა და მეგა ფარ­მის სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლის მთა­ვა­რი აქ­ცი­ო­ნე­რი. მან კა­რი­ე­რა მა­მის, სე­მი­ონ ვი­ნო­კუ­რო­ვის კავ­ში­რე­ბის წყა­ლო­ბით გა­ი­კე­თა, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­ში ფარ­მა­ცევ­ტულ ბიზ­ნეს­ში იყო. ასე­ვე ძა­ლი­ან გა­მო­ად­გა სი­მამ­რის, სერ­გეი ლავ­რო­ვის მხარ­და­ჭე­რა. ლავ­რო­ვის სი­ძეს აქვს რუ­სე­თის და ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

მარ­თა­ლია, ოჯა­ხის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბამ­დე წყვი­ლი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ კა­ტე­რი­ნას შვი­ლებს ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვთ, ქალს კი ამე­რი­კის, ამი­ტომ მათ შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ დროს და­ტო­ვონ რუ­სე­თი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასიკო
1

ლავროვის ცოლის ქმარიც იქ იყო?

ქართველი
1

ჩაიდებთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან - გაიმართება თუ არა ლავროვის ნათესავების გრანდიოზული ქორწილი კახეთში

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან - გაიმართება თუ არა ლავროვის ნათესავების გრანდიოზული ქორწილი კახეთში

ტელეკომპანია "მთავარი არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ.

  • შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მუსიკოსი, მოშე ვინოკუროვი მეტსახელით მიკა ვინო იხდის. ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილმა დღეს თბილისში ხელი მოაწერა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, რუსი წყვილი ხვალ სასტუმრო კომპლექს "ახაშენი ვაინ რისორთ ენდ სპა"-ში გრანდიოზულ წვეულებას გამართვას აპირებს. ჟურნალისტის თქმით, სტუმრების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა და მათი დიდი ნაწილი უკვე საქართველოშია - ზოგი ახაშენის სასტუმროში, ზოგიც კი ყვარლის ტბის პირას.

სიუჟეტში "მთავარი არხის“ ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ თითქოს ყვავილების მაღაზიის წამრომადგენელი იყო და ეკატერინა ლავროვას სახელზე შეკვეთილი თაიგული უნდა გაეგზავნა. სასტუმროს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ თაიგული სწორად მიაქვთ.

პოლიტიკოსმა, "დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, რომ მასაც აქვს ინფორმაცია ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ყოფნის თაობაზე.

"ლავროვის შვილი, თავის მეუღლესთან ერთად, რომლის ძმის ქორწილიც გადაიხადეს თბილისში და ახლა წაბრძანდნენ ყვარელში და ახაშენში. დიახ, მთელი დიდი ჯგუფი რუსების, ძალიან ღიად და თავისუფლად ემზადებიან.... ლავროვის, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს არარსებობისთვის აკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, აკეთა ყველაფერი და სისხლისღვრა ამართლა ყველა ტრიბუნაზე, ერთ-ერთი შემოქმედია რუსული იმპერიალიზმის, მისი შვილი საქართველოში ჩამოდის დროის გასატარებლად. როგორ წარმოგიდგენიათ, ლავროვი რომ თავის შვილს აქ უშვებს, ეს უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეიძლება მოხდეს?“ - განაცხადა ხოშტარიამ.

  • აღსანიშნავია, რომ სასტუმრო "Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა“-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებები დეზინფორმაციას ავრცელებენ და რომ "ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე სიმართლეს არ შეესაბამება".

"გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!" - ნათქვამია განცხადებაში.

  • ვინ არის ლავროვის სიძე

ეკატერინა ლავროვამ და ალექსანდრე ვინოკუროვმა ერთმანეთი 2008 წელს ლონდონში ასპირანტურაში სწავლის დროს გაიცნეს. წყვილმა 2010 წელს იქორწინეს. იმავე წელს შეეძინათ ვაჟი ლეონიდი და 2013 წელს - ქალიშვილი. კატერინა ყოველთვის ოცნებობდა დიდ ოჯახზე, რადგან ის მისი მშობლების ერთადერთი შვილი იყო.

ალექსანდრე ვინოკუროვი რუსია, ის მრავალი საინვესტიციო კომპანიის ტოპ მენეჯერია, მარათონ ჯგუფის საინვესტიციო კომპანიის მმართველი პარტნიორი და პრეზიდენტია (Marathon Group).

ასევე მთავარი რუსული ფარმაცევტული დისტრიბუტორი SIA ჯგუფისა და მეგა ფარმის სააფთიაქო ქსელის მთავარი აქციონერი. მან კარიერა მამის, სემიონ ვინოკუროვის კავშირების წყალობით გაიკეთა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვში ფარმაცევტულ ბიზნესში იყო. ასევე ძალიან გამოადგა სიმამრის, სერგეი ლავროვის მხარდაჭერა. ლავროვის სიძეს აქვს რუსეთის და ისრაელის მოქალაქეობა.

მართალია, ოჯახისთვის სანქციების დაწესებამდე წყვილი რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ კატერინას შვილებს ისრაელის მოქალაქეობა აქვთ, ქალს კი ამერიკის, ამიტომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დატოვონ რუსეთი.

ასევე დაგაინტერესებთ:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"