მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 ტყვია, მათ შორის ერთი საკონტროლო - სახეში - როგორ მოკლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიგა ოთხოზორია: 7 წელი სამართლის ძიებაში
6 ტყვია, მათ შორის ერთი საკონტროლო - სახეში - როგორ მოკლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიგა ოთხოზორია: 7 წელი სამართლის ძიებაში

7 წლის წინ, 2016 წლის 19 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით 14:30 სა­ათ­ზე, აფხა­ზე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, ხურ­ჩა-ნა­ბა­კე­ვის ე.წ. გამ­შვებ პუნ­ქტთან, გა­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი, 30 წლის გიგა ოთხო­ზო­რია მოკ­ლეს. და­ნა­შა­უ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და, ასა­ხუ­ლია, თუ რო­გორ მის­დე­ვენ სა­ო­კუ­პცა­იო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ე.წ მე­სა­ზღვრე­ე­ბი გიგა ოთხო­ზო­რი­ას და გად­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გარ­დაც­ვლილს 6 ტყვია ეს­რო­ლეს, მათ­გან 2 ბარ­ძაყ­ში მოხ­ვდა, 3 მუც­ლის არე­ში და ერთი სა­კონ­ტრო­ლოდ ნას­რო­ლი ტყვია - სა­ხე­ში.

ოთხო­ზო­რი­ას მცდე­ლო­ბა, ზუგ­დი­დი­დან ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში პრო­დუქ­ტი გა­ეგ­ზავ­ნა, აფხაზ "მე­სა­ზღვრე­ებ­თან" შე­ლა­პა­რა­კე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის გამო, რო­მელ­საც თვითმხილ­ვე­ლე­ბიც ჰყავ­და, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო სამ­ხედ­რო პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის სა­ბა­ბით, მა­ლე­ვე შე­წყვი­ტა.

მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ოთხო­ზო­რი­ას სა­სიკ­ვდი­ლო ტყვია თა­ვის არე­ში აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა რა­შიდ კან­ჯი-ოღ­ლინ ეს­რო­ლა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღემ­დე უშე­დე­გოდ ეძებს. მას სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2017 წელს და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა 14 წლით პა­ტიმ­რო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აფხა­ზურ მხა­რეს და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებს კან­ჯი-ოღ­ლის გა­და­ცე­მა არა­ერ­თხელ, უშე­დე­გოდ მოს­თხო­ვა. მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი უშე­დე­გოდ იძებ­ნე­ბა ინ­ტერ­პო­ლი­თაც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გიგა ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოც გა­ნი­ხი­ლავს. ოთხო­ზო­რი­ას ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია“ და „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრი“იცა­ვენ. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩი­ვა­რი 2018 წლის იან­ვარ­ში შე­ვი­და. სა­ჩი­ვარ­ში ნათ­ქვა­მია, რომ გიგა ოთხო­ზო­რი­ას მკვლე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რუ­სეთს, რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს.

გიგა ოთხო­ზო­რია ზუგ­დიდ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

შვი­ლის საფ­ლავ­ზე მი­სუ­ლი, გიგა ოთხო­ზო­რი­ას დე­დის ჯუ­ლი­ე­ტა ჭან­ტუ­რი­ას თქმით, მისი შვი­ლის მკვლელ­მა პა­სუ­ხი დღემ­დე არ აგო.

მი­სი­ვე ვა­რა­უ­დით, სა­მარ­თლის პოვ­ნა უფრო მე­ტად გარ­თულ­დე­ბა.

"ამ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმე­დით ვცო­ცხლობ. დღეს კი­დევ რომ წა­მოვ­წი­ეთ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის სა­კი­თხი, მე­რი­დე­ბა, ჩემი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­რი­დე­ბა. სა­მარ­თალს ვერ ვხე­დავ, მგო­ნია, რომ ახლა უფრო გა­ჭირ­დე­ბა სა­მარ­თლის პოვ­ნა და მიღ­წე­ვა. მე დღეს ჩემ შვილ­თან ერ­თად დავ­ტი­რი ყვე­ლა იმ ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს შე­ე­წი­რა. ვინც იბ­რძო­ლა თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს­თვის. პირ­ტიტ­ვე­ლა ბი­ჭე­ბი გმი­რე­ბი გახ­დნენ და ამ დროს, მგო­ნი, ცოტა გა­საკ­ვი­რია, რომ რუ­სებს ზარ-ზე­ი­მით დავ­ხვდით. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე ვფიქ­რობ, რომ დღეს შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მოხ­დეს და პა­სუ­ხი გა­ე­ცეს ჩემი შვი­ლის მკვლელს და ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლის მკვლელს, მაგ­რამ რო­გორც ხე­დავთ, დღე­ე­ბი მი­დის. ახლა იმე­დის ნა­პერ­წკა­ლიც გა­მიქ­რა”, - გა­ნა­ცხა­და ჯუ­ლი­ე­ტა ჭან­ტუ­რი­ამ.

ის უხერ­ხულს უწო­დებს იმას, რომ რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­კო­ვი­დან პირ­ვე­ლი რე­ი­სი სწო­რედ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის დღეს ჩა­მოფ­რინ­და.

"რო­გორ ბე­დავთ, რომ ქარ­თვე­ლის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას ფეხს აბი­ჯებ­თო, აი, ამას ემსხვერ­პლა ჩემი შვი­ლი. ასე რომ, მარ­თლა დღეს, პირ­ვე­ლად რომ ჩა­მო­ვაფ­რენთ ამ რუ­სე­თის თვითმფრი­ნავს… რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ცოტა უხერ­ხუ­ლო­ბას უნდა ქმნი­დეს, არა იმი­ტომ, რომ ჩემი შვი­ლი დღეს მოკ­ვდა. ვინც და­დე­ბი­თად ჩათ­ვლის, რომ ეს მოვ­ლე­ნა კარ­გია, ცოტა უხერ­ხუ­ლო­ბის მო­მენ­ტი უნდა ჰქონ­დეს“, - უთხრა ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს შვი­ლის საფ­ლავ­ზე მყოფ­მა ჯუ­ლი­ე­ტა ჭან­ტუ­რი­ამ.

გიგა ოთხო­ზო­რი­ას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა

  • მო­უს­მი­ნეთ გიგა ოთხო­ზო­რი­ას შეს­რუ­ლე­ბულ სიმ­ღე­რას "ბინ­დის­ფე­რია სო­ფე­ლი"
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
2

გიგა გმირია

უშანგი
1

კარგი ვაჟკაცი რომ იყო, ვიცოდი, ის კარგი მომღერალიც ყოფილა...ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

6 ტყვია, მათ შორის ერთი საკონტროლო - სახეში - როგორ მოკლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიგა ოთხოზორია: 7 წელი სამართლის ძიებაში

6 ტყვია, მათ შორის ერთი საკონტროლო - სახეში - როგორ მოკლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიგა ოთხოზორია: 7 წელი სამართლის ძიებაში

7 წლის წინ, 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, გალის რაიონის მკვიდრი, 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. დანაშაული სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ვიდეომასალაში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ასახულია, თუ როგორ მისდევენ საოკუპცაიო რეჟიმის წარმომადგენელი, ე.წ მესაზღვრეები გიგა ოთხოზორიას და გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. გარდაცვლილს 6 ტყვია ესროლეს, მათგან 2 ბარძაყში მოხვდა, 3 მუცლის არეში და ერთი საკონტროლოდ ნასროლი ტყვია - სახეში.

ოთხოზორიას მცდელობა, ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტი გაეგზავნა, აფხაზ "მესაზღვრეებთან" შელაპარაკებაში გადაიზარდა. სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის გამო, რომელსაც თვითმხილველებიც ჰყავდა, აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის საბაბით, მალევე შეწყვიტა.

მალევე გაირკვა, რომ ოთხოზორიას სასიკვდილო ტყვია თავის არეში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა რაშიდ კანჯი-ოღლინ ესროლა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს. მას სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, 2017 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ მხარეს და რუსეთის საოკუპაციო ძალებს კანჯი-ოღლის გადაცემა არაერთხელ, უშედეგოდ მოსთხოვა. მსჯავრდადებული უშედეგოდ იძებნება ინტერპოლითაც.

აღსანიშნავია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“იცავენ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

გიგა ოთხოზორია ზუგდიდშია დაკრძალული.

შვილის საფლავზე მისული, გიგა ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მისი შვილის მკვლელმა პასუხი დღემდე არ აგო.

მისივე ვარაუდით, სამართლის პოვნა უფრო მეტად გართულდება.

"ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ. დღეს კიდევ რომ წამოვწიეთ ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი, მერიდება, ჩემი ქართველი ხალხის მერიდება. სამართალს ვერ ვხედავ, მგონია, რომ ახლა უფრო გაჭირდება სამართლის პოვნა და მიღწევა. მე დღეს ჩემ შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. ვინც იბრძოლა თავისი სამშობლოსთვის. პირტიტველა ბიჭები გმირები გახდნენ და ამ დროს, მგონი, ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე ვფიქრობ, რომ დღეს შეიძლება რაღაც მოხდეს და პასუხი გაეცეს ჩემი შვილის მკვლელს და ათასობით ქართველის მკვლელს, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეები მიდის. ახლა იმედის ნაპერწკალიც გამიქრა”, - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

ის უხერხულს უწოდებს იმას, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების განახლების შემდეგ, მოსკოვიდან პირველი რეისი სწორედ მისი შვილის მკვლელობის დღეს ჩამოფრინდა.

"როგორ ბედავთ, რომ ქართველის პირადობის მოწმობას ფეხს აბიჯებთო, აი, ამას ემსხვერპლა ჩემი შვილი. ასე რომ, მართლა დღეს, პირველად რომ ჩამოვაფრენთ ამ რუსეთის თვითმფრინავს… რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა. ვინც დადებითად ჩათვლის, რომ ეს მოვლენა კარგია, ცოტა უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეს“, - უთხრა ჟურნალისტებს დღეს შვილის საფლავზე მყოფმა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გიგა ოთხოზორიას მეუღლე და ორი შვილი დარჩა

  • მოუსმინეთ გიგა ოთხოზორიას შესრულებულ სიმღერას "ბინდისფერია სოფელი"