"ერთ რაიონს "გადაკარით“, პირველკლასელებს აფინანსებსო. იმან პირველკლასელები მაინც დააფინანსა და უზრუნველყო 30 სკოლის ფარგლებში, თქვენმა ხელისუფლებამ 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა - თქვენ რისი დამრიგებელი ხართ, დროშა ვერ ჩამოგიკიდებიათ, - ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მიმართა, რომელსაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით სკოლებში უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით უსმენენ.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სკოლებში უფასო კვების საკითხი არასდროს მოწესრიგდება.
"პრობლემა მინისტრმა დაიყვანა ტექნიკურ საკითხებამდე. თურმე, სკოლაში საჭიროა წყალი, სამზარეულო, სასადილო, კვებითი ნარჩენები რომ იქნება, ამასაც მოვლა უნდა და ა.შ და არ უთქვამს მთავარი პრობლემა, ფული არის თუ არა?! არ არის ფული. ფული რომ ყოფილიყო, შესაძლებელია პატარა ექსპერიმენტი მაინც დაეწყოთ. 2.9 მლრდ იყო შარშან განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება, ეს არის მშპ-ის 2.9%. მთავრობა ორი წლის წინ გვპირდებოდა, რომ განათლება გახდებოდა პრიორიტეტული და მშპ-ის 6% იქნებოდა განათლების ბიუჯეტი, მოიტყუეთ! ერთ რაიონს, რომელმაც ეს კარგი ინიციატივა წამოიწყო, "გადაკარით“ პირველკლასელებს აფინანსებსო. იმან პირველკლასელები მაინც დააფინანსა და უზრუნველყო 30 სკოლის ფარგლებში, თქვენმა ხელისუფლებამ 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა.
თქვენმა წინამორბედმა, რომელსაც ვაშლების მინისტრს ეძახდნენ, ორ სკოლაში ვერ დაარიგა ვაშლები. იმას ვაშლების მინისტრს ეძახდნენ, ასე შევიდა ისტორიაში, იმის წინ ექვთიმეს ეძახიან, იმიტომ, რომ მაამებლობისა და მლიქვნელობის ყველა რეკორდი მოხსნა. 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა იმ მინისტრმა, მენეჯმენტს ვერ მოაბით... თქვენ რისი დამრიგებელი ხართ, დროშა ვერ ჩამოგიკიდებიათ და ატმები ვერ დაგირიგებიათ. კეთილი ინებეთ და როცა მოხსენება გექნებათ, ფინანსური დასაბუთება წარმოადგინეთ, როდის რამდენი დაჯდება, რომელ ეტაპზე რომელი სკოლებით იწყებთ, ექსპერიმენტულად იწყებთ თუ არა. თქვენი მოხსენებით ჩანს, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს მოხდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
90–იანების მერე ყველა მოწვევის პარლამენტში ხარ და ყველას ერგები ( როგორც ....)– ერთი გვითხარი – შენ რა გააკეთე ამ ქყვენისთვის სასარგებლო – საკუთარი აშენებული კეთილდღეობის გარდა.
ზოგიერთები გამოდგებიან და დაგიწყებენ დამუნათებას, მიშას დრო რაღა გასახსენებელია, 10 წელია "ოცნებაა" ხელისუფლებაშიო, მაგრამ ნაციონალების ნამუსგარეცხილობას რომ ვუყურებთ, ძალიანაც რომ არ გვინდოდეს, ძალაუნებურად გვახსენდება მათი მმართველობის პერიოდი. რომელ დაფინანსებაზე იყო საუბარი, როცა სკოლების დიდი ნაწილი და საბავშვო ბაღები თითქმის მთლიანად კერძო გახადეს, შენობების უმრავლესობა გაასხვისეს და დაანგრიეს, მოსახლეობას ბავშები ბაღებში ვერ დაჰყავდათ დიდი გადასახადების გამო. "ოცნებამ" უამრავი ბაღიც ააშენა, სკოლებიც, ბაღები და იქ ბავშვების კვებაც უფასო გახადა და ახლა ვითომ ბავშვებზე ზრუნვით ათენ-აღამებენ ნაცები და ბავშვების კვებაზე ზრუნვაა მათი პრიორიტეტი. მაშინ სად იყავით და რატომ ხმას არ იღებდით, სკოლების შენობებს რომ ანგრევდით და ბავშვებს სკოლის გარეშე ტოვებდით, უფასო კვებაზე ხომ ლაპარაკიც არ იყო, აბა მიშას ბიუჯეტიდან ბოტოქსების და დოქტორ დოტის მასაჟების გაკეთებისთვის ფულს ხომ არ მოაკლებდნენ? თქვენი შეგონებები არაა საჭირო, "ოცნება" ბავშვთა კვებასაც მოაგვარებს და სხვა ბევრ პრობლემასაც, ხოლო თქვენ თქვენი ბინძური ბიოგრაფია შლეიფივით მოგდევთ და ამას ვერ გაექცევით