მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვს ჯერ გამონაყარი დაეწყო, მერე მოემატა, მეოთხე დღეს მივიყვანეთ ექიმთან..." - გორში გარდაცვლილი ბავშვის ბებია დეტალურად ჰყვება, როგორ გართულდა ბავშვის მდგომარეობა
"ბავშვს ჯერ გამონაყარი დაეწყო, მერე მოემატა, მეოთხე დღეს მივიყვანეთ ექიმთან..." - გორში გარდაცვლილი ბავშვის ბებია დეტალურად ჰყვება, როგორ გართულდა ბავშვის მდგომარეობა

პატ­რულ­მა გა­დას­ვა ბავ­შვი თა­ვის მან­ქა­ნა­ში და დიდი სის­წრა­ფით გა­ა­ქა­ნა კლი­ნი­კის­კენ, მაგ­რამ დაგ­ვი­ან­და, გული უკვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. წუ­თე­ბი დაგ­ვაკ­ლდა. "გორ­მედ­ში“ რომ ის დრო არ დაგ­ვე­კარ­გა, შე­იძ­ლე­ბა, გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ გორ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის თომა წი­ქა­რი­ძის ბე­ბი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ლა­მა­რა ლა­ფე­რაშ­ვი­ლის თქმით, პე­დი­ატრ ნი­ნი­აშ­ვილ­თან ვი­ზი­ტი­სას, ბავ­შვის­თვის არა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ და გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ექიმს არც სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა შე­უ­თა­ვა­ზე­ბია.

"ბავ­შვს ჯერ გა­მო­ნა­ყა­რი და­ე­წყო, მერე მო­ე­მა­ტა, მე­სა­მე დღეს უკვე ძა­ლი­ან ჰქონ­და და მე­ო­თხე დღეს მი­ვიყ­ვა­ნეთ ექიმ­თან, ნი­ნი­აშ­ვილ­თან. შე­ი­ცხა­და, ვა­ი­მე, რო­გო­რი გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ასე­თი რამ არ მი­ნა­ხავ­სო. მო­უს­მი­ნა ფილ­ტვებ­ზე, არა­ფე­რი აქ­ვსო, მა­ლა­მო და ბე­ტა­დი­ნის ხსნა­რი გა­მო­უ­წე­რა, და­უ­მუ­შა­ვეთ, შევ­ხე­დოთ ორი დღეო. ვუ­თხა­რით, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა 39 გრა­დუ­სამ­დე ჰქონ­და ბავ­შვს, პა­რა­ცე­ტა­მო­ლი მი­ე­ცი­თო. წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, შე­ვას­რუ­ლეთ რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც მოგ­ვცა, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ იყო. მე­ო­რე დღე რომ გა­თენ­და, ექიმს ისევ და­ვუ­რე­კეთ და მდგო­მა­რე­ო­ბა ვუ­თხა­რით. ბავ­შვის დე­დამ ისიც უთხრა, რომ ბავ­შვს ფე­ხის კუნ­თი გა­უ­მაგრდა, და­უ­სივ­და და ვე­ღარ ად­გამ­და. ამა­ზე მოგ­ვცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი მიგ­ვე­ცა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, სეფ­სი­სის ნი­შა­ნი ყო­ფი­ლა. როცა ექიმ­თან გვყავ­და, გა­მო­ნა­ყა­რის ბუშ­ტუ­კებ­საც სი­ლურ­ჯე დაჰ­კრავ­და, ეგეც სეფ­სი­სის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი ყო­ფი­ლა. რო­გორ ვერ გა­ი­გო ექიმ­მა, რო­გორ არ გა­უჩ­ნდა ეჭვი ან შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მა­ინც, რომ ანა­ლი­ზე­ბი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა - არა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, არც სის­ხლის ანა­ლი­ზი, არც რენტგე­ნი გა­და­უ­ღი­ათ. ის მა­ინც ეთ­ქვა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ვაწ­ვი­ნო­თო.

რომ მივ­ხვდით შე­დე­გი არ იყო, ბავ­შვის თბი­ლის­ში წაყ­ვა­ნას ვგეგ­მავ­დით, მაგ­რამ შე­ვა­ტყვეთ, რომ ბავ­შვი ვერ იყო კარ­გად, მდგო­მა­რე­ო­ბა რთულ­დე­ბო­და, შეგ­ვე­შინ­და, თბი­ლი­სამ­დე უა­რე­სად არ გამ­ხდა­რი­ყო და შე­ვიყ­ვა­ნეთ ისევ "გორ­მედ­ში“. შე­სას­ვლელ­ში სკამ­ზე დავ­სხე­დით, გა­მო­ვი­და ექი­მი, ვუ­თხა­რი, ბავ­შვი ცუ­და­დაა-მეთ­ქი, და­ხე­და თო­მას და - "უი, ჩუ­ტყვა­ვი­ლა აქვს, ამას ვერ მი­ვი­ღებ­თო, ერთ პა­ლა­ტა­ში სხვა ბავ­შვი წევს და იქ ვერ შე­ვიყ­ვან­თო, მე­ო­რე­შიც სხვა წევს და ვერც იქო“. მერე გა­ა­ღო რო­მე­ლი­ღაც ოთა­ხის კარი და იქ შე­ვიყ­ვა­ნეთ, და­აწ­ვი­ნა ბავ­შვი დე­დამ, ვე­უბ­ნე­ბი, სას­წრა­ფოდ, ან გა­დას­ხმა გა­უ­კე­თეთ, ან რამე-მეთ­ქი. სად არის ნეტა ექთა­ნი, ექთანს არ სცა­ლი­აო...

მივ­ხვდით, რომ ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის სხვა­გან გა­დაყ­ვა­ნა სჯობ­და და ვუ­თხა­რით, იქ­ნებ რე­ა­ნი­მო­ბი­ლი გა­მო­ი­ძა­ხოთ-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, ასე მალე ვერ იქ­ნე­ბაო, ჯერ ის­ტო­რია უნდა შე­ვავ­სოთ, მერე რე­ა­ნი­მო­ბილ­საც დრო უნ­დაო. ვუ­თხა­რი, რა დროს ის­ტო­რი­აა, ხომ ხე­დავთ, ბავ­შვი ძალ­ზე ცუ­და­დაა, რამ­დე­ნი ხანი დას­ჭირ­დე­ბა რე­ა­ნი­მო­ბი­ლის თბი­ლი­სი­დან ჩა­მოს­ვლას და არ დაგ­ვი­ან­დეს-მეთ­ქი. გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩვენ წაგ­ვეყ­ვა­ნა თბი­ლის­ში, მხო­ლოდ დრო დავ­კარ­გეთ "გორ­მედ­ში“ და ის დრო რომ არ დაგ­ვე­კარ­გა, იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ბავ­შვი, სულ 5 წუთი დაგ­ვაკ­ლდა კლი­ნი­კამ­დე, ვიდ­რე მი­ვე­დით, და­ი­ღუ­პა ბავ­შვი. რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით თბი­ლისს, გზი­დან დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში, გვი­თხრეს, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გვი­თხა­რით, გა­ჩერ­დით და ახ­ლა­ვე გა­მოვ­დი­ვარ­თო. დრო რომ არ დაგ­ვე­კარ­გა, არც გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ, და­ვი­ნა­ხეთ პატ­რუ­ლი, გა­ვა­ჩე­რეთ და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვეთ, პატ­რუ­ლი წინ ჩაგ­ვიდ­გა, მაგ­რამ ბავ­შვი უკი­დუ­რე­სად ცუ­დად გაგ­ვიხ­და...

სულ ცოტა მან­ძი­ლი იყო დარ­ჩე­ნი­ლი კლი­ნი­კამ­დე. პატ­რულ­მა გა­დას­ვა ბავ­შვი თა­ვის მან­ქა­ნა­ში და დიდი სის­წრა­ფით გა­ა­ქა­ნა, მაგ­რამ დაგ­ვი­ან­და, გული უკვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. წუ­თე­ბი დაგ­ვაკ­ლდა. "გორ­მედ­ში“ რომ ის დრო არ დაგ­ვე­კარ­გა, შე­იძ­ლე­ბა, გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. "გორ­მე­დი­დან“ წაყ­ვა­ნი­სას არც კი გვი­თხრეს, სად მიგ­ყავთ, ცუ­დად არის ბავ­შვი და აქ ჩა­ვუ­ტა­რებთ პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბა­სო. ღმერ­თის წი­ნა­შე და­ვი­ფი­ცებ, არა­ფე­რი უთ­ქვამთ“, - აღ­ნიშ­ნა გარ­დაც­ვლი­ლი თომა წი­ქა­რი­ძის ბე­ბი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, გორ­ში 4 წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრმა აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო. ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მარი გი­უ­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჩუ­ტყვა­ვი­ლას გარ­თუ­ლე­ბა გახ­და.

ამას­თა­ნა­ვე, 4 წლის ბავ­შვის საქ­მის შეს­წავ­ლა და­ი­წყო სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ.

რაც შე­ე­ხე­ბა "გორ­მედს“, კლი­ნი­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარი მშობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

პა­ცი­ენ­ტის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო მკურ­ნა­ლო­ბის-გა­მოკ­ვლე­ვის სქე­მა და ამის­თვის სა­ჭი­რო იყო მისი მო­თავ­სე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში, რა­ზეც პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს უარი, თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვეს კლი­ნი­კა“, - აცხა­დებს "გორ­მე­დის“ პე­დი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია ლა­ზა­რა­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
1

ღმერთო, სისხლი გამეყინა, როგორ უწვალია პატარა ანგელოზს, გაძლება ოჯახს, ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა..

!!!
3

მთავარი საკითხი ის არის, რომ ამდენი სამედიცინო პროგრამებით ფულებს რომ აკეთებენ კერძო უნივერსიტეტები, ვერ უზრუნველჰყოფენ სათანო ცონას და გარეთ უშვებენ უცოდინარ დიპლომიანებს. ექიმის პროფესია ადამიანის სიცოცხლეს ეხება. სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს სამედიცინო პროგრამები კერძო უნივერსიტეტებში. დარცეს მხოლოდ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ტვილდიანი. სხვა დანარჩენი მხოლოდ ფულის კეთების მახეა და სასიცოცხლოდ საშიში ადამიანებისთვის. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბავშვს ჯერ გამონაყარი დაეწყო, მერე მოემატა, მეოთხე დღეს მივიყვანეთ ექიმთან..." - გორში გარდაცვლილი ბავშვის ბებია დეტალურად ჰყვება, როგორ გართულდა ბავშვის მდგომარეობა

"ბავშვს ჯერ გამონაყარი დაეწყო, მერე მოემატა, მეოთხე დღეს მივიყვანეთ ექიმთან..." - გორში გარდაცვლილი ბავშვის ბებია დეტალურად ჰყვება, როგორ გართულდა ბავშვის მდგომარეობა

პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა კლინიკისკენ, მაგრამ დაგვიანდა, გული უკვე გაჩერებული იყო. წუთები დაგვაკლდა. "გორმედში“ რომ ის დრო არ დაგვეკარგა, შეიძლება, გადარჩენილიყო, - ამის შესახებ გორში გარდაცვლილი 4 წლის თომა წიქარიძის ბებიამ განაცხადა.

ლამარა ლაფერაშვილის თქმით, პედიატრ ნინიაშვილთან ვიზიტისას, ბავშვისთვის არანაირი ანალიზი არ გაუკეთებიათ და გართულებული მდგომარეობის მიუხედავად, ექიმს არც სტაციონარული მკურნალობა შეუთავაზებია.

"ბავშვს ჯერ გამონაყარი დაეწყო, მერე მოემატა, მესამე დღეს უკვე ძალიან ჰქონდა და მეოთხე დღეს მივიყვანეთ ექიმთან, ნინიაშვილთან. შეიცხადა, ვაიმე, როგორი გართულებულია, ასეთი რამ არ მინახავსო. მოუსმინა ფილტვებზე, არაფერი აქვსო, მალამო და ბეტადინის ხსნარი გამოუწერა, დაუმუშავეთ, შევხედოთ ორი დღეო. ვუთხარით, რომ ტემპერატურა 39 გრადუსამდე ჰქონდა ბავშვს, პარაცეტამოლი მიეცითო. წამოვიყვანეთ, შევასრულეთ რა დანიშნულებაც მოგვცა, მაგრამ არანაირი შედეგი არ იყო. მეორე დღე რომ გათენდა, ექიმს ისევ დავურეკეთ და მდგომარეობა ვუთხარით. ბავშვის დედამ ისიც უთხრა, რომ ბავშვს ფეხის კუნთი გაუმაგრდა, დაუსივდა და ვეღარ ადგამდა. ამაზე მოგვცა რეკომენდაცია, რომ გამაყუჩებელი მიგვეცა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, სეფსისის ნიშანი ყოფილა. როცა ექიმთან გვყავდა, გამონაყარის ბუშტუკებსაც სილურჯე დაჰკრავდა, ეგეც სეფსისის მანიშნებელი ყოფილა. როგორ ვერ გაიგო ექიმმა, როგორ არ გაუჩნდა ეჭვი ან შემოეთავაზებინა მაინც, რომ ანალიზები გაგვეკეთებინა - არანაირი ანალიზი არ გაუკეთებიათ, არც სისხლის ანალიზი, არც რენტგენი გადაუღიათ. ის მაინც ეთქვა, საავადმყოფოში დავაწვინოთო.

რომ მივხვდით შედეგი არ იყო, ბავშვის თბილისში წაყვანას ვგეგმავდით, მაგრამ შევატყვეთ, რომ ბავშვი ვერ იყო კარგად, მდგომარეობა რთულდებოდა, შეგვეშინდა, თბილისამდე უარესად არ გამხდარიყო და შევიყვანეთ ისევ "გორმედში“. შესასვლელში სკამზე დავსხედით, გამოვიდა ექიმი, ვუთხარი, ბავშვი ცუდადაა-მეთქი, დახედა თომას და - "უი, ჩუტყვავილა აქვს, ამას ვერ მივიღებთო, ერთ პალატაში სხვა ბავშვი წევს და იქ ვერ შევიყვანთო, მეორეშიც სხვა წევს და ვერც იქო“. მერე გააღო რომელიღაც ოთახის კარი და იქ შევიყვანეთ, დააწვინა ბავშვი დედამ, ვეუბნები, სასწრაფოდ, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-მეთქი. სად არის ნეტა ექთანი, ექთანს არ სცალიაო...

მივხვდით, რომ ბავშვის მდგომარეობისთვის სხვაგან გადაყვანა სჯობდა და ვუთხარით, იქნებ რეანიმობილი გამოიძახოთ-მეთქი. მიპასუხა, ასე მალე ვერ იქნებაო, ჯერ ისტორია უნდა შევავსოთ, მერე რეანიმობილსაც დრო უნდაო. ვუთხარი, რა დროს ისტორიაა, ხომ ხედავთ, ბავშვი ძალზე ცუდადაა, რამდენი ხანი დასჭირდება რეანიმობილის თბილისიდან ჩამოსვლას და არ დაგვიანდეს-მეთქი. გადავწყვიტეთ, ჩვენ წაგვეყვანა თბილისში, მხოლოდ დრო დავკარგეთ "გორმედში“ და ის დრო რომ არ დაგვეკარგა, იქნებ გადარჩენილიყო ბავშვი, სულ 5 წუთი დაგვაკლდა კლინიკამდე, ვიდრე მივედით, დაიღუპა ბავშვი. რომ მივუახლოვდით თბილისს, გზიდან დავრეკეთ სასწრაფოში, გვითხრეს, ადგილმდებარეობა გვითხარით, გაჩერდით და ახლავე გამოვდივართო. დრო რომ არ დაგვეკარგა, არც გავჩერებულვართ, დავინახეთ პატრული, გავაჩერეთ და დახმარება ვთხოვეთ, პატრული წინ ჩაგვიდგა, მაგრამ ბავშვი უკიდურესად ცუდად გაგვიხდა...

სულ ცოტა მანძილი იყო დარჩენილი კლინიკამდე. პატრულმა გადასვა ბავშვი თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით გააქანა, მაგრამ დაგვიანდა, გული უკვე გაჩერებული იყო. წუთები დაგვაკლდა. "გორმედში“ რომ ის დრო არ დაგვეკარგა, შეიძლება, გადარჩენილიყო. "გორმედიდან“ წაყვანისას არც კი გვითხრეს, სად მიგყავთ, ცუდად არის ბავშვი და აქ ჩავუტარებთ პირველად დახმარებასო. ღმერთის წინაშე დავიფიცებ, არაფერი უთქვამთ“, - აღნიშნა გარდაცვლილი თომა წიქარიძის ბებიამ.

შეგახსენებთ, გორში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა.

ამასთანავე, 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

რაც შეეხება "გორმედს“, კლინიკის ინფორმაციით, ბავშვის სტაციონარულ მკურნალობაზე უარი მშობლებმა განაცხადეს.

პაციენტისთვის შეთავაზებული იყო მკურნალობის-გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი, თვითნებურად დატოვეს კლინიკა“, - აცხადებს "გორმედის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ლია ლაზარაძე.

იხილეთ ასევე: