სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
83 წლის ასაკში გარდაიცვალა მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი რუსუდან ბერიძე
83 წლის ასაკში გარდაიცვალა მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი რუსუდან ბერიძე

83 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მე­რაბ კოს­ტა­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, მა­თე­მა­ტი­კო­სი, პე­და­გო­გი და პო­ლი­ტი­კო­სი რუ­სუ­დან ბე­რი­ძე.

"უდი­დე­სი მწუ­ხა­რე­ბით შე­ვი­ტყვე, რომ გარ­და­იც­ვა­ლა რუ­სუ­დან ბე­რი­ძე. ჩემ­თვის ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა, რო­გორც დე­ი­და რუ­სი­კო და უძ­ვირ­ფა­სე­სი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად “დრო­ის ლა­ბი­რინ­თუ­ლი, წი­ნა­უკ­მო სრბო­ლი­სა” რო­გორც გო­ე­თე იტყო­და ცნო­ბილ “მი­ძღვნა­ში,” ეს სა­ხე­ე­ბი ახ­ლოს არი­ან ჩავ­ლი­ლი ათწლე­უ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და თით­ქოს გუ­შინ იყო, როცა მე და ირაკ­ლი კოს­ტა­ვა, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ოთახ­ში დაგვტო­ვა რუ­სუ­დან­მა მა­თე­მა­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად და თა­ვად გა­და­ი­ნაც­ვლა სხვა ოთახ­ში, სა­დაც მე­რა­ბი, დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი ელოდ­ნენ", - წერს ზვი­ად გამ­სა­ხუ­რი­ას ვაჟი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რუ­სუ­დან ბე­რი­ძემ 1961 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი, 1965 წლი­დან იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის უმაღ­ლე­სი მა­თე­მა­ტი­კის კა­თედ­რის ლექ­ტო­რი, 1992-1995 წლებ­ში - სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი "მშვი­დო­ბა“.

ის იყო ვიცე-სპი­კე­რი და შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, 1997-2005 წლებ­ში იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­კი­თხებ­ში ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე.

რუ­სუ­დან ბე­რი­ძე არის 20 სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი, მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. მი­ღე­ბუ­ლი აქვს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მე­და­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

1969 წელს უმაღლესში მისაღები გამოცდების ჩაბარების წინ ქალბატონ რუსუდანთან ვემზადებოდი მათემათიკაში. ძალიან ძლიერი და მცოდნე სპეციალისტი იყო და ამასთან ერთად უაღრესად კეთილშობილი ახალგაზრდა მანდილოსანი.

ერთ დღეს მასთან მისული წარმოსადეგი ქართველი ვაჟკაცი ვნახე.

როგორც შემდეგ წლებში გაირკვა ის იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ კოსტავა, რომელიც მაშინ 30 წლის იყო...

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები!

და მათთან ერთად მათი ერთადერთი შვილის ირაკლის ხსოვნა და განათლებაც!

ზეციურ სათაყვანებელ საქართველოში ახლა ერთად არიან!

ამინ!

გურამ ჯ
1

კარგი ადამიანი. ძლიერი მათემატიკოსი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

83 წლის ასაკში გარდაიცვალა მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი რუსუდან ბერიძე

83 წლის ასაკში გარდაიცვალა მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი რუსუდან ბერიძე

83 წლის ასაკში გარდაიცვალა მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე, მათემატიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე.

"უდიდესი მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა რუსუდან ბერიძე. ჩემთვის ყოველთვის დარჩება, როგორც დეიდა რუსიკო და უძვირფასესი ოჯახის წარმომადგენელი. მიუხედავად “დროის ლაბირინთული, წინაუკმო სრბოლისა” როგორც გოეთე იტყოდა ცნობილ “მიძღვნაში,” ეს სახეები ახლოს არიან ჩავლილი ათწლეულების მიუხედავად და თითქოს გუშინ იყო, როცა მე და ირაკლი კოსტავა, სკოლის მოსწავლეები ოთახში დაგვტოვა რუსუდანმა მათემატიკური ამოცანების გამოსაყვანად და თავად გადაინაცვლა სხვა ოთახში, სადაც მერაბი, დედაჩემი და მამაჩემი ელოდნენ", - წერს ზვიად გამსახურიას ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

რუსუდან ბერიძემ 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1965 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ლექტორი, 1992-1995 წლებში - საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "მშვიდობა“.

ის იყო ვიცე-სპიკერი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 1997-2005 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

რუსუდან ბერიძე არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.