სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა გომელაურის სიცოცხლის ხე - გამოფენა თბილისის ღვინის მუზეუმში
ზურა გომელაურის სიცოცხლის ხე - გამოფენა თბილისის ღვინის მუზეუმში

20-დან 23 მა­ი­სის ჩათ­ვლით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დატ­კბეს გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრის ზურა გო­მე­ლა­უ­რის ნა­მუ­შევ­რე­ბით და ისი­ა­მოვ­ნოს იმ გა­რე­მო­თი, რო­მე­ლიც 17:00 სა­ა­თი­დან თბი­ლი­სის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს, გა­მორ­ჩე­ულ და ის­ტო­რი­ულ სა­გან­ძურ­ში, თბი­ლი­სის ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ში მი­სუ­ლებს დახ­ვდე­ბათ.

https://www.facebook.com/tbilisiwinemuseum

„სი­ცო­ცხლის ხე“- ამ სა­ხელ­წო­დე­ბის ირ­გვლივ, ზურა გო­მე­ლა­უ­რის მე­გობ­რე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ და მხატ­ვარს მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბის იდეა გა­აც­ნეს.

პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, ანა ჩან­გი­ანს, ნინო იო­სე­ლი­ან­სა და ეკა ხი­და­შელს მხატ­ვრის შე­მოქ­მე­დე­ბის დიდი ხნის მხარ­დამ­ჭე­რი კომ­პა­ნია - PSP და მისი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ნა­თია ხა­ბე­იშ­ვი­ლი შე­უ­ერ­თდა და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ძლი­ე­რი მუხ­ტით, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა ჰქვია, ამ­ჯე­რად ზურა გო­მე­ლა­უ­რის შე­მოქ­მე­დე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად.

რო­გორც ანა ჩან­გი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ზურა გო­მე­ლა­უ­რი მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი და ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას უძღვნის.

„ჩვენ გარ­შე­მო ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ­ნი თა­ვი­ან­თი პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ზე­ა­და­მი­ა­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით. ჩემ­თვის სწო­რედ ასე­თია ზურა გო­მე­ლა­უ­რი. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შე­მიძ­ლია, მას ჩემი მე­გო­ბა­რი ვუ­წო­დო და ვთქვა, რომ მე მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ. არა მხო­ლოდ მისი, არა­მედ მისი ოჯა­ხის და იმ სა­ო­ცა­რი გა­რე­მო­სი, რო­მე­ლიც ზუ­რამ სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბით შექ­მნა. მისი ენერ­გე­ტი­კა იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გას­ცდა კი­დეც იმ სივ­რცეს, რო­მელ­შიც თა­ვად ცხოვ­რობს და მთე­ლი თბი­ლი­სი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოც კი მო­იც­ვა.

გა­მო­ფე­ნის იდეა, რის გარ­შე­მოც გა­ვერ­თი­ან­დით, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც მე ჩემს მე­გობ­რებს გა­ვუ­ზი­ა­რე. შემ­დეგ უკვე ზუ­რას ვთხო­ვეთ, მო­ე­ცა უფ­ლე­ბა, რომ ჩვენ მის­თვის ერ­თგვა­რი სა­ჩუ­ქა­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ზუ­რას გა­მო­ფე­ნა ჩვე­ნი თა­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რია.

ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იმ სო­ცი­უ­მის­გან მი­ღე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბა და და­ფა­სე­ბაა, რო­მელ­საც სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას სწი­რავს. ესაა ის ერ­თგვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს აღე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე. რომ არა PSP-ს მხარ­და­ჭე­რა - ზუს­ტად იმ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, რომ­ლი­თაც ეს კომ­პა­ნია ცნო­ბი­ლია - არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. ჩემი აზ­რით, „სი­ცო­ცხლის ხის“ გარ­შე­მო გა­ვერ­თი­ან­დით ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გვინ­და, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი „სი­ცო­ცხლის ხე“ არ­სე­ბობ­დეს, რად­გან სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო იყოს ნა­თე­ლი, ფე­რა­დი და მარ­თლაც ბედ­ნი­ე­რე­ბით სავ­სე,“ - აღ­ნიშ­ნავს ანა ჩან­გი­ა­ნი.

„მხატ­ვარ ზურა გო­მე­ლა­ურ­თან PSP-ს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, კამ­პა­ნი­ის - „შენ­ზე ზრუნ­ვა მა­ბედ­ნი­ე­რებს“ - ფარ­გლებ­ში, უკვე რამ­დე­ნი­მე წელს ით­ვლის. პან­დე­მია უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში, ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ზურა გო­მე­ლა­ურს ახა­ლი წლის ფე­რა­დი და ჯა­დოს­ნუ­რი ინ­სტა­ლა­ცი­ის შექ­მნის თხოვ­ნით მივ­მარ­თეთ. 2021-ში, ახალ წელს, „ლო­ქ­და­უ­ნის“ დროს სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა PSP-ს აფ­თი­ა­ქე­ბის ვიტ­რი­ნებ­ზე გან­თავ­სე­ბულ­მა ზურა გო­მე­ლა­უ­რის ფე­რად­მა, ჯა­დოს­ნურ­მა და პო­ზი­ტი­ურ­მა ნაძ­ვის ხემ შექ­მნა. ბა­ტო­ნი ზუ­რას­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა ჩვე­ნი პრო­ექ­ტი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა.

ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მომ­დევ­ნო წელ­საც გაგ­რძელ­და. სა­ა­ხალ­წლოდ, PSP-სთვის ზურა გო­მე­ლა­უ­რის მიერ შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რით - „სი­ცო­ცხლის ხე“ - კამ­პა­ნია მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი და მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. წელს მხატ­ვრის გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას PSP სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­უ­ერ­თდა,“ - აცხა­დებს PSP-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ნა­თია ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

გა­მო­ფე­ნა, ერ­თგვა­რად, ახა­ლი პრო­ექ­ტის და­ა­ნონ­სე­ბაც იქ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც „კავ­კა­სი­ის ფე­რე­ბი“ და ზურა გო­მე­ლა­უ­რი ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვე­ბენ. რო­გორც მხატ­ვრის მე­გო­ბა­რი, მარ­კე­ტო­ლო­გი ნინო იო­სე­ლი­ა­ნი გან­მარ­ტავს, ამ პრო­ექ­ტით, ქარ­თუ­ლი ტექ­სტი­ლი და ქარ­თუ­ლი მხატ­ვრო­ბა გა­ერ­თი­ან­დე­ბა.

„ზურა გო­მე­ლა­უ­რი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი, კარ­გი მხატ­ვა­რია და მას დიდი ხა­ნია, გა­მო­ფე­ნა არ ჰქო­ნია. გვინ­და, რომ ეს გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა თბი­ლი­სის ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ში გა­კეთ­დეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ემბლე­მა­ტუ­რი ად­გი­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­მო­ფე­ნის კონ­ცეფ­ცია „სი­ცო­ცხლის ხე“ გახ­ლავთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზად და ორი­გი­ნა­ლუ­რად იქ­ნე­ბა წარ­მო­ჩე­ნი­ლი. გვინ­და, უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ ჩვენს მხატ­ვრებ­სა და ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბას, ზურა გო­მე­ლა­უ­რი კი, ამას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს. მისი მხატ­ვრო­ბა ქარ­თულ ლე­გენ­დებ­ზე, ზღაპ­რებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მან გა­ა­თა­ნა­მედ­რო­ვა და თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სა­კუ­თა­რი ხედ­ვით წარ­მო­ა­ჩი­ნა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გაგ­ვიჩ­ნდა იდეა, ამ გა­მო­ფე­ნის ფარ­გლებ­ში, და­ვა­ა­ნონ­სოთ „კავ­კა­სი­ის ფე­რე­ბი­სა“ და ზურა გო­მე­ლა­უ­რის კო­ლა­ბო­რა­ცია, რო­მე­ლიც ნა­ტუ­რა­ლურ ტექ­სტილ­ზე ნა­ტუ­რა­ლუ­რი სა­ღე­ბა­ვე­ბით მო­ხა­ტუ­ლი შარ­ფე­ბის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს. ეს ექ­სკლუ­ზი­უ­რი და ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბა იქ­ნე­ბა. ჩვენ და­ვამ­ზა­დებთ აბ­რე­შუმს, რო­მელ­საც, ასე­ვე ჩვენ მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ღე­ბა­ვე­ბით, ზურა ხე­ლით მო­ხა­ტავს. ამ პრო­ექ­ტის შე­დე­გად, შე­იქ­მნე­ბა ქარ­თუ­ლი, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტი და ქარ­თულ ტექ­სტილს ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბას და­ვუ­კავ­ში­რებთ,“ - აღ­ნიშ­ნავს ნინო იო­სე­ლი­ა­ნი.

ზურა გო­მე­ლა­უ­რის კი­დევ ერთი მე­გობ­რის, მარ­კე­ტო­ლოგ ეკა ხი­და­შე­ლის თქმით, მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რე­ბი უკვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­ძუ­რად იქცა. ამი­ტო­მაც იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რე­ბი იქ­მნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„ჩვენ არა მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი, არა­მედ მისი შე­მოქ­მე­დე­ბის დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. ზუ­რას მსგავ­სი მხატ­ვა­რი დღეს ძა­ლი­ან ცო­ტაა, ამ ყვე­ლა­ფერს კი, მოფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. სწო­რე­დაც რომ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხია, სხვა თვა­ლით შევ­ხე­დოთ და სწო­რად შე­ვა­ფა­სოთ ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მის შე­მოქ­მე­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ჩვენ გვინ­და ადა­მი­ა­ნებს მივ­ცეთ მუხ­ტი, რათა მათ უფრო მე­ტად და­ა­ფა­სონ ზურა გო­მე­ლა­უ­რი. ვინც ერთხელ მა­ინც ყო­ფი­ლა მის სა­ხე­ლოს­ნო­ში და­მე­თან­ხმე­ბა, რომ აქა­უ­რო­ბა სამ­ხატ­ვრო სა­მო­თხეა. იქ სა­ო­ცა­რი აუ­რაა, რო­მელ­საც უშუ­ა­ლო და სი­კე­თით სავ­სე მხატ­ვა­რი თა­ვი­სი პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბით ქმნის,“ - აცხა­დებს ეკა ხი­და­შე­ლი.

ზურა გო­მე­ლა­უ­რის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნას ცნო­ბი­ლი მხატ­ვრის ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი, ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე გა­უ­ძღვე­ბა და მო­სულ სტუმ­რებს ზუ­რას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბევრ უც­ნობ და სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს გა­აც­ნობს.

20 მა­ისს 17:00 სა­ა­თი­დან ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ზურა გო­მე­ლა­უ­რი კი­დევ ერთხელ ამოგ­ზა­უ­რებს ჯა­დოს­ნურ და ზღაპ­რულ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. მო­სულ სტუმ­რებს თბი­ლი­სის ღვი­ნის მუ­ზე­უ­მი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის, ლე­გენ­დე­ბი­სა და ფუნ­ქცი­ო­ნა­ლით დატ­ვირ­თულ უნი­კა­ლურ სივ­რცე­ში უმას­პინ­ძლებს.

R

ემბლემატური
0

Რას ნიშნავს????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ზურა გომელაურის სიცოცხლის ხე - გამოფენა თბილისის ღვინის მუზეუმში

ზურა გომელაურის სიცოცხლის ხე - გამოფენა თბილისის ღვინის მუზეუმში

20-დან 23 მაისის ჩათვლით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს გამორჩეული თანამედროვე მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრებით და ისიამოვნოს იმ გარემოთი, რომელიც 17:00 საათიდან თბილისის ერთ-ერთ უძველეს, გამორჩეულ და ისტორიულ საგანძურში, თბილისის ღვინის მუზეუმში მისულებს დახვდებათ.

https://www.facebook.com/tbilisiwinemuseum

„სიცოცხლის ხე“- ამ სახელწოდების ირგვლივ, ზურა გომელაურის მეგობრები გაერთიანდნენ და მხატვარს მისი პერსონალური გამოფენის ორგანიზების იდეა გააცნეს.

პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებს, ანა ჩანგიანს, ნინო იოსელიანსა და ეკა ხიდაშელს მხატვრის შემოქმედების დიდი ხნის მხარდამჭერი კომპანია - PSP და მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ხაბეიშვილი შეუერთდა და სოციალური პასუხისმგებლობის ძლიერი მუხტით, რომელსაც ქართული ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა ჰქვია, ამჯერად ზურა გომელაურის შემოქმედების საზოგადოებაში პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

როგორც ანა ჩანგიანი აღნიშნავს, ზურა გომელაური მისთვის განსაკუთრებული მხატვარი და ადამიანია, რომელიც საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებას საკუთარ ქვეყანას უძღვნის.

„ჩვენ გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არიან განსაკუთრებულნი თავიანთი პიროვნული ღირსებებით, შესაძლებლობებით, შემოქმედებითა და სხვა ადამიანების მიმართ ზეადამიანური სიყვარულით. ჩემთვის სწორედ ასეთია ზურა გომელაური. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, მას ჩემი მეგობარი ვუწოდო და ვთქვა, რომ მე მისი გულშემატკივარი ვარ. არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ოჯახის და იმ საოცარი გარემოსი, რომელიც ზურამ საკუთარი პიროვნული ღირსებებითა და შემოქმედებით შექმნა. მისი ენერგეტიკა იმდენად ძლიერია, რომ ეს ყველაფერი გასცდა კიდეც იმ სივრცეს, რომელშიც თავად ცხოვრობს და მთელი თბილისი, მთელი საქართველოც კი მოიცვა.

გამოფენის იდეა, რის გარშემოც გავერთიანდით, სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც მე ჩემს მეგობრებს გავუზიარე. შემდეგ უკვე ზურას ვთხოვეთ, მოეცა უფლება, რომ ჩვენ მისთვის ერთგვარი საჩუქარი გაგვეკეთებინა. სინამდვილეში, ზურას გამოფენა ჩვენი თავისა და საზოგადოების მიმართ გაკეთებული საჩუქარია.

ხელოვანი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი იმ სოციუმისგან მიღებული აღიარება და დაფასებაა, რომელსაც საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებას სწირავს. ესაა ის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს აღებული საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე. რომ არა PSP-ს მხარდაჭერა - ზუსტად იმ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომლითაც ეს კომპანია ცნობილია - არაფერი გამოვიდოდა. ჩემი აზრით, „სიცოცხლის ხის“ გარშემო გავერთიანდით ადამიანები, რომლებსაც გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი „სიცოცხლის ხე“ არსებობდეს, რადგან სწორედ ეს ადამიანები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი სულიერი სამყარო იყოს ნათელი, ფერადი და მართლაც ბედნიერებით სავსე,“ - აღნიშნავს ანა ჩანგიანი.

„მხატვარ ზურა გომელაურთან PSP-ს თანამშრომლობა, კამპანიის - „შენზე ზრუნვა მაბედნიერებს“ - ფარგლებში, უკვე რამდენიმე წელს ითვლის. პანდემია უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამ პერიოდში, ქართველი ხელოვანების მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, ზურა გომელაურს ახალი წლის ფერადი და ჯადოსნური ინსტალაციის შექმნის თხოვნით მივმართეთ. 2021-ში, ახალ წელს, „ლოქდაუნის“ დროს სადღესასწაულო განწყობა PSP-ს აფთიაქების ვიტრინებზე განთავსებულმა ზურა გომელაურის ფერადმა, ჯადოსნურმა და პოზიტიურმა ნაძვის ხემ შექმნა. ბატონი ზურასთვისაც საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი პროექტი და საზოგადოებაში მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა.

ჩვენი თანამშრომლობა მომდევნო წელსაც გაგრძელდა. საახალწლოდ, PSP-სთვის ზურა გომელაურის მიერ შექმნილი ნამუშევრით - „სიცოცხლის ხე“ - კამპანია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. წელს მხატვრის გამოფენის მოწყობის ინიციატივას PSP სიამოვნებით შეუერთდა,“ - აცხადებს PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ხაბეიშვილი.

გამოფენა, ერთგვარად, ახალი პროექტის დაანონსებაც იქნება, რომელზეც „კავკასიის ფერები“ და ზურა გომელაური ერთობლივად იმუშავებენ. როგორც მხატვრის მეგობარი, მარკეტოლოგი ნინო იოსელიანი განმარტავს, ამ პროექტით, ქართული ტექსტილი და ქართული მხატვრობა გაერთიანდება.

„ზურა გომელაური ძალიან ცნობილი, კარგი მხატვარია და მას დიდი ხანია, გამოფენა არ ჰქონია. გვინდა, რომ ეს გამოფენა-გაყიდვა თბილისის ღვინის მუზეუმში გაკეთდეს, რომელიც ძალიან ემბლემატური ადგილია. მოგეხსენებათ, გამოფენის კონცეფცია „სიცოცხლის ხე“ გახლავთ. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად და ორიგინალურად იქნება წარმოჩენილი. გვინდა, უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს მხატვრებსა და ქართულ ხელოვნებას, ზურა გომელაური კი, ამას ნამდვილად იმსახურებს. მისი მხატვრობა ქართულ ლეგენდებზე, ზღაპრებზეა დაფუძნებული, რომლებიც მან გაათანამედროვა და თავის შემოქმედებაში საკუთარი ხედვით წარმოაჩინა.

ღონისძიების პარალელურად, გაგვიჩნდა იდეა, ამ გამოფენის ფარგლებში, დავაანონსოთ „კავკასიის ფერებისა“ და ზურა გომელაურის კოლაბორაცია, რომელიც ნატურალურ ტექსტილზე ნატურალური საღებავებით მოხატული შარფების შექმნას გულისხმობს. ეს ექსკლუზიური და ლიმიტირებული წარმოება იქნება. ჩვენ დავამზადებთ აბრეშუმს, რომელსაც, ასევე ჩვენ მიერ დამზადებული სპეციალური საღებავებით, ზურა ხელით მოხატავს. ამ პროექტის შედეგად, შეიქმნება ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ქართულ ტექსტილს ქართულ ხელოვნებას დავუკავშირებთ,“ - აღნიშნავს ნინო იოსელიანი.

ზურა გომელაურის კიდევ ერთი მეგობრის, მარკეტოლოგ ეკა ხიდაშელის თქმით, მხატვრის ნამუშევრები უკვე საქართველოს საგანძურად იქცა. ამიტომაც იმ ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია, რომელთა მეშვეობითაც მხატვრის ნამუშევრები იქმნება, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ არა მხოლოდ მეგობრები, არამედ მისი შემოქმედების დიდი გულშემატკივრები ვართ. ზურას მსგავსი მხატვარი დღეს ძალიან ცოტაა, ამ ყველაფერს კი, მოფრთხილება სჭირდება. სწორედაც რომ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია, სხვა თვალით შევხედოთ და სწორად შევაფასოთ ის ღირებულებები, რომლებიც მის შემოქმედებას უკავშირდება. ჩვენ გვინდა ადამიანებს მივცეთ მუხტი, რათა მათ უფრო მეტად დააფასონ ზურა გომელაური. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მის სახელოსნოში დამეთანხმება, რომ აქაურობა სამხატვრო სამოთხეა. იქ საოცარი აურაა, რომელსაც უშუალო და სიკეთით სავსე მხატვარი თავისი პიროვნული ღირსებებითა და შემოქმედებით ქმნის,“ - აცხადებს ეკა ხიდაშელი.

ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენას ცნობილი მხატვრის ერთგული მეგობარი, ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება და მოსულ სტუმრებს ზურას შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ბევრ უცნობ და საინტერესო დეტალებს გააცნობს.

20 მაისს 17:00 საათიდან ქართველ საზოგადოებას ზურა გომელაური კიდევ ერთხელ ამოგზაურებს ჯადოსნურ და ზღაპრულ შემოქმედებაში. მოსულ სტუმრებს თბილისის ღვინის მუზეუმი მრავალწლიანი ისტორიის, ლეგენდებისა და ფუნქციონალით დატვირთულ უნიკალურ სივრცეში უმასპინძლებს.

R