სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან დეპუტატები, ვინც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის არჩევაში დაეხმარნენ?
ვინ არიან დეპუტატები, ვინც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის არჩევაში დაეხმარნენ?

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რო­ბის კან­დი­დატ­თა­გან, პარ­ლა­მენ­ტის ე.წ. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით 3 არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რი - ტრის­ტან ბე­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გზო­ბა­ვა და ზუ­რაბ გუ­რას­პაშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. კენ­ჭისყრა ფა­რუ­ლი იყო და მათ მხარ­და­სა­ჭე­რად ხმე­ბი ასე და­ფიქ­სირ­და: 93-91-93. ამის­თვის უმ­რავ­ლე­სო­ბას ოპო­ზი­ცი­ის 5 ხმა დას­ჭირ­და.

მას შემ­დეგ, რაც აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ სა­ჭი­რო ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა შეძ­ლეს, ოპო­ზი­ცი­ამ პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ტო­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, კენ­ჭისყრა შე­ჩერ­და. არა­და, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში კი­დევ 2 წევ­რია ასარ­ჩე­ვი.

"იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს არ­ჩევ­ნებ­ზე ვი­ღაც 5-მა "ქო­ცებს“ მის­ცა ხმა. ჩვენ და ელი­საშ­ვი­ლე­ბი რომ არ ვი­ყა­ვით, ეგ ვიცი. ერთ რიგ­ში ვსხედ­ვართ. ახლა გა­სარ­კვე­ვია, ვინ იყო“, - და­წე­რა "გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა ჰერ­მან სა­ბომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"გირ­ჩის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, იაგო ხვი­ჩი­ას თქმით, დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სიით არი­ან გა­სუ­ლი პარ­ლა­მენ­ტში.

დე­პუ­ტატ ანა წით­ლი­ძის გან­ცახ­დე­ბით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ნიკა მა­ჭუ­ტა­ძეა.

ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა "ტვ პირ­ვე­ლის" პრი­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ხმა მის­ცა, თუმ­ცა არ და­ა­სა­ხე­ლა მათი ვი­ნა­ო­ბა.

ქარ­და­ვას თქმით, გეგ­მა­ში ჰქონ­და 29-ვე კან­დი­და­ტის­თვის და­ე­ჭი­რა მხა­რი.

"ხმა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მი­ვე­ცი. იმე­დი მაქვს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვი­საც ხმა მი­ვე­ცი, არ იყ­ვნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი ვინც სი­ა­ში იყ­ვე­ნენ ძა­ლი­ან სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. "ოც­ნე­ბას­თან" სა­უ­ბა­რიც არ მქო­ნია გა­რი­გე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მან. .

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხმა ასე­ვე მის­ცეს: ნატო და როს­ტომ ჩხე­ი­ძე­ებ­მა და დი­ლარ ხა­ბუ­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

თუ ადამიანი ღირსეულია რატომ არ უნდა მისცენ ხმა? თუ ყველა ხმა ერთი და იგივეს წყვეტს, რატომ ვინახავთ ამდენ დეპუტატს, მაშინ თუ პარტია გაიყვანს 40 დეპუტატს, , ხელფასი ერთს გადავუხადოთ და 40 ხმა ჰქონდეს, ფულუც დაიზიგება და ნერვებიც

ბორიაყი
1

სითაც ფული იშრიალბს იქეთ მივეძალები.......

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ვინ არიან დეპუტატები, ვინც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის არჩევაში დაეხმარნენ?

ვინ არიან დეპუტატები, ვინც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის არჩევაში დაეხმარნენ?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან, პარლამენტის ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93. ამისთვის უმრავლესობას ოპოზიციის 5 ხმა დასჭირდა.

მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მათ საჭირო ოპოზიციური ხმების მობილიზება შეძლეს, ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, შესაბამისად, კენჭისყრა შეჩერდა. არადა, იუსტიციის საბჭოში კიდევ 2 წევრია ასარჩევი.

"იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა "ქოცებს“ მისცა ხმა. ჩვენ და ელისაშვილები რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი. ერთ რიგში ვსხედვართ. ახლა გასარკვევია, ვინ იყო“, - დაწერა "გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ სოციალურ ქსელში.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს, "ნაციონალური მოძრაობის“ სიით არიან გასული პარლამენტში.

დეპუტატ ანა წითლიძის განცახდებით, ერთ-ერთი მათგანი ნიკა მაჭუტაძეა.

ბაჩუკი ქარდავა "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პლენარულ სხდომაზე რამდენიმე ადამიანს ხმა მისცა, თუმცა არ დაასახელა მათი ვინაობა.

ქარდავას თქმით, გეგმაში ჰქონდა 29-ვე კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი.

"ხმა რამდენიმე ადამიანს მივეცი. იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს შორის, ვისაც ხმა მივეცი, არ იყვნენ "ქართული ოცნების" კანდიდატები. ძალიან ბევრი ვინც სიაში იყვენენ ძალიან საპატივცემულო ადამიანები იყვნენ. "ოცნებასთან" საუბარიც არ მქონია გარიგებაზე", - განაცხადა მან. .

კულუარული ინფორმაციით, ხმა ასევე მისცეს: ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა.