სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპორტფესტი იწყება - წლის ყველაზე მრავალფეროვანი და სახალისო სპორტული ღონისძიება!
სპორტფესტი იწყება - წლის ყველაზე მრავალფეროვანი და სახალისო სპორტული ღონისძიება!

პირ­ვე­ლი სპორ­ტუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­არ­სდა. ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნია, გა­ა­ერ­თი­ა­ნოს სპორ­ტის ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ფეს­ტი­ვალ­ზე ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს შე­უძ­ლია იპო­ვოს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა, ად­გილ­ზე სცა­დოს სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, შეხ­ვდეს პრო­ფე­სი­ო­ნალ სპორ­ტსმე­ნებს. სტუმ­რე­ბი ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ, რაც კი­დევ უფრო გა­აღ­ვი­ვებს მათ ინ­ტე­რესს და და­ეხ­მა­რე­ბა სა­მო­მავ­ლოდ არ­ჩე­ვა­ნი მათ­თვის სა­სურ­ველ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა­ზე შე­ა­ჩე­რონ. სპორ­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს კი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ დამ­სწრე აუ­დი­ტო­რი­ას სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბი გა­აც­ნონ, და­ა­ინ­ტე­რე­სონ და მი­ი­ზი­დონ მოყ­ვა­რუ­ლე­ბი.

“შარ­შან ღო­ნის­ძი­ე­ბა ისე­თი კარ­გი გა­მო­ვი­და, რომ წელს გა­დავ­წყვი­ტეთ ორ­ჯერ ჩა­ვა­ტა­როთ, გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე. პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა 20-21 მა­ისს ექ­სპო ჯორ­ჯი­ას მე-11 პა­ვი­ლი­ონ­სა და მის გარე სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლი არ ეხე­ბა მხო­ლოდ სპორ­ტს, ის ქმნის სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის მიმ­დე­ვარ სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლებ­სთვის. ფეს­ტი­ვა­ლი მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს შე­იკ­რი­ბონ და იმ­ხი­ა­რუ­ლონ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რა ასა­კის ხართ ან რა გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ, ფეს­ტი­ვალ­ზე ყვე­ლას­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა”, - ამ­ბობს სპორ­ტფეს­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - რეზი პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

გა­გაც­ნობთ ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბებს: ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი, გოჯუ რიუ, ჯიუ-ჯიცუ, ბე­ის­ბო­ლი, ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თი, ფა­რი­კა­ო­ბა, პა­დე­ლი, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი, ავ­ტოს­პორ­ტი, ვე­ლოს­პორ­ტი, სამ­თო სპორ­ტი და სხვა.

ვი­ზი­ტო­რებს შე­უძ­ლი­ათ სხვა­დას­ხვა სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ვარ­ჯი­ში, პა­ნელ დის­კუ­ზი­ა­ზე დას­წრე­ბა და ცნო­ბი­ლი სპი­კე­რე­ბის მოს­მე­ნა, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა. მა­ღა­ზი­ე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ უახ­ლეს სპორ­ტულ ინ­ვენ­ტარს.

სპორ­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა და ჯან­სა­ღი შე­ჯიბ­რი, ასე­ვე ბევ­რი სი­ურპრი­ზი და სა­ჩუ­ქა­რი ექ­სპო ჯორ­ჯი­ას შიდა და გარე ტე­რი­ტო­რი­ას გა­ა­ხა­ლი­სებს.

სპორ­ტფეს­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - რეზი პეტ­რი­აშ­ვი­ლი:

რო­გორ და­ი­წყო სპორ­ტფეს­ტი და რო­გორ გან­ვი­თარ­და ის წინა წელ­თან შე­და­რე­ბით?

სპორ­ტფეს­ტი პირ­ვე­ლად 2022 წელს ჩა­ვა­ტა­რეთ. ეს იყო პირ­ვე­ლი ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ჯან­სა­ღი ფეს­ტი­ვა­ლი. და­ინ­ტე­რე­სე­ბა უზარ­მა­ზა­რი იყო და ვი­ცო­დი, რომ ფეს­ტი­ვა­ლი ტრა­დი­ცი­ულ სა­ხეს მი­ი­ღებ­და. წელს 2 ღო­ნის­ძი­ე­ბაა და­გეგ­მი­ლი და წინა წელ­თან შე­და­რე­ბით მას­შტა­ბე­ბიც გა­ი­ზარ­და. ექ­სპო ჯორ­ჯი­ას მე-11 პა­ვი­ლი­ონ­სა და მის ეზო­ში პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თე­ბა და აქ­ცენ­ტი ქუ­ჩის სპორტზე გა­კეთ­დე­ბა.

რამ მოგ­ცათ შთა­გო­ნე­ბა წა­მო­გე­წყოთ ფეს­ტი­ვა­ლი?

მე თვი­თონ სპორ­ტის დიდი ენ­თუ­ზი­ას­ტი ვარ. პრო­ფე­სი­უ­ლად არ­ცერ­თი სპორ­ტით არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა ფორ­მით სპორ­ტის უამ­რავ სა­ხე­ო­ბას­თან ბავ­შვო­ბი­დან ვარ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა შთა­მა­გო­ნა შე­მექ­მნა ისე­თი რამ, რის გარ­შე­მოც შე­იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ჩემ­ნა­ი­რი სუ­ლის­კვე­თე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი, გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ, თუმ­ცა მათ ერთი რამ - სპორ­ტის სიყ­ვა­რუ­ლი და შე­ჯიბ­რის ჟინი აერ­თი­ა­ნებთ. მინ­დო­და ყვე­ლას თავი ამ ერ­თი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლად ეგ­რძნო და შეძ­ლე­ბო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

რა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი შეგ­ხვდათ ფეს­ტი­ვა­ლის გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზა­ზე?

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, ალ­ბათ, მა­ინც პირ­ვე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი იყო. შარ­შან ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო, მხო­ლოდ გუნ­დის ხედ­ვით დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა უამ­რა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფეს­ტი­ვალ­ში. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლამ მა­შინ­ვე ირ­წმუ­ნა, რომ ეს წა­მო­წყე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და და თა­მა­მად დაგ­ვიდ­გნენ გვერ­დში. ასე­ვე, საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო მოკ­ლე დრო­ში ამ­ხე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, თუმ­ცა Alice Q-ს დახ­მა­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად წა­რი­მარ­თა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც და სტუმ­რე­ბიც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩნენ, მათ მო­ლო­დი­ნებს აშ­კა­რად გა­და­ვა­ჭარ­ბეთ.

წელს რა დახ­ვდე­ბათ სტუმ­რებს ახა­ლი?

40 -მდე სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. იქ­ნე­ბა გა­მო­ფე­ნა, თა­მა­შე­ბი, ვარ­ჯი­შე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი, შე­ჯიბ­რე­ბი, სპი­კე­რე­ბის გა­მოს­ვლე­ბი, კვე­ბა და მუ­სი­კა.

რას ეტყო­დით ვი­ზი­ტო­რებს?

ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი მარ­ტი­ვია: მოდი და და­ის­ვე­ნე, იპო­ვე შენი სპორ­ტი და გა­ერ­თე! იმე­დი გვაქვს წელ­საც გა­ვა­ხა­ლი­სებთ და შთა­ვა­გო­ნებთ ჩვენ სტუმ­რებს, რომ სა­მოყ­ვა­რუ­ლო ან პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე, თუნ­დაც, მეტი სი­ჯან­სა­ღის­თვის და­კავ­დნენ სპორ­ტით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

სპორტფესტი იწყება - წლის ყველაზე მრავალფეროვანი და სახალისო სპორტული ღონისძიება!

სპორტფესტი იწყება - წლის ყველაზე მრავალფეროვანი და სახალისო სპორტული ღონისძიება!

პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში 2022 წელს დაარსდა. ფესტივალის მიზანია, გააერთიანოს სპორტის ენთუზიასტები, პროფესიონალები, გულშემატკივრები და სპორტული ორგანიზაციები. ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია იპოვოს მისთვის საინტერესო სპორტის სახეობა, ადგილზე სცადოს სხვადასხვა სპორტული აქტივობა, შეხვდეს პროფესიონალ სპორტსმენებს. სტუმრები ფესტივალზე წარმოდგენილი სპორტის ყველა სახეობასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, რაც კიდევ უფრო გააღვივებს მათ ინტერესს და დაეხმარება სამომავლოდ არჩევანი მათთვის სასურველ სპორტის სახეობაზე შეაჩერონ. სპორტულ ორგანიზაციებს კი საშუალება ექნებათ დამსწრე აუდიტორიას საკუთარი მიღწევები გააცნონ, დააინტერესონ და მიიზიდონ მოყვარულები.

“შარშან ღონისძიება ისეთი კარგი გამოვიდა, რომ წელს გადავწყვიტეთ ორჯერ ჩავატაროთ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. პირველი ღონისძიება 20-21 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონსა და მის გარე სივრცეში გაიმართება.

ფესტივალი არ ეხება მხოლოდ სპორტს, ის ქმნის სასიამოვნო გარემოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ სპორტის მოყვარულებსთვის. ფესტივალი მათ საშუალებას აძლევს შეიკრიბონ და იმხიარულონ. მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის ხართ ან რა გამოცდილება გაქვთ, ფესტივალზე ყველასთვის მოიძებნება საინტერესო აქტივობა”, - ამბობს სპორტფესტის დამფუძნებელი - რეზი პეტრიაშვილი.

გაგაცნობთ ფესტივალზე წარმოდგენილ სპორტის სახეობებს: ფეხბურთი, კალათბურთი, გოჯუ რიუ, ჯიუ-ჯიცუ, ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი, ფარიკაობა, პადელი, მაგიდის ჩოგბურთი, ავტოსპორტი, ველოსპორტი, სამთო სპორტი და სხვა.

ვიზიტორებს შეუძლიათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა, ვარჯიში, პანელ დისკუზიაზე დასწრება და ცნობილი სპიკერების მოსმენა, ჯანსაღი საკვების დაგემოვნება. მაღაზიები წარმოადგენენ უახლეს სპორტულ ინვენტარს.

სპორტული სულისკვეთება და ჯანსაღი შეჯიბრი, ასევე ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი ექსპო ჯორჯიას შიდა და გარე ტერიტორიას გაახალისებს.

სპორტფესტის დამფუძნებელი - რეზი პეტრიაშვილი:

როგორ დაიწყო სპორტფესტი და როგორ განვითარდა ის წინა წელთან შედარებით?

სპორტფესტი პირველად 2022 წელს ჩავატარეთ. ეს იყო პირველი ასეთი მრავალფეროვანი და ჯანსაღი ფესტივალი. დაინტერესება უზარმაზარი იყო და ვიცოდი, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებდა. წელს 2 ღონისძიებაა დაგეგმილი და წინა წელთან შედარებით მასშტაბებიც გაიზარდა. ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონსა და მის ეზოში პირველად გაიმართება და აქცენტი ქუჩის სპორტზე გაკეთდება.

რამ მოგცათ შთაგონება წამოგეწყოთ ფესტივალი?

მე თვითონ სპორტის დიდი ენთუზიასტი ვარ. პროფესიულად არცერთი სპორტით არ ვარ დაკავებული, მაგრამ სხვადასხვა ფორმით სპორტის უამრავ სახეობასთან ბავშვობიდან ვარ დაკავშირებული. სპორტის სიყვარულმა შთამაგონა შემექმნა ისეთი რამ, რის გარშემოც შეიკრიბებოდნენ ჩემნაირი სულისკვეთების ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ინტერესი, გამოცდილება და შესაძლებლობები აქვთ, თუმცა მათ ერთი რამ - სპორტის სიყვარული და შეჯიბრის ჟინი აერთიანებთ. მინდოდა ყველას თავი ამ ერთიანობის ნაწილად ეგრძნო და შეძლებოდა მონაწილეობა.

რა დაბრკოლებები და სირთულეები შეგხვდათ ფესტივალის გახორციელების გზაზე?

ყველაზე რთული, ალბათ, მაინც პირველი ფესტივალი იყო. შარშან ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, მხოლოდ გუნდის ხედვით დაგვერწმუნებინა უამრავი ორგანიზაცია, რომ მიეღო მონაწილეობა ფესტივალში. თუმცა, საბედნიეროდ, ყველამ მაშინვე ირწმუნა, რომ ეს წამოწყება წარმატებული იქნებოდა და თამამად დაგვიდგნენ გვერდში. ასევე, საკმაოდ რთული იყო მოკლე დროში ამხელა ღონისძიების ორგანიზება, თუმცა Alice Q-ს დახმარებით ყველაფერი იდეალურად წარიმართა და მონაწილეებიც და სტუმრებიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, მათ მოლოდინებს აშკარად გადავაჭარბეთ.

წელს რა დახვდებათ სტუმრებს ახალი?

40 -მდე სპორტის სახეობა სხვადასხვა სახით იქნება წარმოდგენილი. იქნება გამოფენა, თამაშები, ვარჯიშები, საჩუქრები, შეჯიბრები, სპიკერების გამოსვლები, კვება და მუსიკა.

რას ეტყოდით ვიზიტორებს?

ჩვენი გზავნილი მარტივია: მოდი და დაისვენე, იპოვე შენი სპორტი და გაერთე! იმედი გვაქვს წელსაც გავახალისებთ და შთავაგონებთ ჩვენ სტუმრებს, რომ სამოყვარულო ან პროფესიულ დონეზე, თუნდაც, მეტი სიჯანსაღისთვის დაკავდნენ სპორტით.

R