სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედიატრების აცხადებენ, რომ რიგ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩუტყვავილით და ქუნთრუშით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა გაიზარდა
პედიატრების აცხადებენ,  რომ რიგ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩუტყვავილით და ქუნთრუშით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა გაიზარდა

რიგ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ჩუ­ტყვა­ვი­ლით და ქუნთრუ­შით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პე­დი­ატრმა, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა თა­მარ ობ­გა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მა­ტე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

პე­დი­ატ­რის გან­მარ­ტე­ბით, ჩუ­ტყვა­ვი­ლა გა­მოწ­ვე­უ­ლია ჰერ­პე­სის ჯგუ­ფის ვირუ­სით, მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტი­პის, გან­სა­კუთ­რე­ბით ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი, ქა­ვი­ლი და ტემ­პე­რა­ტუ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ქუნთრუ­შას, პე­დი­ატ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი გა­მომ­წვე­ვია A-ჯგუ­ფის β-ჰე­მო­ლი­ზუ­რი სტრეპ­ტო­კო­კი, რო­მელ­საც ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გა­დამ­დებ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს.

"პი­რა­დი მა­გა­ლი­თით, ჩვე­ნი კლი­ნი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ჩუ­ტყვა­ვი­ლა და ქუნთრუ­შა გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს აქვს მო­ნა­ცე­მე­ბი, თუ რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ჩვენს კლი­ნი­კა­ში, პე­დი­ატ­რებ­თან მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლია. წინა წლებ­ში ასე­თი სტა­ტის­ტი­კა არ გვქონ­და. რო­გორც მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, სხვა კლი­ნი­კებ­შიც არის შემ­თხვე­ვე­ბი.

ორი ინ­ფექ­ცია იპყრობს დღეს ყუ­რა­დღე­ბას, კერ­ძოდ ჩუ­ტყვა­ვი­ლა და ქუნთრუ­შა, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მარ­თლაც მო­ი­მა­ტა. ჩუ­ტყვა­ვი­ლა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა და მისი აფეთ­ქე­ბე­ბი რე­ა­ლუ­რად წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ხდე­ბა ხოლ­მე, ამა­ში სა­ო­ცა­რი არა­ფე­რია.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს მა­ტე­ბა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მი­დან, მთელ რიგ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სტეპ­ტო­კო­კუ­რი ფა­რინ­გი­ტის და ქუნთრუ­შას შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და. ეს ასა­ხუ­ლია ჯან­მო-ს სტა­ტის­ტი­კა­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში.

ჩუ­ტყვა­ვი­ლის და და ქუნთრუ­შას დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ავა­დო­ბენ ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვე­ბი. ქუნთრუ­შა და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლამ­დე ასაკ­შიც შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს. ორი­ვე მათ­გა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია გა­მო­ნა­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბა, თუმ­ცა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ორი­ვე შემ­თხვე­ვა.

ჩუ­ტყვა­ვი­ლა გა­მოწ­ვე­უ­ლია ჰერ­პე­სის ჯგუ­ფის ვირუ­სით. მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტი­პის, გან­სა­კუთ­რე­ბით ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი, ქა­ვი­ლი და შე­საძ­ლოა იყოს ტემ­პე­რა­ტუ­რაც. და­ა­ვა­დე­ბის ჩამ­თავ­რე­ბა 1 კვი­რის ვა­და­ში ხდე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ ჩუ­ტყვა­ვი­ლა გა­დამ­დე­ბია გა­მო­ნა­ყა­რის გან­ვი­თა­რე­ბამ­დე 2 დღით ადრე.

რაც შე­ე­ხე­ბა ქუნთრუ­შას, აქ ვი­თა­რე­ბა სხვაგ­ვა­რად არის. მისი გა­მომ­წვე­ვია A-ჯგუ­ფის β-ჰე­მო­ლი­ზუ­რი სტრეპ­ტო­კო­კი, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გა­დამ­დებ­ლო­ბა. ის ასე­ვე გა­დამ­დე­ბია, თუ ჭრი­ლო­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია და ვე­ხე­ბით. სტრეპ­ტო­კო­კით გა­მოწ­ვე­უ­ლია არა­მარ­ტო ქუნთრუ­შა, არა­მედ სტრეპ­ტო­კო­კუ­ლი ფა­რინ­გი­ტი, ხა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა და ან­თე­ბა. მას ახა­სი­ა­თებს კა­ნის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაც, ცხე­ლე­ბა, შე­საძ­ლოა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს ყე­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი, გა­მო­ნა­ყა­რი. ჩუ­ტყვა­ვი­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქ გა­მო­ნა­ყა­რი სხვაგ­ვა­რია. წი­თე­ლი კა­ნის ფონ­ზე წვრი­ლი გა­მო­ნა­ყა­რით ხა­სი­ათ­დე­ბა, ასე­ვე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია "ხან­ძა­რი ხა­ხა­ში“. ძლი­ე­რი სი­წით­ლე, ჩირ­ქო­ვა­ნი ნა­დე­ბი, ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის შე­შუ­პე­ბა და გა­დი­დე­ბა. ვი­ნა­ი­დან ჩუ­ტყვა­ვი­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბით ბაქ­ტე­რი­უ­ლია, აქ აუ­ცი­ლებ­ლად ინიშ­ნე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კო თე­რა­პია, რო­მე­ლიც 10 დღის ვა­და­ში გრძელ­დე­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ რო­დე­საც ან­ტი­ბი­ო­ტი­კის პირ­ვე­ლი დო­ზის მი­ღე­ბა ხდე­ბა, პირი 24 სა­ა­თის შემ­დეგ გა­დამ­დე­ბი აღარ არის“, - აღ­ნიშ­ნა პე­დი­ატრმა.

მან რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ რო­დე­საც ბავ­შვს გა­მო­ნა­ყა­რი და ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს, მშო­ბელ­მა ის ბაღ­სა და სკო­ლა­ში არ უნდა წა­იყ­ვა­ნოს. მი­სი­ვე თქმით, ჩუ­ტყვა­ვი­ლას დროს საკ­მა­რი­სია სი­ცხის დამ­წე­ვის მი­ღე­ბა, თბი­ლი სი­თხე­ე­ბი და ბავ­შვის ბა­ნა­ო­ბა, რად­გან კა­ნის სი­სუფ­თა­ვე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს.

"რო­დე­საც ამ­ჩნევთ, რომ ბავ­შვს ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს, ან გა­მო­ნა­ყა­რი, არ წა­იყ­ვა­ნოთ ბაღ­სა და სკო­ლა­ში. მას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ესა თუ ის ინ­ფექ­ცია და სხვა ბავ­შვე­ბის­თვის გა­დამ­დე­ბი იყოს. ბავ­შვს მი­ე­ცით თბი­ლი სი­თხე­ე­ბი. რო­დე­საც ბავ­შვს ჩუ­ტყვა­ვი­ლა აქვს, საკ­მა­რი­სია სი­თხის დამ­წე­ვი, თბი­ლი სი­თხე­ე­ბი. აუ­ცი­ლებ­ლად ვა­ბა­ნა­ოთ ბავ­შვი. მშობ­ლებ­ში გვხვდე­ბა მო­საზ­რე­ბა, რომ ბავ­შვი არ უნდა ვა­ბა­ნა­ოთ, პი­რი­ქით, კანი ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რის ჭიშ­კა­რია და მისი სი­სუფ­თა­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ყო­ველ სა­ღა­მოს ვა­ბა­ნა­ოთ ბავ­შვი რბი­ლი და­სა­ბა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე რო­მე­ლი­მე ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი ხსნა­რით და­ვა­მუ­შა­ოთ ელე­მენ­ტე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ქუნთრუ­შას, აქ ბავ­შვს არ ვუშ­ვებთ სა­ბავ­შვო კო­ლექ­ტი­ვებ­ში და ვას­რუ­ლებთ ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ზედ­მი­წევ­ნით“, - აღ­ნიშ­ნა პე­დი­ატრმა.

!!
0

ანუ, მარტივად რომ ავხსნათ, ვაბანაოთ–არ ვაბანაოთ, თუ როგორ მოვიქცეთ, მაინც ოჯახის ექიმს უნდა დავეკითხოთ. შეიძლება, ქუნთრუშა გვეგონოს და სხვა რამ აღმოჩნდეს. თვითმკურნალობა არ გვინდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

პედიატრების აცხადებენ, რომ რიგ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩუტყვავილით და ქუნთრუშით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა გაიზარდა

პედიატრების აცხადებენ,  რომ რიგ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩუტყვავილით და ქუნთრუშით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა გაიზარდა

რიგ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩუტყვავილით და ქუნთრუშით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა გაიზარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ განუცხადა, მატება მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი.

პედიატრის განმარტებით, ჩუტყვავილა გამოწვეულია ჰერპესის ჯგუფის ვირუსით, მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი ტიპის, განსაკუთრებით ბუშტუკოვანი გამონაყარი, ქავილი და ტემპერატურა. რაც შეეხება ქუნთრუშას, პედიატრის ინფორმაციით, მისი გამომწვევია A-ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელსაც ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებლობა ახასიათებს.

"პირადი მაგალითით, ჩვენი კლინიკის გათვალისწინებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩუტყვავილა და ქუნთრუშა გავრცელებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს მონაცემები, თუ რა ხდება ქვეყანაში. ჩვენს კლინიკაში, პედიატრებთან მომართვიანობა გაზრდილია. წინა წლებში ასეთი სტატისტიკა არ გვქონდა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, სხვა კლინიკებშიც არის შემთხვევები.

ორი ინფექცია იპყრობს დღეს ყურადღებას, კერძოდ ჩუტყვავილა და ქუნთრუშა, რომელთა რაოდენობამ მართლაც მოიმატა. ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციაა და მისი აფეთქებები რეალურად წლის განმავლობაში პერიოდულად ხდება ხოლმე, ამაში საოცარი არაფერია.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მატება მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არ არის დამახასიათებელი. გასული წლის შემოდგომიდან, მთელ რიგ ევროპულ ქვეყანასა და შეერთებულ შტატებში სტეპტოკოკური ფარინგიტის და ქუნთრუშას შემთხვევები დაფიქსირდა. ეს ასახულია ჯანმო-ს სტატისტიკასა და რეკომენდაციებში.

ჩუტყვავილის და და ქუნთრუშას დროს განსაკუთრებით ავადობენ ადრეული ასაკის ბავშვები. ქუნთრუშა დაახლოებით 15 წლამდე ასაკშიც შეიძლება შეგვხვდეს. ორივე მათგანისთვის დამახასიათებელია გამონაყარით მიმდინარე დაავადება, თუმცა სრულიად განსხვავებულია ორივე შემთხვევა.

ჩუტყვავილა გამოწვეულია ჰერპესის ჯგუფის ვირუსით. მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი ტიპის, განსაკუთრებით ბუშტუკოვანი გამონაყარი, ქავილი და შესაძლოა იყოს ტემპერატურაც. დაავადების ჩამთავრება 1 კვირის ვადაში ხდება. საინტერესოა ის, რომ ჩუტყვავილა გადამდებია გამონაყარის განვითარებამდე 2 დღით ადრე.

რაც შეეხება ქუნთრუშას, აქ ვითარება სხვაგვარად არის. მისი გამომწვევია A-ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელსაც ახასიათებს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებლობა. ის ასევე გადამდებია, თუ ჭრილობა დაბინძურებულია და ვეხებით. სტრეპტოკოკით გამოწვეულია არამარტო ქუნთრუშა, არამედ სტრეპტოკოკული ფარინგიტი, ხახის დაზიანება და ანთება. მას ახასიათებს კანის ინფექციური დაავადებაც, ცხელება, შესაძლოა გამოხატული იყოს ყელის ძლიერი ტკივილი, გამონაყარი. ჩუტყვავილასგან განსხვავებით, აქ გამონაყარი სხვაგვარია. წითელი კანის ფონზე წვრილი გამონაყარით ხასიათდება, ასევე დამახასიათებელია "ხანძარი ხახაში“. ძლიერი სიწითლე, ჩირქოვანი ნადები, ლიმფური კვანძების შეშუპება და გადიდება. ვინაიდან ჩუტყვავილასგან განსხვავებით ბაქტერიულია, აქ აუცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკო თერაპია, რომელიც 10 დღის ვადაში გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ანტიბიოტიკის პირველი დოზის მიღება ხდება, პირი 24 საათის შემდეგ გადამდები აღარ არის“, - აღნიშნა პედიატრმა.

მან რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ბავშვს გამონაყარი და ტემპერატურა აქვს, მშობელმა ის ბაღსა და სკოლაში არ უნდა წაიყვანოს. მისივე თქმით, ჩუტყვავილას დროს საკმარისია სიცხის დამწევის მიღება, თბილი სითხეები და ბავშვის ბანაობა, რადგან კანის სისუფთავე შენარჩუნებული იყოს.

"როდესაც ამჩნევთ, რომ ბავშვს ტემპერატურა აქვს, ან გამონაყარი, არ წაიყვანოთ ბაღსა და სკოლაში. მას შეიძლება ჰქონდეს ესა თუ ის ინფექცია და სხვა ბავშვებისთვის გადამდები იყოს. ბავშვს მიეცით თბილი სითხეები. როდესაც ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, საკმარისია სითხის დამწევი, თბილი სითხეები. აუცილებლად ვაბანაოთ ბავშვი. მშობლებში გვხვდება მოსაზრება, რომ ბავშვი არ უნდა ვაბანაოთ, პირიქით, კანი ინფექციის შეჭრის ჭიშკარია და მისი სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია. ყოველ საღამოს ვაბანაოთ ბავშვი რბილი დასაბანი საშუალებით, ასევე რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით დავამუშაოთ ელემენტები. რაც შეეხება ქუნთრუშას, აქ ბავშვს არ ვუშვებთ საბავშვო კოლექტივებში და ვასრულებთ ექიმის დანიშნულებას ზედმიწევნით“, - აღნიშნა პედიატრმა.