ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს.
"2004 წლიდან მოყოლებული, 17 მაისს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.
საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას.
სწორედ ლგბტ+ პირთა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინონ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება.
სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ლგბტ+ ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები.
შესაბამისად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შენ არ გემახსოვრება ,მაგრამ გაცნობებ,რომ ვახტანგ ჭაბუკიანი ,სერგო ფარაჯანოვი ,ელენე ახვლედიანი.....ლგტბ-ს წარმომადგენლები იყვნენ ,მაგრამ ამ ქვეყანაში მათთვის შეურაცყოფა არავის მიუყენებია! რატომ? იმიტომ რომ, არ მართავდნენ გეი-ალღუმებს და არც პროპაგანდას ეწეოდნენ ამ ავადმყოფოფის!
ჰომოფობია ნეოლიბერალების მიერ შემოგდებული ალოგიკური ტერმინია,რაც პირველ რიგში საზოგადოების მანიპულაციას და მათი იდელოლგიის მოწინააღმდეგე ინდივიდების სტიგმატიზაციას ემასუხერება. Homo ლათინურად ადამიანს ნიშნავს Phobos ბერძნულად შიშს, შესაბამისად ქართულად როგორ "ადამიანების მოშიში" ისე თარგმნება. და სად არის აქ ლოგიკა? ჯერ ერთი არატრადიციული სექსუალური უმცირესობა რატომა არის ზოგადად ადამიანის სინონიმი და მეორეც ჩემთვის თუ რამე ქცევის ნორმა ან პათოლოგია, მაგალითად პედოფილიაც მიუღებელია ეგ ნიშნავს,რომ მათი მეშინია ანუ პედოფილოფობი ვარ? :D დანარჩენ მარგალიტებზე აღარ ვიტყვი, სიტვევი ტრანსი და ბიო , ტრანსსექსუალებს და ბიოსექსუალებს რომ მიაბეს მაინცდამაინც.
P.S კიდევ ერთი მინდა ვთქვა, LGBT თემების ლობირება, ფემინიზმი და ა.შ ვისაც კლასიკური დასავლური კულტურის პირმშო გგონიათ, გარგად გადახედეთ ისტორიას, მაგალითად ვინები იყვნენ და რას აკეთებდნენ ფემინიზმის "დედები: ლუქსემბურგი და ცეტკინი, ან რას წერნენ ისეთი ბაჯაღლო ბოლშევიკები,როგორიც ტროცკი იყო, საზოგადოების მოწყობაზე, ოჯახსა და მის როლზე, ცოლ ქმრობაზე და .შ.