მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალგაზრდა მშობლები დავკარგეთ... ცხოვრება ზურამ გაგვაგრძელებინა" - დიდ ქართველ მსახიობს ზურაბ ქაფიანიძეს უმცროსი დები იხსენებენ
"ახალგაზრდა მშობლები დავკარგეთ... ცხოვრება ზურამ გაგვაგრძელებინა" - დიდ ქართველ მსახიობს ზურაბ ქაფიანიძეს უმცროსი დები იხსენებენ

მსა­ხი­ობ ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მისი კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს ხში­რად იხ­სე­ნე­ბენ და სი­ა­მოვ­ნე­ბით ჰყვე­ბი­ან. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ ის არა მარ­ტო დიდი მსა­ხი­ო­ბი, დიდი გუ­ლის ადა­მი­ა­ნიც იყო, რა­საც ყო­ველ ნა­ბი­ჯში ავ­ლენ­და.

ასე მა­გა­ლი­თა, ერთხელ, მძი­მე წლებ­ში, მსა­ხი­ობს თურ­მე ერთ-ერთი ფილ­მის ჰო­ნო­რა­რი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. მა­ღა­ზი­ა­ში შე­სულს უნა­ხავს კაცი, რო­მე­ლიც იდგა და წვა­ლობ­და - 4 შვი­ლის სამ­ყოფ სა­ნო­ვა­გეს ვერ ყი­დუ­ლობ­და, ფული არ ჰყოფ­ნი­და. ამის შემ­ყუ­რე ზუ­რამ ჯი­ბი­დან ფული ამო­ი­ღო: - აი, ძმაო, ნა­ხე­ვა­რი შენ და ნა­ხე­ვა­რი - მე. იყი­დე, რაც გინ­დაო. კაცი სი­ხა­რუ­ლის­გან თურ­მე და­მუნჯდა და შვი­ლებ­თან სა­ნო­ვა­გით დატ­ვირ­თუ­ლი წა­ვი­და…

წლე­ბის შემ­დეგ კი ასე­თი რამ მოხ­და თურ­მე, ქუ­ჩა­ში მო­მა­ვალ მსა­ხი­ობს სი­ცი­ლით კაცი შე­ე­გე­ბა, - მე ის ვარ, თქვენ რომ 1000 ლარი აჩუ­ქეთ, იმ ფუ­ლით ოჯა­ხიც გა­მოვ­კვე­ბე და რა­ღაც საქ­მეც წა­მო­ვი­წყე. ახლა მე მინ­და, გა­ჩუ­ქოთ - თან 1000 დო­ლა­რი მაქვს და ნა­ხე­ვა­რი თქვენ, ნა­ხე­ვა­რი - მეო…

ასე­თი ამ­ბა­ვი მისი ცხოვ­რე­ბი­დან არა­ერ­თია...

ასევე დაგაინტერესებთ
23:12 / 30-06-2014

ზურა ქაფიანიძის შვილს ჯუდ ლოუს ამსგავსებენ

ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე ოჯახ­ში უფ­რო­სი შვი­ლი იყო. მის შემ­დეგ ქა­ფი­ა­ნი­ძე­ებს ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ კი­დევ ორი შვი­ლი გა­უჩ­ნდათ. ზურა შუ­ა­თა­ნა დაზე 15 წლით იყო უფ­რო­სი, უმ­ცროს­ზე კი - 18-თ. მათ დედ­მა­მიშ­ვი­ლო­ბა­ზე, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და...

Ambebi.ge - ს რეს­პონ­დენ­ტე­ბი ახლა სწო­რედ ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არი­ან. ისი­ნი ჩვენ­თან ძმას დიდი სიყ­ვა­რუ­ლით, სით­ბო­თი და მო­ნატ­რე­ბით იხ­სე­ნე­ბენ.

ნელი (ნენო) ქა­ფი­ა­ნი­ძე:

- ჩემი მშობ­ლე­ბის შუ­ა­თა­ნა შვი­ლი ვარ. და-ძმის მი­მართ რა­ღაც დე­დუ­რი გან­ცა თა­ვი­დან­ვე მქონ­და. ორი­ვეს დე­დის გა­და­სა­ხე­დი­დან ვუ­ყუ­რებ­დი.

მა­რი­ნე (მანო) ქა­ფი­ა­ნი­ძე, უმ­ცრო­სი და:

- მშობ­ლებს ძა­ლი­ან გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვყავ­დი. ზურა კი­დევ უფრო მე­ტად მა­ნე­ბივ­რებ­და. ასაკ­ში დიდი სხვა­ო­ბა იყო. ჩვენ­თან სუფ­რა რომ იშ­ლე­ბო­და, სულ მის­კენ მი­ვი­წევ­დი, მი­ვე­წე­ბე­ბო­დი და არ ვშორ­დე­ბო­დი. გა­იხ­სნი­და პე­რანგს, შე­მის­ვამ­და, მაჭ­მევ­და, მა­ს­მევ­და და იქვე ვი­ძი­ნებ­დი. იმ დროს ზურა უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვაჟ­კა­ცი იყო, მე კი პა­წა­წი­ნა გოგო ვი­ყა­ვი. როცა ჩვენ­თან ვინ­მე ჩვენ­თან კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნებ­და და მე ვხდე­ბო­დი, ზურა მა­მა­ჩე­მი ეგო­ნათ, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, - მამა სახ­ლში­აო?

ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე ძმა გვყავ­და. არა­ნორ­მა­ლუ­რი მო­ფე­რე­ბა იცო­და. მამა სულ ეჩხუ­ბე­ბო­და, - ფრთხი­ლად, არა­ფე­რი მო­ტე­ხოო. ხან ოთა­ხი­დან გა­მო­აგ­დებ­და, მაგ­რამ მეც გა­მო­ვე­კი­დე­ბო­დი და ზურ­გზე შე­ვახ­ტე­ბო­დი. მამა კი ხელს ჩა­იქ­ნევ­და და საქ­მეს გა­აგ­რძე­ლებ­და...

ზურა სტუ­დენ­ტი რომ გახ­და, ოთახ­ში, სა­დაც ცხოვ­რობ­და, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ფა­ჩუ­ჩე­ბი ეკი­და... რომ და­ი­ფი­ცებ­და, მა­რი­ნეს ვფი­ცა­ვა­რო, მთელ­მა სა­მე­გობ­რომ იცო­და, რომ იქ ეჭ­ვის შე­ტა­ნა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და... დები კაკ­ლის მუ­რა­ბას ვი­პა­რავ­დით ხოლ­მე, დედა გვეხ­ვე­წე­ბო­და, სტუმ­რის­თვის ერთი ქილა მა­ინც და­მი­ტო­ვე­თო. რომ მო­ვი­პა­რავ­დით, ზუ­რას ვაბ­რა­ლებ­დით, რო­მე­ლიც მუ­რა­ბას სა­ერ­თოდ არ ჭამ­და. რა იყო ზური, რა მო­გი­ვი­და, - ერთხელ დე­დამ უსაყ­ვე­დუ­რა, მიხ­ვდა, რა­შიც იყო საქ­მე - რა მოხ­და, დედა, კაკ­ლის მუ­რა­ბა მო­მინ­და და შევ­ჭა­მეო, - და­იბ­რა­ლა. უზო­მოდ ვუყ­ვარ­დით...

დედა 17 წლის იყო, ზურა რომ გა­ა­ჩი­ნა, და-ძმა­სა­ვით იყ­ვნენ, ძა­ლი­ან თბი­ლი შვი­ლი იყო. არ მახ­სოვს, ზუ­რას­გან დე­დას იო­ტი­სო­დე­ნა­დაც გული სტკე­ნო­და. მამა უფრო მკაც­რი იყო. ხე­ო­ბა­ში (ონის რა­ი­ო­ნი) თა­ვის ვაჟ­კა­ცო­ბით და სიძ­ლი­ე­რით იყო გან­თქმუ­ლი. ზუ­რას მე­გობ­რე­ბი მას­თან ხე­ლის ჩა­მო­სარ­თმე­ვად სა­გან­გე­ბოდ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ.

ნელი:

- ჩვენ ერთი ძმაც გვყავ­და, მაგ­რამ ჩვი­ლო­ბა­ში, 1941 წელს ომი რომ და­ი­წყო, გა­ცი­ე­ბუ­ლა და გარ­და­იც­ვა­ლა... მშობ­ლებს იმის მერე კარ­გა ხანს პა­უ­ზა ჰქონ­დათ, შვი­ლი აღარ გა­ა­ჩი­ნეს. ჩვენ 15 და 18 წლის შემ­დეგ და­ვი­ბა­დეთ.

ნელი (ნენო) ქა­ფი­ა­ნი­ძე

- ასაკ­ში ასე­თი სხვა­ო­ბა რომ იყო, უფ­როს ძმას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გი­ჭირ­დათ?

ნელი:

- ხომ ვამ­ბობ, რბი­ლი, ტკბი­ლი ძმა გვყავ­და. თვა­ლებ­ში შე­მოგ­ხე­დავ­და და ხვდე­ბო­და, რა გვინ­დო­და, რა გვა­წუ­ხებ­და. უპ­რე­ტენ­ზიო იყო - სახ­ლში თუ სა­დი­ლი არ დახ­ვდე­ბო­და, არა უშავ­სო, - იტყო­და და თვი­თონ გა­ა­კე­თებ­და. არც იმა­ზე ბრაზ­დე­ბო­და, თუ პე­რან­გი და­სა­უ­თო­ვე­ბე­ლი დახ­ვდე­ბო­და. თუ რა­მეს დაგ­პირ­დე­ბო­და, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, არ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. იუ­გოს­ლა­ვი­ე­ლებ­თან ერ­თად, "ქორ­წი­ლი“ გა­და­ი­ღეს. პრე­მი­ე­რა­ზე უნდა წა­სუ­ლი­ყო და ვიდ­რე წა­ვი­დო­და, ყვე­ლა ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე კე-გე-ბე დაჰ­ყვე­ბო­და. ჩვენ იმ დროს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ექ­სკურ­სი­ა­ზე ხევ­სუ­რეთ­ში მივ­დი­ო­დით. ჩემს ლექ­ტორს ოთარ ური­დი­ას შეჰ­პირ­და, აუ­ცი­ლებ­ლად ამო­გა­კი­თხავ­თო. არა­და, მე­ო­რე დღეს მი­დი­ო­და, მაგ­რამ მა­ინც შეგ­ვპირ­და...

მთე­ლი სა­ნო­ვა­გე, რაც წა­ღე­ბუ­ლი გვქონ­და, იქ ერთ-ერ­თმა ჯგუფ­მა შეგ­ვი­ჭა­მა და ღამე კო­ცონს მშივ­რე­ბი შე­მო­ვუს­ხე­დით. გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დით, ვმღე­რო­დით და თავს ასე ვამ­ხნე­ვებ­დით. უცებ ჩვენ სი­ახ­ლო­ვეს მან­ქა­ნა გა­მოჩ­ნდა, ზუ­რამ პი­რო­ბის თა­ნახ­მად, ღა­მის 2 სა­ათ­ზე, მაგ­რამ მა­ინც ამოგ­ვა­კი­თხა. ერთი ყუთი შამ­პა­ნუ­რი და სურ­სა­თი ამოგ­ვი­ტა­ნა. სი­ტყვა არ გა­ტე­ხა, ამას­თა­ნა­ვე, დაგ­ვა­პუ­რა, შიმ­შილს გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა და წა­ვი­და.

- მის მსა­ხი­ო­ბო­ბას თქვე­ნი ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა?

მა­რი­ნე:

- მა­მას უნ­დო­და, რომ ეკო­ნო­მი­ურ­ზე შე­ე­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი და ასეც მოხ­და. "გე­პე­ი­ში“ შე­ი­ტა­ნა და იმ დროს რუს­თა­ველ­ზე ნაც­ნობ­თან მო­უ­წია ყოფ­ნამ, ბი­ჭე­ბი იდ­გნენ და რა­ღა­ცას ხუმ­რობ­დნენ, თურ­მე ხმა­მაღ­ლა გა­და­უ­ხარ­ხა­რია. ძა­ლი­ან მალე მას­თან ვი­ღაც მო­ვი­და, - აკა­კი ხო­რა­ვა გე­ძა­ხი­თო. ეს რომ გა­ვი­გე, სირ­ცხვი­ლის­გან კი­ნა­ღამ მოვ­კვდიო, - იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე... ბა­ტონ აკა­კის­თან რომ მი­ვი­და, მის­გან შე­ნიშ­ვნას ელო­და, მაგ­რამ... ვინ ხარ და სა­ი­და­ნო? - უკი­თხავს, - რა­ჭი­დან ვარ, ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე, აბი­ტუ­რი­ენ­ტი და "გე­პე­ი­ში“ მაქვს სა­ბუ­თე­ბი შე­ტა­ნი­ლიო. ახლა წახ­ვალ, იქი­დან სა­ბუ­თებს გა­მო­ი­ტან და თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში შე­მო­ი­ტა­ნო. ზურა სი­ხა­რუ­ლის­გან და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან გა­გი­ჟე­ბუ­ლა. ასეც მო­იქ­ცა.

იმ პე­რი­ოდ­ში ერთი ულა­მა­ზე­სი რაჭ­ვე­ლი გოგო უყ­ვარ­და, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და... თე­ატ­რა­ლურ­ზე ჩა­ბა­რე­ბა ამი­ტო­მაც გა­უ­ხარ­და. ბა­ტო­ნი აკა­კი ყვე­ლა­ფერ­ში მი­ეხ­მა­რა, ამა­ნაც ივარ­გა, ოღონდ, ერთი სა­გა­ნი, რო­მელ­შიც აზ­რზე არ იყო, რუ­სუ­ლი გახ­ლდათ. გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რა. გა­მომ­ცდელს მის ნიშ­ნებ­ში რომ ჩა­უ­ხე­დავს (სულ 5-ები ეწე­რა), ეს ნიშ­ნე­ბი თვი­თონ მი­ი­ღეო? - კიო, - უპა­სუ­ხია. რუ­სუ­ლი არ იცი და მე ნი­შანს ვერ და­გი­წე­რო. ამა­სო­ბა­ში კარ­ზე ვი­ღა­ცამ და­ა­კა­კუ­ნა და გა­მომ­ცდელს პა­ტა­რა ფურ­ცე­ლი მი­ა­წო­და. აკა­კი ხო­რა­ვას წე­რი­ლი იყო, რო­მელ­შიც ეწე­რა: "ეს ჩემი კა­ცია, ნი­შანს და­უ­წერთ და გა­მო­უშ­ვებთ..."

ფილ­მი "ამ­ბა­ვი ივა­ნე კო­ტო­რაშ­ვი­ლი­სა" გა­და­ღე­ბი­სას

ზურა სულ ამ­ბობ­და, რომ აკა­კი ხო­რა­ვა მისი მე­ო­რე მამა იყო და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე მისი მად­ლი­ე­რი გახ­ლდათ.

ნელი:

- რო­გორ გულ­ღი­ა­დაც ჩა­მო­ვი­და დე­და­ქა­ლაქ­ში, თბი­ლი­სიც ასე­ვე თბი­ლად დახ­ვდა... პირ­ვე­ლად ფილმში რომ გა­და­ი­ღეს, სა­ჭი­რო გახ­და, რომ აქ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ჩა­ე­რი­ცხათ, მაგ­რამ შტატ­ში მი­ღე­ბა სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვი იყო. ამა­ვე დროს თბი­ლის­შიც უნდა ჩა­წე­რი­ლი­ყო. ესეც პრობ­ლე­მა იყო. ეს პრობ­ლე­მე­ბი გე­ნი­ა­ლურ­მა მსა­ხი­ობ­მა დოდო აბა­ში­ძემ გა­და­უჭ­რა, თა­ვის მე­გო­ბარ მი­ლი­ცი­ის უფ­როს­თან წა­იყ­ვა­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში იქ კოტე და­უშ­ვილს გა­მო­უვ­ლია, რომ გა­უ­გია მათი იქ ყოფ­ნის მი­ზე­ზი, თა­ვის მან­ქა­ნა უჩ­ვე­ნე­ბია, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ტით ყო­ფი­ლა სავ­სე, - ჩა­წე­რას რომ მორ­ჩე­ბით, წა­მო­იყ­ვა­ნეთ მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და ჩემ­თან წა­მო­დით, არ იფიქ­როს, რომ ზუ­რას დე­და­ქა­ლაქ­ში პატ­რო­ნი არ ჰყავ­სო. ჩემს ძმას დიდი მსა­ხი­ო­ბე­ბის მზრუნ­ვე­ლი ხელი არ აკ­ლდა და კოტე და­უშ­ვილ­საც დიდი სით­ბო­თი იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე.

აკა­კი ხო­რა­ვას ზურა იმ­დე­ნად ჰყავ­და გა­თა­მა­მე­ბუ­ლი, მან­ქა­ნა რომ დას­ჭირ­დე­ბო­და, ავ­ტო­ფა­რეხ­ში აკა­კი ხო­რა­ვას ხმით და­რე­კავ­და, - მან­ქა­ნა გა­მო­ვი­დე­სო. გა­მო­ვი­დო­და მან­ქა­ნა, დად­გე­ბო­და თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტ­თან, ზურა დაჯ­დე­ბო­და მი­დი­ო­და. მერე თა­ვად ბა­ტო­ნი აკა­კი რომ და­რე­კავ­და, ერთი სა­ა­თის წინ ხომ გა­მო­ვი­და თქვე­ნი მან­ქა­ნაო... გაბ­რა­ზე­ბულ აკა­კი ხო­რა­ვა რუ­სუ­ლად იტყო­და, - "აპი­აწ ეტოტ რა­ჭი­ნე­ცო“ და ფე­ხით მი­დო­და...

- მისი პირ­ვე­ლი ფილ­მი ალ­ბათ ოჯა­ხის წევ­რებ­ში დიდ ემო­ცი­ებს იწ­ვევ­და...

მა­რი­ნე:

- ზუ­რას პირ­ვე­ლი ფილ­მი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის "მიხა“ იყო. სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი იყო, რო­დე­საც ის ონის რა­ი­ონ­ში კი­ნო­ში მო­ი­ტა­ნეს. მთე­ლი რაჭა მოგ­როვ­და, ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლია იყო... ზუ­რას გმირს თავ­ში ფი­წა­ლი რომ ჩა­არჭ­ვეს, ტი­რი­ლი და­ვი­წყე. ბე­ბი­ა­ჩემ­მა და­ი­ძა­ხა - მო­გიკ­ვდეს ბე­ბი­აო... ასე­თი მსა­ხი­ო­ბი ძმა რომ გვყავ­და, ამით არას­დროს გვი­სარ­გებ­ლია.

მა­რი­ნე (მანო) ქა­ფი­ა­ნი­ძე

ზუ­რას ხალ­ხის სა­ერ­თო სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და, რაც სულ თან დაჰ­ყვე­ბო­და...

ჩვე­ნი მე­სა­ი­დუმ­ლეც იყო. სად­მე გა­და­ღე­ბა­ზე თუ იყო წა­სუ­ლი, წე­რი­ლებს გვწერ­და ხოლ­მე და ჩვენც გვა­ი­ძუ­ლებ­და, სა­პა­სუ­ხოდ მიგ­ვე­წე­რა.

ნელი:

- ვინც იცო­და, რომ ზუ­რას და ვი­ყა­ვი, მთე­ლი დე­და­ქა­ლა­ქის ლა­მაზ­მა­ნე­ბი შეხ­ვედ­რი­სას, სულ მე­ფე­რე­ბოდ­ნენ. ჩემ­თან მე­გობ­რო­ბა ყვე­ლას უნ­დო­და. ვინ სა­ჩუ­ქარს მიგ­ზავ­ნი­და და ვინ კომ­პლი­მენტს.

მა­რი­ნე:

- 90-ია­ნებ­ში გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი პე­რი­ოდ­ში, დი­ღომ­ში, თა­ვის სახ­ლში ღუ­მე­ლი დად­გა და იქ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნა, არ იცით, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი იყო, ყვე­ლა­ნი ერ­თად რომ ვი­ყა­ვით. ერ­თო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი კაცი გახ­ლდათ. სულ იმა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ისე­თი სახ­ლი აე­შე­ნე­ბი­ნა, რომ ყვე­ლას ერ­თად გვე­ცხოვ­რა.

ნელი:

- 90-ია­ნებ­ში პუ­რის სა­ო­ცა­რი რი­გე­ბი რომ იყო და არა­ფე­რი მუ­შა­ობ­და, ჩვენ­თან რომ მო­ვი­დო­და, მე-8 სარ­თულ­ზე ფე­ხით ვერ ამო­დი­ო­და. ეზო­დან გვი­ძახ­და: - ნე­ნოო, რო­გორ ხართ? ჩვენ გავ­ყოფ­დით თავს ფან­ჯა­რა­ში. - კარ­გად, ზური. - ხომ არა გში­ათ? - არა. - ხომ არა გცი­ვათ? - გვე­კი­თხე­ბო­და. ბო­ლოს იტყო­და, ბექა (ჩემი შვი­ლი) ჩა­მო­ვი­დე­სო. ჯი­ბე­ში თუ 2 თეთ­რი ჰქონ­და, გაგ­ვი­ყოფ­და. იმ წლებ­ში ნავთქუ­რაც მოგ­ვი­ტა­ნა... ხოლო ის ჩვე­ნი დი­ა­ლო­გი 2 კორ­პუსს ეს­მო­და...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, ჩვენ­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­და ასე­ვე ჩვენს მე­გობ­რებ­თა­ნაც...

- ცნო­ბი­ლი თა­მა­და იყო...

მა­რი­ნე:

- მახ­სოვს ზუ­რას მიერ წაყ­ვა­ნი­ლი სუფ­რე­ბი, სა­დაც დანა-ჩან­გლის გახ­მა­უ­რე­ბის შეგრცხვე­ბო­და... იქი­დან მშივ­რე­ბიც კი წა­მოვ­სულ­ვართ. სა­ო­ცარ სუფ­რას ჩა­ა­ტა­რებ­და, სა­დაც ის­მო­და ლექ­სი, სიმ­ღე­რა, იუ­მო­რი, სი­ცი­ლი. სუფ­რას ყო­ველ­თვის გა­სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი უს­ხდნენ და იქ არას­დროს იყო ღრე­ო­ბა. ლექ­სის, სიმ­ღე­რის, ურ­თი­ერ­თო­ბის, იუ­მო­რის ზე­ი­მი გახ­ლდათ და ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ზე დარ­დის და ფიქ­რის დრო... დღე­სას­წა­უ­ლის მომ­წყო­ბი ადა­მი­ა­ნი გვყავ­და. რო­მან­ტი­კო­სიც, ყვე­ლა­ფერ­ში სი­ლა­მა­ზეს ხე­დავ­და... ერთხელ სა­დღაც მივ­დი­ო­დით, ჩემ­მა დამ, - ვა­ი­მე, რა ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლი­აო, - მთა­ზე შე­ნიშ­ნა და წა­მო­ი­ძა­ხა. ზუ­რას მა­შინ "ნივა“ ჰქონ­და, ახ­ლა­ვეო, და­ატ­რი­ა­ლა მან­ქა­ნა და მთა­ზე აიყ­ვა­ნა, მო­უ­წყვი­ტა ის ყვა­ვი­ლი და მის­ცა. სად­მე წაყ­ვა­ნა­ზე უარს არა­სო­დეს გე­ტყო­და, ის კი არა, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ლა­მის სამ­ყა­როს მო­გა­ტა­რებ­და.

ვიდ­რე ხალ­ხი რეს­ტორ­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყებ­და სი­ა­რულს, სტუმ­რე­ბი ჩვენ­თან მოჰ­ყავ­და, და­ბა­დე­ბის დღე­ებს აქ ვიხ­დი­დით... რა გი­თხრათ, სწო­რად გაგ­ვი­გეთ, მაგ­რამ ჩვენს დედ­მა­მიშ­ვი­ლო­ბა­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და. თუმ­ცა ზო­გი­ერთს ეგო­ნა, რომ მკაც­რი კაცი იყო, არა­და, სა­ო­ცა­რად თვი­ნი­ე­რი, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მომ­წყო­ბი ადა­მი­ა­ნი, სულ იმას ცდი­ლობ­და, ადა­მი­ა­ნის­თვის ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა.

- რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა ზუ­რას გა­რე­შე?

ნელი:

- დიდ ხანს აზ­რზე ვერ მოვ­დი­ო­დით, რა ხდე­ბო­და. სულ ვე­ლო­დე­ბო­დით, სულ მეს­მო­და ჩემი ძმის ხმა. ვიდ­რე ცო­ცხა­ლი იყო, თუ ვინ­მე თვი­თონ არ აღ­მო­ა­ჩენ­და და არ მკი­თხავ­და - ზუ­რას და ხომ არ ვი­ტყა­ვი, ჩე­მით არ ვამ­ბობ­დი. მერე პი­რი­ქით მოხ­და, - მე ზუ­რას და ვარ - ამას ახლა სულ ვამ­ბობ...

მა­რი­ნე:

- ზუ­რას გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და. მის გა­რე­შე არ ვი­ცო­დით, რა უნდა გვექ­ნა... 22 წლის ვი­ყა­ვი, დედა და მამა ერთ წელს რომ გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა. საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა მშობ­ლე­ბი (დედა 57 წლის, მამა - 62-ის) დავ­კარ­გეთ. მათ გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ზუ­რამ გაგ­ვაგ­რძე­ლე­ბი­ნა. თვი­თონ იყო დე­დაც, მა­მაც და ძმაც - ჩვე­ნი პატ­რო­ნი. ამ ქვე­ყა­ნა­ზე რომ დავ­დი­ო­დი, იცით, რო­გო­რი ძლი­ე­რი ვი­ყა­ვი, მისი მფარ­ვე­ლო­ბის იმე­დი სულ მქონ­და. ზუ­რას შემ­დეგ კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­მი­ჭირ­და... დღემ­დე ვცდი­ლობთ, მისი გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის სწავ­ლას. ხალ­ხი ვინც ამ ამ­ბავს იგებ­და, გვე­უბ­ნე­ბო­და, ზურა მარ­ტო თქვენ კი არ მო­გიკ­ვდათ, ჩვენც მო­გიკ­ვდა, ყვე­ლას მო­უკ­ვდაო. ეს სი­ტყვე­ბი გულს მა­ლა­მოდ ედე­ბა ყო­ველ­თვის. როცა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ხოლ­მე და მის ხმას ამა თუ იმ ფილმში, თუ ჩა­ნა­წერ­ში მო­ვის­მენ, მხრებ­ში ვიშ­ლე­ბი... იქი­და­ნაც მეხ­მა­რე­ბა. თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვილ­მა ლექ­სი და­უ­წე­რა და გუ­ლით მინ­დო­და, საფ­ლა­ვის ქვა­ზე მისი სტრი­ქო­ნე­ბი დაგ­ვე­წე­რა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ წელს ეს შევ­ძე­ლი.

"ვერ გა­ცეკ­ვეს მე­ფის კარ­ზე,/ ვერ შეგცვა­ლა დრო­მო,/ სა­ქარ­თვე­ლოს ბედ-იღ­ბალ­ზე მოღ­რი­ა­ლე ლომო“.

ეროვ­ნუ­ლი კაცი იყო, არა­ფერს უფრთხო­და. უზო­მოდ უყ­ვარ­და თა­ვის ქვე­ყა­ნა. ამას სი­ტყვით და საქ­მით სულ გა­მო­ხა­ტავ­და. 9 აპ­რილს ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ვი­და სახ­ლში, ისეთ რა­ღა­ცებს ჰყვე­ბოდ­ნენ მას­ზე, სა­ერ­თოდ რო­გორ გა­დარ­ჩა? სულ იმას დარ­დობ­და, რომ ისეთ დროს არ მო­უხ­და სი­ცო­ცხლე, რომ ხმა­ლი აეღო და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ებ­რძო­ლა... ასე­თი იყო ჩენი საყ­ვა­რე­ლი ძმა...

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათელა
0

საქართველოს ყველა ოჯახის უსაყვარლესი შვილი,ზურაბ ქაფიანიძე

ეთერი
1

ნამდვილად გულიანი ადამიანი იყო,მთელ ერს უყვარდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ახალგაზრდა მშობლები დავკარგეთ... ცხოვრება ზურამ გაგვაგრძელებინა" - დიდ ქართველ მსახიობს ზურაბ ქაფიანიძეს უმცროსი დები იხსენებენ

"ახალგაზრდა მშობლები დავკარგეთ... ცხოვრება ზურამ გაგვაგრძელებინა" - დიდ ქართველ მსახიობს ზურაბ ქაფიანიძეს უმცროსი დები იხსენებენ

მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის ცხოვრების შესახებ მისი კოლეგები და მეგობრები საინტერესო ამბებს ხშირად იხსენებენ და სიამოვნებით ჰყვებიან. ამბობენ იმასაც, რომ ის არა მარტო დიდი მსახიობი, დიდი გულის ადამიანიც იყო, რასაც ყოველ ნაბიჯში ავლენდა.

ასე მაგალითა, ერთხელ, მძიმე წლებში, მსახიობს თურმე ერთ-ერთი ფილმის ჰონორარი ჰქონდა აღებული. მაღაზიაში შესულს უნახავს კაცი, რომელიც იდგა და წვალობდა - 4 შვილის სამყოფ სანოვაგეს ვერ ყიდულობდა, ფული არ ჰყოფნიდა. ამის შემყურე ზურამ ჯიბიდან ფული ამოიღო: - აი, ძმაო, ნახევარი შენ და ნახევარი - მე. იყიდე, რაც გინდაო. კაცი სიხარულისგან თურმე დამუნჯდა და შვილებთან სანოვაგით დატვირთული წავიდა…

წლების შემდეგ კი ასეთი რამ მოხდა თურმე, ქუჩაში მომავალ მსახიობს სიცილით კაცი შეეგება, - მე ის ვარ, თქვენ რომ 1000 ლარი აჩუქეთ, იმ ფულით ოჯახიც გამოვკვებე და რაღაც საქმეც წამოვიწყე. ახლა მე მინდა, გაჩუქოთ - თან 1000 დოლარი მაქვს და ნახევარი თქვენ, ნახევარი - მეო…

ასეთი ამბავი მისი ცხოვრებიდან არაერთია...

ზურაბ ქაფიანიძე ოჯახში უფროსი შვილი იყო. მის შემდეგ ქაფიანიძეებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კიდევ ორი შვილი გაუჩნდათ. ზურა შუათანა დაზე 15 წლით იყო უფროსი, უმცროსზე კი - 18-თ. მათ დედმამიშვილობაზე, როგორც ამბობენ, ლეგენდები დადიოდა...

Ambebi.ge - ს რესპონდენტები ახლა სწორედ ეს ქალბატონები არიან. ისინი ჩვენთან ძმას დიდი სიყვარულით, სითბოთი და მონატრებით იხსენებენ.

ნელი (ნენო) ქაფიანიძე:

- ჩემი მშობლების შუათანა შვილი ვარ. და-ძმის მიმართ რაღაც დედური განცა თავიდანვე მქონდა. ორივეს დედის გადასახედიდან ვუყურებდი.

მარინე (მანო) ქაფიანიძე, უმცროსი და:

- მშობლებს ძალიან გათამამებული ვყავდი. ზურა კიდევ უფრო მეტად მანებივრებდა. ასაკში დიდი სხვაობა იყო. ჩვენთან სუფრა რომ იშლებოდა, სულ მისკენ მივიწევდი, მივეწებებოდი და არ ვშორდებოდი. გაიხსნიდა პერანგს, შემისვამდა, მაჭმევდა, მასმევდა და იქვე ვიძინებდი. იმ დროს ზურა უკვე ჩამოყალიბებული ვაჟკაცი იყო, მე კი პაწაწინა გოგო ვიყავი. როცა ჩვენთან ვინმე ჩვენთან კარზე დააკაკუნებდა და მე ვხდებოდი, ზურა მამაჩემი ეგონათ, მეკითხებოდნენ, - მამა სახლშიაო?

ძალიან მოსიყვარულე ძმა გვყავდა. არანორმალური მოფერება იცოდა. მამა სულ ეჩხუბებოდა, - ფრთხილად, არაფერი მოტეხოო. ხან ოთახიდან გამოაგდებდა, მაგრამ მეც გამოვეკიდებოდი და ზურგზე შევახტებოდი. მამა კი ხელს ჩაიქნევდა და საქმეს გააგრძელებდა...

ზურა სტუდენტი რომ გახდა, ოთახში, სადაც ცხოვრობდა, ჩვენი ბავშვობის დროინდელი ფაჩუჩები ეკიდა... რომ დაიფიცებდა, მარინეს ვფიცავარო, მთელმა სამეგობრომ იცოდა, რომ იქ ეჭვის შეტანა აღარ შეიძლებოდა... დები კაკლის მურაბას ვიპარავდით ხოლმე, დედა გვეხვეწებოდა, სტუმრისთვის ერთი ქილა მაინც დამიტოვეთო. რომ მოვიპარავდით, ზურას ვაბრალებდით, რომელიც მურაბას საერთოდ არ ჭამდა. რა იყო ზური, რა მოგივიდა, - ერთხელ დედამ უსაყვედურა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე - რა მოხდა, დედა, კაკლის მურაბა მომინდა და შევჭამეო, - დაიბრალა. უზომოდ ვუყვარდით...

დედა 17 წლის იყო, ზურა რომ გააჩინა, და-ძმასავით იყვნენ, ძალიან თბილი შვილი იყო. არ მახსოვს, ზურასგან დედას იოტისოდენადაც გული სტკენოდა. მამა უფრო მკაცრი იყო. ხეობაში (ონის რაიონი) თავის ვაჟკაცობით და სიძლიერით იყო განთქმული. ზურას მეგობრები მასთან ხელის ჩამოსართმევად საგანგებოდ ემზადებოდნენ.

ნელი:

- ჩვენ ერთი ძმაც გვყავდა, მაგრამ ჩვილობაში, 1941 წელს ომი რომ დაიწყო, გაციებულა და გარდაიცვალა... მშობლებს იმის მერე კარგა ხანს პაუზა ჰქონდათ, შვილი აღარ გააჩინეს. ჩვენ 15 და 18 წლის შემდეგ დავიბადეთ.

ნელი (ნენო) ქაფიანიძე

- ასაკში ასეთი სხვაობა რომ იყო, უფროს ძმასთან ურთიერთობა არ გიჭირდათ?

ნელი:

- ხომ ვამბობ, რბილი, ტკბილი ძმა გვყავდა. თვალებში შემოგხედავდა და ხვდებოდა, რა გვინდოდა, რა გვაწუხებდა. უპრეტენზიო იყო - სახლში თუ სადილი არ დახვდებოდა, არა უშავსო, - იტყოდა და თვითონ გააკეთებდა. არც იმაზე ბრაზდებოდა, თუ პერანგი დასაუთოვებელი დახვდებოდა. თუ რამეს დაგპირდებოდა, გამორიცხული იყო, არ შეესრულებინა. იუგოსლავიელებთან ერთად, "ქორწილი“ გადაიღეს. პრემიერაზე უნდა წასულიყო და ვიდრე წავიდოდა, ყველა ფეხის ნაბიჯზე კე-გე-ბე დაჰყვებოდა. ჩვენ იმ დროს უნივერსიტეტიდან ექსკურსიაზე ხევსურეთში მივდიოდით. ჩემს ლექტორს ოთარ ურიდიას შეჰპირდა, აუცილებლად ამოგაკითხავთო. არადა, მეორე დღეს მიდიოდა, მაგრამ მაინც შეგვპირდა...

მთელი სანოვაგე, რაც წაღებული გვქონდა, იქ ერთ-ერთმა ჯგუფმა შეგვიჭამა და ღამე კოცონს მშივრები შემოვუსხედით. გიტარაზე ვუკრავდით, ვმღეროდით და თავს ასე ვამხნევებდით. უცებ ჩვენ სიახლოვეს მანქანა გამოჩნდა, ზურამ პირობის თანახმად, ღამის 2 საათზე, მაგრამ მაინც ამოგვაკითხა. ერთი ყუთი შამპანური და სურსათი ამოგვიტანა. სიტყვა არ გატეხა, ამასთანავე, დაგვაპურა, შიმშილს გადაგვარჩინა და წავიდა.

- მის მსახიობობას თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა?

მარინე:

- მამას უნდოდა, რომ ეკონომიურზე შეეტანა საბუთები და ასეც მოხდა. "გეპეიში“ შეიტანა და იმ დროს რუსთაველზე ნაცნობთან მოუწია ყოფნამ, ბიჭები იდგნენ და რაღაცას ხუმრობდნენ, თურმე ხმამაღლა გადაუხარხარია. ძალიან მალე მასთან ვიღაც მოვიდა, - აკაკი ხორავა გეძახითო. ეს რომ გავიგე, სირცხვილისგან კინაღამ მოვკვდიო, - იხსენებდა ხოლმე... ბატონ აკაკისთან რომ მივიდა, მისგან შენიშვნას ელოდა, მაგრამ... ვინ ხარ და საიდანო? - უკითხავს, - რაჭიდან ვარ, ზურაბ ქაფიანიძე, აბიტურიენტი და "გეპეიში“ მაქვს საბუთები შეტანილიო. ახლა წახვალ, იქიდან საბუთებს გამოიტან და თეატრალურ ინსტიტუტში შემოიტანო. ზურა სიხარულისგან და მოულოდნელობისგან გაგიჟებულა. ასეც მოიქცა.

იმ პერიოდში ერთი ულამაზესი რაჭველი გოგო უყვარდა, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა... თეატრალურზე ჩაბარება ამიტომაც გაუხარდა. ბატონი აკაკი ყველაფერში მიეხმარა, ამანაც ივარგა, ოღონდ, ერთი საგანი, რომელშიც აზრზე არ იყო, რუსული გახლდათ. გამოცდა ვერ ჩააბარა. გამომცდელს მის ნიშნებში რომ ჩაუხედავს (სულ 5-ები ეწერა), ეს ნიშნები თვითონ მიიღეო? - კიო, - უპასუხია. რუსული არ იცი და მე ნიშანს ვერ დაგიწერო. ამასობაში კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და გამომცდელს პატარა ფურცელი მიაწოდა. აკაკი ხორავას წერილი იყო, რომელშიც ეწერა: "ეს ჩემი კაცია, ნიშანს დაუწერთ და გამოუშვებთ..."

ფილმი "ამბავი ივანე კოტორაშვილისა" გადაღებისას

ზურა სულ ამბობდა, რომ აკაკი ხორავა მისი მეორე მამა იყო და ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი გახლდათ.

ნელი:

- როგორ გულღიადაც ჩამოვიდა დედაქალაქში, თბილისიც ასევე თბილად დახვდა... პირველად ფილმში რომ გადაიღეს, საჭირო გახდა, რომ აქ კინოსტუდიაში ჩაერიცხათ, მაგრამ შტატში მიღება სასწაული ამბავი იყო. ამავე დროს თბილისშიც უნდა ჩაწერილიყო. ესეც პრობლემა იყო. ეს პრობლემები გენიალურმა მსახიობმა დოდო აბაშიძემ გადაუჭრა, თავის მეგობარ მილიციის უფროსთან წაიყვანა. იმ პერიოდში იქ კოტე დაუშვილს გამოუვლია, რომ გაუგია მათი იქ ყოფნის მიზეზი, თავის მანქანა უჩვენებია, რომელიც პროდუქტით ყოფილა სავსე, - ჩაწერას რომ მორჩებით, წამოიყვანეთ მილიციის უფროსი და ჩემთან წამოდით, არ იფიქროს, რომ ზურას დედაქალაქში პატრონი არ ჰყავსო. ჩემს ძმას დიდი მსახიობების მზრუნველი ხელი არ აკლდა და კოტე დაუშვილსაც დიდი სითბოთი იხსენებდა ხოლმე.

აკაკი ხორავას ზურა იმდენად ჰყავდა გათამამებული, მანქანა რომ დასჭირდებოდა, ავტოფარეხში აკაკი ხორავას ხმით დარეკავდა, - მანქანა გამოვიდესო. გამოვიდოდა მანქანა, დადგებოდა თეატრალურ ინსტიტუტთან, ზურა დაჯდებოდა მიდიოდა. მერე თავად ბატონი აკაკი რომ დარეკავდა, ერთი საათის წინ ხომ გამოვიდა თქვენი მანქანაო... გაბრაზებულ აკაკი ხორავა რუსულად იტყოდა, - "აპიაწ ეტოტ რაჭინეცო“ და ფეხით მიდოდა...

- მისი პირველი ფილმი ალბათ ოჯახის წევრებში დიდ ემოციებს იწვევდა...

მარინე:

- ზურას პირველი ფილმი მერაბ კოკოჩაშვილის "მიხა“ იყო. საოცარი ამბავი იყო, როდესაც ის ონის რაიონში კინოში მოიტანეს. მთელი რაჭა მოგროვდა, ნამდვილი დღესასწაულია იყო... ზურას გმირს თავში ფიწალი რომ ჩაარჭვეს, ტირილი დავიწყე. ბებიაჩემმა დაიძახა - მოგიკვდეს ბებიაო... ასეთი მსახიობი ძმა რომ გვყავდა, ამით არასდროს გვისარგებლია.

მარინე (მანო) ქაფიანიძე

ზურას ხალხის საერთო სიყვარული ჰქონდა, რაც სულ თან დაჰყვებოდა...

ჩვენი მესაიდუმლეც იყო. სადმე გადაღებაზე თუ იყო წასული, წერილებს გვწერდა ხოლმე და ჩვენც გვაიძულებდა, საპასუხოდ მიგვეწერა.

ნელი:

- ვინც იცოდა, რომ ზურას და ვიყავი, მთელი დედაქალაქის ლამაზმანები შეხვედრისას, სულ მეფერებოდნენ. ჩემთან მეგობრობა ყველას უნდოდა. ვინ საჩუქარს მიგზავნიდა და ვინ კომპლიმენტს.

მარინე:

- 90-იანებში გაჭირვებული პერიოდში, დიღომში, თავის სახლში ღუმელი დადგა და იქ გადაგვიყვანა, არ იცით, როგორი ბედნიერი იყო, ყველანი ერთად რომ ვიყავით. ერთობის მოყვარული კაცი გახლდათ. სულ იმაზე ოცნებობდა, ისეთი სახლი აეშენებინა, რომ ყველას ერთად გვეცხოვრა.

ნელი:

- 90-იანებში პურის საოცარი რიგები რომ იყო და არაფერი მუშაობდა, ჩვენთან რომ მოვიდოდა, მე-8 სართულზე ფეხით ვერ ამოდიოდა. ეზოდან გვიძახდა: - ნენოო, როგორ ხართ? ჩვენ გავყოფდით თავს ფანჯარაში. - კარგად, ზური. - ხომ არა გშიათ? - არა. - ხომ არა გცივათ? - გვეკითხებოდა. ბოლოს იტყოდა, ბექა (ჩემი შვილი) ჩამოვიდესო. ჯიბეში თუ 2 თეთრი ჰქონდა, გაგვიყოფდა. იმ წლებში ნავთქურაც მოგვიტანა... ხოლო ის ჩვენი დიალოგი 2 კორპუსს ესმოდა...

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა იყო, ჩვენთან ძალიან მეგობრობდა ასევე ჩვენს მეგობრებთანაც...

- ცნობილი თამადა იყო...

მარინე:

- მახსოვს ზურას მიერ წაყვანილი სუფრები, სადაც დანა-ჩანგლის გახმაურების შეგრცხვებოდა... იქიდან მშივრებიც კი წამოვსულვართ. საოცარ სუფრას ჩაატარებდა, სადაც ისმოდა ლექსი, სიმღერა, იუმორი, სიცილი. სუფრას ყოველთვის გასაოცარი ადამიანები უსხდნენ და იქ არასდროს იყო ღრეობა. ლექსის, სიმღერის, ურთიერთობის, იუმორის ზეიმი გახლდათ და ასევე ქვეყანაზე დარდის და ფიქრის დრო... დღესასწაულის მომწყობი ადამიანი გვყავდა. რომანტიკოსიც, ყველაფერში სილამაზეს ხედავდა... ერთხელ სადღაც მივდიოდით, ჩემმა დამ, - ვაიმე, რა ლამაზი ყვავილიაო, - მთაზე შენიშნა და წამოიძახა. ზურას მაშინ "ნივა“ ჰქონდა, ახლავეო, დაატრიალა მანქანა და მთაზე აიყვანა, მოუწყვიტა ის ყვავილი და მისცა. სადმე წაყვანაზე უარს არასოდეს გეტყოდა, ის კი არა, საკუთარი ინიციატივით ლამის სამყაროს მოგატარებდა.

ვიდრე ხალხი რესტორნებში აქტიურად დაიწყებდა სიარულს, სტუმრები ჩვენთან მოჰყავდა, დაბადების დღეებს აქ ვიხდიდით... რა გითხრათ, სწორად გაგვიგეთ, მაგრამ ჩვენს დედმამიშვილობაზე ლეგენდები დადიოდა. თუმცა ზოგიერთს ეგონა, რომ მკაცრი კაცი იყო, არადა, საოცარად თვინიერი, დღესასწაულების მომწყობი ადამიანი, სულ იმას ცდილობდა, ადამიანისთვის ესიამოვნებინა.

- როგორია ცხოვრება ზურას გარეშე?

ნელი:

- დიდ ხანს აზრზე ვერ მოვდიოდით, რა ხდებოდა. სულ ველოდებოდით, სულ მესმოდა ჩემი ძმის ხმა. ვიდრე ცოცხალი იყო, თუ ვინმე თვითონ არ აღმოაჩენდა და არ მკითხავდა - ზურას და ხომ არ ვიტყავი, ჩემით არ ვამბობდი. მერე პირიქით მოხდა, - მე ზურას და ვარ - ამას ახლა სულ ვამბობ...

მარინე:

- ზურას გარეშე ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა. მის გარეშე არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა... 22 წლის ვიყავი, დედა და მამა ერთ წელს რომ გარდაგვეცვალა. საკმაოდ ახალგაზრდა მშობლები (დედა 57 წლის, მამა - 62-ის) დავკარგეთ. მათ გარეშე ცხოვრება ზურამ გაგვაგრძელებინა. თვითონ იყო დედაც, მამაც და ძმაც - ჩვენი პატრონი. ამ ქვეყანაზე რომ დავდიოდი, იცით, როგორი ძლიერი ვიყავი, მისი მფარველობის იმედი სულ მქონდა. ზურას შემდეგ კატასტროფულად გამიჭირდა... დღემდე ვცდილობთ, მისი გარეშე ცხოვრების სწავლას. ხალხი ვინც ამ ამბავს იგებდა, გვეუბნებოდა, ზურა მარტო თქვენ კი არ მოგიკვდათ, ჩვენც მოგიკვდა, ყველას მოუკვდაო. ეს სიტყვები გულს მალამოდ ედება ყოველთვის. როცა ძალიან გამიჭირდება ხოლმე და მის ხმას ამა თუ იმ ფილმში, თუ ჩანაწერში მოვისმენ, მხრებში ვიშლები... იქიდანაც მეხმარება. თემურ ჩალაბაშვილმა ლექსი დაუწერა და გულით მინდოდა, საფლავის ქვაზე მისი სტრიქონები დაგვეწერა. ბედნიერი ვარ, რომ წელს ეს შევძელი.

"ვერ გაცეკვეს მეფის კარზე,/ ვერ შეგცვალა დრომო,/ საქართველოს ბედ-იღბალზე მოღრიალე ლომო“.

ეროვნული კაცი იყო, არაფერს უფრთხოდა. უზომოდ უყვარდა თავის ქვეყანა. ამას სიტყვით და საქმით სულ გამოხატავდა. 9 აპრილს ისეთი მდგომარეობაში მოვიდა სახლში, ისეთ რაღაცებს ჰყვებოდნენ მასზე, საერთოდ როგორ გადარჩა? სულ იმას დარდობდა, რომ ისეთ დროს არ მოუხდა სიცოცხლე, რომ ხმალი აეღო და საქართველოსთვის ებრძოლა... ასეთი იყო ჩენი საყვარელი ძმა...