სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსებმა მიკოლაივს "კალიბრის“ რაკეტებით დაარტყეს
რუსებმა მიკოლაივს "კალიბრის“ რაკეტებით დაარტყეს

რუ­სეთ­მა, წუ­ხელ, ქა­ლაქ მი­კო­ლა­ი­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას "კა­ლიბ­რის“ ტი­პის ორი რა­კე­ტით და­არ­ტყა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი ავ­რცე­ლებს.

გარ­და ამი­სა, უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა S-300 ტი­პის ორი რა­კე­ტით დო­ნეც­კის ოლ­ქის ქა­ლაქ კონ­სტან­ტი­ნოვ­კას სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და­არ­ტყეს.

გენშტა­ბის ცნო­ბით, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სულ­მა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 57 ავი­ა­დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი და და­სახ­ლე­ბე­ბი მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი­დან 96-ჯერ და­ბომ­ბეს.

რუ­სებ­მა სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის­თვის "კინ­ჟა­ლის“ აე­რო­ბა­ლის­ტი­კუ­რი 6 რა­კე­ტა, "კა­ლიბ­რის“ ფრთო­სა­ნი 13 რა­კე­ტა და "ეს-400“ და "ის­კან­დერ-ემ“ ტი­პის სახ­მე­ლე­თო ბა­ზი­რე­ბის 10 რა­კე­ტა გა­მო­ი­ყე­ნეს. "მათ­გან 25 ჩვენ­მა დამ­ცვე­ლებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, რუ­სე­ბის მიერ გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, და­ი­ღუპ­ნენ და და­შავ­დნენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, გა­ნად­გურ­და კერ­ძო სახ­ლე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო და სხვა სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

"უკ­რა­ი­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­რა­კე­ტო და სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის ალ­ბა­თო­ბა კვლავ მა­ღა­ლია“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 16 მა­ისს სა­ღა­მოს უკ­რა­ი­ნის რამ­დე­ნი­მე ოლ­ქში სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში გა­მო­ცხად­და. გან­გა­შის დროს მი­კო­ლა­ივ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა გა­ის­მა. ქა­ლა­ქის მე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმებ­მა ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია. ერთ-ერთ ობი­ექ­ტზე ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია, ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლია ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის შე­სა­ხებ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
......
22

ხმელნიცკში განადგურებული ინგლისური მცირე მუხტის ბირთვული ჭურვების შემდეგ, პოლონეთმა უკვე დააფიქსირა რადიაციული ფონი, იმედია ინგლისამდაც მივა.

ხმა ქვევრიდან
22

მერამდენედ უნდა დაწეროთ ეგ დეზინფორმაცია, დანილოვი ,არსტოვიჩი,ერმაკი,უკრაინული დაზვერვა, ბრიტანული დაზვერვა ყველა იძახის რომ რუსებს რაკეტები აღარ აქვთო ,მით უმეტეს ეგეთი ზუსტი დამიზნების როგორიც ზებგერითი კინჯალი ან კალიბრია, გაიგეთ ბოლო ბოლო და პუტინიც მოკვდა უკვე.....სამჯერ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რუსებმა მიკოლაივს "კალიბრის“ რაკეტებით დაარტყეს

რუსებმა მიკოლაივს "კალიბრის“ რაკეტებით დაარტყეს

რუსეთმა, წუხელ, ქალაქ მიკოლაივის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას "კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტით დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის ორი რაკეტით დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 57 ავიადარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 96-ჯერ დაბომბეს.

რუსებმა სარაკეტო დარტყმისთვის "კინჟალის“ აერობალისტიკური 6 რაკეტა, "კალიბრის“ ფრთოსანი 13 რაკეტა და "ეს-400“ და "ისკანდერ-ემ“ ტიპის სახმელეთო ბაზირების 10 რაკეტა გამოიყენეს. "მათგან 25 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსების მიერ გასული დღის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა კერძო სახლები, საავადმყოფო და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

"უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 მაისს საღამოს უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაშის დროს მიკოლაივში აფეთქებების ხმა გაისმა. ქალაქის მერის ინფორმაციით, თავდასხმებმა ხანძარი გამოიწვია. ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ.