მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Techstars TLV-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ისრაელის უმსხვილესი ინვესტორი ქართულ სტარტაპებს BTU-ში შეხვდება
Techstars TLV-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ისრაელის უმსხვილესი ინვესტორი ქართულ სტარტაპებს BTU-ში შეხვდება

70-ზე მეტი სტარ­ტა­პის ან­გე­ლო­ზი ინ­ვეს­ტო­რი, სე­რი­უ­ლი ანტრეპ­რე­ნე­რი, ის­რა­ე­ლის 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ინ­ვეს­ტორს შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ტექ­სტა­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი და მენ­ტო­რი ჰილა ოვილ ბრე­ნე­რი, სტარ­ტაპ ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას BTU-ს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მარ­თავს.

ჰილა ოლივ ბრე­ნე­რი მე­წარ­მე ქალ­თა აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია მსოფ­ლი­ო­ში. მისი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცია Yazamiyot, რო­მელ­შიც 5500-ზე მეტი მე­წარ­მე ქა­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ის­რა­ე­ლის სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მა­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს. Ორგა­ნი­ზა­ცი­ის მთვა­რი მი­სი­აა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მე­წარ­მე ქა­ლე­ბის რი­ცხვის გაზ­რდა Hi-Tech და Bio-Tech მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ინ­ვეს­ტო­რი, სა­მი­ტის Keynote სპი­კე­რი და პა­ნე­ლის­ტი იქ­ნე­ბა. ამა­ვედ­რო­უ­ლად, ბრე­ნერ­თან შე­სახ­ვედ­რად და სტარ­ტა­პე­ბის წარ­სად­გე­ნად, უკვე შე­ირ­ჩა ქვეყ­ნის მო­წი­ნა­ვე, ინო­ვა­ცი­უ­რი და სწრა­ფად მზარ­დი სტარ­ტა­პე­ბი. ფი­ჩინ­გის სე­სი­ას აგ­რეთ­ვე და­ეს­წრე­ბი­ან ინ­ვეს­ტო­რე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვენ­ჩუ­რუ­ლი ფონ­დე­ბი­დან. ან­გე­ლოზ ინ­ვეს­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა ღო­ნის­ძი­ე­ბის და­ხუ­რუ­ლი ნა­წი­ლია, რომ­ლის მი­ზა­ნია გა­ზარ­დოს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­ბის ფი­ნან­სებ­თან წვდო­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პო­ტენ­ცი­ა­ლი და ახა­ლი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტარ­ტაპ ფონ­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და მიზ­ნად ისა­ხავს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის მხარ­და­ჭე­რას გლო­ბა­ლურ ბაზ­რებ­ზე მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა ქვეყ­ნის მო­წი­ნა­ვე სტარ­ტა­პებ­თან მათი შემ­დგო­მი და­ფი­ნან­სე­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­სა­ხილ­ვე­ლად. ფონ­დი ორ­გა­ნი­ზე­ბას უკე­თებს სტარ­ტა­პე­ბის ფი­ჩინგ დღე­ებ­სა და ინ­ვეს­ტო­რებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რებს, ინ­ვეს­ტორ­თა და­ხუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მას­ტერკლა­სებს მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მე­ბი­დან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი­ზის გა­ზი­ა­რე­ბას, შეხ­ვედ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან, ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან და სხვა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­გის­ტრა­ცია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

Techstars TLV-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ისრაელის უმსხვილესი ინვესტორი ქართულ სტარტაპებს BTU-ში შეხვდება

Techstars TLV-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ისრაელის უმსხვილესი ინვესტორი ქართულ სტარტაპებს BTU-ში შეხვდება

70-ზე მეტი სტარტაპის ანგელოზი ინვესტორი, სერიული ანტრეპრენერი, ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ინვესტორს შორის დასახელებული ტექსტარის ყოფილი ხელმძღვანელი და მენტორი ჰილა ოვილ ბრენერი, სტარტაპ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრას BTU-ს მიერ ორგანიზებული, გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძიებაზე გამართავს.

ჰილა ოლივ ბრენერი მეწარმე ქალთა აქტიური მხარდამჭერია მსოფლიოში. მისი დაფუძნებულია ორგანიზაცია Yazamiyot, რომელშიც 5500-ზე მეტი მეწარმე ქალია გაერთიანებული და ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. Ორგანიზაციის მთვარი მისიაა უახლოეს პერიოდში მეწარმე ქალების რიცხვის გაზრდა Hi-Tech და Bio-Tech მიმართულებით.

ინვესტორი, სამიტის Keynote სპიკერი და პანელისტი იქნება. ამავედროულად, ბრენერთან შესახვედრად და სტარტაპების წარსადგენად, უკვე შეირჩა ქვეყნის მოწინავე, ინოვაციური და სწრაფად მზარდი სტარტაპები. ფიჩინგის სესიას აგრეთვე დაესწრებიან ინვესტორები საერთაშორისო ვენჩურული ფონდებიდან. ანგელოზ ინვესტორებთან შეხვედრა ღონისძიების დახურული ნაწილია, რომლის მიზანია გაზარდოს საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების ფინანსებთან წვდომა, საერთაშორისო კომერციალიზაციის პოტენციალი და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა.

გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც შექმნილია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში. გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, შეხვედრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ფინანსურ ინსტიტუციებთან და სხვა.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებისთვის მიმდინარეობს რეგისტრაცია.

R