Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელმაც საქმიანობა საკუთარ ბიზნესად აქცია
ქალი, რომელმაც საქმიანობა საკუთარ ბიზნესად აქცია

თუ სა­კუ­თა­რი საქ­მის და­წყე­ბა გსურთ და სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ვერ ბე­დავთ, მა­შინ ინა დგე­ბუ­ა­ძის ის­ტო­რია თქვენ­თვის კარ­გი მო­ტი­ვა­ტო­რი იქ­ნე­ბა.

ინა პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კო­სია, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­სო­დეს უმუ­შა­ვია. სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და. ერთხელ კი სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩა და და­ლა­გე­ბა-და­სუფ­თა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

„ძა­ლი­ან რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი იყო, ხან შუ­ა­ღა­მემ­დე მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. შემ­დეგ, ჩემ­მა შვილ­მა და დამ შე­მა­გუ­ლი­ა­ნეს და გა­დავ­წყვი­ტე, სა­კუ­თა­რი საქ­მე წა­მო­მე­წყო, სა­დაც ბევ­რად უკე­თეს პი­რო­ბებს შევ­ქმნი­დი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და დამ­კვე­თე­ბის­თვის, ვიდ­რე მა­ნამ­დე თა­ვად მქონ­და გა­მოც­დი­ლი. მინ­დო­და, ჩემი გუნ­დის წევ­რებს ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა, დატ­ვირ­თვა და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი ჰქო­ნო­დათ. საქ­მე 40 ლა­რით და­ვი­წყე, რო­დე­საც მო­პის ჯოხი შე­ვი­ძი­ნე… შემ­დეგ, რო­გორც იტყვი­ან, კა­პიკ-კა­პიკ შე­ვაგ­რო­ვეთ და ინ­ვენ­ტა­რი ეტა­პობ­რი­ვად შე­ვი­ძი­ნეთ. ხან­და­ხან ვფიქ­რობ ხოლ­მე - ნე­ტავ, ეს საქ­მე ბევ­რად ადრე და­მე­წყო, დღეს, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დიდი იქ­ნე­ბო­და შე­დე­გი,“ - იხ­სე­ნებს ინა.

იმას მა­ნამ­დე ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქო­ნია. ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის წარ­მარ­თვა­ში ბუ­ღალ­ტე­რი ეხ­მა­რე­ბა, საქ­მის სპე­ცი­ფი­კა კი თა­ვად კარ­გად იცო­და და მე­ნე­ჯმენ­ტიც სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. გარ­შე­მო ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­მო­იკ­რი­ბა და საქ­მეც და­ი­წყეს.

„თავ­და­პირ­ვე­ლად, დამ­კვე­თე­ბი რომ მოგ­ვე­ზი­და, და­ბა­ლი ფა­სით ვმუ­შა­ობ­დით. ინ­ფორ­მა­ცი­ას Facebook-ის რეკ­ლა­მი­სა და რე­მონ­ტის ჯგუ­ფე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვავ­რცე­ლებ­დით. დღეს, Anano & Company-ის სა­ხე­ლით გვიც­ნო­ბენ და მე­გობ­რუ­ლად „ანა­ნოს გო­გო­ებს“ გვე­ძა­ხი­ან. ვცდი­ლობ, თა­ნამ­შრომ­ლებს კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მუ­შაო გან­რი­გი და დატ­ვირ­თვა ჰქონ­დეთ და არ გა­და­ი­ღა­ლონ - თუ სამი ადა­მი­ა­ნის საქ­მეა, ოთხს ვუშ­ვებ, თუ ოთხის - ხუთს. უზ­რუნ­ველ­ვყოფ კვე­ბა­საც, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­საც... ჯერ­ჯე­რო­ბით, ოფი­სი არ გვაქვს, სახ­ლი­დან ვმუ­შა­ობთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლად თბი­ლის­ში ვართ, რე­გი­ო­ნებ­შიც დავ­დი­ვართ, მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ძი­რი­თა­დად, კმა­ყო­ფი­ლი კლი­ენ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით გაგ­ვიც­ნეს,“ - აღ­ნიშ­ნავს ინა.

ამ­ჟა­მად Anano & Company-ის ძა­ლი­ან ბევ­რი დამ­კვე­თი ჰყავს და მო­თხოვ­ნა მუდ­მი­ვად მზარ­დია. კომ­პა­ნი­ის სერ­ვი­სე­ბია: რე­მონ­ტის შემ­დგო­მი და­ლა­გე­ბა, მინა-ვიტ­რა­ჟე­ბის წმენ­და, გე­ნე­რა­ლუ­რი და ყო­ველ­დღი­უ­რი და­ვა­ლე­ბა, სა­დარ­ბა­ზო­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა...

„დამ­კვე­თებს თავს ხა­რის­ხი­თა და სან­დო­ო­ბით ვა­მახ­სოვ­რებთ. რამ­დენ­ჯერ სხვი­სი და­ლა­გე­ბუ­ლის და­სა­ლა­გებ­ლად მივ­სულ­ვართ. დღეს, უკვე გვაქვს იმის რე­სურ­სი, რომ დიდ ობი­ექ­ტებს მო­ვემ­სა­ხუ­როთ და ტენ­დერებ­შიც მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპ­ზე, პე­რი­ო­დუ­ლად, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრობ­ლე­მა მექ­მნე­ბო­და, რა­მაც მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლი­სა და სხვა­დას­ხვა ინ­ვენ­ტა­რის ყიდ­ვა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა. ერთხე­ლაც, ლი­ბერ­თი ბან­კი­დან და­მი­კავ­შირ­დნენ, სეს­ხის შე­მო­თა­ვა­ზე­ბით. იმ დრო­ის­თვის სხვა სეს­ხე­ბიც მქონ­და და რო­დე­საც საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი და­მით­ვა­ლა, ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მო­ვი­და, რაც მო­მე­წო­ნა. რომ არ დამ­კავ­ში­რე­ბოდ­ნენ, ალ­ბათ არც მო­მა­ფიქ­რდე­ბო­და, ასეთ და­ბალ პრო­ცენ­ტში თუ ავი­ღებ­დი სესხს. სა­ერ­თო ჯამ­ში, იმ­დე­ნად კარ­გი პი­რო­ბე­ბი იყო, მა­შინ­ვე დავ­თან­ხმდი. ბან­კში მის­ვლაც არ დამ­ჭირ­ვე­ბია. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც კომ­ფორ­ტუ­ლია. მე ხში­რად მა­ვი­წყდე­ბა თა­რი­ღე­ბი და გა­დახ­დის თა­რი­ღის შეხ­სე­ნე­ბა საკ­მა­ოდ მეხ­მა­რე­ბა, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ხალ­ხია,“ - გან­მარ­ტავს ინა დგე­ბუ­ა­ძე.

ლი­ბერ­თის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ბიზ­ნესს ძა­ლი­ან წა­ად­გა. თუკი მა­ნამ­დე სხვა­დას­ხვა მი­სა­მარ­თებ­ზე ერ­თდრო­უ­ლი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის ტაქ­სის სერ­ვი­სით გა­მო­ყე­ნე­ბა უწევ­დათ, ახლა ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. კარ­გი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლი­ბერ­თის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ინა მომ­დევ­ნო ეტაპ­ზეც გეგ­მავს რო­გორც ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, ისე პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბის­თვის. სა­მო­მავ­ლოდ თბი­ლის­ში ოფი­სის გახ­სნა­სა და ბიზ­ნე­სის რე­გი­ო­ნებ­ში გა­ფარ­თო­ე­ბას გეგ­მავს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ქალი, რომელმაც საქმიანობა საკუთარ ბიზნესად აქცია

ქალი, რომელმაც საქმიანობა საკუთარ ბიზნესად აქცია

თუ საკუთარი საქმის დაწყება გსურთ და სხვადასხვა მიზეზით ვერ ბედავთ, მაშინ ინა დგებუაძის ისტორია თქვენთვის კარგი მოტივატორი იქნება.

ინა პროფესიით მუსიკოსია, თუმცა ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სფეროში საქმიანობდა. ერთხელ კი სამსახურის გარეშე დარჩა და დალაგება-დასუფთავების მიმართულებით დაიწყო მუშაობა.

„ძალიან რთული პირობები იყო, ხან შუაღამემდე მიწევდა მუშაობა. შემდეგ, ჩემმა შვილმა და დამ შემაგულიანეს და გადავწყვიტე, საკუთარი საქმე წამომეწყო, სადაც ბევრად უკეთეს პირობებს შევქმნიდი თანამშრომლებისა და დამკვეთებისთვის, ვიდრე მანამდე თავად მქონდა გამოცდილი. მინდოდა, ჩემი გუნდის წევრებს ნორმალური ანაზღაურება, დატვირთვა და სამუშაო პირობები ჰქონოდათ. საქმე 40 ლარით დავიწყე, როდესაც მოპის ჯოხი შევიძინე… შემდეგ, როგორც იტყვიან, კაპიკ-კაპიკ შევაგროვეთ და ინვენტარი ეტაპობრივად შევიძინეთ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე - ნეტავ, ეს საქმე ბევრად ადრე დამეწყო, დღეს, მნიშვნელოვნად დიდი იქნებოდა შედეგი,“ - იხსენებს ინა.

იმას მანამდე ბიზნესის წარმოების გამოცდილება არ ჰქონია. ფინანსური საკითხების წარმართვაში ბუღალტერი ეხმარება, საქმის სპეციფიკა კი თავად კარგად იცოდა და მენეჯმენტიც საკუთარ თავზე აიღო. გარშემო ოჯახის წევრები და ყოფილი თანამშრომლები შემოიკრიბა და საქმეც დაიწყეს.

„თავდაპირველად, დამკვეთები რომ მოგვეზიდა, დაბალი ფასით ვმუშაობდით. ინფორმაციას Facebook-ის რეკლამისა და რემონტის ჯგუფების საშუალებით ვავრცელებდით. დღეს, Anano & Company-ის სახელით გვიცნობენ და მეგობრულად „ანანოს გოგოებს“ გვეძახიან. ვცდილობ, თანამშრომლებს კომფორტული სამუშაო განრიგი და დატვირთვა ჰქონდეთ და არ გადაიღალონ - თუ სამი ადამიანის საქმეა, ოთხს ვუშვებ, თუ ოთხის - ხუთს. უზრუნველვყოფ კვებასაც, ტრანსპორტირებასაც... ჯერჯერობით, ოფისი არ გვაქვს, სახლიდან ვმუშაობთ. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად თბილისში ვართ, რეგიონებშიც დავდივართ, მოთხოვნიდან გამომდინარე. ძირითადად, კმაყოფილი კლიენტების რეკომენდაციებით გაგვიცნეს,“ - აღნიშნავს ინა.

ამჟამად Anano & Company-ის ძალიან ბევრი დამკვეთი ჰყავს და მოთხოვნა მუდმივად მზარდია. კომპანიის სერვისებია: რემონტის შემდგომი დალაგება, მინა-ვიტრაჟების წმენდა, გენერალური და ყოველდღიური დავალება, სადარბაზოების მოწესრიგება...

„დამკვეთებს თავს ხარისხითა და სანდოობით ვამახსოვრებთ. რამდენჯერ სხვისი დალაგებულის დასალაგებლად მივსულვართ. დღეს, უკვე გვაქვს იმის რესურსი, რომ დიდ ობიექტებს მოვემსახუროთ და ტენდერებშიც მივიღოთ მონაწილეობა. ბიზნესის განვითარების ეტაპზე, პერიოდულად, ტრანსპორტირების პრობლემა მექმნებოდა, რამაც მეორე ავტომობილისა და სხვადასხვა ინვენტარის ყიდვა გადამაწყვეტინა. ერთხელაც, ლიბერთი ბანკიდან დამიკავშირდნენ, სესხის შემოთავაზებით. იმ დროისთვის სხვა სესხებიც მქონდა და როდესაც საპროცენტო განაკვეთი დამითვალა, ძალიან დაბალი მაჩვენებელი გამოვიდა, რაც მომეწონა. რომ არ დამკავშირებოდნენ, ალბათ არც მომაფიქრდებოდა, ასეთ დაბალ პროცენტში თუ ავიღებდი სესხს. საერთო ჯამში, იმდენად კარგი პირობები იყო, მაშინვე დავთანხმდი. ბანკში მისვლაც არ დამჭირვებია. მათთან ურთიერთობაც კომფორტულია. მე ხშირად მავიწყდება თარიღები და გადახდის თარიღის შეხსენება საკმაოდ მეხმარება, ძალიან ყურადღებიანი ხალხია,“ - განმარტავს ინა დგებუაძე.

ლიბერთისთან თანამშრომლობა ბიზნესს ძალიან წაადგა. თუკი მანამდე სხვადასხვა მისამართებზე ერთდროული ტრანსპორტირებისთვის ტაქსის სერვისით გამოყენება უწევდათ, ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. კარგი პირობებიდან გამომდინარე, ლიბერთისთან თანამშრომლობას ინა მომდევნო ეტაპზეც გეგმავს როგორც ბიზნესთან დაკავშირებითაც, ისე პირადი სარგებლობისთვის. სამომავლოდ თბილისში ოფისის გახსნასა და ბიზნესის რეგიონებში გაფართოებას გეგმავს.

R