პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი მეზობელს მიეხმარა და გასამრჯელოთი კაბა მიყიდა, რომელიც ყველაზე ძვირფასია" - ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლის მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი
"ჩემი შვილი მეზობელს მიეხმარა და გასამრჯელოთი კაბა მიყიდა, რომელიც ყველაზე ძვირფასია" - ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლის მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი

ინგა ქერ­სი-ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი Ambebi.ge-ს მკი­თხველ­მა ორი წლის გა­იც­ნო. ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის შონ ქერ­სი­სა და ქარ­თვე­ლი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლი ჰყავ­და. წყვილ­მა წლე­ბის წინ ჯვა­რი სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რა და მას შემ­დეგ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ.

ინ­გას და შონს ორი შვი­ლი ჰყავთ. ქმა­რი დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს, ცოლი კი გლო­ბა­ლურ ეტი­კეტს ას­წავ­ლის. ოჯა­ხი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს და მათი ყვე­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბა ერ­თგვა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლია. ინ­გას გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩაც­მის სტი­ლი აქვს, მის გარ­დე­რობ­ში ნა­თე­ლი ფე­რე­ბი ჭარ­ბობს და ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად აც­ვია. ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უც ამ თე­მა­ზე შედ­გა. რო­გორ არ­ჩევს ფე­რებს დიპ­ლო­მა­ტის მე­უღ­ლე სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით, რო­გორ იპო­ვა წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი სტი­ლი და რო­მე­ლი კა­ბაა მის გარ­დე­რობ­ში ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი...

- ინგა, რას ხე­დავთ, რო­დე­საც თქვე­ნი გარ­დე­რო­ბის კარს აღებთ?

- გარ­დე­რო­ბის ოთა­ხი ჩემ­თვის პა­ტა­რა მუ­ზე­უ­მი­ვი­თაა, შეს­ვლი­სას პირ­ველ რიგ­ში ფე­რად თავ­გა­და­სავ­ლებს ვხე­დავ, თი­თო­ე­ულ ნივთს თა­ვი­სი პა­ტა­რა ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც მა­მოგ­ზა­უ­რებს და მახ­სე­ნებს ამა თუ იმ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ეპი­ზოდს, რაც ყო­ველ­თვის და­დე­ბით ემო­ცი­ით მმუხ­ტავს. ფე­რე­ბი უდა­ვოდ ჭარ­ბობს ჩემს გარ­დე­რობ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ვარ­დის­ფე­რი, თუმ­ცა ასე­ვე მიყ­ვარს და ხში­რად ვა­ტა­რებ ნა­ტუ­რა­ლურ/კლა­სი­კურ ფე­რებს.

- რო­გორ თვლით, რა ასაკ­ში იპო­ვეთ სა­კუ­თა­რი სტი­ლი და რა და­გეხ­მა­რათ ამა­ში?

- ბავ­შვო­ბი­დან­ვე მი­ზი­დავ­და ლა­მა­ზი ფე­რე­ბი, მომ­წონ­და სა­მო­სით თა­მა­ში, შე­მეძ­ლო გრძე­ლი კაბა მოკ­ლედ გა­და­მე­კე­თა, რომ ჩემ თო­ჯი­ნის­თვი­საც მსგავ­სი კაბა შე­მე­კე­რა. ჩემი შთა­გო­ნე­ბა ბავ­შვო­ბა­ში ალ­ბათ დედა და ჩემი უფ­რო­სი და იყ­ვნენ, სულ მინ­დო­და მათ­სა­ვით ჩა­მეც­ვა, ჩემ დას იმ დრო­ის­თვის უცხო რა­ღა­ცე­ე­ბი ჰქონ­და ან სულ ცდი­ლობ­და გა­და­ე­კე­თე­ბას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბით. მახ­სოვს მო­ზარ­დი ვი­ყა­ვი, მა­შინ არ იყო ასე­თი ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­დავ­წყვი­ტე მა­შინ­დელ ყვე­ლა­ზე კარგ ფეხ­საც­მის დი­ზა­ი­ნერ თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­თან შე­მე­კე­რა ფეხ­საც­მე­ლი. ვთხო­ვე სხვა­დას­ხვა ფე­რის ჩექ­მა შე­ე­კე­რა, ახ­ლაც მახ­სოვს მისი გა­ო­ცე­ბუ­ლი სახე, მკი­თხა სად უნდა ჩა­მეც­ვა და შე­ე­ცა­და გა­და­ვერ­წმუ­ნე! ახ­ლან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან მარ­თა­ლი იყო! ალ­ბათ აი, იმ ასაკ­ში ვე­ძებ­დი, სა­კუ­თა­რი სტილს, თუმ­ცა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი 20-22 წლი­დან გავ­ხდი და დავ­რწმუნ­დი, რომ მომ­წონს ელე­გან­ტუ­რი სტი­ლი რო­მე­ლიც ყვე­ლა ქალს კი­დევ უფრო მოხ­დე­ნილს ხდის.

- რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ ტან­საც­მე­ლის მი­მართ?

- ტა­ნი­სა­მო­სი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ერთ-ერთი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, სა­მოს­მა არ უნდა გა­და­წო­ნოს სხვა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

- ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით თუ იც­ვლე­ბა თქვე­ნი გარ­დე­რო­ბი სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ზე?

- დიახ, მეტ-ნაკ­ლე­ბად იც­ვლე­ბა, თუმ­ცა მა­ინც კლა­სი­კურ­სა და ფა­ვო­რიტ ფე­რებს შო­რის ვტრი­ა­ლებ. გა­ზა­ფხუ­ლი ჩემ­თვის ჰა­ე­რო­ვან და ხა­ლი­სი­ან ვარ­დის­ფერს უკავ­შირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მოდ­გო­მას, ზრდას­რულ ყა­ვის­ფერ­სა და სევ­და­ნა­რევ დაღ­ვი­ნე­ბულ მდი­დარ ფე­რებს. ზა­ფხუ­ლი და ზამ­თა­რი სრულ წარ­მო­სახ­ვით თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

- რას ამ­ბობს თქვე­ნი ტან­საც­მე­ლი თქვენ­ზე?

- სა­მო­სი რა­ღაც დო­ზით ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს ანა­რეკ­ლია და სტი­ლით თუ ფერ­თა არ­ჩე­ვა­ნით ინ­დი­ვი­დის შე­სა­ხებ ბევ­რი რა­მის ამოც­ნო­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩემი სტი­ლი ჩემ­ზე ალ­ბათ ამ­ბობს, რომ ვარ ოპ­ტი­მის­ტი. ვცდი­ლობ ყვე­ლა სა­კითხს ოპ­ტი­მის­ტუ­რად მი­ვუდ­გე.

- ყვე­ლა­ზე ძვი­რი რო­მელ ნივთში გა­და­გიხ­დი­ათ?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ ზუს­ტად რო­მელ ნივთში მაქვს ყვე­ლა­ზე ძვი­რი გა­დახ­დი­ლი არ მახ­სოვს, თუმ­ცა მაქვს კაბა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლია. წელს ჩემ­მა შვილ­მა თა­ვი­სით გა­და­წყვი­ტა სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის დროს პირ­ვე­ლი გა­სამ­რჯე­ლო გა­მო­ე­მუ­შა­ვა. მე­ზო­ბელს ეზოს მო­წეს­რი­გე­ბა­ში მი­ეხ­მა­რა და გა­წე­უ­ლი შრო­მის სა­ფა­სუ­რად პირ­ვე­ლი მწი­რი გა­სამ­რჯე­ლო მი­ი­ღო, რო­მე­ლი­თაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ვარ­დის­ფე­რი კაბა შე­ი­ძი­ნა დე­დის დღის­თვის. ფუ­ლით რისი შე­ძე­ნაც შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის ჩემ­თვის ეს კაბა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია.

- მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებთ?

- გა­აჩ­ნია ტენ­დენ­ცი­ას, თუმ­ცა პირ­ველ რიგ­ში ვით­ვა­ლის­წი­ნებ თუ რა მიხ­დე­ბა, მა­ბედ­ნი­ე­რებს და რაში ვგრძნობ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად.

- ძა­ლი­ან ხში­რად მოგ­ზა­უ­რობთ, ამ დროს ბევ­რი ჩე­მო­და­ნი მი­გაქვთ თუ ად­გილ­ზე ყი­დუ­ლობთ ახალ ტან­საც­მელს.

- ოჰ, ამ კი­თხვა­ზე ჩემი მე­უღ­ლე იხა­ლი­სებ­და! ჩე­მოდ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ყო­ველ­თვის ვა­ჭარ­ბებ. აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ მაქვს და­გეგ­მი­ლი და შეს­წავ­ლი­ლი ად­გი­ლი სა­დაც მივ­დი­ვართ, მა­შა­სა­და­მე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თუ რა მჭირ­დე­ბა იქ იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა მოგ­ზა­უ­რო­ბის დრო­საც ვერ ვამ­ბობ უარს სა­ყიდ­ლებ­ზე.

- მე­უღ­ლის, შვი­ლე­ბის ჩაც­მის სტი­ლი თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

- თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი რომ დიახ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მენ­დო­ბი­ან! თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო მათი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, მომ­წონს რო­დე­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი თან­ხვედ­რა­ში არი­ან.

- გლო­ბა­ლურ ეტი­კეტს ას­წავ­ლით და მუ­შა­ობთ ეტი­კე­ტის სკო­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. რამ­დე­ნად შე­დის ამა­ში ჩაც­მის სტი­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რი ტან­საც­მე­ლი?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეტი­კე­ტის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა კარ­გი მა­ნე­რე­ბის და ზრდი­ლო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა და სხვი­სი სივ­რცის პა­ტი­ვის­ცე­მაა, მა­შა­სა­და­მე რა თქმა უნდა, ამა­ში ტა­ნი­სა­მოსს დიდი როლი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ საქ­მე ეხე­ბა, საქ­მი­ან ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
me
2

ასეთი ამბები მოგვაწოდეთ, უფრო საინტერესოა, ვიდრე ღარიბი საქართველოს სასაცილო მილიონრებზე!!!

ნინია
2

ვისაც საშვალება აქვს ყველაც იცმევს კარგად... თქვენც რომ გქონდეთ თქვენც ჩაიცმევდით. ნუ დაჭამთ ერთმანეთს სირცხვილია, და კიდევ ისაა სირცხვილი და გაუნათლებლობა ყველა სიტყვაზე რომ ეკიდებით და ჭკუას ასწავლით ერთმანეთს 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემი შვილი მეზობელს მიეხმარა და გასამრჯელოთი კაბა მიყიდა, რომელიც ყველაზე ძვირფასია" - ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლის მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი

"ჩემი შვილი მეზობელს მიეხმარა და გასამრჯელოთი კაბა მიყიდა, რომელიც ყველაზე ძვირფასია" - ამერიკელი დიპლომატის ქართველი მეუღლის მდიდრული გარდერობი და ფერადი სტილი

ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი Ambebi.ge-ს მკითხველმა ორი წლის გაიცნო. ამერიკელი დიპლომატის შონ ქერსისა და ქართველი ქალის სიყვარულის ისტორიას უამრავი მკითხველი ჰყავდა. წყვილმა წლების წინ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა და მას შემდეგ ამერიკაში ცხოვრობენ.

ინგას და შონს ორი შვილი ჰყავთ. ქმარი დიპლომატიურ საქმიანობას აგრძელებს, ცოლი კი გლობალურ ეტიკეტს ასწავლის. ოჯახი ხშირად მოგზაურობს და მათი ყველა მოგზაურობა ერთგვარი თავგადასავალია. ინგას გამორჩეული ჩაცმის სტილი აქვს, მის გარდერობში ნათელი ფერები ჭარბობს და ყოველთვის განსხვავებულად და გემოვნებიანად აცვია. ჩვენი ინტერვიუც ამ თემაზე შედგა. როგორ არჩევს ფერებს დიპლომატის მეუღლე სეზონის მიხედვით, როგორ იპოვა წლების წინ საქართველოში საკუთარი სტილი და რომელი კაბაა მის გარდერობში ქალისთვის ყველაზე გამორჩეული...

- ინგა, რას ხედავთ, როდესაც თქვენი გარდერობის კარს აღებთ?

- გარდერობის ოთახი ჩემთვის პატარა მუზეუმივითაა, შესვლისას პირველ რიგში ფერად თავგადასავლებს ვხედავ, თითოეულ ნივთს თავისი პატარა ისტორია აქვს, რომელიც მამოგზაურებს და მახსენებს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ ეპიზოდს, რაც ყოველთვის დადებით ემოციით მმუხტავს. ფერები უდავოდ ჭარბობს ჩემს გარდერობში, განსაკუთრებით ვარდისფერი, თუმცა ასევე მიყვარს და ხშირად ვატარებ ნატურალურ/კლასიკურ ფერებს.

- როგორ თვლით, რა ასაკში იპოვეთ საკუთარი სტილი და რა დაგეხმარათ ამაში?

- ბავშვობიდანვე მიზიდავდა ლამაზი ფერები, მომწონდა სამოსით თამაში, შემეძლო გრძელი კაბა მოკლედ გადამეკეთა, რომ ჩემ თოჯინისთვისაც მსგავსი კაბა შემეკერა. ჩემი შთაგონება ბავშვობაში ალბათ დედა და ჩემი უფროსი და იყვნენ, სულ მინდოდა მათსავით ჩამეცვა, ჩემ დას იმ დროისთვის უცხო რაღაცეები ჰქონდა ან სულ ცდილობდა გადაეკეთებას აღფრთოვანებული ვიყავი მისი ინდივიდუალურობით. მახსოვს მოზარდი ვიყავი, მაშინ არ იყო ასეთი ფართო არჩევანი საქართველოში, გადავწყვიტე მაშინდელ ყველაზე კარგ ფეხსაცმის დიზაინერ თათა ვარდანაშვილთან შემეკერა ფეხსაცმელი. ვთხოვე სხვადასხვა ფერის ჩექმა შეეკერა, ახლაც მახსოვს მისი გაოცებული სახე, მკითხა სად უნდა ჩამეცვა და შეეცადა გადავერწმუნე! ახლანდელი გადასახედიდან მართალი იყო! ალბათ აი, იმ ასაკში ვეძებდი, საკუთარი სტილს, თუმცა თავდაჯერებული 20-22 წლიდან გავხდი და დავრწმუნდი, რომ მომწონს ელეგანტური სტილი რომელიც ყველა ქალს კიდევ უფრო მოხდენილს ხდის.

- როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტანსაცმელის მიმართ?

- ტანისამოსი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყოველდღიურობის შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მე ვფიქრობ, სამოსმა არ უნდა გადაწონოს სხვა უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ღირებულებები.

- ფერების მიხედვით თუ იცვლება თქვენი გარდერობი სხვადასხვა სეზონზე?

- დიახ, მეტ-ნაკლებად იცვლება, თუმცა მაინც კლასიკურსა და ფავორიტ ფერებს შორის ვტრიალებ. გაზაფხული ჩემთვის ჰაეროვან და ხალისიან ვარდისფერს უკავშირდება. რაც შეეხება შემოდგომას, ზრდასრულ ყავისფერსა და სევდანარევ დაღვინებულ მდიდარ ფერებს. ზაფხული და ზამთარი სრულ წარმოსახვით თავისუფლებას.

- რას ამბობს თქვენი ტანსაცმელი თქვენზე?

- სამოსი რაღაც დოზით ადამიანის შინაგანი სამყაროს ანარეკლია და სტილით თუ ფერთა არჩევანით ინდივიდის შესახებ ბევრი რამის ამოცნობა არის შესაძლებელი. ჩემი სტილი ჩემზე ალბათ ამბობს, რომ ვარ ოპტიმისტი. ვცდილობ ყველა საკითხს ოპტიმისტურად მივუდგე.

- ყველაზე ძვირი რომელ ნივთში გადაგიხდიათ?

- სიმართლე გითხრათ ზუსტად რომელ ნივთში მაქვს ყველაზე ძვირი გადახდილი არ მახსოვს, თუმცა მაქვს კაბა, რომელიც ჩემთვის ყველაზე ღირებულია. წელს ჩემმა შვილმა თავისით გადაწყვიტა საგაზაფხულო არდადეგების დროს პირველი გასამრჯელო გამოემუშავა. მეზობელს ეზოს მოწესრიგებაში მიეხმარა და გაწეული შრომის საფასურად პირველი მწირი გასამრჯელო მიიღო, რომელითაც ჩემთვის ძალიან ლამაზი ვარდისფერი კაბა შეიძინა დედის დღისთვის. ფულით რისი შეძენაც შეიძლება, მათ შორის ჩემთვის ეს კაბა ყველაზე ძვირფასია.

- მოდის ტენდენციებს რამდენად ითვალისწინებთ?

- გააჩნია ტენდენციას, თუმცა პირველ რიგში ვითვალისწინებ თუ რა მიხდება, მაბედნიერებს და რაში ვგრძნობ თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად.

- ძალიან ხშირად მოგზაურობთ, ამ დროს ბევრი ჩემოდანი მიგაქვთ თუ ადგილზე ყიდულობთ ახალ ტანსაცმელს.

- ოჰ, ამ კითხვაზე ჩემი მეუღლე იხალისებდა! ჩემოდნების რაოდენობას ყოველთვის ვაჭარბებ. აუცილებლად წინასწარ მაქვს დაგეგმილი და შესწავლილი ადგილი სადაც მივდივართ, მაშასადამე გათვალისწინებული თუ რა მჭირდება იქ იმ დროის განმავლობაში, თუმცა მოგზაურობის დროსაც ვერ ვამბობ უარს საყიდლებზე.

- მეუღლის, შვილების ჩაცმის სტილი თქვენი დამსახურებაა?

- თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი რომ დიახ, აბსოლუტურად მენდობიან! თუმცა ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო მათი შეხედულებები, მომწონს როდესაც ოჯახის წევრები თანხვედრაში არიან.

- გლობალურ ეტიკეტს ასწავლით და მუშაობთ ეტიკეტის სკოლის ჩამოყალიბებაზე. რამდენად შედის ამაში ჩაცმის სტილი, ყოველდღიური ტანსაცმელი?

- მოგეხსენებათ, რომ ეტიკეტის დანიშნულება კარგი მანერების და ზრდილობის დემონსტრირება და სხვისი სივრცის პატივისცემაა, მაშასადამე რა თქმა უნდა, ამაში ტანისამოსს დიდი როლი აქვს, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება, საქმიან ყოველდღიურობას.

წაიკითხეთ ასევე: