მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს ვბრაზობ, რა აზრი აქვს?" - პირს ბროსნანი სულიერი სიმშვიდის საიდუმლოს ამხელს
"არასდროს ვბრაზობ, რა აზრი აქვს?" - პირს ბროსნანი სულიერი სიმშვიდის საიდუმლოს ამხელს

69 წლის პირს ბროს­ნა­ნის თქმით, ის არას­დროს ჯავ­რობს და ემო­ცი­ე­ბის და­სა­ბა­ლან­სებ­ლად მე­დი­ტა­ცი­ას იყე­ნებს. მსა­ხი­ო­ბი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ერ­თოდ "არ აქვს აზრი“ გაბ­რა­ზე­ბას: "არას­დროს ვბრაზ­დე­ბი. შე­მიძ­ლია გავ­ბრაზ­დე, მაგ­რამ შემ­დეგ სად წავა ეს ემო­ცია? ამას აზ­რიც არ ექ­ნე­ბა".

ამე­რი­კულ ჟურ­ნალ Closer-თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ვარ­სკვლავ­მა მე­დი­ტა­ცი­ა­ზეც ილა­პა­რა­კა. მისი თქმით, სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის­თვის ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. მსა­ხი­ო­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­საც დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. ამ­ჟა­მად პირ­სი ჰა­ვა­ი­ში თა­ვის მე­ო­რე ცოლ­თან, კილი შა­ის­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

  • "ზღვის სა­ნა­პი­როს­თან სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს. წყა­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი არ­სე­ბო­ბის და ბედ­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი იყო, ასე რომ, როცა 1980-იან წლებ­ში ამე­რი­კა­ში ჩა­ვე­დი, ჩემ­თვის მხო­ლოდ ერთი ად­გი­ლი არ­სე­ბობ­და, სა­დაც ცხოვ­რე­ბა მსურ­და და ეს სა­ნა­პი­რო­ზე იყო."
პირს ბროს­ნა­ნის სახ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ლი­კი

პირს ბროს­ნანს მარ­ტი­ვი ბავ­შვო­ბა არ ჰქო­ნია. ირ­ლან­დი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი პირ­სი ჯერ კი­დევ პა­ტა­რა იყო, როცა მა­მამ ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­და­მისს მო­უ­წია სამ­სა­ხუ­რის გამო ლონ­დონ­ში გა­დას­ვლა, სა­დაც ის ექთ­ნად მუ­შა­ობ­და და სახ­ლში ჩას­ვლას წე­ლი­წად­ში 1-2-ჯერ თუ ახერ­ხებ­და. პირ­სი, უმე­ტეს­წი­ლად, ბებო-პა­პამ გა­ზარ­და.

პირ­სს პა­ტა­რა­ო­ბა­ში მხატ­ვრო­ბა სურ­და. ამის გამო მან 16 წლის ასაკ­ში სკო­ლაც კი მი­ა­ტო­ვა და წმინ­და მარ­ტი­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ილუსტრა­ცი­ის გან­ხრით და­ი­წყო სწავ­ლა. თა­ვი­სი­ვე პრო­ფე­სი­ით სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბი­დან 3 წლის შემ­დეგ, ბროს­ნან­მა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა არ­ჩია და სწავ­ლა ლონ­დო­ნის დრა­მის ცენ­ტრში გა­ნაგ­რძო. ასე და­ი­წყო მო­მა­ვალ­მა ვარ­სკვლავ­მა საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბროს­ნა­ნი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მას ხატ­ვა არას­დროს მი­უ­ტო­ვე­ბია. 69 წლის ვარ­სკვლავს სახ­ლთან ახ­ლოს აქვს სა­ხე­ლოს­ნო, სა­დაც ხში­რად ხა­ტავს. პირ­სის ნა­მუ­შევ­რე­ბი ბო­ლოს შარ­შან ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­მო­ფი­ნეს.

წყა­რო: closerweekly

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

კაცი შინაგანად,კაცი გარეგნულად.

მიშა
1

ჩვენებური ყავს ვიღაცა გენში, ბეჭებზე მარშლის ,, პაგონები აქვს,, კაი კაცია პირსი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"არასდროს ვბრაზობ, რა აზრი აქვს?" - პირს ბროსნანი სულიერი სიმშვიდის საიდუმლოს ამხელს

"არასდროს ვბრაზობ, რა აზრი აქვს?" - პირს ბროსნანი სულიერი სიმშვიდის საიდუმლოს ამხელს

69 წლის პირს ბროსნანის თქმით, ის არასდროს ჯავრობს და ემოციების დასაბალანსებლად მედიტაციას იყენებს. მსახიობი მიიჩნევს, რომ საერთოდ "არ აქვს აზრი“ გაბრაზებას: "არასდროს ვბრაზდები. შემიძლია გავბრაზდე, მაგრამ შემდეგ სად წავა ეს ემოცია? ამას აზრიც არ ექნება".

ამერიკულ ჟურნალ Closer-თან მიცემულ ინტერვიუში, ვარსკვლავმა მედიტაციაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, სულიერი სიმშვიდისთვის ეს ყველაზე კარგი საშუალებაა. მსახიობი საცხოვრებელ ადგილსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამჟამად პირსი ჰავაიში თავის მეორე ცოლთან, კილი შაისთან ერთად ცხოვრობს.

  • "ზღვის სანაპიროსთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. წყალი მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი არსებობის და ბედნიერების ნაწილი იყო, ასე რომ, როცა 1980-იან წლებში ამერიკაში ჩავედი, ჩემთვის მხოლოდ ერთი ადგილი არსებობდა, სადაც ცხოვრება მსურდა და ეს სანაპიროზე იყო."
პირს ბროსნანის სახლისკენ მიმავალი ბილიკი

პირს ბროსნანს მარტივი ბავშვობა არ ჰქონია. ირლანდიაში დაბადებული პირსი ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მამამ ოჯახი მიატოვა. მოგვიანებით დედამისს მოუწია სამსახურის გამო ლონდონში გადასვლა, სადაც ის ექთნად მუშაობდა და სახლში ჩასვლას წელიწადში 1-2-ჯერ თუ ახერხებდა. პირსი, უმეტესწილად, ბებო-პაპამ გაზარდა.

პირსს პატარაობაში მხატვრობა სურდა. ამის გამო მან 16 წლის ასაკში სკოლაც კი მიატოვა და წმინდა მარტინის ხელოვნების სკოლაში კომერციული ილუსტრაციის განხრით დაიწყო სწავლა. თავისივე პროფესიით სამუშაოს დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, ბროსნანმა სამსახიობო კარიერა არჩია და სწავლა ლონდონის დრამის ცენტრში განაგრძო. ასე დაიწყო მომავალმა ვარსკვლავმა საყვარელი პროფესიით მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბროსნანი მსახიობობაზე იყო შეყვარებული, მას ხატვა არასდროს მიუტოვებია. 69 წლის ვარსკვლავს სახლთან ახლოს აქვს სახელოსნო, სადაც ხშირად ხატავს. პირსის ნამუშევრები ბოლოს შარშან ლოს-ანჯელესში გამოფინეს.

წყარო: closerweekly

მოამზადა: ანა სიბოშვილმა