პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკაშენკო საჯარო შეკრებებზე ისევ არ ჩანს - ბელარუსიული მედიის ცნობით, გუშის ის მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს
ლუკაშენკო საჯარო შეკრებებზე ისევ არ ჩანს - ბელარუსიული მედიის ცნობით, გუშის ის მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ისევ არ ჩანს. 9 მა­ი­სის შემ­დეგ ის სა­ჯა­რო შეკ­რე­ბებ­ზე არ უნა­ხავთ.

დღეს ბე­ლა­რუ­სის სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ე­ბის - დრო­შის, გერ­ბი­სა და ჰიმ­ნი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში პრე­ზი­დენტს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, რაც კი­დევ უფრო მეტ არ­გუ­მენტს სძენს ვა­რა­უდს იმის შე­სა­ხებ, რომ ლუ­კა­შენ­კოს ჯამ­რთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა.

  • გუ­შინ, ბე­ლო­რუ­სი­უ­ლი მე­დია იუ­წყე­ბო­და, რომ ლუ­კა­შენ­კო მინ­სკის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მე­დი­ა­გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ლუ­კა­შენ­კოს კო­ლო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე, რა დრო­საც კლი­ნი­კა­ში მი­სას­ვლე­ლი იყო გა­და­კე­ტი­ლი და მის­კენ მი­მა­ვალ გზებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იცავ­დნენ.

  • ბო­ლოს ბე­ლა­რუ­სისს პრე­ზი­დენ­ტი სა­ჯა­როდ ნა­ხეს 9 მა­ისს, მოს­კოვ­ში გა­მარ­ჯვე­ბის დღეს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და სხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­თან ერ­თად. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ლუ­კა­შენ­კოს არა­ჯან­სა­ღი იერი ყვე­ლა­სათ­ვის თვალ­სა­ჩი­ნო იყო და ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ­და.

უყუ­რა­დღბოდ არ დარ­ჩე­ნი­ლა არც ის ფაქ­ტი, რომ ლუ­კა­შენ­კომ წი­თელ მო­ე­დან­ზე ტრი­ბუ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რი ალექ­სან­დრეს ბაღ­ში უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცის საფ­ლა­ვამ­დე, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და სხვა ლი­დე­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ი­ა­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მარ­ჯვე­ნა ხე­ლიც ჰქონ­და შეხ­ვე­უ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იმა­ვე დღეს, ლუ­კა­შენ­კო მინ­სკში გა­მარ­ჯვე­ბის დღის ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრო. თუმ­ცა მან და­არ­ღვია ტრა­დი­ცია და სამ­ხედ­რო ფორ­მის ნაც­ვლად კოს­ტი­უ­მი ჩა­იც­ვა და სი­ტყვი­თაც არ გა­მო­ვი­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მინ­სკი ლუ­კა­შენ­კოს ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებ­ზე კომნტარს ამ დრომ­დე არ აკე­თებს. ხოლო მე­დი­ა­ში უკვე აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ შეც­ვლის ლუ­კა­შენ­კოს, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოხონა
0

მიშა საჭმელსაც შეჭამს და შენც ზედ მიგაყოლებს მოღალატე ზაზა!!! რა გჭირს შე ნამუსგარეცხილო, რუსეთუმე ხარ 100% და რას ბოდავ არ იცი ტაც შეგიკვეთეს!!!

ZAZA
0

zaza ყოჩაღ ბიჭო!! ვაა ეს რა მოხიე.. ლუკაშენკო გადარდებს თუ მიშაზე იყრი ჯავრს. თვალებს თუ დააჭყიტავ რაც არ უნდ იძახონ და მისი შემცვლელ ცვილის ფუგურა დასვან ფაქტია ცუდად გამოიყურება და ერთი კითხე ნაცნობ ექიმს რატომ ქონდა გადახვეული ხელი!!?? იღძო???და კარგად აგიხსნის რომ ცუდად არის საქმე!!! არ იდარდო საყვარელო თან წაგიყვანს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

ლუკაშენკო საჯარო შეკრებებზე ისევ არ ჩანს - ბელარუსიული მედიის ცნობით, გუშის ის მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

ლუკაშენკო საჯარო შეკრებებზე ისევ არ ჩანს - ბელარუსიული მედიის ცნობით, გუშის ის მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ისევ არ ჩანს. 9 მაისის შემდეგ ის საჯარო შეკრებებზე არ უნახავთ.

დღეს ბელარუსის სახელმწიფო სიმბოლოების - დროშის, გერბისა და ჰიმნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში პრეზიდენტს მონაწილეობა არ მიუღია, რაც კიდევ უფრო მეტ არგუმენტს სძენს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ლუკაშენკოს ჯამრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა.

  • გუშინ, ბელორუსიული მედია იუწყებოდა, რომ ლუკაშენკო მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიაგამოცემების ცნობით, ლუკაშენკოს კოლონა საავადმყოფოში მივიდა დაახლოებით საღამოს 7 საათზე, რა დროსაც კლინიკაში მისასვლელი იყო გადაკეტილი და მისკენ მიმავალ გზებს შეიარაღებული ძალები იცავდნენ.

  • ბოლოს ბელარუსისს პრეზიდენტი საჯაროდ ნახეს 9 მაისს, მოსკოვში გამარჯვების დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად. როგორც ჟურნალისტებმა აღნიშნეს, ლუკაშენკოს არაჯანსაღი იერი ყველასათვის თვალსაჩინო იყო და ყურადღებას იქცევდა.

უყურადღბოდ არ დარჩენილა არც ის ფაქტი, რომ ლუკაშენკომ წითელ მოედანზე ტრიბუნიდან რამდენიმე ასეული მეტრი ალექსანდრეს ბაღში უცნობი ჯარისკაცის საფლავამდე, ვლადიმერ პუტინისა და სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ავტომანქანით გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მარჯვენა ხელიც ჰქონდა შეხვეული.

მოგვიანებით, იმავე დღეს, ლუკაშენკო მინსკში გამარჯვების დღის ცერემონიას დაესწრო. თუმცა მან დაარღვია ტრადიცია და სამხედრო ფორმის ნაცვლად კოსტიუმი ჩაიცვა და სიტყვითაც არ გამოვიდა.

ოფიციალური მინსკი ლუკაშენკოს ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომნტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ხოლო მედიაში უკვე აქტიურად დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის ლუკაშენკოს, თუ ამის საჭიროება დადგება.

ასევე იხილეთ: