თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ორი თანამშრომელი მოიყოლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ავარიული ფერდობის მასა ჩამოიშალა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი.
"მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა”, - განაცხადეს მერიაში.
კი არ სძინავს,შკოდა-ლაინებს ხაზავს და ახალ გადასახადებზე მუშაობენ... (აბა მეტროს მესამე ხაზი აშენდა,,,კომუნალურები განახევრდა და მეტი რა ქნან))))
გადაუღებელი წვიმების დროს,რომ მეტი საშიშროებაა ფერდის ჩამოშლის ამას ეტყობა დიდი კვლევა ჭირდებოდა და გაწირეს ადამიანები! როგორ გიჭირთ აზროვნება ბევრ ადამიანს ,ვინც დაუდევრობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ამართლებთ-არც კი იცით!