პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი-მოსკოვის ფრენების აღდგენა სახელმწიფოს ღალატს უტოლდება" - ლევან ხაბეიშვილი
"თბილისი-მოსკოვის ფრენების აღდგენა სახელმწიფოს ღალატს უტოლდება" - ლევან ხაბეიშვილი

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის მმარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლატს უტოლ­დე­ბა.

მისი შე­ფა­სე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ, ვლა­დი­მერ პუ­ტინს სა­კუ­თა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის ფრე­ნე­ბი და არა პი­რო­ბი­თად, ხალ­ხზე ზრუნ­ვის გამო.

"ტე­რო­რისტ პუ­ტინს "ქე­შის“, სან­ქცი­რე­ბუ­ლი ოქ­როს, სამ­ხედ­რო ჩი­პე­ბის სა­მოძ­რა­ოდ სჭირ­დე­ბა ეს ფრე­ნე­ბი. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სი-მოს­კო­ვამ­დე თით­ქმის კვი­რა შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს, ერთი კვი­რა შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს ავ­ტო­მო­ბილს გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის და ცხა­დია, სა­ხი­ფა­თოა ხომ? როცა სან­ქცი­რე­ბუ­ლი ოქრო მი­გაქვს, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი გა­და­გაქვს, ან თუნ­დაც სამ­ხედ­რო ჩი­პე­ბის­თვის, სა­ხი­ფა­თოა, ამი­ტომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ფრე­ნე­ბით გა­ი­ი­ო­ლა საქ­მე პუ­ტინ­მა. ცხა­დია, ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, სუს-ის უფ­რო­სი ბა­ტო­ნი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ტვირ­თე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე შე­ტა­ნა-გა­მო­ტა­ნა.

ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ პუ­ტინს ომის პი­რო­ბებ­ში, როცა უკ­რა­ი­ნას თავს ეს­ხმის, როცა აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას, სა­კუ­თა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის ფრე­ნე­ბი და არა პი­რო­ბი­თად, ხალ­ხზე ზრუნ­ვის გამო, ან თუნ­დაც ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, თურ­მე რა კარ­გი იქ­ნე­ბა ეს ფრე­ნე­ბი. ეს ფრე­ნე­ბი იქ­ნე­ბა კარ­გი მხო­ლოდ და მხო­ლოდ პუ­ტი­ნის­თვის, მისი ტე­რო­რის­ტუ­ლი ზრახ­ვე­ბის­თვის, ამა­ში ბევრ მი­ლი­ონს იშო­ვის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, სუს-ის უფ­რო­სი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, "რუ­სუ­ლი პარ­ტია“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეხ­მა­რე­ბა პუ­ტინს ომის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში უკ­რა­ი­ნა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად, ეკო­ნო­მი­კურ მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს ას­ხა­მენ თა­ვად ჩვე­ნი ქვეყ­ნის მეშ­ვე­ო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის ის ფრე­ნე­ბი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლატს უტოლ­დე­ბა, სა­უ­ბა­რია "შავი ფუ­ლის ქე­შის“ ტა­რე­ბა­ზე თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სან­ქცი­რე­ბუ­ლი ოქ­როს ტა­რე­ბა­ზე. ასე­ვე, ცხა­დია, ეს უკავ­შირ­დე­ბა ე.წ. სამ­ხედ­რო ჩი­პებს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ასე ვთქვათ, ამ ფრე­ნე­ბით გა­და­ად­გილ­დეს და მარ­ტი­ვად რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მი­ი­ღოს პუ­ტინ­მა ის, რაც მის­თვის ომის პი­რო­ბებ­ში ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

ეს ბეჩავი არის სილენჩის აპოფეოზი .

მოხუცი
0

სად იპოვა ბიძინამ ხაბე ნეტავ? ნაცების მომაკვდინებელი ვირუსი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თბილისი-მოსკოვის ფრენების აღდგენა სახელმწიფოს ღალატს უტოლდება" - ლევან ხაბეიშვილი

"თბილისი-მოსკოვის ფრენების აღდგენა სახელმწიფოს ღალატს უტოლდება" - ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რუსეთის მმართულებით ფრენების აღდგენა სახელმწიფოს ღალატს უტოლდება.

მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა პირობითად, ხალხზე ზრუნვის გამო.

"ტერორისტ პუტინს "ქეშის“, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები. ყველამ კარგად იცის, რომ მაგალითად, თბილისი-მოსკოვამდე თითქმის კვირა შეიძლება დასჭირდეს, ერთი კვირა შეიძლება დასჭირდეს ავტომობილს გადაადგილებისთვის და ცხადია, სახიფათოა ხომ? როცა სანქცირებული ოქრო მიგაქვს, მილიონობით დოლარი გადაგაქვს, ან თუნდაც სამხედრო ჩიპებისთვის, სახიფათოა, ამიტომ, ფაქტობრივად, ამ ფრენებით გაიიოლა საქმე პუტინმა. ცხადია, ამ საქმეში ჩართული იქნება ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ბატონი ლილუაშვილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების გადამოწმების გარეშე შეტანა-გამოტანა.

ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინს ომის პირობებში, როცა უკრაინას თავს ესხმის, როცა აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა პირობითად, ხალხზე ზრუნვის გამო, ან თუნდაც ეთნიკურად ქართველებისთვის, თურმე რა კარგი იქნება ეს ფრენები. ეს ფრენები იქნება კარგი მხოლოდ და მხოლოდ პუტინისთვის, მისი ტერორისტული ზრახვებისთვის, ამაში ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი. საბოლოოდ, "რუსული პარტია“ საქართველოში ეხმარება პუტინს ომის განხორციელებაში უკრაინაში და საქართველოს ოკუპაციისთვის ფაქტობრივად, ეკონომიკურ მილიონობით დოლარს ასხამენ თავად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. შესაბამისად, ეს არის ის ფრენები, რომელიც სახელმწიფოს ღალატს უტოლდება, საუბარია "შავი ფულის ქეშის“ ტარებაზე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, სანქცირებული ოქროს ტარებაზე. ასევე, ცხადია, ეს უკავშირდება ე.წ. სამხედრო ჩიპებს, რომელიც შესაძლოა, ასე ვთქვათ, ამ ფრენებით გადაადგილდეს და მარტივად რამდენიმე საათში მიიღოს პუტინმა ის, რაც მისთვის ომის პირობებში ასე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.