მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ძიუდოისტების ისტორიული შედეგი - ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა
ქართველი ძიუდოისტების ისტორიული შედეგი - ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გით და­ამ­თავ­რა. ნაკ­რებ­მა კა­ტა­რის დე­და­ქა­ლაქ დო­ჰა­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ას­პა­რე­ზო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა. ქარ­თველ­მა ძი­უ­დო­ის­ტებ­მა ორი ოქ­როს, ერთი ვერ­ცხლი­სა და ერთი ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს.

-60 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე გი­ორ­გი სარ­და­ლაშ­ვილ­მა სა­დე­ბი­უ­ტო მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. -81 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა ზე­დი­ზედ მე­ო­რედ მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი. ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გი და­ფიქ­სირ­და -90 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, რომ­ლის ფი­ნალ­შიც ერ­თმა­ნეთს ლუკა მა­ი­სუ­რა­ძე და ლაშა ბე­ქა­უ­რი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ოქ­როს მე­დალს - მა­ი­სუ­რა­ძე, ვერ­ცხლს კი ბე­ქა­უ­რი და­ე­უფ­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რებ­მა ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად შეძ­ლო მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ორი ოქ­როს მედ­ლის მო­პო­ვე­ბა. ქარ­თველ­მა ვაჟ­მა ძი­უ­დო­ის­ტებ­მა არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ გუნ­დურ ჩათ­ვლა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინე0
0

გილოცავთ! ყოჩაღ!

გიაჯანო
0

გენაცვალეთ გმირებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

ქართველი ძიუდოისტების ისტორიული შედეგი - ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

ქართველი ძიუდოისტების ისტორიული შედეგი - ვაჟთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაამთავრა. ნაკრებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალურ ასპარეზობაში წარმატებით იასპარეზა. ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ისტორიული შედეგი დაფიქსირდა -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომლის ფინალშიც ერთმანეთს ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ.

ოქროს მედალს - მაისურაძე, ვერცხლს კი ბექაური დაეუფლა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედლის მოპოვება. ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.