მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობა ცდილობს ბუზისგან სპილოს შექმნას... მინდა გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო" - სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
"მთავრობა ცდილობს ბუზისგან სპილოს შექმნას... მინდა გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო" - სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ სა­ნამ სა­ჩი­ვარს გა­ნი­ხი­ლავს, მი­ზან­შე­უ­წონ­ლად მი­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და­ა­ვა­ლოს[მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის] და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­და­იყ­ვა­ნა სხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნით. ეს არის სულ, რა­საც ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა ამ­ბობს და ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბას სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან რა­ი­მე ტი­პის გან­ვრცო­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ცდი­ლობს ბუ­ზის­გან სპი­ლოს შექ­მნას და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ნიშ­ნის მო­გე­ბით სა­უ­ბარს, - ასე აფა­სებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, შოთა თუთ­ბე­რი­ძე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მან სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა.

შოთა თუთ­ბე­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბუნ­დო­ვა­ნე­ბა შექ­მნა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მად, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უარი ეთ­ქვა ვარ­შა­ვა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე, ამავდრო­უ­ლად, სა­ხელ­მწი­ფოს არ და­ე­ვა­ლა მისი ქვეყ­ნის შიგ­ნით სხვა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა.

"მინ­და გარ­კვე­უ­ლი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა გავ­ფან­ტო, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ამ პა­სუხ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ შექ­მნა დღე­ვან­დე­ლი ბრი­ფინ­გით. ეს არ არის ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო არ­სე­ბი­თად ამ საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს. ეს გახ­ლდათ პრო­ცე­დუ­რუ­ლი ანუ ე.წ. დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვამ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ანუ დაც­ვის მხა­რემ, ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ცე­სის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე სცა­და და გა­მო­ი­ყე­ნა ყვე­ლა, თუნ­დაც ის ძა­ლი­ან მცი­რე და თე­ო­რი­უ­ლი ბერ­კე­ტე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ო­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცია და სა­სა­მარ­თლოს მუ­შა­ო­ბის წე­სე­ბი.

ე.წ. დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა სწო­რედ ამ­გვა­რი ერთ-ერთი მე­ქა­ნიზ­მი იყო და ამ პრო­ცე­დუ­რულ სა­კი­თხზე ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ არ და­ა­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­დაყ­ვა­ნა ვარ­შა­ვა­ში, სულ მცი­რე, იქამ­დე ვიდ­რე სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვა არ დას­რულ­დე­ბა. ანუ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გახ­ლდათ სწო­რედ ეს, სა­სა­მარ­თლო საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის და­წყე­ბამ­დეც კი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ე­ვა­ლე­ბი­ნა მთავ­რო­ბის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის გა­დაყ­ვა­ნა მომ­ხდა­რი­ყო ევ­რო­პის ერთ-ერთ დე­და­ქა­ლაქ­ში. ეს პრო­ცე­დუ­რუ­ლი ნა­წი­ლი არის მხო­ლოდ, რა­ზეც ჩვენ დღეს პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ. თუმ­ცა, არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ ამ სა­კი­თხში მთა­ვა­რი არის სა­ჩივ­რის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა, ანუ ევ­რო­სა­სა­მარ­თლო ამ სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს და ამ სა­ჩი­ვარს არ­სე­ბი­თად გა­ნი­ხი­ლავს და ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ“- გა­ნა­ცხა­და თუთ­ბე­რი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, უნდა ით­ქვას, რომ ბუ­ნებ­რი­ვია, ევ­რო­სა­სა­მარ­თლო სა­ხელ­მწი­ფოს არ და ვერ და­ა­ვა­ლებ­და იმგვა­რი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რა­საც დაც­ვის მხა­რე არ ითხოვ­და.

„მე მო­ვის­მი­ნე დღეს პო­ზი­ცი­ე­ბი, რომ სა­სა­მარ­თლომ თით­ქოს არ და­ა­ვა­ლა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნაც კი და ეს თით­ქოს, ნიშ­ნის მო­გე­ბით იყო ნათ­ქვა­მი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა გა­ნი­მარ­ტოს, რომ საქ­მის არ­ცერთ ეტაპ­ზე ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა არ ყო­ფი­ლა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის გა­დაყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე სხვა კლი­ნი­კა­ში, ჩვენ არ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს მის უფ­ლე­ბე­ბის ეფექ­ტი­ან დაც­ვას და შე­სა­ბა­მი­სად, არარ­სე­ბულ მო­თხოვ­ნა­ზე მი­თი­თე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლოა. ამი­ტომ, მე ვფიქ­რობ, რომ ეს გარ­კვე­უ­ლი პა­ნი­კა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ შექ­მნა და რომ­ლის შექ­მნა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლოა. სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა არა­თუ გრძელ­დე­ბა, არა­მედ ვფიქ­რობ, რომ გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში შე­დის და მე­ტიც, ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს ამ პა­სუხს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ ვფიქ­რობ, რომ და­მა­ტე­ბი­თი კუ­დე­ბი უნდა გა­მო­ა­ბას, იმი­ტომ, რომ სა­სა­მარ­თლოს არ­ცერ­თი წუ­თით არ შე­უ­ტა­ნია ეჭვი არც სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მე­ში, სა­სა­მარ­თლოს არ­ცერ­თი მი­ნიშ­ნე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი კარ­გად არის, რო­გორც ეს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ვერ­სია იყო და სა­სა­მარ­თლოს არ­ცერ­თი წუ­თით არ უთ­ქვამს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ილა­ხე­ბა.

ერ­თა­დერ­თი, რაც სა­სა­მარ­თლომ თქვა არის ის, რომ სა­ნამ სა­ჩი­ვარს გა­ნი­ხი­ლავს, მი­ზან­შე­უ­წონ­ლად მი­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და­ა­ვა­ლოს და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­და­იყ­ვა­ნა სხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნით. ეს არის სულ, რა­საც ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა ამ­ბობს და ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბას სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან რა­ი­მე ტი­პის გან­ვრცო­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ცდი­ლობს ბუ­ზის­გან სპი­ლოს შექ­მნას და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ნიშ­ნის მო­გე­ბით სა­უ­ბარს. ცხა­დია, სა­ფუძ­ვე­ლიც არ არ­სე­ბობს, ჩვენ კვლა­ვინ­დე­ბუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ იმა­ში, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა ამ საქ­მე­ში ეკუთ­ვნის და ექ­ნე­ბა სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს იმი­ტომ, რომ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლი იბ­რძვის არა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გორც ამას ბა­ტო­ნი ბრეგ­ვა­ძე აცხა­დებს, სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბას მო­ახ­მა­რა სრუ­ლად, არა­მედ სა­ა­კაშ­ვი­ლი იბ­რძვის იმ უსა­მარ­თლო­ბის, იმ რუ­სე­თი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში“- გა­ნა­ცხა­და შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
`
2

ამას აჩკები უკეთია თუ ტელევიზორი?:)

ალექს
1

ეს დიდი იურისტი და უფრო დიდი სახელმწიფო მოღვ , ბოიშმამითხოვია , დიდი პოლიტიკოსი, ვერ უნდა ხვდებოდეს, რომ ევროსასამართლო ვარშავაში, კრაკოვში და კარლოვი ვარში მიშუილა ტრულაილა გადაიყვათო, არ იტყოდა, ვერ იტყოდა, არა ეგ საავადმოყოფოს მიმღებ გამანაწილებელი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მთავრობა ცდილობს ბუზისგან სპილოს შექმნას... მინდა გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო" - სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"მთავრობა ცდილობს ბუზისგან სპილოს შექმნას... მინდა გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო" - სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სანამ საჩივარს განიხილავს, მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს მთავრობას დაავალოს[მიხეილ სააკაშვილის] დაუყოვნებლივი გადაიყვანა სხვა ქვეყანაში, მათ შორის სამკურნალო მიზნით. ეს არის სულ, რასაც ეს შეტყობინება ამბობს და ამ შეტყობინებას სასამართლოს მხრიდან რაიმე ტიპის განვრცობა არ მოჰყოლია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ბუზისგან სპილოს შექმნას და ამ საქმესთან დაკავშირებით ნიშნის მოგებით საუბარს, - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელიც მან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა.

შოთა თუთბერიძის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრომ და ხელისუფლებამ ბუნდოვანება შექმნა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

"მინდა გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო, რომელიც არსებობს ამ პასუხთან დაკავშირებით და ის ბუნდოვანება, რომელიც ხელისუფლებამ და იუსტიციის სამინისტრომ შექმნა დღევანდელი ბრიფინგით. ეს არ არის ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს. ეს გახლდათ პროცედურული ანუ ე.წ. დროებითი ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული პროცედურული გადაწყვეტილება. ანუ დაცვის მხარემ, ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები.

ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ ამგვარი ერთ-ერთი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხზე ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, სულ მცირე, იქამდე ვიდრე საჩივრის განხილვა არ დასრულდება. ანუ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახლდათ სწორედ ეს, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდეც კი, დაუყოვნებლივ დაევალებინა მთავრობისთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მომხდარიყო ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. ეს პროცედურული ნაწილი არის მხოლოდ, რაზეც ჩვენ დღეს პასუხი მივიღეთ. თუმცა, არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ საკითხში მთავარი არის საჩივრის არსებითი განხილვა, ანუ ევროსასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს და ამ საჩივარს არსებითად განიხილავს და ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება გადაწყვეტილების შემდეგ“- განაცხადა თუთბერიძემ.

მისი განმარტებით, უნდა ითქვას, რომ ბუნებრივია, ევროსასამართლო სახელმწიფოს არ და ვერ დაავალებდა იმგვარი ქმედების განხორციელებას, რასაც დაცვის მხარე არ ითხოვდა.

„მე მოვისმინე დღეს პოზიციები, რომ სასამართლომ თითქოს არ დაავალა იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანაც კი და ეს თითქოს, ნიშნის მოგებით იყო ნათქვამი. ამასთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს, რომ საქმის არცერთ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა მესამე პრეზიდენტის გადაყვანა საქართველოს რომელიმე სხვა კლინიკაში, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს უზრუნველყოფს მის უფლებების ეფექტიან დაცვას და შესაბამისად, არარსებულ მოთხოვნაზე მითითება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული პანიკა, რომელიც სახელმწიფომ შექმნა და რომლის შექმნასაც ხელისუფლება ცდილობს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. სააკაშვილის საქმეზე სამართლებრივი ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ვფიქრობ, რომ გადამწყვეტ ფაზაში შედის და მეტიც, ევროსასამართლოს ამ პასუხს საქართველოს ხელისუფლებამ არ ვფიქრობ, რომ დამატებითი კუდები უნდა გამოაბას, იმიტომ, რომ სასამართლოს არცერთი წუთით არ შეუტანია ეჭვი არც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეში, სასამართლოს არცერთი მინიშნება არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი კარგად არის, როგორც ეს იუსტიციის სამინისტროს ვერსია იყო და სასამართლოს არცერთი წუთით არ უთქვამს, რომ სააკაშვილის უფლებები საქართველოში არ ილახება.

ერთადერთი, რაც სასამართლომ თქვა არის ის, რომ სანამ საჩივარს განიხილავს, მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს მთავრობას დაავალოს დაუყოვნებლივი გადაიყვანა სხვა ქვეყანაში, მათ შორის სამკურნალო მიზნით. ეს არის სულ, რასაც ეს შეტყობინება ამბობს და ამ შეტყობინებას სასამართლოს მხრიდან რაიმე ტიპის განვრცობა არ მოჰყოლია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ბუზისგან სპილოს შექმნას და ამ საქმესთან დაკავშირებით ნიშნის მოგებით საუბარს. ცხადია, საფუძველიც არ არსებობს, ჩვენ კვლავინდებურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ სამართლებრივი კუთხით საბოლოო გამარჯვება ამ საქმეში ეკუთვნის და ექნება სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტს იმიტომ, რომ, ამ შემთხვევაში, სააკაშვილი იბრძვის არა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ამას ბატონი ბრეგვაძე აცხადებს, სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური კარიერა საქართველოს წარმატებას მოახმარა სრულად, არამედ სააკაშვილი იბრძვის იმ უსამართლობის, იმ რუსეთიზაციის წინააღმდეგ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს საქართველოში“- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.