პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ორ წელზე მეტია არ უნახავს.
აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ „ ევროპის სოციალისტური პარტია“ დატოვა.
"ბატონი ბიძინა არ მინახავს ძალიან დიდი ხანია, ორ წელზე მეტი იქნება, გჯერათ? მილოცვები, მილოცვები - მიკრძალავთ?“, - უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.
წაიკითხეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო:
ნახვა ვთქვათ არ გინახავს მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ კომუნიკაცია არ გაქვს. ისედაც უსინდისობაა იმის თქმა, რომ ამხელა ამაგი აქვს შენზე ადამიანს და შენ მაგას არც ნახულობ და არც ეკონტაქტები. სირცხვილია, ადრე სულ მადლობას უთვლიდი და ახლა კი არც კი ნახულობ. არ გეკადრებათ ირაკლი, მიდით, ნახეთ, მოიკითხეთ, იქნება რა უჭირს, ან იქნება რამე რჩევა მოგცეთ, ბრძენკაცია ბოლობოლო
არ იდარდო, მალე სულ ერთად იქნებით