საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო... ვეღარ ვიმატებ, შემეცვალა გემოვნება, მირეკავდნენ, რა მოგივიდაო" - რა პრობლემები შეუქმნა სოფო ჯაფარიძეს პოპულარულმა დასაკლებმა პრეპარატმა?
"გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო... ვეღარ ვიმატებ, შემეცვალა გემოვნება, მირეკავდნენ, რა მოგივიდაო" - რა პრობლემები შეუქმნა სოფო ჯაფარიძეს პოპულარულმა დასაკლებმა პრეპარატმა?

ექიმ­სა და ტე­ლე­წამ­ყვან სოფო ჯა­ფა­რი­ძეს ბოლო დროს, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და­საკ­ლე­ბი პრეპ­რა­ტის გამო ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ამ თე­მა­ზე ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. სო­ფომ მა­ყუ­რებ­ლებს სთხო­ვა, რომ თვით­ნე­ბუ­რად არა­სო­დეს მი­ე­ღოთ ეს ინექ­ცია, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა წო­ნა­ში და­გაკ­ლე­ბი­ნოთ, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­ზე­ზად იქ­ცეს.

პრე­პა­რა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყი­დე­ბა, მის გა­მო­წე­რას მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხე­ბენ. რე­ა­ლუ­რად პრე­პა­რა­ტი წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ექი­მე­ბი მას დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს სამ­კურ­ნა­ლოდ, დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბად უნიშ­ნა­ვენ. რად­გან ინექ­ცია მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს, ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი მისი მოხ­მა­რე­ბი­სას წო­ნა­ში იკ­ლე­ბენ, მაგ­რამ უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში იმ­დე­ნად დი­დია, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია მისი მოხ­მა­რე­ბა ექი­მის გა­რე­შე

სოფო ჯა­ფა­რი­ძე:

- ყვე­ლა იმ აზ­რზეა, რომ არ მჭირ­დე­ბო­და წო­ნა­ში კლე­ბა, მაგ­რამ მე არ ვთვლი ასე. მე­სა­მე ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ დის­კომ­ფორ­ტი მქონ­და, წო­ნა­ში კლე­ბა გა­მი­ჭირ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ათი კილო მქონ­და ზედ­მე­ტი. ასე­თი გამ­ხდა­რი რო­გორც ახლა ვარ, არა­სო­დეს არ ვყო­ფილ­ვარ არ­ცერთ ასაკ­ში, მაგ­რამ ამა­ზე 8 კი­ლო­თი მეტი ვი­ყა­ვი მი­ნი­მუ­მი რაც აქამ­დე ვყო­ფილ­ვარ. დიახ, ზედ­მე­ტი მო­მი­ვი­და.

თა­ვი­დან რო­დე­საც ვერ ვიკ­ლებ­დი ენ­დოკ­რი­ნო­ლიგ­თან მი­ვე­დი, რო­მელ­მაც ანა­ლი­ზე­ბი გა­მა­კე­თე­ბი­ნა, ანა­ლი­ზე­ბი არე­უ­ლი მქონ­და, რა­მაც და­მი­რე­გუ­ლი­რა პრობ­ლე­მე­ბი და და­ვი­წყე წო­ნა­ში კლე­ბა. გურ­მა­ნი ვარ და მეც მიყ­ვარს კე­თე­ბა და რო­დე­საც რა­მეს ვა­კე­თებ, მეც ვსინ­ჯავ რა თქმა უნდა. 9 კილო ნა­ხე­ვა­რი და­ვი­კე­ლი, მაგ­რამ შემ­დეგ წონა გა­მე­ყი­ნა. შემ­დეგ გა­ვი­გე პრე­პა­რა­ტის შე­სა­ხებ, ეს არის კან­ქვე­შა ინექ­ცია, რო­მე­ლიც ინიშ­ნე­ბა დი­ა­ბე­ტის დროს. მე სრუ­ლი­ად არა­ე­ქი­მუ­რად მო­ვი­ქე­ცი, რა­საც დღეს ძა­ლი­ან ვნა­ნობ. ორი თვე ვი­კე­თებ­დი და სა­ო­ცა­რი შე­დე­გი მქონ­და. მო­მენ­ტა­ლუ­რი კლე­ბა და­ვი­წყე. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ასე არ არის, დე­და­ჩე­მი იკე­თებს, მაგ­რამ გრა­მი არ აქვს დაკ­ლე­ბუ­ლი.

ახლა რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, ყო­ველ წელს ვი­კე­თებ სრულ გა­მოკ­ვლე­ვას და არა­სო­დეს მქო­ნია პრობ­ლე­მა. ერთი თვის წინ რომ გა­ვი­კე­თებ კი­დევ „ჩე­ქა­ფი“, ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე მაქვს პრობ­ლე­მა. გა­მიჩ­ნდა კვან­ძე­ბი, გავ­ხდი სა­ო­პე­რა­ციო. სწო­რედ ამ პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ. მაქვს ახლა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, რაც სა­დამ­დე მივა არა­ვინ არ იცის. მე არა­ერთ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია და ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ეს პრე­პა­რა­ტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ბო­ლოს მი­თხრეს, რომ ანა­ლი­ზე­ბი მა­ინც გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ში მქონ­და, ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლი მაქვს.

მე ამ პრე­პა­რატს ექი­მის გა­რე­შე არა­ვის ვურ­ჩევ. გაძ­ლი­ე­რე­ბულ კვე­ბა­ზე ვარ გა­და­სუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ვჭამ, ვი­ტა­მი­ნებ­საც ვი­ღებ, მაგ­რამ გრამ­საც ვე­ღარ ვი­მა­ტებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ტკბი­ლი და ამა­საც ვე­ღარ ვჭამ, რად­გან ამ პრე­პა­რატ­მა შე­მიც­ვა­ლა გე­მოვ­ნე­ბა. ასე­ვე მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა რო­მე­ლიც მქონ­და -2-მდე და ახლა მაქვს -4-მდე. გან­გა­შის ნიშ­ნე­ბი ჩა­მერ­თო, ხომ არ მქონ­და ანო­რექ­სი­ის ნიშ­ნე­ბი. პირ­ველ ეტაპ­ზე საჭ­მლის და­ნახ­ვა­ზე მქონ­და გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა. ზო­გა­დად არაშ­რო­მი­სუ­უ­ნა­რო გამ­ხა­და, მაგ­რამ ვი­ტან­დი, რად­გან სარ­კე­ში რომ ვი­ყუ­რე­ბო­დი, მომ­წონ­და ჩემი თავი გამ­ხდა­რი. ალ­ბათ სამ კი­ლოს მო­ვი­მა­ტებ­დი.

ლო­ყე­ბი ჩა­მი­ვარ­და, ინექ­ცი­ის მე­ში­ნია და სა­ხე­ზე ინექ­ცი­ებს ვერ ვი­კე­თებ­დი და ბო­ლოს გარ­და­უ­ვა­ლი იყო. ამ დროს არა­ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნის ვი­ზუ­ა­ლი გაქვს. სრუ­ლი­ად უცხო ხალ­ხი მი­რე­კავ­და, არ ჩერ­დე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნი, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ რა მო­გი­ვი­დაო, ყვე­ლას ემ­პა­თი­ის გრძნო­ბა გა­უჩ­ნდა ჩემს მი­მართ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და და ამ დროს ჩემი ნე­ბით ვიკ­ლებ­დი.

ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს მქო­ნია მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, არ ვი­ცო­დი რა იყო შფოთ­ვა და ახლა და­მე­წყო. ყვე­ლას ვთხოვ, რომ ექი­მის გა­რე­შე არ გა­ე­კა­როთ ამ პრე­პა­რატს.

წა­ი­კი­თხე ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
1

ცოტა ხანი რომ მივიღო ოზემპიკი და როგორც კი დავიკლებ შევწყვიტო ხომ შეიძლება? სად გამოვწერო?

კიკი
2

მერე მიშას რას გადაკიდებიხარ, შენს თავს მიხედე, ცარელა კბილები რომ ხარ დარჩენილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო... ვეღარ ვიმატებ, შემეცვალა გემოვნება, მირეკავდნენ, რა მოგივიდაო" - რა პრობლემები შეუქმნა სოფო ჯაფარიძეს პოპულარულმა დასაკლებმა პრეპარატმა?

"გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო... ვეღარ ვიმატებ, შემეცვალა გემოვნება, მირეკავდნენ, რა მოგივიდაო" - რა პრობლემები შეუქმნა სოფო ჯაფარიძეს პოპულარულმა დასაკლებმა პრეპარატმა?

ექიმსა და ტელეწამყვან სოფო ჯაფარიძეს ბოლო დროს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასაკლები პრეპრატის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამ თემაზე ნანუკა ჟორჟოლიანთან გულახდილად ისაუბრა. სოფომ მაყურებლებს სთხოვა, რომ თვითნებურად არასოდეს მიეღოთ ეს ინექცია, რომელმაც შეიძლება წონაში დაგაკლებინოთ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზად იქცეს.

პრეპარატი საქართველოში არ იყიდება, მის გამოწერას მომხმარებლები სხვადასხვა ინტერნეტსაიტის საშუალებით ახერხებენ. რეალურად პრეპარატი წონაში დასაკლებად არ გამოიყენება, ექიმები მას დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებს სამკურნალოდ, დამხმარე საშუალებად უნიშნავენ. რადგან ინექცია მადის დაქვეითებას იწვევს, ჩვეულებრივ შემთხვევაში ადამიანების ნაწილი მისი მოხმარებისას წონაში იკლებენ, მაგრამ უკუჩვენებები ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ დაუშვებელია მისი მოხმარება ექიმის გარეშე

სოფო ჯაფარიძე:

- ყველა იმ აზრზეა, რომ არ მჭირდებოდა წონაში კლება, მაგრამ მე არ ვთვლი ასე. მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ დისკომფორტი მქონდა, წონაში კლება გამიჭირდა, დაახლოებით ათი კილო მქონდა ზედმეტი. ასეთი გამხდარი როგორც ახლა ვარ, არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთ ასაკში, მაგრამ ამაზე 8 კილოთი მეტი ვიყავი მინიმუმი რაც აქამდე ვყოფილვარ. დიახ, ზედმეტი მომივიდა.

თავიდან როდესაც ვერ ვიკლებდი ენდოკრინოლიგთან მივედი, რომელმაც ანალიზები გამაკეთებინა, ანალიზები არეული მქონდა, რამაც დამირეგულირა პრობლემები და დავიწყე წონაში კლება. გურმანი ვარ და მეც მიყვარს კეთება და როდესაც რამეს ვაკეთებ, მეც ვსინჯავ რა თქმა უნდა. 9 კილო ნახევარი დავიკელი, მაგრამ შემდეგ წონა გამეყინა. შემდეგ გავიგე პრეპარატის შესახებ, ეს არის კანქვეშა ინექცია, რომელიც ინიშნება დიაბეტის დროს. მე სრულიად არაექიმურად მოვიქეცი, რასაც დღეს ძალიან ვნანობ. ორი თვე ვიკეთებდი და საოცარი შედეგი მქონდა. მომენტალური კლება დავიწყე. მაგრამ ყველაზე ასე არ არის, დედაჩემი იკეთებს, მაგრამ გრამი არ აქვს დაკლებული.

ახლა რა პრობლემის წინაშე დავდექი, ყოველ წელს ვიკეთებ სრულ გამოკვლევას და არასოდეს მქონია პრობლემა. ერთი თვის წინ რომ გავიკეთებ კიდევ „ჩექაფი“, ყველა ორგანოზე მაქვს პრობლემა. გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო. სწორედ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ. მაქვს ახლა სერიოზული პრობლემა, რაც სადამდე მივა არავინ არ იცის. მე არაერთ ენდოკრინოლოგთან გავიარე კონსულტაცია და ყველა წინააღმდეგი იყო ეს პრეპარატი გამეკეთებინა. ბოლოს მითხრეს, რომ ანალიზები მაინც გამეკეთებინა და ყველაფერი ნორმაში მქონდა, ახლა კი ყველაფერი არეული მაქვს.

მე ამ პრეპარატს ექიმის გარეშე არავის ვურჩევ. გაძლიერებულ კვებაზე ვარ გადასული, ყველაფერს ვჭამ, ვიტამინებსაც ვიღებ, მაგრამ გრამსაც ვეღარ ვიმატებ. ძალიან მიყვარდა ტკბილი და ამასაც ვეღარ ვჭამ, რადგან ამ პრეპარატმა შემიცვალა გემოვნება. ასევე მხედველობის პრობლემა რომელიც მქონდა -2-მდე და ახლა მაქვს -4-მდე. განგაშის ნიშნები ჩამერთო, ხომ არ მქონდა ანორექსიის ნიშნები. პირველ ეტაპზე საჭმლის დანახვაზე მქონდა გულის რევის შეგრძნება. ზოგადად არაშრომისუუნარო გამხადა, მაგრამ ვიტანდი, რადგან სარკეში რომ ვიყურებოდი, მომწონდა ჩემი თავი გამხდარი. ალბათ სამ კილოს მოვიმატებდი.

ლოყები ჩამივარდა, ინექციის მეშინია და სახეზე ინექციებს ვერ ვიკეთებდი და ბოლოს გარდაუვალი იყო. ამ დროს არაჯანსაღი ადამიანის ვიზუალი გაქვს. სრულიად უცხო ხალხი მირეკავდა, არ ჩერდებოდა ტელეფონი, მეკითხებოდნენ რა მოგივიდაო, ყველას ემპათიის გრძნობა გაუჩნდა ჩემს მიმართ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და ამ დროს ჩემი ნებით ვიკლებდი.

ცხოვრებაში არასოდეს მქონია მენტალური პრობლემები, არ ვიცოდი რა იყო შფოთვა და ახლა დამეწყო. ყველას ვთხოვ, რომ ექიმის გარეშე არ გაეკაროთ ამ პრეპარატს.

წაიკითხე ასევე: