სალომე ზურაბიშვილი აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას.
"ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის თავისი პოზიცია აქვს. იგი აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური.
ასევე, ჩვენი მმართველი პარტია და პარლამენტი. ჩვენ წარვმართავთ, ვახორციელებთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. ვრცლად ვისაუბრე, რომ ყველაფერი, რაც უმარტივებს და აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება.
ჩვენ თავმოყვარე და უძველესი ერი ვართ. ამას, რომ ამბობს ვიღაც რუსეთის დაკრულზე ცეკვა და რაღაცები, ეს არის ერის შეურაცხყოფა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
წაიკითხეთ ასევე:
მტირალა მიშას ხომ არ წარმოადგენს მთავარი ეს არის.ივანიშვილს რაც საქართველისთვის სიკეთე გაუკეთებია თქვენ ნაცხროვას შხამად გქვთ ქცეული ,ერთი ნაცი დაასახელეთ ქვეყნისთვის ერთი კენჭი თუ დაუდია.მთავრო არ უნდა მოგწონდეს ეს ნორმაა,მაგრამ ნაცების მთავრობა ხალხს ეზიზღებოდა ვერასოდეს დაბრუნდებით,ვ ე რ ა ს ო დ ე ს
შენ აღმასრულებელ ხელისუფლებას კი არა, ბიძინას წარმოადგენ და ბიძინა კი რუსეთს