სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Golden Tulip Design Tbilisi "ტიტა ტერასაზე" სეზონს ექსკლუზიური ღონისძიებებით იწყებს
Golden Tulip Design Tbilisi "ტიტა ტერასაზე" სეზონს ექსკლუზიური ღონისძიებებით იწყებს

Golden Tulip Design Tbilisi „ტიტა ტე­რა­სა­ზე“ ახალ სე­ზონს ხსნის. ამ უნი­კა­ლურ­მა სივ­რცემ, უკვე უმას­პინ­ძლა რამ­დე­ნი­მე და­ხუ­რულ წვე­უ­ლე­ბას. ტე­რა­სი­დან თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი პა­ნო­რა­მუ­ლი ხედი იშ­ლე­ბა, რაც კი­დევ უფრო და­უ­ვი­წყარს ხდის აქ გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

სტუმ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­რო კოქ­ტე­ი­ლე­ბი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Golden Tulip Design Tbilisi-ის ბარ­მა Welcome to Georgia! ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, „სა­უ­კე­თე­სო ბა­რის“ ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ უფრო ვრცლად Golden Tulip Design Tbilisi-ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი სოფო აზა­რი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სოფო, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის საკ­მა­ოდ უცხო და ახა­ლია მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვა, რო­დის და­გე­ბა­დათ იდეა რომ თქვენს სივ­რცე­ში, მსგავ­სი ივენ­თე­ბი მო­გე­წყოთ?

სას­ტუმ­რო 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გავ­ხსე­ნით. პირ­ვე­ლი­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, სპე­ცი­ა­ლუ­რად საფ­რან­გე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი, პა­რი­ზის წამ­ყვა­ნი კლუ­ბე­ბის რე­ზი­დენ­ტი Knuckle G უკ­რავ­და. ივენთმა იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ი­ა­რა, რომ მე­ო­რე დღეს ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ჩვენ­ზე სა­უბ­რობ­და. მივ­ხვდით, რომ გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და და 1 კვი­რა­ში, რე­კორ­დუ­ლად მცი­რე დრო­ში, შემ­დე­გი დიდი ივენ­თი დავ­გეგ­მეთ. მას შემ­დეგ, ყო­ველ პა­რას­კევს ჩვენს სტუმ­რებს და­უ­ვი­წყარ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვთა­ვა­ზობთ.

ზამ­თარ­ში, ტე­რა­სი­დან რეს­ტო­რან­ში გად­მო­ვი­ნაც­ვლეთ და ზამ­თრის ივენ­თე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სე­რია ჩა­ვა­ტა­რეთ.

- რა სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზობთ ახალ სე­ზონ­ზე თქვენს სტუმ­რებს?

რო­დე­საც „ტიტა ტე­რა­სის“ სე­ზო­ნის გახ­სნა­ზე ფიქ­რი და­ვი­წყეთ, გვსურ­და ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ივენ­თე­ბი შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. ძა­ლი­ან გვინ­და, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ვუ­წი­ოთ და ხელი შე­ვუ­წყოთ თბი­ლის­ში დღის ივენ­თე­ბის გა­მარ­თვის კულ­ტუ­რას. ამ მხრი­ვაც გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით. ჩვე­ნი ტე­რა­სი­დან თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ხედი იშ­ლე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, მზის ჩას­ვლის დროს ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კის მოს­მე­ნა ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის­თვის და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლი ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა 13 მა­ისს გვაქვს და­გეგ­მი­ლი DEEP HOUSE TBILISI-თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით. „ტიტა ტე­რა­სა­ზე“ დიფ ჰა­უ­სის წამ­ყვა­ნი არ­ტის­ტი, ბერ­ლინ­ში მოღ­ვა­წე პო­პუ­ლა­რუ­ლი მექ­სი­კე­ლი მუ­სი­კო­სი - Robbie Akbal წარ­სდგე­ბა. მას­თან ერ­თად და­უკ­რა­ვენ ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი: Stimmhalt, Nika Chikovani, Roma J, Ucha, Querubim.

Robbie Akbal არის მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი დი­ჯეი, პრო­დი­უ­სე­რი და ლე­იბლ „Akbal music“-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ის ძი­რი­თა­დად უკ­რავს დიფ/ორ­გა­ნიკ ჰა­უსს. მისი მუ­სი­კა გა­ჯე­რე­ბუ­ლია მე­ლო­დი­უ­რი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი ჟღე­რა­დო­ბით. მისი რე­ლი­ზე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ისეთ სა­კულ­ტო ლე­იბ­ლებ­ზე რო­გო­რი­ცაა: Crosstown Rebels, Get Physical, Sol Selectas და სხვ.

ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა 1 კვი­რის წინ და­ი­წყო და პირ­ვე­ლი კა­ლა­თა უკვე გა­ი­ყი­და, და­ინ­ტე­რე­სე­ბა იმ­დე­ნად დი­დია.

- რო­გორც ვი­ცით თქვენს სივ­რცე­ში იგეგ­მე­ბა ცნო­ბი­ლი ფრან­გი არ­ტის­ტის NOTRE DAM-ის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა.

დიახ, 17 ივ­ნისს MEMO EVENTS-თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით ვგეგ­მავთ ამ ივენთს. NOTRE DAME გახ­ლავთ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ცნო­ბი­ლი ფრან­გი არ­ტის­ტი, მუ­სი­კო­სი და პრო­დი­უ­სე­რი. ის წერს მუ­სი­კას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჟღე­რა­დო­ბით და ცნო­ბი­ლია ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბით ჩა­ნა­წე­რის გა­რე­შე.

ასე რომ ზა­ფხულ­ში, ჩვენს სტუმ­რებს არა­ერთ და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას ვუმ­ზა­დებთ.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო
0

ამ ქალაქში და ქვეყანაში 1 პოცენტისაა ყველაფერი, ფული და დროსტარება და კიდე უცხოელების, დანარჩენი ქართველები თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი, ხალხი 500 ლარიან სამსახურებში დაბერდნენ. ისევ მაგათვისაა ეგ კოკტეილები და რავი კიდე რახდება მაგ ნაჩოს ბარში

რუსი ტურისტების გასაგონად
2

რუსი ტურისტების გასაგონად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

Golden Tulip Design Tbilisi "ტიტა ტერასაზე" სეზონს ექსკლუზიური ღონისძიებებით იწყებს

Golden Tulip Design Tbilisi "ტიტა ტერასაზე" სეზონს ექსკლუზიური ღონისძიებებით იწყებს

Golden Tulip Design Tbilisi „ტიტა ტერასაზე“ ახალ სეზონს ხსნის. ამ უნიკალურმა სივრცემ, უკვე უმასპინძლა რამდენიმე დახურულ წვეულებას. ტერასიდან თბილისის ყველაზე ლამაზი პანორამული ხედი იშლება, რაც კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის აქ გამართულ ღონისძიებებს.

სტუმრების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს უახლესი ტექნოლოგიით მომზადებული საავტორო კოქტეილები. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Golden Tulip Design Tbilisi-ის ბარმა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე, „საუკეთესო ბარის“ ტიტული მოიპოვა.

დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ უფრო ვრცლად Golden Tulip Design Tbilisi-ის მარკეტინგის მენეჯერი სოფო აზარიაშვილი გვესაუბრება.

- სოფო, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებისთვის საკმაოდ უცხო და ახალია მსგავსი ღონისძიებების გამართვა, როდის დაგებადათ იდეა რომ თქვენს სივრცეში, მსგავსი ივენთები მოგეწყოთ?

სასტუმრო 2022 წლის სექტემბერში გამორჩეულად და განსხვავებულად გავხსენით. პირველივე ღონისძიებაზე საქართველოში პირველად, სპეციალურად საფრანგეთიდან მოწვეული, პარიზის წამყვანი კლუბების რეზიდენტი Knuckle G უკრავდა. ივენთმა იმდენად წარმატებულად ჩაიარა, რომ მეორე დღეს ქალაქში ყველა ჩვენზე საუბრობდა. მივხვდით, რომ გაჩერების უფლება არ გვქონდა და 1 კვირაში, რეკორდულად მცირე დროში, შემდეგი დიდი ივენთი დავგეგმეთ. მას შემდეგ, ყოველ პარასკევს ჩვენს სტუმრებს დაუვიწყარ ღონისძიებებს ვთავაზობთ.

ზამთარში, ტერასიდან რესტორანში გადმოვინაცვლეთ და ზამთრის ივენთების არაჩვეულებრივი სერია ჩავატარეთ.

- რა სიახლეებს სთავაზობთ ახალ სეზონზე თქვენს სტუმრებს?

როდესაც „ტიტა ტერასის“ სეზონის გახსნაზე ფიქრი დავიწყეთ, გვსურდა ჩვენი სტუმრებისთვის განსხვავებული და დასამახსოვრებელი ივენთები შეგვეთავაზებინა. ძალიან გვინდა, პოპულარიზაცია გავუწიოთ და ხელი შევუწყოთ თბილისში დღის ივენთების გამართვის კულტურას. ამ მხრივაც გამორჩეულები ვიქნებით. ჩვენი ტერასიდან თბილისის ყველაზე ლამაზი ხედი იშლება და დარწმუნებულები ვართ, მზის ჩასვლის დროს ხარისხიანი მუსიკის მოსმენა ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი იქნება.

პირველი ასეთი ღონისძიება 13 მაისს გვაქვს დაგეგმილი DEEP HOUSE TBILISI-თან კოლაბორაციით. „ტიტა ტერასაზე“ დიფ ჰაუსის წამყვანი არტისტი, ბერლინში მოღვაწე პოპულარული მექსიკელი მუსიკოსი - Robbie Akbal წარსდგება. მასთან ერთად დაუკრავენ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართველი არტისტები: Stimmhalt, Nika Chikovani, Roma J, Ucha, Querubim.

Robbie Akbal არის მსოფლიოში აღიარებული დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლ „Akbal music“-ის დამფუძნებელი. ის ძირითადად უკრავს დიფ/ორგანიკ ჰაუსს. მისი მუსიკა გაჯერებულია მელოდიური და ეგზოტიკური ჟღერადობით. მისი რელიზები გამოქვეყნებულია ისეთ საკულტო ლეიბლებზე როგორიცაა: Crosstown Rebels, Get Physical, Sol Selectas და სხვ.

ბილეთების გაყიდვა 1 კვირის წინ დაიწყო და პირველი კალათა უკვე გაიყიდა, დაინტერესება იმდენად დიდია.

- როგორც ვიცით თქვენს სივრცეში იგეგმება ცნობილი ფრანგი არტისტის NOTRE DAM-ის ღონისძიების გამართვა.

დიახ, 17 ივნისს MEMO EVENTS-თან კოლაბორაციით ვგეგმავთ ამ ივენთს. NOTRE DAME გახლავთ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ფრანგი არტისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი. ის წერს მუსიკას განსხვავებული ჟღერადობით და ცნობილია ცოცხალი შესრულებით ჩანაწერის გარეშე.

ასე რომ ზაფხულში, ჩვენს სტუმრებს არაერთ დასამახსოვრებელ ღონისძიებას ვუმზადებთ.

R