მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება“ "ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს
"ქართული ოცნება“ "ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტურ პარ­ტი­ას" ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტურ პარ­ტი­ის" წევ­რი 2015 წლი­დან იყო.

"მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დავ­ტო­ვოთ "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის" დამ­კვირ­ვე­ბე­ლი წევ­რის სტა­ტუ­სი და "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტურ პარ­ტი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტურ პარ­ტი­ას" და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ეგ­ზავ­ნე­ბა ჩვე­ნი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ გან­მარ­ტა, დღე­ი­დან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თა­ნა­ბარ სა­წყი­სებ­ზე ითა­ნამ­შრომ­ლებს ყვე­ლა ევ­რო­პულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან იმ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, "რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გვაქვს და­სა­ხუ­ლი".

"დღეს გა­ი­მარ­თა პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პო­ლიტ­საბ­ჭოს სხვა წევ­რე­ბი, უშუ­ა­ლოდ აგ­რეთ­ვე დის­ტან­ცი­უ­რად პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მას ეს­წრე­ბოდ­ნენ პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კახი კა­ლა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და პო­ლიტ­საბ­ჭოს სხვა წევ­რე­ბი. გან­ვი­ხი­ლეთ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე სხვა­დას­ხვა სა­კი­თხი და ერთ-ერთ მთა­ვარ სა­კი­თხზე მინ­და რომ გა­ვა­კე­თო დღეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­ხე­ლით.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ 4 მა­ისს უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბის“ ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, რომ­ლის დე­ვი­ზი იყო "ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ოჯა­ხი“. აღ­ნიშ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში ჩვე­ნი პარ­ტი­ის უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სი­ტყვით გა­მოს­ვლა იყო ტრა­დი­ცი­უ­ლი ზო­გადსა­კა­ცობ­რიო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მი­მართ ჩვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბი­სა და მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. ღრმად გვწამს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ერი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წინსვლა­სა და წარ­მა­ტე­ბას მყა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი საყ­რდე­ნი ჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა დავ­ფიქ­რდეთ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბით კრი­ზის­ზე, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­შია შექ­მნი­ლი და რო­მელ­საც ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აღ­რმა­ვე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბის“ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სეს იმ ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა, რომ­ლის დამ­კვირ­ვე­ბე­ლი წევ­რიც არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. მე­ტიც, მათი მხრი­დან გა­ის­მა ერ­თგვა­რი სა­ჯა­რო მუ­ქა­რა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვის შე­სა­ხებ, რა­საც წინ არ უძღო­და არა­ვი­თა­რი ორ­მხრი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია. "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის“ ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

ჩვე­ნი პარ­ტია "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის“ დამ­კვირ­ვე­ბე­ლი წევ­რია 2015 წლი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, 2015 წლი­დან დღემ­დე "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტურ პარ­ტი­ას“ არ გა­უ­კე­თე­ბია არ­ცერ­თი ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­სა­ჭე­რად. მე­ტიც, "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის“ ცალ­კე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად უერ­თდე­ბოდ­ნენ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ პო­ლი­ტი­კურ კამ­პა­ნი­ებს. შარ­შან და წელს, რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ი­დან“ მხა­რი და­უ­ჭი­რა აბ­სურ­დულ რე­ზო­ლუ­ცი­ებს, რომ­ლე­ბი­თაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ჩვე­ნი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის­თვის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას, ორი დამ­ნა­შა­ვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ნიკა გვა­რა­მი­ას გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და კი­დევ ერთი დამ­ნა­შა­ვის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­წყვე­ტას ითხოვ­და. სამ­წუ­ხა­როდ, "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტურ პარ­ტი­ას“ მისი წევ­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ აბ­სურ­დუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა არც ერთხელ არ და­უგ­მია. ასეთ პი­რო­ბებ­ში, "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტურ პარ­ტი­ა­ში“ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე არა­თუ და­დე­ბით როლს არ ას­რუ­ლებ­და, პი­რი­ქით, სრუ­ლი­ად კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო.

გარ­და ამი­სა, 2015 წლი­დან დღემ­დე, ჩვენ მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ვაკ­ვირ­დე­ბო­დით "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის“ იდე­ო­ლო­გი­ურ ტრანსფორ­მა­ცი­ას. გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტია სულ უფრო შორ­დე­ბო­და კლა­სი­კურ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ იდე­ო­ლო­გი­ას და გა­და­დი­ო­და ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში შექ­მნი­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი კრი­ზი­სის გაღ­რმა­ვე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის“ ამ­გვა­რი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცია ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ჩვე­ნი პარ­ტი­ის, ისე­ვე, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან და ხედ­ვებ­თან.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დავ­ტო­ვოთ "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის“ დამ­კვირ­ვე­ბე­ლი წევ­რის სტა­ტუ­სი და "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტურ პარ­ტი­ას­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტურ პარ­ტი­ას“ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ეგ­ზავ­ნე­ბა ჩვე­ნი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა.

დღე­ი­დან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თა­ნა­ბარ სა­წყი­სებ­ზე ითა­ნამ­შრომ­ლებს ყვე­ლა ევ­რო­პულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან იმ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გვაქვს და­სა­ხუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
0

გამოაბუნძულეს, ეხლა ვითომ თავისი ინიციატვით გამოვიდნენ...

რიტა
0

ბუზი ბზუისო და ირაკლისთან ყველა ტყუისო. გახარიამ თქვა ხო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ქართული ოცნება“ "ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს

"ქართული ოცნება“ "ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს

"ქართული ოცნება” "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტია "ევროპის სოციალისტურ პარტიის" წევრი 2015 წლიდან იყო.

"მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ "ევროპის სოციალისტური პარტიის" დამკვირვებელი წევრის სტატუსი და "ევროპის სოციალისტურ პარტიასთან" დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც "ევროპის სოციალისტურ პარტიას" დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ განმარტა, დღეიდან, "ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, "რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული".

"დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პოლიტსაბჭოს სხვა წევრები, უშუალოდ აგრეთვე დისტანციურად პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. განვიხილეთ პოლიტსაბჭოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხი და ერთ-ერთ მთავარ საკითხზე მინდა რომ გავაკეთო დღეს განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს პოლიტიკური პარტიის სახელით.

"ქართულმა ოცნებამ“ 4 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის დევიზი იყო "ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. აღნიშნულ კონფერენციაში ჩვენი პარტიის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მონაწილეობა და პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა იყო ტრადიციული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მიმართ ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება. ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი ერისა და სახელმწიფოს წინსვლასა და წარმატებას მყარი ღირებულებითი საყრდენი ჭირდება. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც თანამედროვე სამყაროშია შექმნილი და რომელსაც ფსევდოლიბერალები მიზანმიმართულად აღრმავებენ.

როგორც ცნობილია, "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა კრიტიკულად შეაფასეს იმ ევროპული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც არის "ქართული ოცნება“. მეტიც, მათი მხრიდან გაისმა ერთგვარი საჯარო მუქარა თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, რასაც წინ არ უძღოდა არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია. "ევროპის სოციალისტური პარტიის“ ხელმძღვანელების ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია.

ჩვენი პარტია "ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან. სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე "ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება "ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. მეტიც, "ევროპის სოციალისტური პარტიის“ ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა "ევროპის სოციალისტური პარტიიდან“ მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, "ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არც ერთხელ არ დაუგმია. ასეთ პირობებში, "ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ "ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.

გარდა ამისა, 2015 წლიდან დღემდე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით "ევროპის სოციალისტური პარტიის“ იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას. გასული წლების განმავლობაში, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს. "ევროპის სოციალისტური პარტიის“ ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ "ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და "ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც "ევროპის სოციალისტურ პარტიას“ დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება.

დღეიდან, "ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული", - განაცხადა კობახიძემ.