კომპანია სილქნეტმა, ჟურნალ National Geographic საქართველოსთან ერთად, ახალ შემეცნებით პროექტზე დაიწყო მუშაობა. სხვადასხვა დროს, ჟურნალისთვის შექმნილი საავტორო სტატიების აუდიო ვერსიები შექმნა და სილქ-პლატფორმებზე განათავსა. მსურველს უკვე შეუძლია მოუსმინოს უნიკალურ მასალებს SilkTV-ის, აპლიკაცია SilkGo-ს და ვებ SilkTV.ge ვიდეოთეკის განყოფილებაში - კატეგორიაში „მოუსმინეთ“.
სილქნეტის მხარდაჭერით, ჟურნალი ქართულ ენაზე ათი წელია გამოიცემა. ამ წლების განმავლობაში ქართველ ავტორთა და მეცნიერთა უამრავი სტატია გამოქვეყნდა და რედაქციის მდიდარ არქივში დაგროვდა. ამ მასალებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება ახალი აუდიო პროექტით „მოუსმინეთ“.
„გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ჟურნალს გაეცნობა უკვე აუდიო ფორმატით. პროექტი მათთვისაა, ვინც გზაშია და ჩანაწერით მოუსმენს, ან ვისაც უჭირს წაკითხვა, გარკვეული მიზეზების გამო. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სტატიას ცნობილი ქართველი მსახიობები კითხულობენ და საინტერესოდ წარუდგენენ მასალას მსმენელს. ეს დამატებით ინტერეს გააჩენს მომხმარებლისთვის“ - განაცხადა კომპანია სილქნეტის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
„ექსპონატით მოთხრობილ ისტორიას“ სტატიების ციკლის ავტორი, ქართველი ანთროპოლოგის და არქეოლოგის, მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის დავით ლორთქიფანიძე თავად კითხულობს. 3-4 წუთიანი ჩანაწერიდან ვიგებთ „იბერიელი დიდგვაროვნის ქარქაშის“; „ქართული ბონის“; „თამარ მეფის ორდენის“; ლადო გუდიაშვილის ნამუშევრის „მაიმუნის სამიზნეს“; ოქროს ლომის, თრიალეთის ვერცხლის თასის, პირველი ოლიმპიური მედლის ნადვილ ისტორიებსა და უცნობ ფაქტებს.
ბლოგერმა თამარ ბაღაშვილმა თავისი პირველი ვრცელი სტატია „ზღაპარი“ სწორედ National Geographic საქართველოს იანვრის ნომერში გამოაქვეყნა. ზღაპრის სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ფენომენს საინტერესოდ წარმოგვიდგენს მსახიობი ანა ნიკოლაშვილი. აუდიო კატალოგში ჟურნალის ერთ-ერთი მთავარი ავტორის, სოფო აფციაურის ორი სტატია განთავსდა. თვითმხილველის თვალით მოთხრობილია ორი ამბავი, ორივე გარემოსდაცვით პრობლემებს ეხება: „ხევსურეთს“ - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე; „უკანასკნელი საბუდარს“ კი მსახიობი ნიკა წერედიანი კითხულობენ; ჟურნალისტიკაში „ევროკავშირის პრიზის” ქართველი გამარჯვებულის, გიორგი გოგუას უნიკალურ მასალას „გზაზე“ მსახიობი დავით ბერაძე გააცნობს მსმენელს - ეს სტატია ეძღვნება თუშეთს და მასზე ავტორი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მნიშვნელოვანია, რომ ქართულენოვან National Geographic-ში გამოქვეყნებული ეს მასალა, 2020 წელს ჟურნალის სათაო რედაქციამ, თვის საუკეთესო სტატიად აღიარა.
კომპანია სილქნეტი უკვე 10 წელია ჟურნალის National Geographic საქართველოს მეშვეობით, შესაძლებლობას აძლევს მკითხველს ქართულ ენაზე გაეცნოს მსოფლიოში მიმდინარე არქეოლოგიური, სამეცნიერო თუ სოციალური თემატიკის სიახლეებს, თვალი ადევნოს სამყაროში არსებულ ყველა აქტუალურ მოვლენას.
ჟურნალის მეშვეობით, ქართველი მკითხველი ყოველთვიურად, ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა მსოფლიოს საოცრებათა წარმოჩენა; კოსმოსი, ეკოლოგია და მისი მოგვარების გზები. ეზიარება აკადემიურ ცოდნას და სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვან კვლევებს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ამბებიც ემატება. ჟურნალთან თანამშრომლობენ ფოტოგრაფები და ჟურნალისტები, სამეცნიერო თუ არქეოლოგიური პროექტების ქართველი ავტორები. მასალები საქართველოდან არაერთხელ მოხვედრილა National Geographic-ის საერთაშორისო გამოცემებში. ყოველწლიურად, ჟურნალის ქართული რედაქცია, სილქნეტის ხელშეწყობით, ფოტო კონკურსებს ატარებს, რითაც თავის გარშემო იკრებს ფოტო ხელოვანებს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სილქნეტის თანადგომით, მთელი წლის მანძილზე, თემატური შეხვედრები მიმდინარეობდა. ლექციების სერიამ ხელი შეუწყო ჟურნალის პოპულარიზაციას და გააერთიანა განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანები. SilkTV-ის ვიდეოთეკაში მსურველს შეუძლია გაეცნოს სპიკერთა სრულ ჩანაწერებს.
ახალი პროექტი „მოუსმინეთ“ ამ ეტაპზე 11 აუდიო ჩანაწერს აერთიანებს. National Geographic საქართველოსა და კომპანია სილქნეტის თანამშრომლობით ეტაპობრივად დაემატება ჩანაწერები და ვიდეოთეკაში მდიდარი შემეცნებითი კატალოგი შეიქმნება. ნებისმიერ მსმენელს შეუძლია გაეცნოს სტატიების აუდიო ვერსიებს, მისთვის სასურველი მოწყობილობით - აპლიკაცია SilkGo-ს პლატფორმაზე, ვებზე silktv.ge ან SilkTV-ის სერვისით.
R