მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, არ დაიზაროთ, შეატყობინეთ თქვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებს, რომ მხარი დამიჭირონ" - დღეს "ევროვიზიის" ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი იმღერებს
"გთხოვთ, არ დაიზაროთ, შეატყობინეთ თქვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებს, რომ მხარი დამიჭირონ" - დღეს "ევროვიზიის" ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი იმღერებს

წელს" ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს ირუ ხე­ჩა­ნო­ვი წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, ლი­ვერ­პულ­ში 29 აპ­რილს გა­ემ­გზავ­რა.

"მა­ყუ­რე­ბე­ლი სცე­ნა­ზე იხი­ლავს ძა­ლი­ან ძლი­ერ, ემო­ცი­ურ­სა და მყარ ირუს. გპირ­დე­ბით, რომ ჩემს მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ, რათა ყვე­ლა­ნა­ი­რად წარ­მა­ტე­ბა მო­ვუ­ტა­ნო სა­ქარ­თვე­ლოს“, - გვპირ­დე­ბა მომ­ღე­რა­ლი. მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ტური 9 მა­ისს გა­ი­მარ­თა, მე­ო­რე კი დღეს 11 მა­ისს, თბი­ლი­სის დრო­ით, 23 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე-11 ნომ­რად მი­ი­ღებს. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის ხმის მი­ცე­მა არ შე­უძ­ლია, ამი­ტომ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­ცერ­ტი ევ­რო­პის დრო­ით, 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, ხოლო ხმის მი­ცე­მა 22:20.

  • ხმის მი­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბა­ნერ­ზე მო­ცე­მუ­ლი მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც 11 მა­ისს გა­მოვ­ლენ სცე­ნა­ზე.
  • 16 კონ­კურ­სან­ტის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ხმის მი­ცე­მას შეძ­ლებთ ზა­რის ან მე­სი­ჯის სა­შუ­ა­ლე­ბით, ამი­ტომ უნდა უყუ­როთ იმ ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბით.
  • ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა ნო­მე­რი, რომ­ლის ბო­ლო­საც უნდა აკ­რი­ფოთ - 11, რაც ნიშ­ნავს, რომ ზარს ახორ­ცი­ე­ლებთ, ან სმს-ს გზავ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად.
  • იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სში, ხმის მი­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­იტ­ზე www.eurovision.tv

"ძა­ლი­ან გთხოვთ, არ და­ი­ზა­როთ და შე­ა­ტყო­ბი­ნეთ თქვენს სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ახ­ლობ­ლებს, რომ მხა­რი და­მი­ჭი­რონ - ხმის მი­ცე­მა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის სიმ­ღე­რის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა", - და­წე­რა სო­ცო­ა­ლურ ქსელ­ში ირუ ხე­ჩა­ნოვ­მა.

ის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სიმ­ღე­რით Echo წარ­დგე­ბა. მან კონ­კურ­სის საგ­ზუ­რი მუ­სი­კა­ლურ კონ­კურს Voice-ში გა­მარ­ჯვე­ბით მო­ი­პო­ვა. მომ­ღე­რა­ლი ჯგუფ "ქენ­დის" ყო­ფი­ლი წევ­რია, რო­მელ­მაც 2011 წელს სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა.

"ევ­რო­ვი­ზი­ის" რი­გით 67-ე კონ­კურ­სის ფი­ნა­ლი13 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა და მას­ში სულ 25 კონ­კურ­სან­ტი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. წლე­ვან­დე­ლი "ევ­რო­ვი­ზია" უკ­რა­ი­ნა­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა ომის გამო მას­პინ­ძლო­ბა დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ითა­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო კონ­კურ­სის მო­გე­ბას მე­თხუთ­მე­ტედ შე­ეც­დე­ბა. ქვე­ყა­ა­ნა "ევ­რო­ვი­ზი­ზე" 2007 წლი­დან გა­მო­დის, აქამ­დე სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მე-9 ად­გი­ლია, რო­მე­ლიც 2010 წელს სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფ­მა Eldrine და­ი­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nat
0

ამას ერქვა სიმღერა ?! 

ჭ. წ.
4

რა არის? გეგონება პანაშვიდზეა.

ავტორი:

"გთხოვთ, არ დაიზაროთ, შეატყობინეთ თქვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებს, რომ მხარი დამიჭირონ" - დღეს "ევროვიზიის" ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი იმღერებს

"გთხოვთ, არ დაიზაროთ, შეატყობინეთ თქვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებს, რომ მხარი დამიჭირონ" - დღეს "ევროვიზიის" ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი იმღერებს

წელს" ევროვიზიაზე" საქართველოს ირუ ხეჩანოვი წარმოადგენს, რომელიც ქართულ დელეგაციასთან ერთად, ლივერპულში 29 აპრილს გაემგზავრა.

"მაყურებელი სცენაზე იხილავს ძალიან ძლიერ, ემოციურსა და მყარ ირუს. გპირდებით, რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ყველანაირად წარმატება მოვუტანო საქართველოს“, - გვპირდება მომღერალი. მუსიკალური კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტური 9 მაისს გაიმართა, მეორე კი დღეს 11 მაისს, თბილისის დროით, 23 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი მე-11 ნომრად მიიღებს. საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. "ევროვიზიის" კონცერტი ევროპის დროით, 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო ხმის მიცემა 22:20.

  • ხმის მიცემა შესაძლებელია ბანერზე მოცემული მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 11 მაისს გამოვლენ სცენაზე.
  • 16 კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, ხმის მიცემას შეძლებთ ზარის ან მესიჯის საშუალებით, ამიტომ უნდა უყუროთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებით.
  • ტელეეკრანებზე გამოჩნდება ნომერი, რომლის ბოლოსაც უნდა აკრიფოთ - 11, რაც ნიშნავს, რომ ზარს ახორციელებთ, ან სმს-ს გზავნით საქართველოს წარმომადგენლის მხარდასაჭერად.
  • იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ მონაწილეობენ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, ხმის მიცემა შესაძლებელია საიტზე www.eurovision.tv

"ძალიან გთხოვთ, არ დაიზაროთ და შეატყობინეთ თქვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებს, რომ მხარი დამიჭირონ - ხმის მიცემა ყველა მონაწილის სიმღერის შემდეგ დაიწყება", - დაწერა სოცოალურ ქსელში ირუ ხეჩანოვმა.

ის "ევროვიზიაზე" სიმღერით Echo წარდგება. მან კონკურსის საგზური მუსიკალურ კონკურს Voice-ში გამარჯვებით მოიპოვა. მომღერალი ჯგუფ "ქენდის" ყოფილი წევრია, რომელმაც 2011 წელს საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველოს გამარჯვება მოუტანა.

"ევროვიზიის" რიგით 67-ე კონკურსის ფინალი13 მაისს გაიმართება და მასში სულ 25 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელი "ევროვიზია" უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა ომის გამო მასპინძლობა დიდმა ბრიტანეთმა ითავა.

საქართველო კონკურსის მოგებას მეთხუთმეტედ შეეცდება. ქვეყაანა "ევროვიზიზე" 2007 წლიდან გამოდის, აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.