მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი აცხადებს, რომ 7-8 მარტის აქციების დროს ბესო გაზდელიანზე და ნიკა ნარსიაზე დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან ძალდობა განხორციელდა
ადვოკატი აცხადებს, რომ 7-8 მარტის აქციების დროს ბესო გაზდელიანზე და ნიკა ნარსიაზე დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან ძალდობა განხორციელდა

7-8 მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი, მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დას­ჯას ითხო­ვენ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­ის ად­ვო­კა­ტის ლაშა ტყე­შე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან თვალ­ნათ­ლივ ჩანს, რო­გორ უს­წორ­დე­ბი­ან პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბე­სიკ გაზ­დე­ლი­ანს.

"გაგ­ვაც­ნეს საქ­მის მა­სა­ლე­ბი, სა­დაც თვალ­ნათ­ლივ ჩანს, რო­გორ უს­წორ­დე­ბი­ან პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბე­სიკ გაზ­დე­ლი­ანს, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რამ არ ცნო ბა­ტო­ნი ბესო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად, ასე­ვე არ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და არ არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მაც ბესო გაზ­დე­ლი­ა­ნი და გა­უს­წორ­დნენ მას. ჩვენ მო­ვი­თხოვთ, რომ ბა­ტო­ნი ბესო და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ცნონ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად და თუ არ ცნო­ბენ, ჩვენ ასე­ვე მივ­მარ­თავთ შო­თა­ძეს, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნენ ცნო­ბი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ბე­სიკ გაზ­დე­ლი­ა­ნი და ნიკა ნარ­სია, რად­გან ნიკა ნარ­სი­ა­საც პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მისი თქმით გა­უს­წორ­დნენ რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე სი­ტყვი­ე­რად და ასე­ვე მას აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ფე­ხის არე­ში. ეს მე­ტყვე­ლებს ერ­თა­დერ­თზე, რომ ბესო გაზ­დე­ლი­ან­ზე და ნიკა ნარ­სი­ა­ზე მოხ­და ძა­ლა­დო­ბა და იძა­ლა­და შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა“, - გა­ნა­ცხა­და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­ის ად­ვო­კატ­მა ლაშა ტყე­შე­ლა­ძე

  • "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, ბესო გაზ­დე­ლი­ა­ნის თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს აქვს ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ იგი "გა­ვე­შე­ბუ­ლი ძა­ლის მე­თო­დე­ბით” და­ა­კა­ვეს.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს აქვს ჩა­ნა­წე­რე­ბი გარე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, რომ სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ ხდე­ბა ჩემი და­კა­ვე­ბა გა­ვე­შე­ბუ­ლი ძა­ლის მე­თო­დე­ბით, ისიც კარ­გად ჩანს რო­გორ და­მაგ­დეს, როცა არა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბა ჩემი დაგ­დე­ბის იქ არ არ­სე­ბობ­და. და­მაგ­დეს, ზე­მო­დან რომ შემ­დგნენ ისიც კარ­გად ჩანს, თუმ­ცა რამ­დე­ნად მოხ­დე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იმ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, ვინც ეს ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ეს უკვე აღარ ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ბესო გაზ­დე­ლი­ან­მა

  • "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, ნიკა ნარ­სი­ას გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ყვე­ლა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თა­ლი არ არ­სე­ბობს.

"ახლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად მცნო. ყვე­ლა მა­სა­ლა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სა­დაც გოგა მე­მა­ნიშ­ვი­ლი ტრო­ტუ­ა­რი­დან მი­ტა­ცებს და იქ არის ცე­მის ფაქ­ტი, გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბია, მა­სა­ლა არის ყვე­ლაფ­რის, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მცნოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა დუმს, სა­სა­მარ­თლომ პი­რი­ქით მე და­მა­ჯა­რი­მა და კო­მი­კუ­რია ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. გვაქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თა­ლი არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ნიკა ნარ­სი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხაბე
4

ვერ გავიგე ადვოკატობა რას ნიშნავავს ამ ზოგიერთი ვაი ადვოკატისთვის წააქეზებენ და მერე რომ მიუსჯიან პოლიტპატიმაროაო 

დეა
4

სირცხვილია ესენი რომ პოლიციელის ძალადობაზე საუბრობენ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ადვოკატი აცხადებს, რომ 7-8 მარტის აქციების დროს ბესო გაზდელიანზე და ნიკა ნარსიაზე დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან ძალდობა განხორციელდა

ადვოკატი აცხადებს, რომ 7-8 მარტის აქციების დროს ბესო გაზდელიანზე და ნიკა ნარსიაზე დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან ძალდობა განხორციელდა

7-8 მარტის აქციების დროს, პოლიციელების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებით დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ადვოკატის ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, საქმის მასალებიდან თვალნათლივ ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციის თანამშრომლები ბესიკ გაზდელიანს.

"გაგვაცნეს საქმის მასალები, სადაც თვალნათლივ ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციის თანამშრომლები ბესიკ გაზდელიანს, მაგრამ პროკურატურამ არ ცნო ბატონი ბესო დაზარალებულად, ასევე არ არიან დაკავებულები ის პოლიციელები და არ არის იდენტიფიცირებული, რომელმა პოლიციელებმაც ბესო გაზდელიანი და გაუსწორდნენ მას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ბატონი ბესო დაუყოვნებლივ ცნონ დაზარალებულად და თუ არ ცნობენ, ჩვენ ასევე მივმართავთ შოთაძეს, რომ დაუყოვნებლივ იქნენ ცნობილი დაზარალებულად ბესიკ გაზდელიანი და ნიკა ნარსია, რადგან ნიკა ნარსიასაც პოლიციის თანამშრომლები მისი თქმით გაუსწორდნენ როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად და ასევე მას აღენიშნება დაზიანებები ფეხის არეში. ეს მეტყველებს ერთადერთზე, რომ ბესო გაზდელიანზე და ნიკა ნარსიაზე მოხდა ძალადობა და იძალადა შსს-ს წარმომადგენლებმა“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძე

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო გაზდელიანის თქმით, საგამოძიებო სამსახურს აქვს ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ იგი "გავეშებული ძალის მეთოდებით” დააკავეს.

"საგამოძიებო სამსახურს აქვს ჩანაწერები გარე სათვალთვალო კამერების, სადაც ნათლად ჩანს, რომ სრულიად უდანაშაულოდ ხდება ჩემი დაკავება გავეშებული ძალის მეთოდებით, ისიც კარგად ჩანს როგორ დამაგდეს, როცა არანაირი საჭიროება ჩემი დაგდების იქ არ არსებობდა. დამაგდეს, ზემოდან რომ შემდგნენ ისიც კარგად ჩანს, თუმცა რამდენად მოხდება იდენტიფიცირება იმ პოლიციელების, ვინც ეს ძალადობრივი ფაქტი განახორციელა, ეს უკვე აღარ ვიცი“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო გაზდელიანმა

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ნარსიას განცხადებით, არსებობს ყველანაირი მტკიცებულებები, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს.

"ახლა საგამოძიებო სამსახურში ვიყავი, რომელმაც სავარაუდოდ დაზარალებულად მცნო. ყველა მასალა არის აბსოლუტურად, სადაც გოგა მემანიშვილი ტროტუარიდან მიტაცებს და იქ არის ცემის ფაქტი, გამოკითხვის ოქმებია, მასალა არის ყველაფრის, რომ პროკურატურამ მცნოს დაზარალებულად, მაგრამ პროკურატურა დუმს, სასამართლომ პირიქით მე დამაჯარიმა და კომიკურია ეს მდგომარეობა. გვაქვს ყველანაირი მტკიცებულებები, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ნარსიამ.